მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი: "ნაციონალები დღეს გატრუნულები არიან და რევანშისთვის ემზადებიან"
კახა კახიშვილი: "ნაციონალები დღეს გატრუნულები არიან და რევანშისთვის ემზადებიან"

არ­ჩევ­ნე­ბი­სა და პო­ლი­ტი­კუ­რი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის, კახა კა­ხიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ამ არ­ჩევ­ნებ­ზე ცეს­კო ობი­ექ­ტუ­რი არ­ბიტ­რის როლ­ში არ იყო. რას შე­იძ­ლე­ბა ვე­ლო­დოთ არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა ად­გი­ლე­ბი პარ­ლა­მენ­ტში და რა უნდა მო­ი­მოქ­მე­დოს ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ პირ­ველ რიგ­ში, ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ვი­ტყობთ.

- დიდი ხა­ნია ვაკ­ვირ­დე­ბი არ­ჩევ­ნებს, ბევ­რი რამ მი­ნა­ხავს, მაგ­რამ პირ­ვე­ლად ვნა­ხე, რომ სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე სპეც­რაზ­მი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებს აჯა­მებ­და. ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი გარ­და ხა­შუ­რი­სა, გორ­შიც მოხ­და. დუ­შეთ­ში სპეც­რაზ­მი იდგა სა­არ­ჩევ­ნო უბან­თან და კო­მი­სი­ის წევ­რებს უთხრეს, სპეც­რაზ­მი აქ­ვეა და თუ ჭკვი­ა­ნად არ იქ­ნე­ბით, უბან­ზეც შე­მო­ვაო. ცეს­კოს ევა­ლე­ბო­და, შე­მა­ჯა­მე­ბე­ლი ოქ­მე­ბი დრო­უ­ლად გა­ნე­თავ­სე­ბი­ნა სა­იტ­ზე, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი გა­ჭი­ა­ნურ­და. წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბი 5 ოქ­ტომ­ბრამ­დე ვერ გა­მო­ცხად­და, მა­შინ რო­დე­საც თბი­ლი­სის მე­რის არ­ჩევ­ნე­ბი­სას 15 წუთ­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, რომ უგუ­ლა­ვამ გა­ი­მარ­ჯვა. ცეს­კოს დრო­ის გაყ­ვა­ნა შე­დე­გე­ბის გა­სა­ყალ­ბებ­ლად დას­ჭირ­და. ცეს­კო იყო მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლი რო­გორც არ­ჩევ­ნე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის, ისე შე­დე­გე­ბის შე­ჯა­მე­ბი­სას.

გა­მოჩ­ნდა გა­დას­წო­რე­ბუ­ლი ოქ­მე­ბი, რომ­ლებ­შიც უბან­ზე მი­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბას ბევ­რად სჭარ­ბობს მი­ცე­მუ­ლი ხმე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ეს შე­დე­გე­ბის გა­ბა­თი­ლე­ბის სა­ფუძ­ვე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ" ოპო­ნენ­ტის გა­მარ­ჯვე­ბა აღი­ა­რა, შე­დე­გე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა და­ა­ყოვ­ნა, რად­გან სა­არ­ჩევ­ნო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მიერ აღე­ბუ­ლი პრო­ცენ­ტე­ბის სხვა­ო­ბის შემ­ცი­რე­ბა და­ა­ვა­ლეს. და­ყოვ­ნე­ბამ შეც­ვა­ლა რო­გორც მა­ჟო­რი­ტა­რულ, ისე პრო­პორ­ცი­ულ არ­ჩევ­ნებ­ში აღე­ბუ­ლი შე­დე­გე­ბი.

ეს გა­ყალ­ბე­ბა მოხ­და იმ მიზ­ნით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" მოგ­ვევ­ლი­ნოს რო­გორც ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია. ეს მის­თვის იქ­ნე­ბა იმის გა­რან­ტია, რომ შე­ი­ნარ­ჩუ­ნოს ის ქო­ნე­ბა, რაც 9 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში და­აგ­რო­ვეს.

- "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს აძ­ლევს მი­ღე­ბუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გი?

- პარ­ლა­მენ­ტში 76 დე­პუ­ტა­ტის გაყ­ვა­ნა უმ­რავ­ლე­სო­ბის ფორ­მი­რე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა, თუმ­ცა, ეს რა­ო­დე­ნო­ბა არ ჰყოფ­ნის სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის­თვი­საც ხმე­ბის 2/3, ანუ 100 ხმაა სა­ჭი­რო. პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის სა­კი­თხის და­სა­ყე­ნებ­ლად ხმე­ბის 1/3 კმა­რა, მაგ­რამ ეს ძა­ლი­ან გარ­თუ­ლე­ბუ­ლი პრო­ცე­დუ­რაა. პარ­ლა­მენ­ტარ­თა 1/3-მა პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენ­ტის მო­თხოვ­ნით სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს უნდა მი­მარ­თოს. ამ მო­თხოვ­ნა­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იკ­ვე­თე­ბო­დეს პრე­ზი­დენ­ტის და­ნა­შა­უ­ლის ნიშ­ნე­ბი. ეს და­ნა­შა­უ­ლი უნდა და­ა­დას­ტუ­როს სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლომ და შემ­დგომ პრე­ზი­დენ­ტის იმ­პიჩ­მენტს კენ­ჭი უნდა უყა­როს პარ­ლა­მენ­ტმა, რა­საც ასე­ვე ხმე­ბის 2/3 სჭირ­დე­ბა.

პრე­ზი­დენ­ტი ეუბ­ნე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სრუ­ლად და­ა­კომ­პლექ­ტეთ მთავ­რო­ბაო. პრე­ზი­დენტს ახა­ლი მთავ­რო­ბის და­თხოვ­ნის უფ­ლე­ბა 6 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში არა აქვს, მაგ­რამ თუ მა­ნამ­დე არ მოხ­და ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბე­ბი, არ გა­დად­გა სა­ა­კაშ­ვი­ლი და "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" გაძ­ლი­ერ­და, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, 6 თვის თავ­ზე კრი­ზი­სი ხე­ლოვ­ნუ­რად შექ­მნან და სა­ა­კაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბა გა­და­ა­ყე­ნოს.

ამა­სო­ბა­ში სა­ა­კაშ­ვილს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვადა ამო­ე­წუ­რე­ბა. მერე საპ­რე­ზი­დენ­ტო და ახალ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს ერ­თად და­ნიშ­ნავს და შე­ეც­დე­ბა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ისევ მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. ამი­ტომ არი­ან დღეს გატ­რუ­ნუ­ლე­ბი და იმე­დი აქვთ, რომ ისევ მოვ­ლენ, მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ თა­ვი­ანთ აქ­ტი­ურ მხარ­დამ­ჭე­რებს ამა­ვეს ეუბ­ნე­ბი­ან.

- რა საფრ­თხე შე­იძ­ლე­ბა და­ე­მუქ­როს "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", სა­ნამ ყვე­ლა სტრუქ­ტუ­რა­სა და სა­სა­მარ­თლოს ისევ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" აკონ­ტრო­ლებს?

- მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს პრე­ცე­დენ­ტი, რომ მოქ­მე­დი პრე­ზი­დენ­ტი, მოქ­მე­დი პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე, მოქ­მე­დი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდი­ვა­ნი, მოქ­მე­დი მი­ნის­ტრე­ბი, გამ­გებ­ლე­ბი, გუ­ბერ­ნა­ტო­რე­ბი და მე­რე­ბი ამ­ბობ­დნენ, ოპო­ზი­ცი­ა­ში ვარ­თო. ვის ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­ვი­და მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­დე­საც ჯერ არ არის ფორ­მი­რე­ბუ­ლი ახა­ლი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი?

- ამ დღე­ებ­ში გა­ი­ყი­და "რუს­თა­ვი 2"-ის 40%-იანი წი­ლიც.

- ნა­ხე­ვარ მი­ლი­ო­ნად იყი­და კე­ზე­რაშ­ვილ­მა, რაც ძა­ლი­ან მცი­რეა ამ წი­ლის რე­ა­ლურ ღი­რე­ბუ­ლე­ბას­თან შე­და­რე­ბით. ცხა­დია, სცა­დეს, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ პირ­ზე გა­და­ნა­წი­ლე­ბუ­ლი­ყო წილი, ამას­თან, კე­ზე­რაშ­ვი­ლი ის­რა­ე­ლის მო­ქა­ლა­ქეა და მის­თვის წი­ლის ჩა­მორ­თმე­ვა ძნე­ლი იქ­ნე­ბა მა­ში­ნაც კი, თუ სა­სა­მარ­თლო და­ად­გენს წი­ლის არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ერ გას­ხვი­სე­ბას.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" იქ­ნე­ბა ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ოპო­ზი­ცია, რო­მელ­საც ექ­ნე­ბა დიდი ფუ­ლიც და სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბიც. ისი­ნი პრობ­ლე­მებს შე­უქ­მნი­ან გა­მარ­ჯვე­ბულ ძა­ლას. ივა­ნიშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბა, აჯო­ბებ­და სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­დამ­დგა­რი­ყოო, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მყი­სი­ე­რად აღიქ­ვეს არა­დე­მოკ­რა­ტი­ულ ქმე­დე­ბად და ზე­წო­ლად. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა შე­ფა­სე­ბე­ბი გა­კეთ­დე­ბა მა­შინ, რო­დე­საც იქ­ნე­ბა მო­წო­დე­ბა, მო­სა­მარ­თლე­ებ­მა (რომ­ლე­ბიც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი უნდა იყ­ვნენ) ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის ნება არ შე­ას­რუ­ლონ. მო­სა­მარ­თლე­ებს პრე­ზი­დენ­ტი ნიშ­ნავს 10 წლის ვა­დით და ძა­ლი­ან გა­ჭირ­დე­ბა მათი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა.

2004 წელს იბა­რებ­დნენ მო­სა­მარ­თლე­ებს და თითს უქ­ნევ­დნენ, დღეს ასე­თი ვი­თა­რე­ბა არ არის, თუმ­ცა, აუ­ცი­ლე­ბე­ლია მო­სა­მარ­თლე­ე­ბის შეც­ვლა. მათი და­ტო­ვე­ბა თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არ შექ­მნის გან­ცდას, რომ სა­სა­მარ­თლო ობი­ექ­ტუ­რი და მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლია.

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კახიშვილი: "ნაციონალები დღეს გატრუნულები არიან და რევანშისთვის ემზადებიან"

კახა კახიშვილი: "ნაციონალები დღეს გატრუნულები არიან და რევანშისთვის ემზადებიან"

არჩევნებისა და პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ხელმძღვანელის, კახა კახიშვილის განცხადებით, ამ არჩევნებზე ცესკო ობიექტური არბიტრის როლში არ იყო. რას შეიძლება ველოდოთ არჩევნების შემდეგ, როგორ გადანაწილდება ადგილები პარლამენტში და რა უნდა მოიმოქმედოს ახალმა ხელისუფლებამ პირველ რიგში, ინტერვიუდან შევიტყობთ.

- დიდი ხანია ვაკვირდები არჩევნებს, ბევრი რამ მინახავს, მაგრამ პირველად ვნახე, რომ საარჩევნო უბნებზე სპეცრაზმი არჩევნების შედეგებს აჯამებდა. ასეთი შემთხვევები გარდა ხაშურისა, გორშიც მოხდა. დუშეთში სპეცრაზმი იდგა საარჩევნო უბანთან და კომისიის წევრებს უთხრეს, სპეცრაზმი აქვეა და თუ ჭკვიანად არ იქნებით, უბანზეც შემოვაო. ცესკოს ევალებოდა, შემაჯამებელი ოქმები დროულად განეთავსებინა საიტზე, მაგრამ ეს პროცესი გაჭიანურდა. წინასწარი შედეგები 5 ოქტომბრამდე ვერ გამოცხადდა, მაშინ როდესაც თბილისის მერის არჩევნებისას 15 წუთში გამოაცხადეს, რომ უგულავამ გაიმარჯვა. ცესკოს დროის გაყვანა შედეგების გასაყალბებლად დასჭირდა. ცესკო იყო მიკერძოებული როგორც არჩევნების ორგანიზების, ისე შედეგების შეჯამებისას.

გამოჩნდა გადასწორებული ოქმები, რომლებშიც უბანზე მისული ამომრჩევლის რაოდენობას ბევრად სჭარბობს მიცემული ხმების რაოდენობა. ეს შედეგების გაბათილების საფუძველია. მიუხედავად იმისა, რომ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ოპონენტის გამარჯვება აღიარა, შედეგების გამოქვეყნება დააყოვნა, რადგან საარჩევნო ადმინისტრაციას "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნების" მიერ აღებული პროცენტების სხვაობის შემცირება დაავალეს. დაყოვნებამ შეცვალა როგორც მაჟორიტარულ, ისე პროპორციულ არჩევნებში აღებული შედეგები.

ეს გაყალბება მოხდა იმ მიზნით, რომ "ნაციონალური მოძრაობა" მოგვევლინოს როგორც ძლიერი ოპოზიცია. ეს მისთვის იქნება იმის გარანტია, რომ შეინარჩუნოს ის ქონება, რაც 9 წლის განმავლობაში დააგროვეს.

- "ქართულ ოცნებას" რის შესაძლებლობებს აძლევს მიღებული საარჩევნო შედეგი?

- პარლამენტში 76 დეპუტატის გაყვანა უმრავლესობის ფორმირების საშუალებას იძლევა, თუმცა, ეს რაოდენობა არ ჰყოფნის საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომლისთვისაც ხმების 2/3, ანუ 100 ხმაა საჭირო. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის დასაყენებლად ხმების 1/3 კმარა, მაგრამ ეს ძალიან გართულებული პროცედურაა. პარლამენტართა 1/3-მა პრეზიდენტის იმპიჩმენტის მოთხოვნით საკონსტიტუციო სასამართლოს უნდა მიმართოს. ამ მოთხოვნაში აუცილებლად უნდა იკვეთებოდეს პრეზიდენტის დანაშაულის ნიშნები. ეს დანაშაული უნდა დაადასტუროს საკონსტიტუციო სასამართლომ და შემდგომ პრეზიდენტის იმპიჩმენტს კენჭი უნდა უყაროს პარლამენტმა, რასაც ასევე ხმების 2/3 სჭირდება.

პრეზიდენტი ეუბნება "ქართულ ოცნებას", სრულად დააკომპლექტეთ მთავრობაო. პრეზიდენტს ახალი მთავრობის დათხოვნის უფლება 6 თვის განმავლობაში არა აქვს, მაგრამ თუ მანამდე არ მოხდა ძირეული ცვლილებები, არ გადადგა სააკაშვილი და "ნაციონალური მოძრაობა" გაძლიერდა, არ არის გამორიცხული, 6 თვის თავზე კრიზისი ხელოვნურად შექმნან და სააკაშვილმა მთავრობა გადააყენოს.

ამასობაში სააკაშვილს საპრეზიდენტო ვადა ამოეწურება. მერე საპრეზიდენტო და ახალ საპარლამენტო არჩევნებს ერთად დანიშნავს და შეეცდება, "ნაციონალური მოძრაობა" ისევ მოვიდეს ხელისუფლებაში. ამიტომ არიან დღეს გატრუნულები და იმედი აქვთ, რომ ისევ მოვლენ, მაქვს ინფორმაცია, რომ თავიანთ აქტიურ მხარდამჭერებს ამავეს ეუბნებიან.

- რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს "ქართულ ოცნებას", სანამ ყველა სტრუქტურასა და სასამართლოს ისევ "ნაციონალური მოძრაობა" აკონტროლებს?

- მსოფლიოში არ არსებობს პრეცედენტი, რომ მოქმედი პრეზიდენტი, მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე, მოქმედი უშიშროების საბჭოს მდივანი, მოქმედი მინისტრები, გამგებლები, გუბერნატორები და მერები ამბობდნენ, ოპოზიციაში ვართო. ვის ოპოზიციაში გადავიდა მოქმედი ხელისუფლება, როდესაც ჯერ არ არის ფორმირებული ახალი მინისტრთა კაბინეტი?

- ამ დღეებში გაიყიდა "რუსთავი 2"-ის 40%-იანი წილიც.

- ნახევარ მილიონად იყიდა კეზერაშვილმა, რაც ძალიან მცირეა ამ წილის რეალურ ღირებულებასთან შედარებით. ცხადია, სცადეს, რაც შეიძლება მეტ პირზე გადანაწილებულიყო წილი, ამასთან, კეზერაშვილი ისრაელის მოქალაქეა და მისთვის წილის ჩამორთმევა ძნელი იქნება მაშინაც კი, თუ სასამართლო დაადგენს წილის არაკეთილსინდისიერ გასხვისებას.

"ნაციონალური მოძრაობა" იქნება ძალიან ძლიერი ოპოზიცია, რომელსაც ექნება დიდი ფულიც და საინფორმაციო საშუალებებიც. ისინი პრობლემებს შეუქმნიან გამარჯვებულ ძალას. ივანიშვილის მოსაზრება, აჯობებდა სააკაშვილი გადამდგარიყოო, "ნაციონალებმა" მყისიერად აღიქვეს არადემოკრატიულ ქმედებად და ზეწოლად. წარმოიდგინეთ, რა შეფასებები გაკეთდება მაშინ, როდესაც იქნება მოწოდება, მოსამართლეებმა (რომლებიც დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი უნდა იყვნენ) ერთი პოლიტიკური სუბიექტის ნება არ შეასრულონ. მოსამართლეებს პრეზიდენტი ნიშნავს 10 წლის ვადით და ძალიან გაჭირდება მათი გათავისუფლება.

2004 წელს იბარებდნენ მოსამართლეებს და თითს უქნევდნენ, დღეს ასეთი ვითარება არ არის, თუმცა, აუცილებელია მოსამართლეების შეცვლა. მათი დატოვება თანამდებობებზე არ შექმნის განცდას, რომ სასამართლო ობიექტური და მიუკერძოებელია.

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა