"რუსთავი 2"-ის მარკეტინგის მენეჯერი გეგა ფალავანდიშვილი სუსტ სქესში პოპულარული "ნიჭიერის" ჟიურიში გამოჩენის შემდეგ გახდა. გეგას პირადზე ყოველთვის ბევრი იწერებოდა პრესაში. მისი პირველი მეუღლე ნომერი პირველი პოლიციელი ეკა ზღულაძე გახლდათ. მასთან დაშორების შემდეგ გეგას ცხოვრებაში ახალი ქალბატონი გამოჩნდა - გეგა ახლა რუსა გამყრელიძესთან ერთად ცხოვრობს.
გასულ კვირას ინტერნეტში საინტერესო ფოტოები გავრცელდა. ეროვნულ მუზეუმში გამოფენილ საარჩევნო სააგიტაციო პლაკატებში დამთვალიერებლებმა გეგა ფალავანდიშვილი ამოიცნეს. თურმე გეგა გასულ საუკუნეში "საქართველოს მოქალაქეთა კავშირის" წინასაარჩევნო ფოტოზე გადაუღიათ. "კეთილდღეობა თქვენს ოჯახებს" - ასეთია მაშინდელი "სმკ"-ს სლოგანი და ფოტოზე გეგა უცნობ ქალბატონსა და პატარა ბავშვთან ერთად იღიმის.
როგორი კეთილდღეობა მოგვიტანა "მოქალაქეთა კავშირმა", ყველას კარგად გვახსოვს, თუმცა, თავისდა საბედნიეროდ, გეგა მაშინ პოლიტიკაში არ წასულა და გეზი ტელევიზიისკენ აიღო.
DJ ბუკლე
(გამოდის ორშაბათობით)