Faceამბები
პოლიტიკა
მსოფლიო

23

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 02:27-ზე, მთვარე კირჩხიბშია – საკუთარ თავში ჩაიხედეთ. შეგიძლიათ დაიწყოთ ნებისმიერი საქმე. განსაკუთრებით მიწისა და უძრავი ქონების შესაძენად. აკეთეთ ბიზნესი და იმუშავეთ. დაიწყეთ ახალი საქმეები. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. გააფორმეთ მნიშვნელოვანი დოკუმენტები, ხელშეკრულებები და კონტრაქტები. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და კეთილგანწყობა ყველა საკითხში. საიდუმლოდ შეინახეთ თქვენი წარმატებები და მიღწევები. უხვად მიირთვით მწვანილი. კარგია თხილი, არ დაგავიწყდეთ წვენების დალევა, ხილისა და ბოსტნეულის ჭამა. უმჯობესია რაციონიდან გამორიცხოთ მარცვლეული და ცხოველური საკვები. თვალები და ტვინი აქტიურია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანა შონია: "ხალხის სამსახურში ყოფნა პოლიტიკოსობის გარეშეც შეიძლება..."
ნანა შონია: "ხალხის სამსახურში ყოფნა პოლიტიკოსობის გარეშეც შეიძლება..."

ძა­ლი­ან დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი ნანა შო­ნია ოპო­ზი­ცი­უ­რი გან­წყო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და და თა­ვის პო­ზი­ცი­ას ყო­ველ­თვის აქ­ტი­უ­რად აფიქ­სი­რებ­და. ამის გამო ხში­რად ბლო­კავ­დნენ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში, არ იწ­ვევ­დნენ ამა თუ იმ გა­და­ღე­ბა­ზე, მაგ­რამ ამას მსა­ხი­ო­ბი არ შე­უ­ში­ნე­ბია. დღეს­დღე­ო­ბით შექ­მნი­ლი გა­რე­მო­ე­ბით ქალ­ბა­ტო­ნი ნანა კმა­ყო­ფი­ლია და სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა აქვს, ამ­ბობს, ქვე­ყა­ნა­ში გა­მო­ნათ­და და სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე ამო­ი­სუნ­თქავ­სო.

- რო­გორ ხართ, ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, ალ­ბათ სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა გაქვთ, ხომ?

- კი, მაქვს სა­ზე­ი­მო გან­წყო­ბა, მაგ­რამ არ უნდა მოვ­დუნ­დეთ, გა­მარ­ჯვე­ბის ხიბლში არ უნდა გა­დავ­ვარ­დეთ და ჯერ კი­დევ ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა ვი­ყოთ მზად, რად­გან მა­ინც იგ­რძნო­ბა უსუ­სუ­რი "ფა­ფხუ­რი". სა­ზო­გა­დო­ე­ბა გაკ­ვირ­ვე­ბუ­ლია, რომ ამ პრო­ცეს­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მა­ინც მშვი­დო­ბი­ა­ნად ჩა­ი­ა­რა, თუმ­ცა ექ­სცე­სე­ბიც იყო სხვა­დას­ხვა უბან­ზე, რე­გი­ო­ნებ­ში. ზუგ­დიდ­ში ჯერ კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს ბრძო­ლა, რად­გან გა­ყალ­ბე­ბა მოხ­და.

- თქვით, ყვე­ლაფ­რის­თვის უნდა ვი­ყოთ მზა­დო, რას გუ­ლის­ხმობთ?

- რო­გორც უკვე გი­თხა­რით, ჯერ კი­დევ ფა­ფხუ­რო­ბენ რა­ღა­ცას, ბო­კე­რია გა­მო­დის და ამ­ბობს, სა­ა­კაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ პრე­ზი­დენ­ტი­აო და ა.შ. ზუს­ტად ვე­რა­ფერს გე­ტყვით, მაგ­რამ სა­ბო­ლო­ოდ მა­ინც მშვი­დო­ბი­ა­ნად მი­დის ყვე­ლა­ფე­რი და იმე­დია, ასეც დამ­თავ­რდე­ბა.

- იმე­დია, ასე იქ­ნე­ბა, რად­გან პრე­ზი­დენ­ტმა უკვე მი­უ­ლო­ცა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­მარ­ჯვე­ბა..

- კი, ასეა და ცოტა გა­აკ­ვირ­ვა ამ ფაქ­ტმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, ყვე­ლა ამ­ბობს, არ ვე­ლო­დით, თუ სა­ა­კაშ­ვი­ლი ასე უცებ გა­ა­კე­თებ­და ამ გან­ცხა­დე­ბა­სო. ბოლო დროს ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ისე­თე­ბი და­ატ­რი­ა­ლა, რომ ეს საქ­ცი­ე­ლი მათ­გან მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო. სა­ეჭ­ვოდ იო­ლად შე­ე­გუვ­ნენ ამ და­მარ­ცხე­ბას.

- არა­და, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ამომ­რჩე­ველ­თან გა­მარ­თულ შეხ­ვედ­რა­ზე "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" გა­მარ­ჯვე­ბის ბო­ლომ­დე სჯე­რო­დათ, ამ გან­წყო­ბით იყ­ვნენ გამ­სჭვა­ლულ­ნი..

- კი და სწო­რედ ამის ფონ­ზე იყო გა­საკ­ვი­რი, რომ ასე იო­ლად შე­ე­გუვ­ნენ და­მარ­ცხე­ბას, ამომ­რჩე­ველ­თან შეხ­ვედ­რა­ზე უფრო სხვა "გრა­დუ­სი ჰქონ­დათ აღე­ბუ­ლი", მაგ­რამ მერე და მერე გა­ნელ­და სი­ტუ­ა­ცია.

- პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ­მა კად­რებ­მა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, მათი მმარ­თვე­ლო­ბა ხერ­ხე­მალ­ში გა­და­ტე­ხა...

- რა თქმა უნდა, ამან ძა­ლი­ან დიდი დარ­ტყმა მი­ა­ყე­ნა "ნა­ცი­ო­ნა­ლებს", მა­ნამ­დეც წელ­მო­წყვე­ტი­ლი იყო ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, უბ­რა­ლოდ ამან სა­ბო­ლოო ბიძ­გი მის­ცა მოვ­ლე­ნე­ბის ასე გან­ვი­თა­რე­ბას. ფეხ­ზე დად­გა სა­ზო­გა­დო­ე­ბა, სტუ­დენ­ტო­ბა. ამ ფაქ­ტე­ბის შემ­დეგ ძა­ლი­ან ბევ­რი ხმა და­კარ­გა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ".

- ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გა­ე­ყალ­ბე­ბი­ნა არ­ჩევ­ნე­ბი?

- და თქვენ რო­გორ გგო­ნი­ათ, არ გა­ა­ყალ­ბეს? ძა­ლი­ან დიდი დო­ზით გა­ა­ყალ­ბეს, უბ­რა­ლოდ იმ დო­ზით ვერა, რომ გა­ე­მარ­ჯვათ, თო­რემ გა­ყალ­ბე­ბა რო­გორ არ იყო. "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" აი­ღეს 40%? ეს ხომ სი­სუ­ლე­ლეა, ესაა სწო­რედ გა­ყალ­ბე­ბის შე­დე­გი, თო­რემ ამ­დენ­საც ვერ მი­აღ­წევ­დნენ.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ ორი პარ­ტი­ის თა­ნამ­შრომ­ლო­ბა?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვიცი, რო­გორ უნდა ითა­ნამ­შრომ­ლონ, ჩემ­თვის ეგეც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია, მაგ­რამ სხვა რა გზა აქვთ? მო­უ­წევთ საქ­მის ერ­თად კე­თე­ბა. მგო­ნია, რომ ახლა წავა პარ­ტი­ა­ში გა­დას­ვლა-გად­მოს­ვლე­ბი. მით უმე­ტეს, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, მე არ ვერ­ჩი იმ ადა­მი­ანს, ვინც ხუ­თი­ა­ნი შე­მო­ხა­ზა. ისიც ჩე­მი­ა­ნია, მისი ტკი­ვი­ლიც მტკი­ვა და მა­საც ისე გა­ვუწ­ვდი ხელს, რო­გორც სხვა და­ნარ­ჩენ­სო. ძა­ლი­ან მომ­წონს ეს მიდ­გო­მა, ვფიქ­რობ, სწო­რია. არ შე­იძ­ლე­ბა, ბო­რო­ტე­ბას ბო­რო­ტე­ბით­ვე უპა­სუ­ხო. არ მიყ­ვარს ან­გა­რიშს­წო­რე­ბა და არ მი­მაჩ­ნია ეს მარ­თე­ბუ­ლად, მაგ­რამ ახა­ლა­ი­ე­ბი და კალ­მა­ხე­ლი­ძე რომ და­სა­ჭე­რია, ეს სა­და­ვო თემა არ არის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ ერთი წუ­თით, რომ "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" გა­ე­მარ­ჯვათ, ისი­ნი ასე ხომ არ იფიქ­რებ­დნენ? ისი­ნი აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ვი­დოდ­ნენ ან­გა­რიშს­წო­რე­ბა­ზე, ვიცი, რომ შურს იძი­ებ­დნენ.

- ამ ბოლო დროს პო­ლი­ტი­კურ ნი­ა­დაგ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რმა ახ­ლო­ბელ­მა, მე­გო­ბარ­მა, ნა­თე­სავ­მა და­კარ­გა ერ­თმა­ნე­თი...

- არც ერთი მე­გო­ბა­რი არ და­მი­კარ­გავს, მე არ და­ვუშ­ვებ ამას, ყვე­ლამ იცის ჩემი პო­ზი­ცია და ამის გამო გა­მო­უ­ვალ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არა­ვის ჩა­ვუ­ყე­ნე­ბი­ვარ. ჩემს სათ­ქმელს ყო­ველ­თვის ვამ­ბობ, ვცდი­ლობ, შე­ვაგ­ნე­ბი­ნო იმ ადა­მი­ანს ჩემი სი­მარ­თლე. თუ ვხვდე­ბი, რომ ადა­მი­ა­ნი შე­უ­ვა­ლია, ვა­ნე­ბებ თავს, ვიცი, ადრე თუ გვი­ან მოვა გონს. სულ არ არის სა­ჭი­რო, ყო­ველ წუ­თას უჩი­ჩი­ნო, შენ ცდე­ბი, შენ ცდე­ბიო, დრო გავა და თა­ვის­თა­ვად მივა საღ აზ­რამ­დე, ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვა ასე ად­ვი­ლი არ არის.

- თქვე­ნი მო­ლო­დი­ნი რო­გო­რია, რო­გორ ფიქ­რობთ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის პირ­ვე­ლი ძი­რე­უ­ლი ცვლი­ლე­ბა რას შე­ე­ხე­ბა?

- პირ­ვე­ლი არ ვიცი, მაგ­რამ დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ხალ­ხს მალე და­ტყო­ბა შვე­ბა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა მალე ამო­ი­სუნ­თქავს გა­და­სა­ხა­დე­ბის, ჯან­დაც­ვის მხრივ და ა.შ. მჯე­რა, რომ ძა­ლი­ან მალე ხალ­ხის­თვის სა­სარ­გებ­ლო და სა­ჭი­რო ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა, მე მჯე­რა მისი, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ მას­ში.

- ქალ­ბა­ტო­ნო ნანა, პი­რა­დად თუ იც­ნობთ ბა­ტონ ბი­ძი­ნას?

- არა, არ ვიც­ნობ. უბ­რა­ლოდ, ზუგ­დი­დის აქ­ცი­ა­ზე პი­რა­დად შევ­ხვდი მას, ძა­ლი­ან ხან­მოკ­ლე შეხ­ვედ­რა გვქონ­და, მეტი არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქო­ნია მას­თან.

- ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში აცხა­დებ­დით, რომ თქვე­ნი პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო გბ­ლო­კავ­დნენ, არ გიწ­ვევ­დნენ ამა თუ იმ გა­და­ცე­მა­ში, პრო­ექ­ტებ­ში. მთავ­რო­ბის ცვლი­ლე­ბას­თან ერ­თად ალ­ბათ ვი­თა­რე­ბის ცვლი­ლე­ბა­საც ელით..

- კი, რა თქმა უნდა, მაგ­რამ "იმედ­ში" და "რუს­თა­ვი 2"-ში მე თვი­თონ აღარ მი­ვალ, რად­გან ამის სურ­ვი­ლი არ მაქვს. გუ­შინ არ მოგ­წონ­დი და არ მე­ძახ­დი და დღეს მე­ძა­ხი? ეს რა მიდ­გო­მაა, არ მეს­მის, არაა ასე. იმე­დია, პო­ლი­ტი­კუ­რი მო­საზ­რე­ბე­ბის გამო და ზო­გა­დად პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით აღარ შე­ირ­ჩე­ვა მსა­ხი­ო­ბე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ი­სათ­ვის თუ სხვა პრო­ექ­ტე­ბის­თვის, ეს სფე­როც და­ლაგ­დე­ბა ნელ-ნელა. აქამ­დე სულ ერთი და იგი­ვე სა­ხე­ე­ბი ტრი­ა­ლებ­დნენ ყველ­გან, გა­უ­თა­ვებ­ლად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ჩან­დნენ ეკ­რან­ზე, მსა­ხი­ო­ბებ­სა და მომ­ღერ­ლებს ნაკ­ლე­ბად გვექ­ცე­ო­და ყუ­რა­დღე­ბა, ბევ­რმა კარ­გმა წელ­მა ისე ჩა­ირ­ბი­ნა, რომ ჩვენ არაფ­რის გა­კე­თე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ გვქონ­და. აუ­დი­ტო­რი­ის გა­რე­შე კი მსა­ხი­ო­ბი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მხარ­და­ჭე­რას ხე­ლო­ვა­ნე­ბი ყო­ველ­თვის გრძნობ­დნენ, მათ ყო­ველ­თვის ეხ­მა­რე­ბო­და და ახ­ლაც არ და­ტო­ვებს საქ­მი­სა და ყუ­რა­დღე­ბის გა­რე­შე. სხვა­თა შო­რის, დე­და­ჩე­მი ძა­ლი­ან ადრე ამ­ბობ­და, ბი­ძი­ნა უნდა მო­ვი­დეს პო­ლი­ტი­კა­შიო, ეს იმ პე­რი­ო­დის­თვის თით­ქოს წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, მაგ­რამ ხომ ხე­დავთ, დღეს ის უკვე ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­შია.

- რა ვი­თა­რე­ბა­ში შე­ი­ტყვეთ არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი? ეგ­ზიტ­პო­ლის შე­დე­გებ­ზე მაქვს სა­უ­ბა­რი...

- მე­გობ­რე­ბის წრე­ში. ხალ­ხმა იცო­და, რომ ჩვენ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბა "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აძ­ლევ­და ხმას, მაგ­რამ მა­ინც ში­შით ელოდ­ნენ პა­სუ­ხებს, მე კი, რა­ო­დენ გა­საკ­ვი­რიც უნდა იყოს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი, გა­მარ­ჯვე­ბით დას­რულ­დე­ბო­და ყვე­ლა­ფე­რი, ეჭ­ვიც არ მე­პა­რე­ბო­და, მაგ­რამ უკვე ოფი­ცი­ა­ლუ­რად გა­მო­ცხა­დე­ბულ­მა წი­ნას­წარ­მა შე­დე­გებ­მა ისე გა­მა­ხა­რა, კი­ნა­ღამ გული გა­მის­კდა. ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა თქვა, ნუთუ პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბე­რი რა­ი­მე მნიშ­ვნე­ლო­ვან თა­რი­ღად, მა­გა­ლი­თად, ჩვე­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის თა­რი­ღად არ უნდა იქ­ცე­სო, რა­ი­მე სა­ზე­ი­მო დღედ უნდა ვაქ­ცი­ოთ ეს თა­რი­ღიო და სი­მარ­თლე გი­თხრა, მო­მე­წო­ნა ეს აზრი.

- კარ­გა ხა­ნია თქვენ სა­ა­კაშ­ვი­ლის მთავ­რო­ბის ოპო­ზი­ცი­ად მო­ი­აზ­რე­ბით, თქვე­ნი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის ცვლი­ლე­ბა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­ჩე­ნას არ უკავ­შირ­დე­ბა, ხომ არ ვცდე­ბი?..

- მარ­თა­ლია, უკვე 5 წე­ლია ამ მთავ­რო­ბის მო­წი­ნა­აღ­მდე­გე ვარ, შვიდ­მა ნო­ემ­ბერ­მა შემძრა, მა­ნამ­დეც ვხვდე­ბო­დი, რო­გო­რე­ბი იყ­ვნენ ესე­ნი, მაგ­რამ 7 ნო­ემ­ბე­რი ბოლო წვე­თი აღ­მოჩ­ნდა, წერ­ტი­ლი და­უს­ვა ჩემს მათ­და­მი მხარ­და­ჭე­რას. ვე­რაფ­რით შე­ვე­გუ­ე­ბო­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ასეთ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას, თუმ­ცა იმა­საც ვერ ვი­ტყვი, ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან პი­რა­დი პრობ­ლე­მე­ბი მქონ­და-მეთ­ქი. ახლა კი, სა­ბედ­ნი­ე­როდ, გა­მო­ნათ­და ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში, შე­ნე­ბის დრო დად­გა, ხალ­ხს სტი­მუ­ლი მი­ე­ცა.

- სა­ვა­რა­უ­დოდ, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სად­მი სა­ზო­გა­დო­ე­ბა უფრო მომ­თხოვ­ნი იქ­ნე­ბა...

- მო­თხოვ­ნაც და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაც ძა­ლი­ან დიდი იქ­ნე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ჩა­მო­ყა­ლიბ­და აზრი, რომ უნდა ვა­კე­თოთ საქ­მე და ქვე­ყა­ნაც აშენ­დე­ბა, ახლა მო­დუ­ნე­ბი­სა და დას­ვე­ნე­ბის დრო არ არის, ახლა უფრო მეტი სა­შუ­ა­ლე­ბა და ფარ­თო არე­ა­ლი ექ­ნე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას, რომ მეტი იშ­რო­მოს. ჩვენ იმე­დით მო­ვე­დით აქამ­დე და ეს იმე­დი ახლა უფრო შე­ის­ხამს ფრთებს. უნდა დავ­დგეთ მაგ­რად და შე­მარ­თე­ბით. შე­იძ­ლე­ბა, პლა­კა­ტუ­რად გა­მომ­დის, მაგ­რამ მივ­ხვდი, რა ძალა ჰქო­ნია შე­მარ­თე­ბას და სწრაფ­ვას თა­ვი­სუფ­ლე­ბი­სა­კენ.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ნანა შონია: "ხალხის სამსახურში ყოფნა პოლიტიკოსობის გარეშეც შეიძლება..."

ნანა შონია: "ხალხის სამსახურში ყოფნა პოლიტიკოსობის გარეშეც შეიძლება..."

ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მსახიობი ნანა შონია ოპოზიციური განწყობით გამოირჩეოდა და თავის პოზიციას ყოველთვის აქტიურად აფიქსირებდა. ამის გამო ხშირად ბლოკავდნენ ტელევიზიებში, არ იწვევდნენ ამა თუ იმ გადაღებაზე, მაგრამ ამას მსახიობი არ შეუშინებია. დღესდღეობით შექმნილი გარემოებით ქალბატონი ნანა კმაყოფილია და საზეიმო განწყობა აქვს, ამბობს, ქვეყანაში გამონათდა და საზოგადოება მალე ამოისუნთქავსო.

- როგორ ხართ, ქალბატონო ნანა, ალბათ საზეიმო განწყობა გაქვთ, ხომ?

- კი, მაქვს საზეიმო განწყობა, მაგრამ არ უნდა მოვდუნდეთ, გამარჯვების ხიბლში არ უნდა გადავვარდეთ და ჯერ კიდევ ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, რადგან მაინც იგრძნობა უსუსური "ფაფხური". საზოგადოება გაკვირვებულია, რომ ამ პროცესმა, შეიძლება ითქვას, მაინც მშვიდობიანად ჩაიარა, თუმცა ექსცესებიც იყო სხვადასხვა უბანზე, რეგიონებში. ზუგდიდში ჯერ კიდევ მიმდინარეობს ბრძოლა, რადგან გაყალბება მოხდა.

- თქვით, ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზადო, რას გულისხმობთ?

- როგორც უკვე გითხარით, ჯერ კიდევ ფაფხურობენ რაღაცას, ბოკერია გამოდის და ამბობს, სააკაშვილი ჯერ კიდევ პრეზიდენტიაო და ა.შ. ზუსტად ვერაფერს გეტყვით, მაგრამ საბოლოოდ მაინც მშვიდობიანად მიდის ყველაფერი და იმედია, ასეც დამთავრდება.

- იმედია, ასე იქნება, რადგან პრეზიდენტმა უკვე მიულოცა "ქართულ ოცნებას" გამარჯვება..

- კი, ასეა და ცოტა გააკვირვა ამ ფაქტმა საზოგადოება, ყველა ამბობს, არ ველოდით, თუ სააკაშვილი ასე უცებ გააკეთებდა ამ განცხადებასო. ბოლო დროს ხელისუფლებამ ისეთები დაატრიალა, რომ ეს საქციელი მათგან მოულოდნელი იყო. საეჭვოდ იოლად შეეგუვნენ ამ დამარცხებას.

- არადა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ამომრჩეველთან გამართულ შეხვედრაზე "ნაციონალებს" გამარჯვების ბოლომდე სჯეროდათ, ამ განწყობით იყვნენ გამსჭვალულნი..

- კი და სწორედ ამის ფონზე იყო გასაკვირი, რომ ასე იოლად შეეგუვნენ დამარცხებას, ამომრჩეველთან შეხვედრაზე უფრო სხვა "გრადუსი ჰქონდათ აღებული", მაგრამ მერე და მერე განელდა სიტუაცია.

- პატიმრების წამებასთან დაკავშირებულმა კადრებმა, შეიძლება ითქვას, მათი მმართველობა ხერხემალში გადატეხა...

- რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა "ნაციონალებს", მანამდეც წელმოწყვეტილი იყო ეს ხელისუფლება, უბრალოდ ამან საბოლოო ბიძგი მისცა მოვლენების ასე განვითარებას. ფეხზე დადგა საზოგადოება, სტუდენტობა. ამ ფაქტების შემდეგ ძალიან ბევრი ხმა დაკარგა "ნაციონალურმა მოძრაობამ".

- ხომ შეიძლებოდა, ხელისუფლებას გაეყალბებინა არჩევნები?

- და თქვენ როგორ გგონიათ, არ გააყალბეს? ძალიან დიდი დოზით გააყალბეს, უბრალოდ იმ დოზით ვერა, რომ გაემარჯვათ, თორემ გაყალბება როგორ არ იყო. "ნაციონალებმა" აიღეს 40%? ეს ხომ სისულელეა, ესაა სწორედ გაყალბების შედეგი, თორემ ამდენსაც ვერ მიაღწევდნენ.

- როგორ წარმოგიდგენიათ ორი პარტიის თანამშრომლობა?

- სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ უნდა ითანამშრომლონ, ჩემთვის ეგეც წარმოუდგენელია, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ? მოუწევთ საქმის ერთად კეთება. მგონია, რომ ახლა წავა პარტიაში გადასვლა-გადმოსვლები. მით უმეტეს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამბობს, მე არ ვერჩი იმ ადამიანს, ვინც ხუთიანი შემოხაზა. ისიც ჩემიანია, მისი ტკივილიც მტკივა და მასაც ისე გავუწვდი ხელს, როგორც სხვა დანარჩენსო. ძალიან მომწონს ეს მიდგომა, ვფიქრობ, სწორია. არ შეიძლება, ბოროტებას ბოროტებითვე უპასუხო. არ მიყვარს ანგარიშსწორება და არ მიმაჩნია ეს მართებულად, მაგრამ ახალაიები და კალმახელიძე რომ დასაჭერია, ეს სადავო თემა არ არის. წარმოიდგინეთ ერთი წუთით, რომ "ნაციონალებს" გაემარჯვათ, ისინი ასე ხომ არ იფიქრებდნენ? ისინი აუცილებლად გადავიდოდნენ ანგარიშსწორებაზე, ვიცი, რომ შურს იძიებდნენ.

- ამ ბოლო დროს პოლიტიკურ ნიადაგზე ძალიან ბევრმა ახლობელმა, მეგობარმა, ნათესავმა დაკარგა ერთმანეთი...

- არც ერთი მეგობარი არ დამიკარგავს, მე არ დავუშვებ ამას, ყველამ იცის ჩემი პოზიცია და ამის გამო გამოუვალ მდგომარეობაში არავის ჩავუყენებივარ. ჩემს სათქმელს ყოველთვის ვამბობ, ვცდილობ, შევაგნებინო იმ ადამიანს ჩემი სიმართლე. თუ ვხვდები, რომ ადამიანი შეუვალია, ვანებებ თავს, ვიცი, ადრე თუ გვიან მოვა გონს. სულ არ არის საჭირო, ყოველ წუთას უჩიჩინო, შენ ცდები, შენ ცდებიო, დრო გავა და თავისთავად მივა საღ აზრამდე, ადამიანების დაკარგვა ასე ადვილი არ არის.

- თქვენი მოლოდინი როგორია, როგორ ფიქრობთ, ბიძინა ივანიშვილის მთავრობის პირველი ძირეული ცვლილება რას შეეხება?

- პირველი არ ვიცი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხალხს მალე დატყობა შვება, საზოგადოება მალე ამოისუნთქავს გადასახადების, ჯანდაცვის მხრივ და ა.შ. მჯერა, რომ ძალიან მალე ხალხისთვის სასარგებლო და საჭირო ნაბიჯებს გადადგამს ბატონი ბიძინა, მე მჯერა მისი, დარწმუნებული ვარ მასში.

- ქალბატონო ნანა, პირადად თუ იცნობთ ბატონ ბიძინას?

- არა, არ ვიცნობ. უბრალოდ, ზუგდიდის აქციაზე პირადად შევხვდი მას, ძალიან ხანმოკლე შეხვედრა გვქონდა, მეტი არანაირი ურთიერთობა არ მქონია მასთან.

- ჩვენთან ინტერვიუში აცხადებდით, რომ თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო გბლოკავდნენ, არ გიწვევდნენ ამა თუ იმ გადაცემაში, პროექტებში. მთავრობის ცვლილებასთან ერთად ალბათ ვითარების ცვლილებასაც ელით..

- კი, რა თქმა უნდა, მაგრამ "იმედში" და "რუსთავი 2"-ში მე თვითონ აღარ მივალ, რადგან ამის სურვილი არ მაქვს. გუშინ არ მოგწონდი და არ მეძახდი და დღეს მეძახი? ეს რა მიდგომაა, არ მესმის, არაა ასე. იმედია, პოლიტიკური მოსაზრებების გამო და ზოგადად პოლიტიკური ნიშნით აღარ შეირჩევა მსახიობები ტელევიზიისათვის თუ სხვა პროექტებისთვის, ეს სფეროც დალაგდება ნელ-ნელა. აქამდე სულ ერთი და იგივე სახეები ტრიალებდნენ ყველგან, გაუთავებლად პოლიტიკოსები ჩანდნენ ეკრანზე, მსახიობებსა და მომღერლებს ნაკლებად გვექცეოდა ყურადღება, ბევრმა კარგმა წელმა ისე ჩაირბინა, რომ ჩვენ არაფრის გაკეთების საშუალება არ გვქონდა. აუდიტორიის გარეშე კი მსახიობი წარმოუდგენელია. ბიძინა ივანიშვილის მხარდაჭერას ხელოვანები ყოველთვის გრძნობდნენ, მათ ყოველთვის ეხმარებოდა და ახლაც არ დატოვებს საქმისა და ყურადღების გარეშე. სხვათა შორის, დედაჩემი ძალიან ადრე ამბობდა, ბიძინა უნდა მოვიდეს პოლიტიკაშიო, ეს იმ პერიოდისთვის თითქოს წარმოუდგენელი იყო, მაგრამ ხომ ხედავთ, დღეს ის უკვე ჩვენს ხელისუფლებაშია.

- რა ვითარებაში შეიტყვეთ არჩევნების შედეგები? ეგზიტპოლის შედეგებზე მაქვს საუბარი...

- მეგობრების წრეში. ხალხმა იცოდა, რომ ჩვენ გამარჯვებულები ვიყავით, რომ საზოგადოება "ქართულ ოცნებას" აძლევდა ხმას, მაგრამ მაინც შიშით ელოდნენ პასუხებს, მე კი, რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, დარწმუნებული ვიყავი, გამარჯვებით დასრულდებოდა ყველაფერი, ეჭვიც არ მეპარებოდა, მაგრამ უკვე ოფიციალურად გამოცხადებულმა წინასწარმა შედეგებმა ისე გამახარა, კინაღამ გული გამისკდა. ერთმა ჩემმა მეგობარმა თქვა, ნუთუ პირველი ოქტომბერი რაიმე მნიშვნელოვან თარიღად, მაგალითად, ჩვენი გათავისუფლების თარიღად არ უნდა იქცესო, რაიმე საზეიმო დღედ უნდა ვაქციოთ ეს თარიღიო და სიმართლე გითხრა, მომეწონა ეს აზრი.

- კარგა ხანია თქვენ სააკაშვილის მთავრობის ოპოზიციად მოიაზრებით, თქვენი შეხედულებების ცვლილება ბიძინა ივანიშვილის გამოჩენას არ უკავშირდება, ხომ არ ვცდები?..

- მართალია, უკვე 5 წელია ამ მთავრობის მოწინააღმდეგე ვარ, შვიდმა ნოემბერმა შემძრა, მანამდეც ვხვდებოდი, როგორები იყვნენ ესენი, მაგრამ 7 ნოემბერი ბოლო წვეთი აღმოჩნდა, წერტილი დაუსვა ჩემს მათდამი მხარდაჭერას. ვერაფრით შევეგუებოდი საზოგადოების მიმართ ასეთ დამოკიდებულებას, თუმცა იმასაც ვერ ვიტყვი, ამ ხელისუფლებასთან პირადი პრობლემები მქონდა-მეთქი. ახლა კი, საბედნიეროდ, გამონათდა ჩვენს ქვეყანაში, შენების დრო დადგა, ხალხს სტიმული მიეცა.

- სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლებისადმი საზოგადოება უფრო მომთხოვნი იქნება...

- მოთხოვნაც და პასუხისმგებლობაც ძალიან დიდი იქნება. საზოგადოებაში ჩამოყალიბდა აზრი, რომ უნდა ვაკეთოთ საქმე და ქვეყანაც აშენდება, ახლა მოდუნებისა და დასვენების დრო არ არის, ახლა უფრო მეტი საშუალება და ფართო არეალი ექნება საზოგადოებას, რომ მეტი იშრომოს. ჩვენ იმედით მოვედით აქამდე და ეს იმედი ახლა უფრო შეისხამს ფრთებს. უნდა დავდგეთ მაგრად და შემართებით. შეიძლება, პლაკატურად გამომდის, მაგრამ მივხვდი, რა ძალა ჰქონია შემართებას და სწრაფვას თავისუფლებისაკენ.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"