მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ გადაარჩინა ცემას თეა თუთბერიძე ალეკო ელისაშვილმა
როგორ გადაარჩინა ცემას თეა თუთბერიძე ალეკო ელისაშვილმა

ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კა­ში გა­მო­ჩე­ნის შემ­დეგ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი ძალა და­უ­პი­რის­პირ­და. ამის შე­დე­გი არ­ჩევ­ნებ­ზეც ვნა­ხეთ. პირ­ველ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბულ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში, ცეს­კოს უკა­ნას­კნე­ლი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" გა­ი­მარ­ჯვა. მო­სახ­ლე­ო­ბის დიდ ნა­წილს იმე­დი აქვს, ივა­ნიშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­თხვე­ვა­ში, ქვე­ყა­ნა­ში ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ო­ბას, სა­ვა­რა­უ­დოდ, ოქ­ტომ­ბრის ბო­ლო­დან შე­უდ­გე­ბა. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შე­ფა­სე­ბა ჟურ­ნა­ლისტ ალე­კო ელი­საშ­ვილს ვთხო­ვეთ.

- ალე­კო, რო­გორ შე­ა­ფა­სებთ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებს, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­ტა­რე­ბულ ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­ულ არ­ჩევ­ნე­ბად მო­იხ­სე­ნი­ეს?

- ყვე­ლა­ზე დე­მოკ­რა­ტი­უ­ლის რა გი­თხრათ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­საც ახერ­ხებ­და, ცდი­ლობ­და, რომ ემა­მა­ძაღ­ლა. წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ო­დი, ნა­თია მო­გე­ლა­ძე, ადა­მი­ა­ნე­ბის და­ჭე­რა, ცემა არა­ნა­ი­რად არ იყო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ გა­ა­კე­თა მაქ­სი­მუ­მი, რომ ემა­მა­ძაღ­ლათ. კა­რუ­სე­ლის მცდე­ლო­ბე­ბი არ იყო არ­ჩევ­ნე­ბის დღეს? უბ­რა­ლოდ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის სა­ხით ჭკუ­ი­თა და ფუ­ლით მო­ბი­ლი­ზე­ბულ ძა­ლას და­უ­პი­რის­პირ­დნენ. ყვე­ლა სა­არ­ჩევ­ნო უბან­ზე კა­მე­რა იდგა. მთა­ვა­რია, რომ ყვე­ლა ფეხ­ზე დად­გა და არ­ჩევ­ნებ­ზე მი­ვი­და. არ მჯე­რა ცეს­კოს მო­ნა­ცე­მე­ბის, რომ მხო­ლოდ ამომ­რჩევ­ლის სა­მო­ცი პრო­ცენ­ტი მი­ვი­და, იმი­ტომ, რომ სა­არ­ჩევ­ნო სია ისე­დაც გა­ბე­რი­ლია. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ი­ნა­ხა, რომ არ­ჩევ­ნებ­ზე ბევ­რი ხალ­ხი მი­ვი­და და მათი დიდი ნა­წი­ლი მხარს არ უჭერ­და, იმი­ტომ მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მა. ამ ოც­ნე­ბას მო­ვეს­წა­რით, რომ მშვი­დო­ბი­ა­ნად, არ­ჩევ­ნე­ბის გზით შეც­ვლი­ლი­ყო ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" ყო­ველ­თვის ბევ­რი მხარ­დამ­ჭე­რი ჰყავ­და, ხომ არ ფიქ­რობთ, რომ მათი რი­ცხვი ცი­ხე­ში გა­და­ღე­ბუ­ლი წა­მე­ბის კად­რე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ გა­ი­ზარ­და?

- ამან მერ­ყევ ელექ­ტო­რატ­ზე იმოქ­მე­და, თუმ­ცა მინ­და ვთქვა, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი კამ­პა­ნია ჩა­ა­ტა­რა. ჩვენ­თან ყო­ველ­თვის ეზა­რე­ბო­დათ პო­ლი­ტი­კო­სებს რე­გი­ონ­ში ჩას­ვლა, ის­ხდნენ თბი­ლის­ში, წა­მოწ­ვე­ბოდ­ნენ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში და რა­ღა­ცებს ლა­პა­რა­კობ­დნენ.

- თქვენს ეთერ­ში ხში­რად სა­უბ­რობ­დნენ სტუმ­რე­ბი პა­ტიმ­რე­ბის არა­ა­და­მი­ა­ნუ­რად მო­პყრო­ბის შე­სა­ხებ, თუმ­ცა რამ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო ამ კად­რე­ბის რე­ა­ლუ­რად არ­სე­ბო­ბა?

- შო­კის მომ­გვრე­ლი იყო, რო­დე­საც ის ვი­ზუ­ა­ლუ­რად ვნა­ხე, რაც მა­ნამ­დე ორა­სამ­დე ადა­მი­ანს ჰქონ­და მო­ყო­ლი­ლი. ფო­ტო­რე­პორ­ტი­ო­რი გია აბ­და­ლა­ძე ადრე მო­მიყ­ვა რო­გორ და­ე­მუქრნენ, საკ­ნე­ბი­დან პა­ტიმ­რე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს, შარ­ვლე­ბი ჩა­უ­წი­ეს და ხელ­კე­ტებს პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბი გა­უ­კე­თეს. უთხრეს, აღი­ა­რე­ბას თუ არ და­წერ­და, ამ ხალ­ხს გა­ა­უ­პა­ტი­უ­რებ­დნენ. ამან დაგ­ვა­ნახ­ვა, ვის­თან გვქონ­და საქ­მე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც კუდ­რა­ჭობ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში ამას ეყ­რდნო­ბო­და. სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში რომ ში­შია, ვისი ეში­ნი­ათ, სა­ა­კაშ­ვი­ლის? მისი რო­გორ უნდა გე­ში­ნო­დეს, რომ და­უყ­ვი­რო, ისე გა­იქ­ცე­ვა, გო­რამ­დე არ გა­ჩერ­დე­ბა, ისე­თი ლა­ჩა­რია. იმის ეში­ნო­და ყვე­ლას, რომ "კუდი" და "სოდი" და­გი­ჭერ­დნენ და ჯა­ლა­თე­ბი იმა­ვეს გა­გი­კე­თებ­დნენ ცი­ხე­ში. ივა­ნიშ­ვი­ლის საყ­რდე­ნი ის ხალ­ხია, ვინც ხმა მას მის­ცა, სა­ა­კაშ­ვი­ლის კი ისი­ნი იყ­ვნენ, ვინც ცი­ხე­ში ხალ­ხს აწა­მებ­დნენ.

- ალე­კო, მი­თხა­რით, რომ ორა­სამ­დე ადა­მი­ანს აქვს მო­ყო­ლი­ლი ცი­ხე­ში არ­სე­ბუ­ლი წა­მე­ბის შე­სა­ხებ, ამ­ბო­ბენ, რომ ამ ფაქ­ტებს ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეც ეს­წრე­ბო­და, ამის შე­სა­ხებ თუ უთ­ქვამთ?

- მსმე­ნია, რომ ნას­ვა­მი კალ­მა­ხე­ლი­ძე თა­ვის შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად პი­რა­დად დას­წრე­ბია, მაგ­რამ ეს მო­ნა­ყო­ლია, შეგ­ვიძ­ლია და­ვი­ჯე­როთ, ან არა. ამის მტკი­ცე­ბა­ზე თავს ვერ დავ­დებ, მაგ­რამ იდი­ო­ტე­ბი არა­ვინ ვართ, რომ და­ვი­ჯე­როთ, კალ­მა­ხე­ლი­ძემ არ იცო­და რა ხდე­ბო­და. გია ცა­გა­რე­იშ­ვი­ლი პარ­ლა­მენ­ტში რომ გა­მო­დი­ო­და და ამა­ზე ლა­პა­რა­კობ­და, იჯდა ეს ჩუს­ტი ქალი და სი­ცი­ლით კვდე­ბო­და. კალ­მა­ხე­ლი­ძე დღეს ცი­ხე­ში უნდა იჯ­დეს ბაჩო ახა­ლა­ი­ას­თან ერ­თად. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვილ­მაც ყვე­ლა დე­ტა­ლი იცო­და პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბა­ზე. აქვე ჩნდე­ბა კი­თხვა, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი რო­გორ ამ­ღერ­და ორ დღე­ში, მის წი­ნა­აღ­მდე­გაც და­ახ­ლო­ე­ბით ასე­თი მე­თო­დი იქ­ნე­ბო­და გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. ბაჩო ახა­ლა­ი­ა­ზე ვიცი, რომ პი­რა­დად აწა­მებ­და პა­ტიმ­რებს. კალ­მა­ხე­ლი­ძე მო­ნა­წი­ლე­ობ­და თუ არა ასეთ ღო­რო­ბებ­ში, არ ვიცი. ამ­ბო­ბენ, რომ მო­ნა­წი­ლე­ობ­და.

- ბაჩო ახა­ლა­ი­ა­ზე თეა თუთ­ბე­რი­ძე წერს, რომ ის მუ­დამ იცავ­და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს.

- რამ­დე­ნი­მე პა­რა­დოქ­სი არ­სე­ბობს ის­ტო­რი­ა­ში, ერთ-ერ­თია, რომ სტა­ლი­ნი სა­სუ­ლი­ე­რო სე­მი­ნა­რი­ა­ში სწავ­ლობ­და და მერე გახ­და ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­მაც ნა­ხე­ვა­რი მსოფ­ლიო გა­წყვი­ტა. ასე­თი­ვე პა­რა­დოქ­სია, რომ ბაჩო ახა­ლა­ია ორი წელი სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლე იყო, მაგ­რამ სტა­ლი­ნის მას­შტაბს ვერ აღ­წევს, პა­ტა­რა მას­შტა­ბის სა­დის­ტია. სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ნიშ­ვნი­სას რე­ა­ლუ­რად და­ა­ვა­ლეს, რომ სო­ზარ სუ­ბა­რის­თვის თვალ-ყური ედევ­ნე­ბი­ნა.

- ცი­ხის კად­რე­ბის გავ­რცე­ლებ­ის შემ­დეგ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი და გოგა ხა­ინ­დრა­ვას ვი­დეო გა­მო­უქ­ვეყ­ნა, სა­დაც ვნა­ხეთ, რომ ის საფ­რან­გეთ­ში კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს შეხ­ვდა.

- ეგრე ერთხელ მოს­კოვ­ში ვი­ყა­ვი და მე­გო­ბარ­თან ერ­თად კი­ნო­ში მივ­დი­ო­დით. მა­ნამ­დე მთხოვ­და, რომ ვი­ღა­ცებს შეხ­ვდე­ბო­და და გავ­ყო­ლო­დი. უც­ნა­ურ კომ­პა­ნი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდი, ქურ­დი ვარო, არა­ვის უთ­ქვამს და არც ნა­ძარ­ცვი ამო­უ­ღი­ათ ჯი­ბი­დან, მაგ­რამ უც­ნა­უ­რი ტი­პე­ბი იყ­ვნენ, შავ გა­გე­ბას აწ­ვე­ბოდ­ნენ. იმ დროს რომ ვი­ღა­ცას ჩემ­თვის ვი­დეო გა­და­ე­ღო, იმას ხომ არ ნიშ­ნავს, რომ ქურ­დებ­თან ერ­თად დავ­ჯე­ქი და შეთ­ქმუ­ლე­ბა მო­ვა­წყვე. არაფ­რის მთქმე­ლი კად­რე­ბი იყო, გოგა ხა­ინ­დრა­ვა სა­დღაც შე­დის და გა­მო­დის.

- აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რე­ბი­დან გა­ვი­გეთ, რომ ქურ­დად კურ­თხე­ვა თურ­მე სკა­ი­პი­თაც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი.

- მა­გა­ზე ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­ცი­ნე. რა სკა­ი­პი, მო­ვიდ­ნენ უკვე ქურ­დე­ბი?

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წე­რენ, რომ უკვე გამ­წვავ­და კრი­მი­ნო­გე­ნუ­რი სი­ტუ­ა­ცია და ე.წ. "შა­ვე­ბი" ქუ­ჩა­ში ხში­რად ხვდე­ბათ...

- მსგავ­სი არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს, გა­ხა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი დარ­ბის "ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბით. ერ­თა­დერ­თი უსი­ა­მოვ­ნო ფაქ­ტი ის იყო, რომ ორი ნას­ვა­მი ადა­მი­ა­ნი შე­ვარ­და "რუს­თა­ვი 2"-ში. ორს რო­გორ­ღაც გა­ა­კა­ვებ­დნენ და მასე მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხან ზაზა სვა­ნა­ძე მოგ­ვი­ვარ­დე­ბა ხოლ­მე და ცემა-ტყე­პაა ატე­ხი­ლი. ცუდი ფაქ­ტია, რომ ასე­თი რა­ღაც ხდე­ბა, ყვე­ლამ დავ­გმეთ, ამას თა­მა­რა ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის და მათ გა­სა­გო­ნად ვამ­ბობ. ამი­ტომ არის მი­სა­სალ­მე­ბე­ლი ივა­ნიშ­ვი­ლის სი­ტყვე­ბი, და­წყნარ­დით, ვინც ხუ­თი­ა­ნი შე­მო­ხა­ზე­თო. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვილს რომ გა­ე­მარ­ჯვა, გა­მო­ვი­დო­და და იტყო­და, ცე­მეთ მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიო. რაც შე­ე­ხე­ბა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი­სა და გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის ჩა­ნა­წე­რებს, ამის ავ­თენ­ტუ­რო­ბა უნდა დად­გინ­დეს. არ მჯე­რა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით წერ­და დაც­ვის ბიჭი, რო­მე­ლიც ახლა კვი­რა­ზე მეტი და­კარ­გუ­ლი იყო.

- იმ დღე­ებ­ში თქვე­ნი და ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლის სა­უბ­რის სა­ხუ­მა­რო ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მოქ­ვეყ­ნდა, სა­დაც და­ვით აქუ­ბარ­დი­ას წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბას აწყობ­დით.

- ამო­ვი­და ყელ­ში ამ კომ­პრო­მა­ტე­ბის მოს­მე­ნა. მე, დათო აქუ­ბარ­დია და ნინო ჯან­გი­რაშ­ვი­ლი ვის­ხე­დით და და­თომ თქვა, მო­დით, ჩვენც რამე ვი­მა­ი­მუ­ნო­თო. ჩა­წე­რი­სას მე და ნი­ნომ ბევ­რი ვი­ცი­ნეთ, ვამ­ბობ­დით, რომ აქუ­ბარ­დი­ას "პლი­ტას" გა­მო­ვურ­თავ­დით და კარს დავ­ტო­ვებ­დით ღიას, რომ ორ­პი­რი ყო­ფი­ლი­ყო. ბევ­რმა გამ­ლან­ძღა, გვე­ლი გა­უზ­რდი­ხარ უბე­შიო. მერე მე­ო­რე სე­რი­ის ჩა­წე­რა გვინ­დო­და, რომ აქუ­ბარ­დი­ას კუ­წუ­წა (გა­და­ცე­მის რე­ჟი­სო­რი) ძა­ლით ას­მევს ჩაის, მაგ­რამ დაგ­ვე­ზა­რა. ვი­დე­ოს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბის შემ­დეგ და­თოს ეთერ­ში და­ახ­ვე­ლა და თქვა, მგო­ნი, ორ­პირ­ში გავ­ცივ­დიო. გუ­ში­ნაც მე­უბ­ნე­ბო­და, ბიჭო, მგო­ნი, ეს ორ­პი­რი ძა­ლი­ან მა­ცი­ებ­სო (იცი­ნის).

- ალე­კო, მგო­ნი, და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ დღეს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ოპო­ზი­ცი­ა­შია. თქვენ და "მა­ესტროს" კი მთე­ლი ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ურ არ­ხებს გი­წო­დებ­დნენ.

- ვის ტე­ლე­ვი­ზი­ას აღარ გვე­ძახ­დნენ, ლე­ვან გა­ჩე­ჩი­ლა­ძის, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძის, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის და ახლა ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის რომ უნდა გავ­ხდეთ, ამა­ზე მე­ცი­ნე­ბა. ოპო­ზი­ცია იმი­ტომ იყო ხში­რად ჩვენს ეთერ­ში, რომ რე­ა­ლუ­რად ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი არ მო­დი­ოდ­ნენ. იმედს ვი­ტო­ვებ, რომ ამის შემ­დეგ ყვე­ლა მხა­რე პირ­ვე­ლი­ვე და­ძა­ხე­ბულ­ზე მოვა გა­და­ცე­მა­ში.

- რო­გორ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი თქვენს ეთერ­ში?

- არ ვიცი, ალ­ბათ მოვა, მაგ­რამ ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­დე­ბა, მაგ კა­ცი­სად­მი ისე­თი ემო­ცია მაქვს, თუმ­ცა დრო ისე­თი რამ არის, არ ვიცი.

- ალე­კო, პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის ღა­მეს, სხვა სტუმ­რებ­თან ერ­თად, ეთერ­ში თეა თუთ­ბე­რი­ძეც გყავ­დათ, რო­მელ­საც რამ­დე­ნი­მე­ჯერ მო­უ­წო­დეთ, რომ და­ე­ტო­ვე­ბი­ნა თქვე­ნი გა­და­ცე­მა.

- მა­გას სა­ინ­ტე­რე­სო გაგ­რძე­ლე­ბა ჰქონ­და. მე ვცდი­ლობ­დი თეა ეთე­რი­დან გა­მეგ­დო, მაგ­რამ არ მი­დი­ო­და. გა­და­ცე­მა დამ­თავ­რდა და წა­ვი­და, სტუ­დი­ა­ში მარ­ტო დავ­რჩი. უცებ ოპე­რა­ტორ­მა და­იყ­ვი­რა, ალე­კო, ცუ­დად არის საქ­მე, ამას გაგ­ლე­ჯენ, გა­მო­დიო. გა­რეთ რომ გა­ვე­დი, და­ვი­ნა­ხე, ქა­ლე­ბი შეკ­რე­ბი­ლიყ­ვნენ, ცო­ტაც და თუთ­ბე­რი­ძეს სცემ­დნენ. ერთი კა­ციც იყო, პა­ტიმ­რის მშო­ბე­ლი თუთ­ბე­რი­ძის სა­ცემ­რად ავ­ჭა­ლი­დან გა­მო­სუ­ლი­ყო და აქუ­ბარ­დი­ამ გა­იყ­ვა­ნა ცალ­კე. გავ­ვარ­დი და ამ ქა­ლებს თუთ­ბე­რი­ძე ხე­ლი­დან გა­მოვ­გლი­ჯე, ჩა­ვი­ხუ­ტე და სულ სირ­ბი­ლით მი­ვიყ­ვა­ნე მან­ქა­ნამ­დე. აივ­ნებ­ზე ხალ­ხი იყო გა­მო­სუ­ლი, აგი­ნებ­დნენ. ერ­თმა ქალ­მა და­უყ­ვი­რა, და­მე­ლო­დე, ვიც­ვამ, უნდა ჩა­მო­ვი­დე და გცე­მოო. ჩვე­ნი სტუ­დი­ის სტუ­მარს ვე­რა­ვის ვა­ცე­მი­ნებ­დი.

- ალე­კო, არ­ჩევ­ნე­ბის თემა გა­ვაგ­რძე­ლოთ, პარ­ლა­მენტს მიღ­მა დარ­ჩა "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია".

- ამ არ­ჩევ­ნებ­მა პო­ლი­ტი­კუ­რი სპექტრი დაწ­მინ­და. ყვე­ლამ ვი­ცო­დით, რომ "ქდმ" სა­ტე­ლი­ტუ­რი პარ­ტია იყო, რო­მე­ლიც სამ­თავ­რო­ბო კა­ბი­ნე­ტებ­ში შე­იქ­მნა და მათი მხარ­და­ჭე­რით საზ­რდო­ობ­და. ვიცი, რომ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პე­რი­ოდ­ში ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის მხარ­დამ­ჭე­რებს ათ­ნომ­რი­ან მა­ი­სურს ჩა­აც­მევ­დნენ და ისე და­ა­ტა­რებ­დნენ. ეს იყო დე­კო­რა­ტი­უ­ლი ოპო­ზი­ცია და მი­ი­ღეს ის, რაც მი­ი­ღეს. აი, "ახალ მე­მარ­ჯვე­ნე­ებ­ზე" კი მარ­თლა გული მწყდე­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი შე­მად­გენ­ლო­ბა ჰყავთ და შე­სა­ნიშ­ნა­ვად შე­ავ­სებ­დნენ კო­ა­ლი­ცი­ას. დათო გამ­ყრე­ლი­ძე პო­ლი­ტი­კი­დან წა­ვი­და და იმე­დი მაქვს, მერე ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად მა­ინც ჩა­ერ­თვე­ბი­ან და­ნარ­ჩე­ნი სუ­ბი­ექ­ტე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში.

- ამ­ბო­ბენ, რომ "ქდმ"-დან ყვე­ლა­ზე კარგ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ახლა ინგა გრი­გო­ლი­აა.

- ინგა ყვე­ლას­თან შე­და­რე­ბით ალ­ღო­ი­ა­ნია. თან მოხ­სნა კან­დი­და­ტუ­რა, თან არა. არც მწვა­დი დაწ­ვა და არც შამ­ფუ­რი. თან მო­ნას­ტერ­ში წა­ვი­და (იღი­მე­ბა).

- ალე­კო, რო­გორ ფიქ­რობთ, რა ბედი ეწე­ვა "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას­თან" და­ახ­ლო­ე­ბულ ხე­ლო­ვან­თა გუნდს...

- პრობ­ლე­მა არ არის, რო­მე­ლი­მე ხე­ლო­ვა­ნი პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ას მხარ­და­ჭე­რას უცხა­დებ­დეს, მაგ­რამ მთა­ვა­რია, ამის გამო ბი­უ­ჯე­ტი­დან "ფეშ­ქა­ში" არ მი­ი­ღოს. ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰყავ­და "კარ­მოშ­კა­ზე" დას­მუ­ლი სტე­ფა­ნე­ე­ბი, კა­ხუ­ჩე­ლე­ბი და უსინ­დი­სო, უსირ­ცხვი­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი. სოფო ნი­ჟა­რა­ძე, ერთი უნი­ჭო გოგო, რო­მელ­საც მი­ლი­ო­ნე­ბი ვა­ხეთ­ქეთ, თა­ვი­სი უნი­ჭო­ბის­თვის. ოპე­რე­ტა არა იხვი, რო­მე­ლი ოპე­რე­ტის მომ­ღე­რა­ლი ეგ არის. არ მინ­და ახლა ყვი­თელ თე­მებ­ზე გა­და­ვი­დე, მაგ­რამ გა­სა­გე­ბია, რა­ტომ ჰქონ­და და­ფი­ნან­სე­ბა. ან ის კაცი რომ არის, ყვე­ლა შოუ რომ მიჰ­ყავს.

- დუ­ტას გუ­ლის­ხმობთ?

- დიახ, ნი­ჭი­ე­რია, მაგ­რამ, რო­გორც ჩანს, ქვემძრო­მო­ბა­ში უფრო დიდი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა, ვიდ­რე წამ­ყვა­ნო­ბა­ში. რა დღე­ში იქ­ნე­ბი­ან ახლა, ხომ წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ, "კარ­მოშ­კა" და­კარ­გეს. ეს უსირ­ცხვი­ლო ტი­პე­ბი ასი ათასებს იღებ­დნენ. ნიკა მე­მა­ნიშ­ვი­ლი გა­მო­დი­ო­და და ერ­თსა­ა­თი­ა­ნი კონ­ცერ­ტის დი­რი­ჟო­რო­ბის­თვის 20 000 ლარს იღებ­და ბი­უ­ჯე­ტი­დან.

- ნი­კამ გა­ნა­ცხა­და, რომ სა­კუ­თა­რი მო­ქა­ლა­ქე­ობ­რი­ვი პო­ზი­ცი­ის და­ფიქ­სი­რე­ბა და­აგ­ვი­ა­ნა.

- და­აგ­ვი­ა­ნა კი არა, წა­ვი­დეს, და­ირ­ცხვი­ნოს და დიდი ბო­დი­ში მო­ი­ხა­დოს. ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც ხალ­ხი შიმ­ში­ლობს და ბოთ­ლებს აგ­რო­ვებს, ეგ იდგა და კონ­ცერ­ტებ­ში ამ­ხე­ლა თან­ხას იღებ­და. ახლა იმე­დი მაქვს, ახალ "კარ­მუშ­კა­ზე" შემჯდარ ხე­ლო­ვა­ნებს არ ვი­ხი­ლავთ, მაგ­რამ ამის არ­დაშ­ვე­ბა უკვე ჩვე­ნი, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ვა­ლია. ამ ცვლი­ლე­ბის შე­დე­გად ხალ­ხმა თა­ვი­სი ძალა იგ­რძნო და სულ არ ვფიქ­რობ, რომ ისი­ნი მე­სი­ა­ნიზ­მში არი­ან გა­და­სუ­ლი. პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან უნდა გავ­ფა­ციც­დეთ. ამ დღე­ებ­ში რო­მე­ლი პო­ლი­ტი­კო­სიც შემ­ხვდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბი­დან", ყვე­ლას ვუ­თხა­რი, რომ მათი კრი­ტი­კის რე­ჟიმ­ში გა­და­ვე­დი. ქვე­ყა­ნა ახალ რე­ა­ლო­ბა­შია და ამის ერთ, ძა­ლი­ან კარგ მა­გა­ლითს მო­გიყ­ვანთ. მკი­თხველს ახ­სოვს, "ჰამ­ქა­რი" გუ­დი­აშ­ვი­ლის მო­ედ­ნის არას­წორ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას ვაპ­რო­ტეს­ტებ­დით და რამ­დე­ნი­მე თვის წინ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში შე­ვი­ტა­ნეთ სარ­ჩე­ლი, რომ კულ­ტუ­რულ ძეგლ­ზე უკა­ნო­ნო­ბა ხდე­ბო­და. ორ ნო­მერ­ში მთე­ლი შე­ნო­ბა და­ან­გრი­ეს. პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გვი­თხრეს, რომ სა­ჩი­ვარს გან­ხილ­ვის ვადა ექ­ვსი წელი ჰქონ­და. ხუთი თვე ჩვე­ნი მოძ­რა­ო­ბა "ჰამ­ქრი­დან" თა­მარ ამა­შუ­კე­ლი უშე­დე­გოდ რე­კავ­და და პა­სუხს ითხოვ­და. არ­ჩევ­ნე­ბი­დან მე­სა­მე დღეს და­რე­კა და რომ გა­ი­გეს, რა სარ­ჩელ­ზე იყო სა­უ­ბა­რი, ისე და­ფა­ცურ­დნენ, რომ მე­ო­რე დღეს გან­ხილ­ვა­ზე დაგ­ვი­ბა­რეს (იღი­მე­ბა).

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

როგორ გადაარჩინა ცემას თეა თუთბერიძე ალეკო ელისაშვილმა

როგორ გადაარჩინა ცემას თეა თუთბერიძე ალეკო ელისაშვილმა

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ "ნაციონალურ მოძრაობას" ყველაზე სერიოზული ძალა დაუპირისპირდა. ამის შედეგი არჩევნებზეც ვნახეთ. პირველ ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში, ცესკოს უკანასკნელი მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ" გაიმარჯვა. მოსახლეობის დიდ ნაწილს იმედი აქვს, ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, ქვეყანაში ყველაფერი კარგად იქნება. ახალი პარლამენტი მუშაობას, სავარაუდოდ, ოქტომბრის ბოლოდან შეუდგება. მიმდინარე მოვლენების შეფასება ჟურნალისტ ალეკო ელისაშვილს ვთხოვეთ.

- ალეკო, როგორ შეაფასებთ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც საქართველოში ჩატარებულ ყველაზე დემოკრატიულ არჩევნებად მოიხსენიეს?

- ყველაზე დემოკრატიულის რა გითხრათ, ხელისუფლება რასაც ახერხებდა, ცდილობდა, რომ ემამაძაღლა. წინასაარჩევნო პერიოდი, ნათია მოგელაძე, ადამიანების დაჭერა, ცემა არანაირად არ იყო დემოკრატიული. ხელისუფლებამ გააკეთა მაქსიმუმი, რომ ემამაძაღლათ. კარუსელის მცდელობები არ იყო არჩევნების დღეს? უბრალოდ, ბიძინა ივანიშვილის სახით ჭკუითა და ფულით მობილიზებულ ძალას დაუპირისპირდნენ. ყველა საარჩევნო უბანზე კამერა იდგა. მთავარია, რომ ყველა ფეხზე დადგა და არჩევნებზე მივიდა. არ მჯერა ცესკოს მონაცემების, რომ მხოლოდ ამომრჩევლის სამოცი პროცენტი მივიდა, იმიტომ, რომ საარჩევნო სია ისედაც გაბერილია. ხელისუფლებამ დაინახა, რომ არჩევნებზე ბევრი ხალხი მივიდა და მათი დიდი ნაწილი მხარს არ უჭერდა, იმიტომ მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემა. ამ ოცნებას მოვესწარით, რომ მშვიდობიანად, არჩევნების გზით შეცვლილიყო ხელისუფლება.

- მიუხედავად იმისა, რომ "ქართულ ოცნებას" ყოველთვის ბევრი მხარდამჭერი ჰყავდა, ხომ არ ფიქრობთ, რომ მათი რიცხვი ციხეში გადაღებული წამების კადრების გამოქვეყნების შემდეგ გაიზარდა?

- ამან მერყევ ელექტორატზე იმოქმედა, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ივანიშვილმა ძალიან ენერგიული კამპანია ჩაატარა. ჩვენთან ყოველთვის ეზარებოდათ პოლიტიკოსებს რეგიონში ჩასვლა, ისხდნენ თბილისში, წამოწვებოდნენ ტელევიზიებში და რაღაცებს ლაპარაკობდნენ.

- თქვენს ეთერში ხშირად საუბრობდნენ სტუმრები პატიმრების არაადამიანურად მოპყრობის შესახებ, თუმცა რამდენად მოულოდნელი იყო ამ კადრების რეალურად არსებობა?

- შოკის მომგვრელი იყო, როდესაც ის ვიზუალურად ვნახე, რაც მანამდე ორასამდე ადამიანს ჰქონდა მოყოლილი. ფოტორეპორტიორი გია აბდალაძე ადრე მომიყვა როგორ დაემუქრნენ, საკნებიდან პატიმრები გამოიყვანეს, შარვლები ჩაუწიეს და ხელკეტებს პრეზერვატივები გაუკეთეს. უთხრეს, აღიარებას თუ არ დაწერდა, ამ ხალხს გააუპატიურებდნენ. ამან დაგვანახვა, ვისთან გვქონდა საქმე. ხელისუფლება, რომელიც კუდრაჭობდა, სინამდვილეში ამას ეყრდნობოდა. საზოგადოებაში რომ შიშია, ვისი ეშინიათ, სააკაშვილის? მისი როგორ უნდა გეშინოდეს, რომ დაუყვირო, ისე გაიქცევა, გორამდე არ გაჩერდება, ისეთი ლაჩარია. იმის ეშინოდა ყველას, რომ "კუდი" და "სოდი" დაგიჭერდნენ და ჯალათები იმავეს გაგიკეთებდნენ ციხეში. ივანიშვილის საყრდენი ის ხალხია, ვინც ხმა მას მისცა, სააკაშვილის კი ისინი იყვნენ, ვინც ციხეში ხალხს აწამებდნენ.

- ალეკო, მითხარით, რომ ორასამდე ადამიანს აქვს მოყოლილი ციხეში არსებული წამების შესახებ, ამბობენ, რომ ამ ფაქტებს ხათუნა კალმახელიძეც ესწრებოდა, ამის შესახებ თუ უთქვამთ?

- მსმენია, რომ ნასვამი კალმახელიძე თავის შეყვარებულთან ერთად პირადად დასწრებია, მაგრამ ეს მონაყოლია, შეგვიძლია დავიჯეროთ, ან არა. ამის მტკიცებაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ იდიოტები არავინ ვართ, რომ დავიჯეროთ, კალმახელიძემ არ იცოდა რა ხდებოდა. გია ცაგარეიშვილი პარლამენტში რომ გამოდიოდა და ამაზე ლაპარაკობდა, იჯდა ეს ჩუსტი ქალი და სიცილით კვდებოდა. კალმახელიძე დღეს ციხეში უნდა იჯდეს ბაჩო ახალაიასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილმაც ყველა დეტალი იცოდა პატიმრების წამებაზე. აქვე ჩნდება კითხვა, ირაკლი ოქრუაშვილი როგორ ამღერდა ორ დღეში, მის წინააღმდეგაც დაახლოებით ასეთი მეთოდი იქნებოდა გამოყენებული. ბაჩო ახალაიაზე ვიცი, რომ პირადად აწამებდა პატიმრებს. კალმახელიძე მონაწილეობდა თუ არა ასეთ ღორობებში, არ ვიცი. ამბობენ, რომ მონაწილეობდა.

- ბაჩო ახალაიაზე თეა თუთბერიძე წერს, რომ ის მუდამ იცავდა ადამიანის უფლებებს.

- რამდენიმე პარადოქსი არსებობს ისტორიაში, ერთ-ერთია, რომ სტალინი სასულიერო სემინარიაში სწავლობდა და მერე გახდა ადამიანი, რომელმაც ნახევარი მსოფლიო გაწყვიტა. ასეთივე პარადოქსია, რომ ბაჩო ახალაია ორი წელი სახალხო დამცველის მოადგილე იყო, მაგრამ სტალინის მასშტაბს ვერ აღწევს, პატარა მასშტაბის სადისტია. სახალხო დამცველის მოადგილედ დანიშვნისას რეალურად დაავალეს, რომ სოზარ სუბარისთვის თვალ-ყური ედევნებინა.

- ციხის კადრების გავრცელებ­ის შემდეგ ხელისუფლებამ "ქართულ ოცნებას" აუდიოჩანაწერები და გოგა ხაინდრავას ვიდეო გამოუქვეყნა, სადაც ვნახეთ, რომ ის საფრანგეთში კანონიერ ქურდებს შეხვდა.

- ეგრე ერთხელ მოსკოვში ვიყავი და მეგობართან ერთად კინოში მივდიოდით. მანამდე მთხოვდა, რომ ვიღაცებს შეხვდებოდა და გავყოლოდი. უცნაურ კომპანიაში აღმოვჩნდი, ქურდი ვარო, არავის უთქვამს და არც ნაძარცვი ამოუღიათ ჯიბიდან, მაგრამ უცნაური ტიპები იყვნენ, შავ გაგებას აწვებოდნენ. იმ დროს რომ ვიღაცას ჩემთვის ვიდეო გადაეღო, იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ქურდებთან ერთად დავჯექი და შეთქმულება მოვაწყვე. არაფრის მთქმელი კადრები იყო, გოგა ხაინდრავა სადღაც შედის და გამოდის.

- აუდიოჩანაწერებიდან გავიგეთ, რომ ქურდად კურთხევა თურმე სკაიპითაც არის შესაძლებელი.

- მაგაზე ძალიან ბევრი ვიცინე. რა სკაიპი, მოვიდნენ უკვე ქურდები?

- ხელისუფლების მხარდამჭერები სოციალურ ქსელში წერენ, რომ უკვე გამწვავდა კრიმინოგენური სიტუაცია და ე.წ. "შავები" ქუჩაში ხშირად ხვდებათ...

- მსგავსი არაფერი შემინიშნავს, გახარებული ხალხი დარბის "ოცნების" მაისურებით. ერთადერთი უსიამოვნო ფაქტი ის იყო, რომ ორი ნასვამი ადამიანი შევარდა "რუსთავი 2"-ში. ორს როგორღაც გააკავებდნენ და მასე მთელი ამ წლების განმავლობაში ხან ზაზა სვანაძე მოგვივარდება ხოლმე და ცემა-ტყეპაა ატეხილი. ცუდი ფაქტია, რომ ასეთი რაღაც ხდება, ყველამ დავგმეთ, ამას თამარა ჩერგოლეიშვილის და მათ გასაგონად ვამბობ. ამიტომ არის მისასალმებელი ივანიშვილის სიტყვები, დაწყნარდით, ვინც ხუთიანი შემოხაზეთო. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს რომ გაემარჯვა, გამოვიდოდა და იტყოდა, ცემეთ მოწინააღმდეგეებიო. რაც შეეხება ირაკლი ღარიბაშვილისა და გუბაზ სანიკიძის ჩანაწერებს, ამის ავთენტურობა უნდა დადგინდეს. არ მჯერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით წერდა დაცვის ბიჭი, რომელიც ახლა კვირაზე მეტი დაკარგული იყო.

- იმ დღეებში თქვენი და ნინო ჯანგირაშვილის საუბრის სახუმარო ვიდეოჩანაწერი გამოქვეყნდა, სადაც დავით აქუბარდიას წინააღმდეგ შეთქმულებას აწყობდით.

- ამოვიდა ყელში ამ კომპრომატების მოსმენა. მე, დათო აქუბარდია და ნინო ჯანგირაშვილი ვისხედით და დათომ თქვა, მოდით, ჩვენც რამე ვიმაიმუნოთო. ჩაწერისას მე და ნინომ ბევრი ვიცინეთ, ვამბობდით, რომ აქუბარდიას "პლიტას" გამოვურთავდით და კარს დავტოვებდით ღიას, რომ ორპირი ყოფილიყო. ბევრმა გამლანძღა, გველი გაუზრდიხარ უბეშიო. მერე მეორე სერიის ჩაწერა გვინდოდა, რომ აქუბარდიას კუწუწა (გადაცემის რეჟისორი) ძალით ასმევს ჩაის, მაგრამ დაგვეზარა. ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ დათოს ეთერში დაახველა და თქვა, მგონი, ორპირში გავცივდიო. გუშინაც მეუბნებოდა, ბიჭო, მგონი, ეს ორპირი ძალიან მაციებსო (იცინის).

- ალეკო, მგონი, დაუჯერებელია, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობა" ოპოზიციაშია. თქვენ და "მაესტროს" კი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციურ არხებს გიწოდებდნენ.

- ვის ტელევიზიას აღარ გვეძახდნენ, ლევან გაჩეჩილაძის, გუბაზ სანიკიძის, ბიძინა ივანიშვილის და ახლა ნაციონალების რომ უნდა გავხდეთ, ამაზე მეცინება. ოპოზიცია იმიტომ იყო ხშირად ჩვენს ეთერში, რომ რეალურად ნაციონალები არ მოდიოდნენ. იმედს ვიტოვებ, რომ ამის შემდეგ ყველა მხარე პირველივე დაძახებულზე მოვა გადაცემაში.

- როგორ წარმოგიდგენიათ მიხეილ სააკაშვილი თქვენს ეთერში?

- არ ვიცი, ალბათ მოვა, მაგრამ ძალიან გამიჭირდება, მაგ კაცისადმი ისეთი ემოცია მაქვს, თუმცა დრო ისეთი რამ არის, არ ვიცი.

- ალეკო, პატიმრების წამების კადრების გავრცელების ღამეს, სხვა სტუმრებთან ერთად, ეთერში თეა თუთბერიძეც გყავდათ, რომელსაც რამდენიმეჯერ მოუწოდეთ, რომ დაეტოვებინა თქვენი გადაცემა.

- მაგას საინტერესო გაგრძელება ჰქონდა. მე ვცდილობდი თეა ეთერიდან გამეგდო, მაგრამ არ მიდიოდა. გადაცემა დამთავრდა და წავიდა, სტუდიაში მარტო დავრჩი. უცებ ოპერატორმა დაიყვირა, ალეკო, ცუდად არის საქმე, ამას გაგლეჯენ, გამოდიო. გარეთ რომ გავედი, დავინახე, ქალები შეკრებილიყვნენ, ცოტაც და თუთბერიძეს სცემდნენ. ერთი კაციც იყო, პატიმრის მშობელი თუთბერიძის საცემრად ავჭალიდან გამოსულიყო და აქუბარდიამ გაიყვანა ცალკე. გავვარდი და ამ ქალებს თუთბერიძე ხელიდან გამოვგლიჯე, ჩავიხუტე და სულ სირბილით მივიყვანე მანქანამდე. აივნებზე ხალხი იყო გამოსული, აგინებდნენ. ერთმა ქალმა დაუყვირა, დამელოდე, ვიცვამ, უნდა ჩამოვიდე და გცემოო. ჩვენი სტუდიის სტუმარს ვერავის ვაცემინებდი.

- ალეკო, არჩევნების თემა გავაგრძელოთ, პარლამენტს მიღმა დარჩა "ქრისტიან-დემოკრატიული პარტია".

- ამ არჩევნებმა პოლიტიკური სპექტრი დაწმინდა. ყველამ ვიცოდით, რომ "ქდმ" სატელიტური პარტია იყო, რომელიც სამთავრობო კაბინეტებში შეიქმნა და მათი მხარდაჭერით საზრდოობდა. ვიცი, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ნაციონალების მხარდამჭერებს ათნომრიან მაისურს ჩააცმევდნენ და ისე დაატარებდნენ. ეს იყო დეკორატიული ოპოზიცია და მიიღეს ის, რაც მიიღეს. აი, "ახალ მემარჯვენეებზე" კი მართლა გული მწყდება. ძალიან კარგი შემადგენლობა ჰყავთ და შესანიშნავად შეავსებდნენ კოალიციას. დათო გამყრელიძე პოლიტიკიდან წავიდა და იმედი მაქვს, მერე ინდივიდუალურად მაინც ჩაერთვებიან დანარჩენი სუბიექტები პოლიტიკაში.

- ამბობენ, რომ "ქდმ"-დან ყველაზე კარგ სიტუაციაში ახლა ინგა გრიგოლიაა.

- ინგა ყველასთან შედარებით ალღოიანია. თან მოხსნა კანდიდატურა, თან არა. არც მწვადი დაწვა და არც შამფური. თან მონასტერში წავიდა (იღიმება).

- ალეკო, როგორ ფიქრობთ, რა ბედი ეწევა "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაახლოებულ ხელოვანთა გუნდს...

- პრობლემა არ არის, რომელიმე ხელოვანი პოლიტიკურ პარტიას მხარდაჭერას უცხადებდეს, მაგრამ მთავარია, ამის გამო ბიუჯეტიდან "ფეშქაში" არ მიიღოს. ხელისუფლებას ჰყავდა "კარმოშკაზე" დასმული სტეფანეები, კახუჩელები და უსინდისო, უსირცხვილო ადამიანები. სოფო ნიჟარაძე, ერთი უნიჭო გოგო, რომელსაც მილიონები ვახეთქეთ, თავისი უნიჭობისთვის. ოპერეტა არა იხვი, რომელი ოპერეტის მომღერალი ეგ არის. არ მინდა ახლა ყვითელ თემებზე გადავიდე, მაგრამ გასაგებია, რატომ ჰქონდა დაფინანსება. ან ის კაცი რომ არის, ყველა შოუ რომ მიჰყავს.

- დუტას გულისხმობთ?

- დიახ, ნიჭიერია, მაგრამ, როგორც ჩანს, ქვემძრომობაში უფრო დიდი ნიჭი აღმოაჩნდა, ვიდრე წამყვანობაში. რა დღეში იქნებიან ახლა, ხომ წარმოგიდგენიათ, "კარმოშკა" დაკარგეს. ეს უსირცხვილო ტიპები ასი ათასებს იღებდნენ. ნიკა მემანიშვილი გამოდიოდა და ერთსაათიანი კონცერტის დირიჟორობისთვის 20 000 ლარს იღებდა ბიუჯეტიდან.

- ნიკამ განაცხადა, რომ საკუთარი მოქალაქეობრივი პოზიციის დაფიქსირება დააგვიანა.

- დააგვიანა კი არა, წავიდეს, დაირცხვინოს და დიდი ბოდიში მოიხადოს. ქვეყანაში, სადაც ხალხი შიმშილობს და ბოთლებს აგროვებს, ეგ იდგა და კონცერტებში ამხელა თანხას იღებდა. ახლა იმედი მაქვს, ახალ "კარმუშკაზე" შემჯდარ ხელოვანებს არ ვიხილავთ, მაგრამ ამის არდაშვება უკვე ჩვენი, საზოგადოების ვალია. ამ ცვლილების შედეგად ხალხმა თავისი ძალა იგრძნო და სულ არ ვფიქრობ, რომ ისინი მესიანიზმში არიან გადასული. პირველივე დღიდან უნდა გავფაციცდეთ. ამ დღეებში რომელი პოლიტიკოსიც შემხვდა "ქართული ოცნებიდან", ყველას ვუთხარი, რომ მათი კრიტიკის რეჟიმში გადავედი. ქვეყანა ახალ რეალობაშია და ამის ერთ, ძალიან კარგ მაგალითს მოგიყვანთ. მკითხველს ახსოვს, "ჰამქარი" გუდიაშვილის მოედნის არასწორ რეაბილიტაციას ვაპროტესტებდით და რამდენიმე თვის წინ პროკურატურაში შევიტანეთ სარჩელი, რომ კულტურულ ძეგლზე უკანონობა ხდებოდა. ორ ნომერში მთელი შენობა დაანგრიეს. პროკურატურაში გვითხრეს, რომ საჩივარს განხილვის ვადა ექვსი წელი ჰქონდა. ხუთი თვე ჩვენი მოძრაობა "ჰამქრიდან" თამარ ამაშუკელი უშედეგოდ რეკავდა და პასუხს ითხოვდა. არჩევნებიდან მესამე დღეს დარეკა და რომ გაიგეს, რა სარჩელზე იყო საუბარი, ისე დაფაცურდნენ, რომ მეორე დღეს განხილვაზე დაგვიბარეს (იღიმება).

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"