გაერთიანებული შტაბის უფროსად შესაძლოა, ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნოს

გაერთიანებული შტაბის უფროსად შესაძლოა, ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნოს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის თანამდებობაზე შესაძლოა, ნიკოლოზ ჯანჯღავა დაინიშნოს. როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" ცნობილი გახდა, ჯანჯღავას კანდიდატურას აქტიურად განიხილავენ.

შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ნიკოლოზ ჯანჯღავა ადმინისტრაციული პატიმრობიდან 6 ოქტომბერს გაათავისუფლეს. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას სასჯელი შეუმსუბუქდა და იზოლატორი 12 დღით ადრე დატოვა. მას ორთვიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული.

ღირსების ორდენის კავალერი ნიკა ჯანჯღავა შინაგან საქმეთა სამინისტრომ 20 აგვისტოს დააკავა, დაკავების მიზეზად პოლიციის თანამშრომლის მოწოდების დაუმორჩილებლობა და წინააღმდეგობის გაწევა დასახელდა.

ნიკოლოზ ჯანჯღავა სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა კოჯრის სპეცდანიშნულების ბატალიონს, იყო IV ქვეითი ბრიგადის მეთაური, ეროვნული გვარდიის სარდალი, სახმელეთო ჯარების სარდალი, ავღანეთში მონაწილე ქართული სამშვიდობო მისიის ხელმძღვანელი.

გაერთიანებულ შტაბს ამ დროისთვის დევი ჭანკოტაძე ხელმძღვანელობს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა