პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს
სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს

სამ­ტრე­დი­ის, ბაღ­და­თი­სა და ნა­ძა­ლა­დე­ვის სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქებ­ში ამომ­რჩე­ველს პარ­ლა­მენ­ტის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტის ხე­ლახ­ლა არ­ჩე­ვა მო­უ­წევს. გან­მე­ო­რე­ბი­თი არ­ჩევ­ნე­ბი მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვის შემ­დეგ უნდა გა­ი­მარ­თოს.

კო­ა­ლი­ცი­ის ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს ამ ოლ­ქებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტე­ბი მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში და­ა­სა­ხე­ლა.

ივა­ნიშ­ვილ­მა ნა­ძა­ლა­დე­ვის მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის, სამ­ტრე­დი­ის მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კახი კა­ლა­ძე - რე­გი­ო­ნუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბი­სა და ინფრას­ტრუქ­ტუ­რის მი­ნის­ტრის, ბაღ­და­თის მა­ჟო­რი­ტა­რულ არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი კი გე­ნე­რა­ლუ­რი პრო­კუ­რო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე წა­რად­გი­ნა.

სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის მი­ხედ­ვით, მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო ოლ­ქი­დან არ­ჩე­უ­ლი პარ­ლა­მენ­ტის წევ­რის გა­მოკ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ტარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბი. სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის თა­რიღს გან­კარ­გუ­ლე­ბით ნიშ­ნავს და სა­არ­ჩევ­ნო ღო­ნის­ძი­ე­ბა­თა ვა­დებს გან­კარ­გუ­ლე­ბით ად­გენს ცეს­კო არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე არა უგ­ვი­ა­ნეს 2 თვი­სა.

"სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მიზ­ნით პარ­ტი­ამ/სა­არ­ჩევ­ნო ბლოკ­მა, რო­მე­ლიც ცეს­კო­ში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ბოლო სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი­სას, შუ­ა­ლე­დურ არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბის მი­სა­ღე­ბად ცეს­კოს თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლი პი­რის (პი­რე­ბის) მიერ ხელ­მო­წე­რი­ლი გან­ცხა­დე­ბით უნდა მი­მარ­თოს შუ­ა­ლე­დუ­რი არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნის შემ­დეგ, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის დღემ­დე არა უგ­ვი­ა­ნეს 57-ე დღი­სა", - ნათ­ქვა­მია სა­არ­ჩევ­ნო კო­დექსში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს

სამტრედიაში, ბაღდათსა და ნაძალადევში ამომრჩეველს მაჟორიტარების არჩევა ხელახლა მოუწევს

სამტრედიის, ბაღდათისა და ნაძალადევის საარჩევნო ოლქებში ამომრჩეველს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის ხელახლა არჩევა მოუწევს. განმეორებითი არჩევნები მაჟორიტარულ ოლქებში დაახლოებით ორი თვის შემდეგ უნდა გაიმართოს.

კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს ამ ოლქებში გამარჯვებული "ქართული ოცნების" მაჟორიტარი კანდიდატები მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში დაასახელა.

ივანიშვილმა ნაძალადევის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის, სამტრედიის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული კახი კალაძე - რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ბაღდათის მაჟორიტარულ არჩევნებში გამარჯვებული არჩილ კბილაშვილი კი გენერალური პროკურორის თანამდებობაზე წარადგინა.

საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში ტარდება საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები. საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნების თარიღს განკარგულებით ნიშნავს და საარჩევნო ღონისძიებათა ვადებს განკარგულებით ადგენს ცესკო არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 2 თვისა.

"საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიზნით პარტიამ/საარჩევნო ბლოკმა, რომელიც ცესკოში რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას, შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად ცესკოს თავისი ხელმძღვანელი პირის (პირების) მიერ ხელმოწერილი განცხადებით უნდა მიმართოს შუალედური არჩევნების დანიშვნის შემდეგ, მაგრამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს 57-ე დღისა", - ნათქვამია საარჩევნო კოდექსში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა