საზოგადოება
მსოფლიო
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი ვარდოსანიძე - პირველ სეზონთან შედარებით, ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება
გიორგი ვარდოსანიძე - პირველ სეზონთან შედარებით, ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება

გი­ორ­გი ვარ­დო­სა­ნი­ძე­სა და სა­ლო­მე ჭა­ჭუ­ას­თან ინ­ტერ­ვიუ მა­ნამ­დე ჩავ­წე­რეთ, ვიდ­რე ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­დე­ბო­და. სპექ­ტაკ­ლი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში იმ დღეს­ვე მო­ექ­ცა. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ეს კად­რე­ბი იხი­ლა და ხალ­ხი აღ­შფო­თე­ბას ვერ ფა­რავ­და, ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მარ­თულ სპექ­ტაკლს ეს­წრე­ბო­და. სპექ­ტაკ­ლი არ შე­ჩე­რე­ბუ­ლა... მსა­ხი­ო­ბე­ბი ამ­ბობ­დნენ, რომ ისი­ნი თა­ვის პრო­ფე­სი­ას ემ­სა­ხუ­რე­ბოდ­ნენ, უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან და მა­ყუ­რე­ბე­ლი, რო­მე­ლიც სპექ­ტაკლზე და­სას­წრე­ბად მო­დი­ო­და, არ უნდა გა­ეწ­ბი­ლე­ბი­ნათ. "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" მხო­ლოდ მე­სა­მე დღეს, მას შემ­დეგ შე­ა­ჩე­რეს, რაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა პრო­ტეს­ტის ნიშ­ნად სცე­ნა­ზე ცო­ცხე­ბი აი­ტა­ნეს. ორი­ო­დე დღის შემ­დეგ კი ნი­კო­ლოზ რაჭ­ველ­მა "ფე­ის­ბუქ­ზე" და­წე­რა: "შეც­დო­მა მო­მი­ვი­და, როცა ჩემი ხალ­ხის გვერ­დით უნდა დავ­მდგა­რი­ყა­ვი, სპექ­ტაკლს ვდი­რი­ჟო­რობ­დი". მოკ­ლედ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბი" შე­ჩე­რე­ბუ­ლია, "იმედ­ზე" კი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" რე­პე­ტი­ცი­ე­ბი აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს და 8 ოქ­ტომ­ბრი­დან შოუს გა­ნახ­ლე­ბას გვპი­რე­ბი­ან.

- ჩემი აზ­რით, პირ­ველ სე­ზონ­თან შე­და­რე­ბით, ახლა "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" გა­ცი­ლე­ბით დიდი კონ­კუ­რენ­ცია იქ­ნე­ბა.

გი­ორ­გი:

- პირ­ველ სე­ზონ­შიც მა­გა­რი წყვი­ლე­ბი იყ­ვნენ. მარ­ტო სა­მო­რი რომ გაშ­ლი­და ხელს, ის ღირ­და ყვე­ლაფ­რად.

სა­ლო­მე:

- მეც ვფიქ­რობ, რომ ახლა ბევ­რად ძლი­ე­რი წყვი­ლე­ბი ვართ.

გი­ორ­გი:

- გან­სა­კუთ­რე­ბით გო­გო­ნე­ბის მე­ში­ნია. ბევ­რს აქვს მა­გა­რი პლას­ტი­კა. ძა­ლი­ან მე­ში­ნია რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლის, ვიცი, რო­გორ ცეკ­ვავს. ზუს­ტად ვიცი, რაც შე­უძ­ლია. თან სას­წა­უ­ლად კარ­გი მე­წყვი­ლე ჰყავს, ოთო ფო­ლა­დაშ­ვი­ლი. წარ­მო­მიდ­გე­ნია, ერ­თად რას იზა­მენ.

- შენც კარ­გი მე­წყვი­ლე გყავს...

- ხე­ლე­ბი ამი­წე­ვია. მე ყვე­ლა­ზე კარ­გი მე­წყვი­ლე მყავს. ამას მარ­ტო მე არ ვამ­ტკი­ცებ, ყვე­ლამ იცის. ისე­თი ბედ­ნი­ე­რი და იმე­დი­ა­ნი ვარ, ვერც წარ­მო­იდ­გენ.

- სა­ლო­მე, შენ რას იტყვი შენს მე­წყვი­ლე­ზე?

გი­ორ­გი:

- ცუ­და­დაა ჩემი საქ­მე, და­მერ­ხა, წარ­მო­მიდ­გე­ნია, რას იტყვის ჩემ­ზე.

სა­ლო­მე:

- ძა­ლი­ან კარ­გი მე­წყვი­ლე შემ­ხვდა. "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" ორი­ვე ვცეკ­ვავთ. ოთხი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ვნა­ხე, რომ კარ­გად მოძ­რა­ობს და ვხვდე­ბი, რომ კარ­გად ცეკ­ვას შეძ­ლებს.

გი­ორ­გი:

- შენს პირს შა­ქა­რი.

- რო­გორ ფიქ­რობთ, რო­მელ ცეკ­ვას შე­ას­რუ­ლებთ ყვე­ლა­ზე კარ­გად?

- ძა­ლი­ან მინ­და იქამ­დე მი­ვაღ­წიო, სა­დაც ფრის­ტა­ი­ლი იქ­ნე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს, ყვე­ლა­ზე მე­ტად ტან­გოს ვე­ლო­დე­ბი. მინ­და, ტან­გო კარ­გად ვის­წავ­ლო. და­ნარ­ჩენ ცეკ­ვებ­საც დიდ პა­ტივს ვცემ, მაგ­რამ ტან­გო გა­მორ­ჩე­უ­ლად მომ­წონს.

სა­ლო­მე:

- "ქა­ლის სურ­ნელ­ში" რომ ალ პა­ჩი­ნო ცეკ­ვავს, ისე გინ­და ცეკ­ვავ­დე?

გი­ორ­გი:

- უფრო მაგ­რად ვი­ცეკ­ვებ, რა ალ პა­ჩი­ნო. ვნა­ხოთ, რა იქ­ნე­ბა. ლა­პა­რა­კი ად­ვი­ლია. საქ­მე საქ­მე­ზე რომ მიდ­გე­ბა, კაც­მა არ იცის, რა მოხ­დე­ბა.

- ერ­თმა­ნე­თი "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ზე" გა­ი­ცა­ნით?

- ამ სპექ­ტაკლზე გა­ვი­ცა­ნით ერ­თმა­ნე­თი. სა­ლო­მე თა­ვის ამ­პლუ­ა­შია და ცეკ­ვავს. მეც პა­ტა­რა როლი მაქვს. გა­ვი­გეთ, რომ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვებ­ში" ერ­თად ვი­ცეკ­ვებ­დით და ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და. სა­ლო­მე, ახლა შენი ქება-დი­დე­ბა უნდა და­ვი­წყო. სა­ლო­მეს ტე­ლე­ვი­ზორ­ში რომ ვუ­ყუ­რებ­დი, მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რია. მერე რე­პე­ტი­ცი­ებ­ზეც ვნა­ხე მისი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი. ვიცი, დე­ბი­ლი­ვი­თაც რომ და­ვე­ცე სცე­ნა­ზე, სა­ლო­მე ისე­თებს გა­ა­კე­თებს, მა­პა­ტი­ე­ბენ.

- გი­ორ­გი, თუ ადევ­ნებ­დი თვალს პრო­ექ­ტის პირ­ველ სე­ზონს?

- კი, სა­ლო­მემ და როს­ტომ ლამ­ბა­და რომ იცეკ­ვეს, სულ მე­ცი­ნე­ბო­და, ლამ­ბა­დას როს­ტო კარ­გად, თან სა­სა­ცი­ლოდ ცეკ­ვავ­და. როს­ტო­ზე ვგიჟ­დე­ბი, ძა­ლი­ან საყ­ვა­რე­ლი ბი­ჭია. სა­ლო­მემ, რო­გორც ვიცი, ბევ­რი იწ­ვა­ლა და დიდი შრო­მა ჩადო როს­ტოს მომ­ზა­დე­ბა­ში. თა­ვი­დან როს­ტო მა­ინ­ცდა­მა­ინც არ გა­მო­ირ­ჩე­ო­და პლას­ტი­კით, მერე სულ უკე­თე­სი და უკე­თე­სი გახ­და.

- სა­ლო­მე, შენ უკვე იცი გი­ორ­გის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი ცეკ­ვა­ში, რო­გორ ფიქ­რობ, რო­მელ ტუ­რამ­დე შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვი­დეთ?

გი­ორ­გი:

- სა­ვა­რა­უ­დოდ, მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნა­ტამ­დე.

სა­ლო­მე:

- წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გე­ტყვი. ძა­ლი­ან მინ­და, ფი­ნა­ლამ­დე მი­ვი­დეთ, ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი.

- წინა სე­ზონ­ში მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა იყო. ახლა რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ კონ­კუ­რენ­ტებ­თან?

გი­ორ­გი:

- პრო­ექ­ტში უმე­ტე­სად ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან. თან ამ პრო­ექ­ტში გა­სარ­თო­ბად მოვ­დი­ვარ. ვიცი, რომ კარგ ფორ­მა­ში ჩავ­დგე­ბი და მი­ხა­რია. ასე­ვე დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ამ პრო­ექ­ტის და "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ე­ბის", რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი მე­გობ­რე­ბი შე­ვი­ძი­ნე. ვიცი, რომ ისი­ნი ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე გამ­ყვე­ბი­ან და ეს ყვე­ლა­ზე ღი­რე­ბუ­ლია ჩემ­თვის. ვიცი, რომ მეც და სა­ლო­მეც მაქ­სი­მა­ლუ­რად და­ვი­ხარ­ჯე­ბით. სა­დამ­დე მი­ვალთ, ეს უკვე ხალ­ხის გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. არც ინ­ტრიგ­ნო­ბას ვა­პი­რებ. თუ გაგ­ვაგ­დე­ბენ, არც ეგ მე­წყი­ნე­ბა. ე.ი. გაგ­დე­ბის ღირ­სი ვიქ­ნე­ბით. თუ არას­წო­რად გა­მაგ­დე­ბენ, ჩემ­თვის ვი­ტყვი, ეეეჰ-მეთ­ქი. ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ, ვინ­მეს და­ვემ­დუ­რო.

სა­ლო­მე:

- პირ­ველ სე­ზონ­ში მო­ცეკ­ვა­ვე­ებს შო­რის არა­ნა­ი­რი და­ძა­ბუ­ლო­ბა არ ყო­ფი­ლა.

- აჩი­კო მე­ფა­რი­ძემ შოუ პირ­ვე­ლი ტუ­რის შემ­დეგ და­ტო­ვა და მერე დიდი ძა­ლის­ხმე­ვა დას­ჭირ­დათ შოუს ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს, რომ და­ებ­რუ­ნე­ბი­ნათ...

- არ ვიცი, ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­რე­დან რო­გორ ჩან­და. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ახლა არ იქ­ნე­ბა არა­ნა­ი­რი ინ­ტრი­გა.

- გი­ორ­გი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი რო­გორ შეხ­ვდა პრო­ექ­ტში შენს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას?

- თამ­თა შა­ლამ­ბე­რი­ძე ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რია, იმი­ტომ რომ იცის, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლის ხელ­ში ვარ. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვე­ნი ერ­თად ცეკ­ვის მე­ო­რე მხა­რეს, ეჭ­ვი­ა­ნო­ბას, ჩემი აზ­რით, ეს სა­სა­ცი­ლოა. გიგი გა­ჩე­ჩი­ლა­ძე და სა­ლო­მე თა­ვი­ან­თი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლე­ბი არი­ან, ეს ყვე­ლამ იცის. რაც შე­ე­ხე­ბა თამ­თას, მან იცის, რომ საქ­მეს ვა­კე­თებ. უხა­რია, რომ კარ­გი მე­წყვი­ლე შემ­ხვდა. იცის, რომ ისევ თამ­თას გა­მო­ად­გე­ბა, მე რომ ტან­გო კარ­გად მე­ცო­დი­ნე­ბა და მერე ერ­თად ვი­ცეკ­ვებთ.

- თამ­თა კარ­გად ცეკ­ვავს?

- სწავ­ლობს და ნი­ჭი­ე­რია, კარ­გი პლას­ტი­კა აქვს.

- მო­გე­ბუ­ლე­ბის­თვის რა პრი­ზე­ბია?

- რო­გორც მე ვიცი, წელს უკე­თე­სი პრი­ზე­ბი იქ­ნე­ბა. ჯერ ყვე­ლა­ფე­რი არაა ცნო­ბი­ლი, მაგ­რამ ვიცი, რომ უკე­თე­სი იქ­ნე­ბა. თუ მო­ვი­გებ, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი ვიქ­ნე­ბი და ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი უკე­თე­სო­ბის­კენ შე­იც­ვლე­ბა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ვფიქ­რობთ ფუ­ლად პრიზ­ზეც. რად­გან კონ­კურ­სია, პირ­ველ ად­გილ­ზე გვინ­და გას­ვლა და ამის­თვის ბევ­რი უნდა ვი­მუ­შა­ოთ. უამ­რა­ვი საქ­მე გა­დავ­დე და ამა­ზე ვარ გა­დარ­თუ­ლი. პრი­ზიც მინ­და და და­ნარ­ჩე­ნი სხვაც, რა­საც ეს პრო­ექ­ტი მო­მი­ტანს.

- გი­ორ­გი, თქვი, "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" კარ­გი სკო­ლა გა­ვი­ა­რეო. მა­ნამ­დე ცეკ­ვავ­დი?

- პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მო­ცეკ­ვა­ვე არას­დროს ვყო­ფილ­ვარ. და­ახ­ლო­ე­ბით ოთხი-ხუთი წელი ვცეკ­ვავ­დი, არ­ჩილ სო­ლო­ღაშ­ვილს ან­სამ­ბლი ჰქონ­და და კონ­ცერ­ტებ­ზე მომ­ღერ­ლე­ბის შოუს ცეკ­ვით ვა­ფორ­მებ­დით, გარ­და ამი­სა, პრო­ფე­სია მაქვს ისე­თი, რომ ცეკ­ვას­თან მი­წევს შე­ხე­ბა. ბო­ლოს ძა­ლი­ან "დავ­ძროხ­დი", წო­ნა­ში მო­ვი­მა­ტე. რაც "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" მო­ვე­დი, და­ახ­ლო­ე­ბით ათი კილო მაქვს დაკ­ლე­ბუ­ლი. ვი­ვარ­ჯი­შე და და­ვი­კე­ლი, ასეთ კარგ ფორ­მა­ში ცხოვ­რე­ბა­ში არ ვყო­ფილ­ვარ.

სა­ლო­მე:

- დიდი ხა­ნია, ვცეკ­ვავ, მაგ­რამ "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებ­ში" სხვა სტი­ლის ცეკ­ვე­ბია. ესაა მო­დერნ ჯაზი, რო­მელ­საც, სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ას­წავ­ლი­ან. ჩემ­თვის ეს ახა­ლი იყო და ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე.

- პრო­ფე­სი­ით დიპ­ლო­მა­ტი ხარ. ბოლო დროს ცეკ­ვის გამო მგო­ნი, სა­ერ­თოდ ჩა­მო­შორ­დი შენს სპე­ცი­ა­ლო­ბას...

- რამ­დე­ნი­მე წელი ცეკ­ვა­ში პა­უ­ზა მქონ­და. ბო­ლოს ცეკ­ვის გა­რე­შე ვერ გავ­ძე­ლი და დავ­ბრუნ­დი.

- გი­ორ­გი, მგო­ნი ცეკ­ვე­ბის გამო მსა­ხი­ო­ბო­ბის­თვის ვე­ღარ იცლი...

- არ არის მასე. თე­ატ­რში რო­მელ სპექ­ტაკ­ლებ­შიც ვი­ყა­ვი, ისევ ვი­თა­მა­შებ. სამ­წუ­ხა­როდ, დრო­ის სიმ­ცი­რის გამო, შე­იძ­ლე­ბა ახალ სპექ­ტაკ­ლებ­ში ვერ მნა­ხოთ. სე­რი­ალ­შიც ვარ, "გო­გო­ნა გა­რე­უბ­ნი­დან მე­დი­არ", ახალ ფილმშიც მი­ღე­ბენ, რო­მელ­ზეც ჯერ არ მინ­და ვი­სა­უბ­რო.

- რთუ­ლი არაა ამ­დე­ნი მუ­შა­ო­ბა?

- ძა­ლი­ან რთუ­ლია. მინ­და, რომ 30 სა­ა­თი იყოს დღე­ში და არა 24. ცოტა ძი­ლიც ხომ გინ­და ადა­მი­ანს, რომ მე­ო­რე დღეს აზ­რზე იყო.

- "ვე­რის უბ­ნის მე­ლო­დი­ებს" პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი გას­დევს...

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მე არ მიგ­რძნია პო­ლი­ტი­კუ­რი ელ­ფე­რი. მი­მაჩ­ნია, რომ ჩემს საქ­მეს ვა­კე­თებ. პო­ლი­ტი­კა­ში არ ვიჭ­რე­ბი. აქ ჩემი საქ­მის სა­კე­თებ­ლად მო­ვე­დი. ვფიქ­რობ, რომ ხელს არა­ვინ გვიშ­ლის და იდე­ა­ლუ­რი გა­რე­მო გვაქვს, რომ ვა­კე­თოთ ჩვე­ნი საქ­მე, რო­მე­ლიც გვიყ­ვარს.

- და რა გრძნო­ბა გქონ­და, როცა იცო­დი, რომ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტი უნდა დას­წრე­ბო­და თქვენს სპექ­ტაკლს და მას სპექ­ტაკ­ლი ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­და...

- ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი უკვე ცხრა­ას­ჯერ დაგ­ვეს­წრო. ოზურ­გეთ­შიც იყო. ეს ამ­ბა­ვი უბ­რა­ლოდ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას გმა­ტებს, როცა იცი, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი პირი უნდა და­გეს­წროს, უფრო დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა გაქვს და გინ­და, რომ უკე­თე­სი შოუ გა­მო­ვი­დეს. თუმ­ცა ჩემ­თვის რი­გი­თი მა­ყუ­რე­ბე­ლიც ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ზუს­ტად ისე ვი­ხარ­ჯე­ბი და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­შიც. დარ­ბაზ­ში ვინ იჯ­დე­ბა, ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. რად­გან ადა­მი­ან­მა სპექ­ტაკლში ფული გა­და­ი­ხა­და, უფ­ლე­ბა არ მაქვს, ცუ­დად ვი­თა­მა­შო.

- სა­ლო­მე, რო­გორც ვიცი, სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე ოც­ნე­ბობ...

- ჯერ 22 წლის ვარ. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ყვე­ლა მო­ცეკ­ვა­ვეს უნდა სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებს დიდ ყუ­რა­დღე­ბას არ აქ­ცე­ვენ.

- გი­ორ­გი, ყო­ველ­თვის მოგ­წონ­და სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბი?

- სხვა შო­რის, არას­დროს ვა­ფა­სებ­დი ბა­ლე­რი­ნე­ბის შრო­მას, არ მიყ­ვარს ბა­ლე­ტი. არას­დროს ვა­ფა­სებ­დი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვე­ბის მო­ცეკ­ვა­ვე­ებს. ტან­გო­ზე ბავ­შვო­ბი­დან ვგიჟ­დე­ბი, მაგ­რამ მე­გო­ნა, ეს ცეკ­ვე­ბი ად­ვი­ლი იყო. ახლა, ამ სპექ­ტაკლზე ვნა­ხე, რა ჯო­ჯო­ხე­თუ­რი შრო­მა გჭირ­დე­ბა, კარ­გად რომ იცეკ­ვო და გავ­ჩუმ­დი. ძა­ლი­ან რთუ­ლი ყო­ფი­ლა.

სა­ლო­მე:

- მა­ყუ­რე­ბე­ლი რომ ხე­დავს, რო­გორ ცეკ­ვავ, ჰგო­ნია, რომ ეს ძა­ლი­ან ად­ვი­ლია.

გი­ორ­გი:

- ამ ორი სფე­როს ადა­მი­ა­ნე­ბის შრო­მა და­ვა­ფა­სე. ვთქვი, ყო­ჩაღ-მეთ­ქი. ალ­ბათ მე ვერ შევ­ძლებ­დი ამ სფე­რო­ში მუ­შა­ო­ბას.

- რად­გან ასე შე­გეც­ვა­ლა აზრი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­იძ­ლე­ბა ბა­ლე­ტის ცეკ­ვაც და­ი­წყო...

- შე­იძ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო რამ მოხ­დეს და მოტ­კე­ცი­ლი, ამოკ­ვან­წუ­ლი რე­ი­ტუ­ზით "გე­დე­ბის ტბა­ში" მორ­ცხვი გედი გან­ვა­სა­ხი­ე­რო. ვხუმ­რობ, ეს არას­დროს მოხ­დე­ბა. ერთხელ წა­მიყ­ვა­ნეს ბა­ლეტ­ზე. რვა წლის ვი­ყა­ვი, მახ­სოვს, ავ­ტირ­დი. ვერ მივ­ხვდი, ჰა­ერ­ში რა­ტომ დაფ­რი­ნავ­და ხალ­ხი და რა უნ­დო­დათ. მას მერე ბა­ლე­ტი მე­ზი­ზღე­ბო­და. მახ­სოვს, მა­მა­ჩემ­მა დარ­ბა­ზი­დან გა­მათ­რია, რა­ტომ მარ­ცხვე­ნო, მე­უბ­ნე­ბო­და.

მერი კო­ბი­აშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მიზეზით იბარებენ ხელმეორედ საგამოძიებო კომისიაზე ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს და როგორია მხარეთა პოზიციები

გიორგი ვარდოსანიძე - პირველ სეზონთან შედარებით, ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება

გიორგი ვარდოსანიძე - პირველ სეზონთან შედარებით, ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება

გიორგი ვარდოსანიძესა და სალომე ჭაჭუასთან ინტერვიუ მანამდე ჩავწერეთ, ვიდრე ტელევიზიებში პატიმრების წამების საზარელი კადრები გავრცელდებოდა. სპექტაკლი "ვერის უბნის მელოდიები" მოვლენების ეპიცენტრში იმ დღესვე მოექცა. როცა საზოგადოებამ ეს კადრები იხილა და ხალხი აღშფოთებას ვერ ფარავდა, ქვეყნის პრეზიდენტი ფილარმონიაში გამართულ სპექტაკლს ესწრებოდა. სპექტაკლი არ შეჩერებულა... მსახიობები ამბობდნენ, რომ ისინი თავის პროფესიას ემსახურებოდნენ, უპირველეს ყოვლისა მსახიობები არიან და მაყურებელი, რომელიც სპექტაკლზე დასასწრებად მოდიოდა, არ უნდა გაეწბილებინათ. "ვერის უბნის მელოდიები" მხოლოდ მესამე დღეს, მას შემდეგ შეაჩერეს, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სცენაზე ცოცხები აიტანეს. ორიოდე დღის შემდეგ კი ნიკოლოზ რაჭველმა "ფეისბუქზე" დაწერა: "შეცდომა მომივიდა, როცა ჩემი ხალხის გვერდით უნდა დავმდგარიყავი, სპექტაკლს ვდირიჟორობდი". მოკლედ "ვერის უბნის მელოდიები" შეჩერებულია, "იმედზე" კი "ცეკვავენ ვარსკვლავების" რეპეტიციები აქტიურად მიმდინარეობს და 8 ოქტომბრიდან შოუს განახლებას გვპირებიან.

- ჩემი აზრით, პირველ სეზონთან შედარებით, ახლა "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გაცილებით დიდი კონკურენცია იქნება.

გიორგი:

- პირველ სეზონშიც მაგარი წყვილები იყვნენ. მარტო სამორი რომ გაშლიდა ხელს, ის ღირდა ყველაფრად.

სალომე:

- მეც ვფიქრობ, რომ ახლა ბევრად ძლიერი წყვილები ვართ.

გიორგი:

- განსაკუთრებით გოგონების მეშინია. ბევრს აქვს მაგარი პლასტიკა. ძალიან მეშინია რუსკა მაყაშვილის, ვიცი, როგორ ცეკვავს. ზუსტად ვიცი, რაც შეუძლია. თან სასწაულად კარგი მეწყვილე ჰყავს, ოთო ფოლადაშვილი. წარმომიდგენია, ერთად რას იზამენ.

- შენც კარგი მეწყვილე გყავს...

- ხელები ამიწევია. მე ყველაზე კარგი მეწყვილე მყავს. ამას მარტო მე არ ვამტკიცებ, ყველამ იცის. ისეთი ბედნიერი და იმედიანი ვარ, ვერც წარმოიდგენ.

- სალომე, შენ რას იტყვი შენს მეწყვილეზე?

გიორგი:

- ცუდადაა ჩემი საქმე, დამერხა, წარმომიდგენია, რას იტყვის ჩემზე.

სალომე:

- ძალიან კარგი მეწყვილე შემხვდა. "ვერის უბნის მელოდიებში" ორივე ვცეკვავთ. ოთხი თვის განმავლობაში ვნახე, რომ კარგად მოძრაობს და ვხვდები, რომ კარგად ცეკვას შეძლებს.

გიორგი:

- შენს პირს შაქარი.

- როგორ ფიქრობთ, რომელ ცეკვას შეასრულებთ ყველაზე კარგად?

- ძალიან მინდა იქამდე მივაღწიო, სადაც ფრისტაილი იქნება. რაც შეეხება სამეჯლისო ცეკვებს, ყველაზე მეტად ტანგოს ველოდები. მინდა, ტანგო კარგად ვისწავლო. დანარჩენ ცეკვებსაც დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ტანგო გამორჩეულად მომწონს.

სალომე:

- "ქალის სურნელში" რომ ალ პაჩინო ცეკვავს, ისე გინდა ცეკვავდე?

გიორგი:

- უფრო მაგრად ვიცეკვებ, რა ალ პაჩინო. ვნახოთ, რა იქნება. ლაპარაკი ადვილია. საქმე საქმეზე რომ მიდგება, კაცმა არ იცის, რა მოხდება.

- ერთმანეთი "ვერის უბნის მელოდიებზე" გაიცანით?

- ამ სპექტაკლზე გავიცანით ერთმანეთი. სალომე თავის ამპლუაშია და ცეკვავს. მეც პატარა როლი მაქვს. გავიგეთ, რომ "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ერთად ვიცეკვებდით და ძალიან გამიხარდა. სალომე, ახლა შენი ქება-დიდება უნდა დავიწყო. სალომეს ტელევიზორში რომ ვუყურებდი, მივხვდი, რომ ძალიან მაგარია. მერე რეპეტიციებზეც ვნახე მისი შესაძლებლობები. ვიცი, დებილივითაც რომ დავეცე სცენაზე, სალომე ისეთებს გააკეთებს, მაპატიებენ.

- გიორგი, თუ ადევნებდი თვალს პროექტის პირველ სეზონს?

- კი, სალომემ და როსტომ ლამბადა რომ იცეკვეს, სულ მეცინებოდა, ლამბადას როსტო კარგად, თან სასაცილოდ ცეკვავდა. როსტოზე ვგიჟდები, ძალიან საყვარელი ბიჭია. სალომემ, როგორც ვიცი, ბევრი იწვალა და დიდი შრომა ჩადო როსტოს მომზადებაში. თავიდან როსტო მაინცდამაინც არ გამოირჩეოდა პლასტიკით, მერე სულ უკეთესი და უკეთესი გახდა.

- სალომე, შენ უკვე იცი გიორგის შესაძლებლობები ცეკვაში, როგორ ფიქრობ, რომელ ტურამდე შეიძლება მიხვიდეთ?

გიორგი:

- სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატამდე.

სალომე:

- წინასწარ ვერაფერს გეტყვი. ძალიან მინდა, ფინალამდე მივიდეთ, ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.

- წინა სეზონში მონაწილეებს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო. ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ კონკურენტებთან?

გიორგი:

- პროექტში უმეტესად ჩემი მეგობრები არიან. თან ამ პროექტში გასართობად მოვდივარ. ვიცი, რომ კარგ ფორმაში ჩავდგები და მიხარია. ასევე დიდი მადლობელი ვარ ამ პროექტის და "ვერის უბნის მელოდიების", რომ ძალიან მაგარი მეგობრები შევიძინე. ვიცი, რომ ისინი ცხოვრების ბოლომდე გამყვებიან და ეს ყველაზე ღირებულია ჩემთვის. ვიცი, რომ მეც და სალომეც მაქსიმალურად დავიხარჯებით. სადამდე მივალთ, ეს უკვე ხალხის გადასაწყვეტი იქნება. არც ინტრიგნობას ვაპირებ. თუ გაგვაგდებენ, არც ეგ მეწყინება. ე.ი. გაგდების ღირსი ვიქნებით. თუ არასწორად გამაგდებენ, ჩემთვის ვიტყვი, ეეეჰ-მეთქი. ნამდვილად არ ვაპირებ, ვინმეს დავემდურო.

სალომე:

- პირველ სეზონში მოცეკვავეებს შორის არანაირი დაძაბულობა არ ყოფილა.

- აჩიკო მეფარიძემ შოუ პირველი ტურის შემდეგ დატოვა და მერე დიდი ძალისხმევა დასჭირდათ შოუს ორგანიზატორებს, რომ დაებრუნებინათ...

- არ ვიცი, ეს ყველაფერი გარედან როგორ ჩანდა. დარწმუნებული ვარ, ახლა არ იქნება არანაირი ინტრიგა.

- გიორგი, შეყვარებული როგორ შეხვდა პრო­ექტში შენს მონაწილეობას?

- თამთა შალამბერიძე ძალიან ბედნიერია, იმიტომ რომ იცის, პროფესიონალის ხელში ვარ. რაც შეეხება ჩვენი ერთად ცეკვის მეორე მხარეს, ეჭვიანობას, ჩემი აზრით, ეს სასაცილოა. გიგი გაჩეჩილაძე და სალომე თავიანთი საქმის პროფესიონალები არიან, ეს ყველამ იცის. რაც შეეხება თამთას, მან იცის, რომ საქმეს ვაკეთებ. უხარია, რომ კარგი მეწყვილე შემხვდა. იცის, რომ ისევ თამთას გამოადგება, მე რომ ტანგო კარგად მეცოდინება და მერე ერთად ვიცეკვებთ.

- თამთა კარგად ცეკვავს?

- სწავლობს და ნიჭიერია, კარგი პლასტიკა აქვს.

- მოგებულებისთვის რა პრიზებია?

- როგორც მე ვიცი, წელს უკეთესი პრიზები იქნება. ჯერ ყველაფერი არაა ცნობილი, მაგრამ ვიცი, რომ უკეთესი იქნება. თუ მოვიგებ, ძალიან ბედნიერი ვიქნები და ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება. რასაკვირველია, ვფიქრობთ ფულად პრიზზეც. რადგან კონკურსია, პირველ ადგილზე გვინდა გასვლა და ამისთვის ბევრი უნდა ვიმუშაოთ. უამრავი საქმე გადავდე და ამაზე ვარ გადართული. პრიზიც მინდა და დანარჩენი სხვაც, რასაც ეს პროექტი მომიტანს.

- გიორგი, თქვი, "ვერის უბნის მელოდიებში" კარგი სკოლა გავიარეო. მანამდე ცეკვავდი?

- პროფესიონალი მოცეკვავე არასდროს ვყოფილვარ. დაახლოებით ოთხი-ხუთი წელი ვცეკვავდი, არჩილ სოლოღაშვილს ანსამბლი ჰქონდა და კონცერტებზე მომღერლების შოუს ცეკვით ვაფორმებდით, გარდა ამისა, პროფესია მაქვს ისეთი, რომ ცეკვასთან მიწევს შეხება. ბოლოს ძალიან "დავძროხდი", წონაში მოვიმატე. რაც "ვერის უბნის მელოდიებში" მოვედი, დაახლოებით ათი კილო მაქვს დაკლებული. ვივარჯიშე და დავიკელი, ასეთ კარგ ფორმაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.

სალომე:

- დიდი ხანია, ვცეკვავ, მაგრამ "ვერის უბ­ნის მელოდიებში" სხვა სტილის ცეკვებია. ესაა მოდერნ ჯაზი, რომელსაც, სამწუხაროდ, საქართველოში არ ასწავლიან. ჩემთვის ეს ახალი იყო და ბევრი რამ ვისწავლე.

- პროფესიით დიპლომატი ხარ. ბოლო დროს ცეკვის გამო მგონი, საერთოდ ჩამოშორდი შენს სპეციალობას...

- რამდენიმე წელი ცეკვაში პაუზა მქონდა. ბოლოს ცეკვის გარეშე ვერ გავძელი და დავბრუნდი.

- გიორგი, მგონი ცეკვების გამო მსახიობობისთვის ვეღარ იცლი...

- არ არის მასე. თეატრში რომელ სპექტაკლებშიც ვიყავი, ისევ ვითამაშებ. სამწუხაროდ, დროის სიმცირის გამო, შეიძლება ახალ სპექტაკლებში ვერ მნახოთ. სერიალშიც ვარ, "გოგონა გარეუბნიდან მედიარ", ახალ ფილმშიც მიღებენ, რომელზეც ჯერ არ მინდა ვისაუბრო.

- რთული არაა ამდენი მუშაობა?

- ძალიან რთულია. მინდა, რომ 30 საათი იყოს დღეში და არა 24. ცოტა ძილიც ხომ გინდა ადამიანს, რომ მეორე დღეს აზრზე იყო.

- "ვერის უბნის მელოდიებს" პოლიტიკური ელფერი გასდევს...

- სიმართლე გითხრათ, მე არ მიგრძნია პოლიტიკური ელფერი. მიმაჩნია, რომ ჩემს საქმეს ვაკეთებ. პოლიტიკაში არ ვიჭრები. აქ ჩემი საქმის საკეთებლად მოვედი. ვფიქრობ, რომ ხელს არავინ გვიშლის და იდეალური გარემო გვაქვს, რომ ვაკეთოთ ჩვენი საქმე, რომელიც გვიყვარს.

- და რა გრძნობა გქონდა, როცა იცოდი, რომ ქვეყნის პრეზიდენტი უნდა დასწრებოდა თქვენს სპექტაკლს და მას სპექტაკლი ძალიან აინტერესებდა...

- ჩვენი პრეზიდენტი უკვე ცხრაასჯერ დაგვესწრო. ოზურგეთშიც იყო. ეს ამბავი უბრალოდ პასუხისმგებლობას გმატებს, როცა იცი, რომ საქართველოს პირველი პირი უნდა დაგესწროს, უფრო დიდი პასუხისმგებლობა გაქვს და გინდა, რომ უკეთესი შოუ გამოვიდეს. თუმცა ჩემთვის რიგითი მაყურებელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ზუსტად ისე ვიხარჯები დანარჩენ შემთხვევაშიც. დარბაზში ვინ იჯდება, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. რადგან ადამიანმა სპექტაკლში ფული გადაიხადა, უფლება არ მაქვს, ცუდად ვითამაშო.

- სალომე, როგორც ვიცი, საზღვარგარეთ წასვლაზე ოცნებობ...

- ჯერ 22 წლის ვარ. დარწმუნებული ვარ, ყველა მოცეკვავეს უნდა საზღვარგარეთ წასვლა. საქართველოში სამეჯლისო ცეკვებს დიდ ყურადღებას არ აქცევენ.

- გიორგი, ყოველთვის მოგწონდა სამეჯლისო ცეკვები?

- სხვა შორის, არასდროს ვაფასებდი ბალერინების შრომას, არ მიყვარს ბალეტი. არასდროს ვაფასებდი სამეჯლისო ცეკვების მოცეკვავეებს. ტანგოზე ბავშვობიდან ვგიჟდები, მაგრამ მეგონა, ეს ცეკვები ადვილი იყო. ახლა, ამ სპექტაკლზე ვნახე, რა ჯოჯოხეთური შრომა გჭირდება, კარგად რომ იცეკვო და გავჩუმდი. ძალიან რთული ყოფილა.

სალომე:

- მაყურებელი რომ ხედავს, როგორ ცეკვავ, ჰგონია, რომ ეს ძალიან ადვილია.

გიორგი:

- ამ ორი სფეროს ადამიანების შრომა დავაფასე. ვთქვი, ყოჩაღ-მეთქი. ალბათ მე ვერ შევძლებდი ამ სფეროში მუშაობას.

- რადგან ასე შეგეცვალა აზრი, მოგვიანებით შეიძლება ბალეტის ცეკვაც დაიწყო...

- შეიძლება ყველაზე სასაცილო რამ მოხდეს და მოტკეცილი, ამოკვანწული რეიტუზით "გედების ტბაში" მორცხვი გედი განვასახიერო. ვხუმრობ, ეს არასდროს მოხდება. ერთხელ წამიყვანეს ბალეტზე. რვა წლის ვიყავი, მახსოვს, ავტირდი. ვერ მივხვდი, ჰაერში რატომ დაფრინავდა ხალხი და რა უნდოდათ. მას მერე ბალეტი მეზიზღებოდა. მახსოვს, მამაჩემმა დარბაზიდან გამათრია, რატომ მარცხვენო, მეუბნებოდა.

მერი კობიაშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"