სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"
ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"

"ერთი პა­ტა­რა ბიჭი, რო­მელ­საც ძა­ლი­ან და­ვუ­ახ­ლოვ­დი, რუსი გრი­შა იყო. სულ რა­ღაც 18 წლი­საა. იგი გუ­შინ გა­და­იც­ვა­ლა. აქ სარ­კის ქურ­დო­ბის­თვის მოხ­ვდა. ცოლი ახა­ლი მოყ­ვა­ნი­ლი ჰყავ­და და სა­ჩუ­ქარს ვერ ყი­დუ­ლობ­და. კი­კეთ­ში ერთ-ერთი სა­ა­გა­რა­კო სახ­ლი­დან სარ­კე მო­ი­პა­რა. მე მე­უბ­ნე­ბო­და, ნი­ნო­ჩკა ისე­თი პრან­ჭი­კე­ლაა, სულ სარ­კე­ში იყუ­რე­ბო­და და მეც გა­დავ­წყვი­ტე, სა­ნუკ­ვა­რი ნივ­თი მე­ჩუ­ქე­ბი­ნაო. გრი­შას ქურ­დო­ბის­თვის 7 წელი მის­ცეს, მაგ­რამ ერ­თსაც ვერ გა­უძ­ლო... ყო­ველ სა­ღა­მოს ცი­ხის უფ­რო­სი აშიშ­ვლებ­და სა­წყალ ბიჭს, მერე ასე შიშ­ვლად დე­რე­ფან­ში ატა­რებ­და და თან "პუ­ტინ სუ­კინ სინს" აყ­ვი­რებ­და. გრი­შა ნელ-ნელა სა­კუ­თარ თავ­ში ჩა­ი­კე­ტა. ერთ-ერთ ასეთ გაყ­ვა­ნა­ზე გრი­შამ სა­ი­დან­ღაც ბოლ­ტი ამო­ი­ღო და ბად­რაგს ყელ­ში ჩა­არ­ჭო. ბიჭი ად­გილ­ზე დახ­ვრი­ტეს".

ამ ამ­ბავს ლალი მო­როშ­კი­ნას ბოლო წიგ­ნის "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" ერთ-ერთი პერ­სო­ნა­ჟი ჰყვე­ბა. ჟურ­ნა­ლის­ტმა წიგ­ნი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზე დაყ­რდნო­ბით რამ­დე­ნი­მე თვის წინ გა­მოს­ცა. თუმ­ცა წიგნ­ში მოყ­ვა­ნილ ფაქ­ტებს პრო­ტეს­ტი არ მოჰ­ყვა, სა­ნამ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სა­ზა­რე­ლი კად­რე­ბი სა­კუ­თა­რი თვა­ლით არ იხი­ლა. ლა­ლის­თან ინ­ტერ­ვიუ რუს­თა­ვის N6 სა­პყრო­ბი­ლეს­თან ჩავ­წე­რეთ.

- ლალი, შენს ბოლო წიგნ­ში, რო­მელ­საც "გი­სო­სებს მიღ­მა სა­ქარ­თვე­ლოა" ჰქვია, თით­ქმის ყვე­ლა ის ამ­ბა­ვია გა­ცო­ცხლე­ბუ­ლი, რა­მაც დღეს მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აღაშ­ფო­თა. რო­გორ და ვის­გან აგ­რო­ვებ­დი ამ ინ­ფორ­მა­ცი­ებს?

- დიდ­ხანს ვმუ­შა­ობ­დი მა­სა­ლებ­ზე, რო­მე­ლიც წიგ­ნის­თვის მჭირ­დე­ბო­და. მქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა პა­ტიმ­რებ­თან. ისი­ნი წე­რი­ლებს მწერ­დნენ. ყვე­ლა ამ­ბა­ვი, რაც ჩემს წიგნ­შია, პა­ტიმ­რე­ბის წე­რი­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დავ­წე­რე. როცა კალ­მა­ხე­ლი­ძემ ამ წიგ­ნის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, რო­გორც ჩანს, ვი­ღა­ცამ უთხრა, რომ მას­ზეც ვწერ­დი, თო­რემ დარ­წმუ­ნე­ბულ ვარ, თვი­თონ წიგ­ნებს არ კი­თხუ­ლობს, წე­რი­ლი შე­უგ­ზავ­ნა ყვე­ლა იმ ბიჭს, რომ­ლე­ბიც მე წე­რი­ლებს მწერ­დნენ. ყვე­ლა მათ­გა­ნი კარ­ცერ­ში ჩა­იყ­ვა­ნეს და სას­ტი­კად სცე­მეს.

- რო­გორ და­ად­გი­ნეს იმ პა­ტიმ­რე­ბის ვი­ნა­ო­ბა?

- ცი­ხი­დან წე­რი­ლებს ისე ვინ გა­მო­გა­ტანს, თუ არ წა­ი­კი­თხეს. მათ ზუს­ტად იცი­ან ყვე­ლა წე­რი­ლის ში­ნა­არ­სიც და ად­რე­სა­ტიც. ის კი არა, ცი­ხი­დან გა­მო­სულ მო­ძღვრებს შეკ­რულ თმას უშ­ლი­ან, იმის შე­სა­მოწ­მებ­ლად, წე­რი­ლი ხომ არ აქვთ თმა­ში. ამი­ტომ ბი­ჭებს ქა­რაგ­მე­ბით, გარ­კვე­უ­ლი მი­ნიშ­ნე­ბე­ბით უხ­დე­ბო­დათ ამ­ბის მო­ყო­ლა წე­რი­ლებ­ში. ჩვენ ჩვე­ნი ენა გვქონ­და, რო­მელ­ზეც ვსა­უბ­რობ­დით. ამი­ტო­მაც ბევ­რი ფაქ­ტი გაძ­ვრა. ამა­ში მეხ­მა­რე­ბო­და ერთ-ერთი სა­სუ­ლი­ე­რო პირი, რო­მე­ლიც აღ­სა­რე­ბა­ში გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბის ფაქ­ტებ­საც კი ის­მენ­და. და რა მერე? რა შე­დე­გი მოჰ­ყვა ამ წიგნს?! წა­ი­კი­თხა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ წიგ­ნი და გა­და­დო გვერ­დით. მა­შინ მე ვერ ვნა­ხე გა­გი­ჟე­ბუ­ლი მშობ­ლე­ბი, დღეს რომ ცი­ხის კარს არ შორ­დე­ბი­ან. მა­ინ­ცდა­მა­ინც ფაქ­ტე­ბი უნდა ენა­ხათ, რომ და­ე­ჯე­რე­ბი­ნათ?!

- წიგ­ნის გა­მო­ცე­მის შემ­დეგ ხომ არ და­უ­ში­ნე­ბი­ხარ ან დაგ­მუქ­რე­ბია ვინ­მე?

- ჩემ­ზე პირ­და­პირ მუ­ქა­რას ვერ გა­ბე­და­ვენ. კარ­გად იცი­ან, რომ თავ­ზე "სა­ხუ­რა­ვი" მომ­ძვრა­ლი მაქვს და პირ­და­პირ თავ­დას­ხმა­ზე გა­და­ვალ. სა­ჯა­როდ გან­ვა­ცხა­დე, რომ თუ ვინ­მე ხელს მახ­ლებს, თუ ვიგ­რძნობ რა­ი­მე სა­ხის ზე­წო­ლას ჩემ­ზე ან ჩემს შვი­ლებ­ზე, მათ შვი­ლებს გა­ვუს­წორ­დე­ბი. რო­გორც კი და­მე­მუქ­რე­ბი­ან, შვი­ლებს ამო­ვუ­ჟუ­ჟავ სკო­ლებ­ში და ბა­ღებ­ში. იცი­ან, რომ ამის გამ­კე­თე­ბე­ლი ვარ და პირ­და­პირ ვერ მე­მუქ­რე­ბი­ან. არის მხო­ლოდ მსუ­ბუ­ქი გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, კარ­გი რა, ლა­ლი­კო, შენ ახლა პო­პუ­ლა­რუ­ლი, ცნო­ბი­ლი ქალი ხარ, რად გინ­და ეს მძი­მე თემა. არ ჯო­ბია უფრო პო­ზი­ტი­უ­რი ემო­ცი­ე­ბი? ჩვენ შეგ­ვიძ­ლია უცხო­ეთ­ში ტრე­ნინ­გებ­ზე გა­გიშ­ვათ. ერთი სი­ტყვით, მთაფ­ლავ­დნენ.

- მათ ვი­ნო­ბას არ გა­ამ­ხელ?

- არა, რა თქმა უნდა. ესე­ნი იყ­ვნენ 5-6 სა­ერ­თო ნაც­ნო­ბი ჩემ­სა და ამ არა­ა­და­მი­ა­ნებს შო­რის. სწო­რედ მათ­გან ვის­მენ­დი ამ "კე­თილ" რჩე­ვებს... სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლის, ტუ­ღუ­შის ან­გა­რიშ­ში იმ სა­ში­ნე­ლე­ბის მხო­ლოდ 10% იყო ასა­ხუ­ლი, რაც რე­ა­ლუ­რად ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და. ეს არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფან­დი, ერთი ბარ­ტყის გა­დაგ­დე­ბის პრინ­ცი­პი. რა­ღა­ცებს წერ­და, მაგ­რამ არა მთა­ვარს. არა­და, ზუს­ტად იცო­და ყვე­ლა­ფე­რი, რაც იქ ხდე­ბო­და. მეტ­საც გე­ტყვი, გარ­და იმი­სა, რომ იცო­და, როცა ამ­გვარ ფაქ­ტებ­ზე უყ­ვე­ბოდ­ნენ, ისე­თი­ვე მკაც­რი ტო­ნით ეუბ­ნე­ბო­და პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლებს, რო­გო­რიც ამ ბოლო დღე­ებ­ში აქვს, - აბა, რო­გორ გინ­დათ, ეს ცი­ხე­აო.

- ლალი, შენ კად­რე­ბის გავ­რცე­ლე­ბის­თა­ნა­ვე აღ­მოჩ­ნდი გლ­და­ნის ცი­ხეს­თან. რა სი­ტუ­ა­ცია დაგ­ხვდა იქ?

- დიდი სა­ხალ­ხო პრო­ტეს­ტი იყო. თუმ­ცა ღა­მით არა­ვინ აპი­რებ­და, დარ­ჩე­ნას. მა­შინ მე ვთქვი, თუ ჩვენ ღა­მეს აქ არ გა­ვა­თე­ნებთ, ბავ­შვებს მოგ­ვიკ­ლა­ვენ. მე ვიცი რა სპე­ცი­ფი­კაა ციხე. იმ ღა­მეს დავ­რჩით სამი ზრდას­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი და სტუ­დენ­ტო­ბა. სან­თლე­ბი გვენ­თო, ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას ვაჩ­ვე­ნებ­დით, რომ აქ ვართ და რამე რომ მოხ­დეს, სა­თა­ნა­დო ზო­მებს მი­ვი­ღებთ. ასე გაგ­რძელ­და სამი დღე. სამი დღე სა­ხალ­ხო დამ­ცვე­ლი არ მო­სუ­ლა ცი­ხეს­თან. მე­ო­რე დღეს, როცა არას­რულ­წლოვ­ნე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბიც გავ­რცელ­და, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი და­იძ­რნენ გლ­და­ნის ცი­ხის­კენ. რამ­დე­ნი­მე­კი­ლო­მეტ­რი­ან კო­ლო­ნა­ში მოვ­ყე­ვი, სა­დაც მხო­ლოდ 13-14 წლის ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ. ვრე­კავ "მა­ესტროს" პირ­და­პირ ეთერ­ში და ჩარ­თვას ვი­თხოვ, მე ამ გამ­წა­რე­ბულ ბავ­შვებს ვერ მო­ვე­რე­ვი, გა­და­ცოც­დე­ბი­ან ცი­ხის გი­სო­სებ­ზე და მათ ეს­ვრი­ან-მეთ­ქი. ამის ლე­გი­ტი­მუ­რი უფ­ლე­ბა ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ას აქვს. მი­თხრეს, რომ ვერ ხერ­ხდე­ბო­და ჩარ­თვა. ასე­თი პა­სუ­ხი მქონ­და ყვე­ლა გამ­წვა­ვე­ბულ მო­მენტზე და ასე­თი მო­მენ­ტი იყო მი­ნი­მუმ სამი. ბო­ლოს მშობ­ლე­ბის­გან შევ­ქმე­ნით რკა­ლი და ბავ­შვე­ბი ცი­ხის გი­სო­სებს მო­ვა­შო­რეთ. სა­სუ­ლი­ე­რო პი­რე­ბიც იყ­ვნენ ამ რკალ­ში, მათ შო­რის დედა თა­მა­რი, რო­მე­ლიც ავად­მყო­ფი, მწო­ლი­ა­რე ადგა და მათ და­სა­ცა­ვად მო­ვი­და. მო­ვუ­წო­დებ­დით ბავ­შვებს, არ გა­დამძვრა­ლიყ­ვნენ ღო­ბე­ზე. მე­სა­მე დღეს უკვე მშობ­ლებ­მა და­ი­წყეს ღო­ბე­ებ­ზე ას­ვლა. მათი გა­კა­ვე­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ამის მი­ზე­ზი ის მან­ქა­ნე­ბი გახ­და, რომ­ლი­თაც ნა­ცე­მი პა­ტიმ­რე­ბი გაჰ­ყავ­დათ გა­რეთ. ისი­ნი ახლა აქ, რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე სა­პყრო­ბი­ლე­ში არი­ან. ამი­ტომ მაქვს ახლა აქ გან­გა­ში ატე­ხი­ლი. ბოთ­ლებს უშენ­დნენ მშობ­ლე­ბი სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მან­ქა­ნებს. კა­ტე­გო­რი­უ­ლად მოვ­თხო­ვე ცი­ხის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას, რომ შე­ვეშ­ვი ცი­ხე­ში. 500-მა მშო­ბელ­მა ხელი მო­მი­წე­რა მო­თხოვ­ნა­ზე. ამ მო­თხოვ­ნის მერე ოთხი სა­ა­თი გა­ვი­და და ვხე­დავ, ჩემ­კენ მორ­ბის სამ­ხედ­რო პირი და მე­უბ­ნე­ბა, ქალ­ბა­ტო­ნო ლალი, სას­წრა­ფოდ გე­ძა­ხით ცი­ხის ახა­ლი დი­რექ­ტო­რი გუ­რამ დო­ლი­ძეო. ავე­დი. იქ დამ­ხვდა ლალი აფ­ცი­ა­უ­რი. პა­ტიმ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად იყო შე­სუ­ლი. ცი­ხის უფ­რო­სი ყვი­რის, ბუნ­ტი­აო. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში არ და­მა­ვი­წყდე­ბა, რაც იქ ვნა­ხე და გა­ვი­გო­ნე. 4 ათა­სამ­დე პა­ტი­მა­რი გი­სო­სებ­ზე აბ­რა­ხუ­ნებ­და და შვე­ლას ითხოვ­და. მე და ლა­ლიმ ყვი­რი­ლი და­ვი­წყეთ, აქ ვართ, ნუ გე­ში­ნი­ათ, ყვე­ლა­ფე­რი დამ­თავ­რდა. მივ­ხვდი, რომ ეს არ შვე­ლო­და, და­ვუ­ჩო­ქე პა­ტიმ­რებს და ვუ­თხა­რი, მე ვარ, ლალი ვარ, მო­როშ­კი­ნა, ჩვენ ხომ დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობთ, გაძ­ლევთ სი­ტყვას, რომ ხვალ­ვე შე­მო­ვიყ­ვან ჟურ­ნა­ლის­ტებს და ყვე­ლა გა­ი­გებს თქვენს ამ­ბავს-მეთ­ქი. მა­შინ­ვე სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. ეს ყვე­ლა­ფე­რი ცი­ხის ეზო­ში ხდე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე სა­პყრო­ბი­ლე­ში ირე­ვა სი­ტუ­ა­ცია და იქ გავ­რბი­ვარ, სა­დაც ათა­სო­ბით სტუ­დენ­ტი, პა­ტიმ­რე­ბის სარ­კმელ­თან ან­თე­ბუ­ლი სან­თლე­ბი და შე­ძა­ხი­ლე­ბი მხვდე­ბა, ნუ გე­ში­ნი­ათ, ბი­ჭე­ბო, თქვენ­თან ვართ-მეთ­ქი. გა­მო­დის ცი­ხის ახა­ლი უფ­რო­სი ირაკ­ლი აბა­ში­ძე და მივ­ყა­ვარ აბო­ბოქ­რე­ბულ ცი­ხეს­თან, სა­დაც ზუს­ტად იგი­ვე სი­ტუ­ა­ცი­აა, რაც გლ­და­ნის ცი­ხე­ში ვნა­ხე. ვთხო­ვე პა­ტიმ­რებს, რომ დამ­შვი­დე­ბუ­ლიყ­ვნენ და მე­ო­რე დღეს მათ­თან მეც და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბიც შე­ვი­დო­დით. ეს პი­რო­ბა ცი­ხის უფ­როს­მა მომ­ცა, რო­მე­ლიც შემ­დეგ ურ­ცხვად და­არ­ღვია.

მე­ო­რე დღეს, როცა პრე­სას­თან ერ­თად მი­ვე­დი ცი­ხეს­თან, აღარ შე­მიშ­ვა, მთლი­ა­ნად ჩა­კე­ტა ციხე. იმ დღეს ად­ვო­კა­ტე­ბიც კი არ შე­უშ­ვა. იმ კორ­პუ­სის პა­ტიმ­რე­ბი, სა­ი­და­ნაც კარ­გად ჩან­და მო­მი­ტინ­გე­ე­ბი და ის სი­ტუ­ა­ცია, რაც ცი­ხის კარ­თან ხდე­ბო­და, მთლი­ა­ნად გა­აქ­რეს. ვიცი, რომ ისი­ნი კარ­ცერ­ში ჰყავთ. თუ გუ­რამ დო­ლი­ძემ მო­შა­ლა კარ­ცე­რი მერ­ვე­ში, შენ რა­ტომ არ გა­ა­კე­თე იგი­ვე-მეთ­ქი, ვკი­თხე ცი­ხის უფ­როსს. ცი­ნი­კუ­რად გა­მი­ღი­მა და მი­თხრა, მე ეგ ბრძა­ნე­ბა არ მქო­ნი­აო. პა­ტიმ­რე­ბი სრულ უნ­დობ­ლო­ბას უცხა­დე­ბენ ტუ­ღუშს, იმი­ტომ, რომ მა­ტყუ­ა­რაა. ჩვენ გვყავს მო­შიმ­ში­ლე და პი­რა­მო­კე­რი­ლი პა­ტიმ­რე­ბი რუს­თა­ვის ცი­ხე­ში, პა­ტიმ­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ნემ­სი­თა და ძა­ფით, ზედა კი­დუ­რე­ბით სა­წო­ლებს მი­ე­კერ­ნენ. როცა მო­მაკ­ვდავ კიკ­ნა­ძეს­თან შე­ვი­და ტუ­ღუ­ში, გა­მო­ვი­და და მის მო­შიმ­ში­ლე დე­დას, რო­მელ­თა­ნაც ყო­ველ­დღე სას­წრა­ფოს იძა­ხე­ბენ აქ მყო­ფე­ბი, ურ­ცხვად მო­ა­ტყუა, არა­ფე­რი სჭირ­სო. მერე მამა გრი­გო­ლი შე­ვაგ­ზავ­ნეთ კიკ­ნა­ძეს­თან, რო­მელ­მაც ამ­ბა­ვი გა­მო­ი­ტა­ნა, აღ­სა­რე­ბა ჩა­მა­ბა­რა და ზი­ა­რე­ბაც კი მთხო­ვა, არ ვიცი, კი­დევ რამ­დენ ხანს გა­ვუძ­ლებ ამა­სო. ფერ­წა­სუ­ლი იყო მამა გრი­გო­ლი... მუ­ხა­ნა­თუ­რი გეგ­მა შე­ი­მუ­შა­ვეს ტუ­ღუშ­მა და რუს­თვის მე­ექ­ვსე კო­ლო­ნი­ის დი­რექ­ტორ­მა, "ზა­ჩის­ტკა" უნდა მოხ­დეს. ტუ­ღუშ­მა უნდა და­ფა­როს ყვე­ლა­ფე­რი, რაც ხდე­ბა და ხდე­ბო­და წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. მე ღია ეთერ­ში გა­მო­ვიწ­ვიე ტუ­ღუ­ში, მაგ­რამ არ მიჯ­დე­ბა, იცის, რომ ფაქ­ტე­ბით მი­ვალ და პა­სუ­ხე­ბი არ აქვს. აქ, ამ ცი­ხე­ში, დღემ­დე უთ­ვლის მო­კი­თხვებს და­ში­ნე­ბის მიზ­ნით ახა­ლა­ია პა­ტიმ­რებს, რომ არა­ფე­რი თქვან.

- ლალი, შენ გლ­და­ნის ცი­ხე­ში იყა­ვი შე­სუ­ლი, საკ­ნებ­ში მო­ი­ნა­ხუ­ლე პა­ტიმ­რე­ბი. გვი­ამ­ბე, რა ნახე იქ.

- გლ­და­ნის ცი­ხის დი­რექ­ტორ­მა შე­ას­რუ­ლა პი­რო­ბა და ბუნ­ტის მცდე­ლო­ბი­დან მე­ო­რე დღეს მე, დიმა ლორ­თქი­ფა­ნი­ძე და გელა კე­ტაშ­ვი­ლი შეგ­ვიშ­ვა ცი­ხე­ში. იქ ისე­თი რამ გა­და­ვი­ტა­ნე, იმე­დი მაქვს, ცხოვ­რე­ბა­ში არას­დროს გა­და­ვი­ტან. თუმ­ცა არ მქო­ნია იმის შიში, რომ ამ­ბო­ხე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბი მე შე­უ­რა­ცხყო­ფას მო­მა­ყე­ნებ­დნენ. შე­უ­რა­ცხყო­ფა შე­იძ­ლე­ბა გა­რეთ დარ­ჩე­ნილ­მა სა­შუ­ა­ლო სქე­სის მა­მა­კაც­მა მო­გა­ყე­ნოს. ნამ­დვი­ლი ვაჟ­კა­ცე­ბის არას­დროს შემ­ში­ნე­ბია. საკ­ნებ­ში შევ­დი­ო­დით, არას­რულ­წლოვ­ნე­ბი ვნა­ხეთ. ვი­ყა­ვით ე.წ. "რეზ­ბალ­ნი­ცა­ში", სა­დაც სის­ხლის­გან იც­ლე­ბი­ან პა­ტიმ­რე­ბი. მე ვნა­ხე გამ­წვა­ნე­ბუ­ლი, და­ა­ვად­მყო­ფე­ბუ­ლი ჩვე­ნი თა­ო­ბა. ბი­ჭე­ბი მოგ­ვიყ­ვნენ, რო­გორ ურტყამ­დნენ სა­თეს­ლე ჯირ­კვლებ­ში ბად­რა­გე­ბი, აუ­პა­ტი­უ­რებ­დნენ, კა­ცო­ბას არ­თმევ­დნენ, იმის­თვის, რომ ჯიში დამ­თავ­რდეს. ეს სა­ტა­ნის­ტუ­რი გეგ­მაა, ხალ­ხო, რომ ქარ­თუ­ლი ჯიში მოკ­ლან! სა­ზა­რე­ლი ის­ტო­რი­ე­ბი მო­ვის­მი­ნე და იმის დროც დად­გე­ბა, როცა ამ ის­ტო­რი­ებს ტე­ლე­ვი­ზი­ით მოვ­ყვე­ბი.

- ლალი თუ გაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა ხდე­ბა ქალ­თა კო­ლო­ნი­ა­ში?

- იქაც დამ­ძი­მე­ბუ­ლია სი­ტუ­ა­ცია, კო­ლო­ნია სავ­სეა პი­რა­დი, პო­ლი­ტი­კუ­რი ნიშ­ნით და­კა­ვე­ბუ­ლი პა­ტიმ­რე­ბით, რო­გო­რიც არის, მა­გა­ლი­თად, კვი­ცი­ა­ნის და. ვიცი, რომ ზე­წო­ლას ახორ­ცი­ე­ლე­ბენ ბევ­რზე, მაგ­რამ დღეს რუს­თა­ვის მე­ექ­ვსე კო­ლო­ნია უნდა გა­და­ვარ­ჩი­ნოთ. აქ ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"

ლალი მოროშკინა: "იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები"

"ერთი პატარა ბიჭი, რომელსაც ძალიან დავუახლოვდი, რუსი გრიშა იყო. სულ რაღაც 18 წლისაა. იგი გუშინ გადაიცვალა. აქ სარკის ქურდობისთვის მოხვდა. ცოლი ახალი მოყვანილი ჰყავდა და საჩუქარს ვერ ყიდულობდა. კიკეთში ერთ-ერთი სააგარაკო სახლიდან სარკე მოიპარა. მე მეუბნებოდა, ნინოჩკა ისეთი პრანჭიკელაა, სულ სარკეში იყურებოდა და მეც გადავწყვიტე, სანუკვარი ნივთი მეჩუქებინაო. გრიშას ქურდობისთვის 7 წელი მისცეს, მაგრამ ერთსაც ვერ გაუძლო... ყოველ საღამოს ციხის უფროსი აშიშვლებდა საწყალ ბიჭს, მერე ასე შიშვლად დერეფანში ატარებდა და თან "პუტინ სუკინ სინს" აყვირებდა. გრიშა ნელ-ნელა საკუთარ თავში ჩაიკეტა. ერთ-ერთ ასეთ გაყვანაზე გრიშამ საიდანღაც ბოლტი ამოიღო და ბადრაგს ყელში ჩაარჭო. ბიჭი ადგილზე დახვრიტეს".

ამ ამბავს ლალი მოროშკინას ბოლო წიგნის "გისოსებს მიღმა საქართველოა" ერთ-ერთი პერსონაჟი ჰყვება. ჟურნალისტმა წიგნი რეალურ ფაქტებზე დაყრდნობით რამდენიმე თვის წინ გამოსცა. თუმცა წიგნში მოყვანილ ფაქტებს პროტესტი არ მოჰყვა, სანამ საზოგადოებამ საზარელი კადრები საკუთარი თვალით არ იხილა. ლალისთან ინტერვიუ რუსთავის N6 საპყრობილესთან ჩავწერეთ.

- ლალი, შენს ბოლო წიგნში, რომელსაც "გისოსებს მიღმა საქართველოა" ჰქვია, თითქმის ყველა ის ამბავია გაცოცხლებული, რამაც დღეს მთელი საქართველო აღაშფოთა. როგორ და ვისგან აგროვებდი ამ ინფორმაციებს?

- დიდხანს ვმუშაობდი მასალებზე, რომელიც წიგნისთვის მჭირდებოდა. მქონდა ურთიერთობა პატიმრებთან. ისინი წერილებს მწერდნენ. ყველა ამბავი, რაც ჩემს წიგნშია, პატიმრების წერილების საფუძველზე დავწერე. როცა კალმახელიძემ ამ წიგნის შესახებ შეიტყო, როგორც ჩანს, ვიღაცამ უთხრა, რომ მასზეც ვწერდი, თორემ დარწმუნებულ ვარ, თვითონ წიგნებს არ კითხულობს, წერილი შეუგზავნა ყველა იმ ბიჭს, რომლებიც მე წერილებს მწერდნენ. ყველა მათგანი კარცერში ჩაიყვანეს და სასტიკად სცემეს.

- როგორ დაადგინეს იმ პატიმრების ვინაობა?

- ციხიდან წერილებს ისე ვინ გამოგატანს, თუ არ წაიკითხეს. მათ ზუსტად იციან ყველა წერილის შინაარსიც და ადრესატიც. ის კი არა, ციხიდან გამოსულ მოძღვრებს შეკრულ თმას უშლიან, იმის შესამოწმებლად, წერილი ხომ არ აქვთ თმაში. ამიტომ ბიჭებს ქარაგმებით, გარკვეული მინიშნებებით უხდებოდათ ამბის მოყოლა წერილებში. ჩვენ ჩვენი ენა გვქონდა, რომელზეც ვსაუბრობდით. ამიტომაც ბევრი ფაქტი გაძვრა. ამაში მეხმარებოდა ერთ-ერთი სასულიერო პირი, რომელიც აღსარებაში გაუპატიურების ფაქტებსაც კი ისმენდა. და რა მერე? რა შედეგი მოჰყვა ამ წიგნს?! წაიკითხა საზოგადოებამ წიგნი და გადადო გვერდით. მაშინ მე ვერ ვნახე გაგიჟებული მშობლები, დღეს რომ ციხის კარს არ შორდებიან. მაინცდამაინც ფაქტები უნდა ენახათ, რომ დაეჯერებინათ?!

- წიგნის გამოცემის შემდეგ ხომ არ დაუშინებიხარ ან დაგმუქრებია ვინმე?

- ჩემზე პირდაპირ მუქარას ვერ გაბედავენ. კარგად იციან, რომ თავზე "სახურავი" მომძვრალი მაქვს და პირდაპირ თავდასხმაზე გადავალ. საჯაროდ განვაცხადე, რომ თუ ვინმე ხელს მახლებს, თუ ვიგრძნობ რაიმე სახის ზეწოლას ჩემზე ან ჩემს შვილებზე, მათ შვილებს გავუსწორდები. როგორც კი დამემუქრებიან, შვილებს ამოვუჟუჟავ სკოლებში და ბაღებში. იციან, რომ ამის გამკეთებელი ვარ და პირდაპირ ვერ მემუქრებიან. არის მხოლოდ მსუბუქი გაფრთხილებები. მაგალითად, კარგი რა, ლალიკო, შენ ახლა პოპულარული, ცნობილი ქალი ხარ, რად გინდა ეს მძიმე თემა. არ ჯობია უფრო პოზიტიური ემოციები? ჩვენ შეგვიძლია უცხოეთში ტრენინგებზე გაგიშვათ. ერთი სიტყვით, მთაფლავდნენ.

- მათ ვინობას არ გაამხელ?

- არა, რა თქმა უნდა. ესენი იყვნენ 5-6 საერთო ნაცნობი ჩემსა და ამ არაადამიანებს შორის. სწორედ მათგან ვისმენდი ამ "კეთილ" რჩევებს... სახალხო დამცველის, ტუღუშის ანგარიშში იმ საშინელების მხოლოდ 10% იყო ასახული, რაც რეალურად ციხეებში ხდებოდა. ეს არის ჩვეულებრივი ფანდი, ერთი ბარტყის გადაგდების პრინციპი. რაღაცებს წერდა, მაგრამ არა მთავარს. არადა, ზუსტად იცოდა ყველაფერი, რაც იქ ხდებოდა. მეტსაც გეტყვი, გარდა იმისა, რომ იცოდა, როცა ამგვარ ფაქტებზე უყვებოდნენ, ისეთივე მკაცრი ტონით ეუბნებოდა პატიმრების მშობლებს, როგორიც ამ ბოლო დღეებში აქვს, - აბა, როგორ გინდათ, ეს ციხეაო.

- ლალი, შენ კადრების გავრცელებისთანავე აღმოჩნდი გლდანის ციხესთან. რა სიტუაცია დაგხვდა იქ?

- დიდი სახალხო პროტესტი იყო. თუმცა ღამით არავინ აპირებდა, დარჩენას. მაშინ მე ვთქვი, თუ ჩვენ ღამეს აქ არ გავათენებთ, ბავშვებს მოგვიკლავენ. მე ვიცი რა სპეციფიკაა ციხე. იმ ღამეს დავრჩით სამი ზრდასრული ადამიანი და სტუდენტობა. სანთლები გვენთო, ციხის ადმინისტრაციას ვაჩვენებდით, რომ აქ ვართ და რამე რომ მოხდეს, სათანადო ზომებს მივიღებთ. ასე გაგრძელდა სამი დღე. სამი დღე სახალხო დამცველი არ მოსულა ციხესთან. მეორე დღეს, როცა არასრულწლოვნების წამების კადრებიც გავრცელდა, არასრულწლოვნები დაიძრნენ გლდანის ციხისკენ. რამდენიმეკილომეტრიან კოლონაში მოვყევი, სადაც მხოლოდ 13-14 წლის ბავშვები იყვნენ. ვრეკავ "მაესტროს" პირდაპირ ეთერში და ჩართვას ვითხოვ, მე ამ გამწარებულ ბავშვებს ვერ მოვერევი, გადაცოცდებიან ციხის გისოსებზე და მათ ესვრიან-მეთქი. ამის ლეგიტიმური უფლება ციხის ადმინისტრაციას აქვს. მითხრეს, რომ ვერ ხერხდებოდა ჩართვა. ასეთი პასუხი მქონდა ყველა გამწვავებულ მომენტზე და ასეთი მომენტი იყო მინიმუმ სამი. ბოლოს მშობლებისგან შევქმენით რკალი და ბავშვები ციხის გისოსებს მოვაშორეთ. სასულიერო პირებიც იყვნენ ამ რკალში, მათ შორის დედა თამარი, რომელიც ავადმყოფი, მწოლიარე ადგა და მათ დასაცავად მოვიდა. მოვუწოდებდით ბავშვებს, არ გადამძვრალიყვნენ ღობეზე. მესამე დღეს უკვე მშობლებმა დაიწყეს ღობეებზე ასვლა. მათი გაკავება შეუძლებელი იყო. ამის მიზეზი ის მანქანები გახდა, რომლითაც ნაცემი პატიმრები გაჰყავდათ გარეთ. ისინი ახლა აქ, რუსთავის მეექვსე საპყრობილეში არიან. ამიტომ მაქვს ახლა აქ განგაში ატეხილი. ბოთლებს უშენდნენ მშობლები სასჯელაღსრულების დაწესებულების მანქანებს. კატეგორიულად მოვთხოვე ციხის ხელმძღვანელობას, რომ შევეშვი ციხეში. 500-მა მშობელმა ხელი მომიწერა მოთხოვნაზე. ამ მოთხოვნის მერე ოთხი საათი გავიდა და ვხედავ, ჩემკენ მორბის სამხედრო პირი და მეუბნება, ქალბატონო ლალი, სასწრაფოდ გეძახით ციხის ახალი დირექტორი გურამ დოლიძეო. ავედი. იქ დამხვდა ლალი აფციაური. პატიმრების სანახავად იყო შესული. ციხის უფროსი ყვირის, ბუნტიაო. ჩემს ცხოვრებაში არ დამავიწყდება, რაც იქ ვნახე და გავიგონე. 4 ათასამდე პატიმარი გისოსებზე აბრახუნებდა და შველას ითხოვდა. მე და ლალიმ ყვირილი დავიწყეთ, აქ ვართ, ნუ გეშინიათ, ყველაფერი დამთავრდა. მივხვდი, რომ ეს არ შველოდა, დავუჩოქე პატიმრებს და ვუთხარი, მე ვარ, ლალი ვარ, მოროშკინა, ჩვენ ხომ დიდი ხანია ვმეგობრობთ, გაძლევთ სიტყვას, რომ ხვალვე შემოვიყვან ჟურნალისტებს და ყველა გაიგებს თქვენს ამბავს-მეთქი. მაშინვე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ეს ყველაფერი ციხის ეზოში ხდებოდა. ამასობაში რუსთავის მეექვსე საპყრობილეში ირევა სიტუაცია და იქ გავრბივარ, სადაც ათასობით სტუდენტი, პატიმრების სარკმელთან ანთებული სანთლები და შეძახილები მხვდება, ნუ გეშინიათ, ბიჭებო, თქვენთან ვართ-მეთქი. გამოდის ციხის ახალი უფროსი ირაკლი აბაშიძე და მივყავარ აბობოქრებულ ციხესთან, სადაც ზუსტად იგივე სიტუაციაა, რაც გლდანის ციხეში ვნახე. ვთხოვე პატიმრებს, რომ დამშვიდებულიყვნენ და მეორე დღეს მათთან მეც და ჟურნალისტებიც შევიდოდით. ეს პირობა ციხის უფროსმა მომცა, რომელიც შემდეგ ურცხვად დაარღვია.

მეორე დღეს, როცა პრესასთან ერთად მივედი ციხესთან, აღარ შემიშვა, მთლიანად ჩაკეტა ციხე. იმ დღეს ადვოკატებიც კი არ შეუშვა. იმ კორპუსის პატიმრები, საიდანაც კარგად ჩანდა მომიტინგეები და ის სიტუაცია, რაც ციხის კართან ხდებოდა, მთლიანად გააქრეს. ვიცი, რომ ისინი კარცერში ჰყავთ. თუ გურამ დოლიძემ მოშალა კარცერი მერვეში, შენ რატომ არ გააკეთე იგივე-მეთქი, ვკითხე ციხის უფროსს. ცინიკურად გამიღიმა და მითხრა, მე ეგ ბრძანება არ მქონიაო. პატიმრები სრულ უნდობლობას უცხადებენ ტუღუშს, იმიტომ, რომ მატყუარაა. ჩვენ გვყავს მოშიმშილე და პირამოკერილი პატიმრები რუსთავის ციხეში, პატიმრები, რომლებიც ნემსითა და ძაფით, ზედა კიდურებით საწოლებს მიეკერნენ. როცა მომაკვდავ კიკნაძესთან შევიდა ტუღუში, გამოვიდა და მის მოშიმშილე დედას, რომელთანაც ყოველდღე სასწრაფოს იძახებენ აქ მყოფები, ურცხვად მოატყუა, არაფერი სჭირსო. მერე მამა გრიგოლი შევაგზავნეთ კიკნაძესთან, რომელმაც ამბავი გამოიტანა, აღსარება ჩამაბარა და ზიარებაც კი მთხოვა, არ ვიცი, კიდევ რამდენ ხანს გავუძლებ ამასო. ფერწასული იყო მამა გრიგოლი... მუხანათური გეგმა შეიმუშავეს ტუღუშმა და რუსთვის მეექვსე კოლონიის დირექტორმა, "ზაჩისტკა" უნდა მოხდეს. ტუღუშმა უნდა დაფაროს ყველაფერი, რაც ხდება და ხდებოდა წლების განმავლობაში. მე ღია ეთერში გამოვიწვიე ტუღუში, მაგრამ არ მიჯდება, იცის, რომ ფაქტებით მივალ და პასუხები არ აქვს. აქ, ამ ციხეში, დღემდე უთვლის მოკითხვებს დაშინების მიზნით ახალაია პატიმრებს, რომ არაფერი თქვან.

- ლალი, შენ გლდანის ციხეში იყავი შესული, საკნებში მოინახულე პატიმრები. გვიამბე, რა ნახე იქ.

- გლდანის ციხის დირექტორმა შეასრულა პირობა და ბუნტის მცდელობიდან მეორე დღეს მე, დიმა ლორთქიფანიძე და გელა კეტაშვილი შეგვიშვა ციხეში. იქ ისეთი რამ გადავიტანე, იმედი მაქვს, ცხოვრებაში არასდროს გადავიტან. თუმცა არ მქონია იმის შიში, რომ ამბოხებული პატიმრები მე შეურაცხყოფას მომაყენებდნენ. შეურაცხყოფა შეიძლება გარეთ დარჩენილმა საშუალო სქესის მამაკაცმა მოგაყენოს. ნამდვილი ვაჟკაცების არასდროს შემშინებია. საკნებში შევდიოდით, არასრულწლოვნები ვნახეთ. ვიყავით ე.წ. "რეზბალნიცაში", სადაც სისხლისგან იცლებიან პატიმრები. მე ვნახე გამწვანებული, დაავადმყოფებული ჩვენი თაობა. ბიჭები მოგვიყვნენ, როგორ ურტყამდნენ სათესლე ჯირკვლებში ბადრაგები, აუპატიურებდნენ, კაცობას ართმევდნენ, იმისთვის, რომ ჯიში დამთავრდეს. ეს სატანისტური გეგმაა, ხალხო, რომ ქართული ჯიში მოკლან! საზარელი ისტორიები მოვისმინე და იმის დროც დადგება, როცა ამ ისტორიებს ტელევიზიით მოვყვები.

- ლალი თუ გაქვს ინფორმაცია, რა ხდება ქალთა კოლონიაში?

- იქაც დამძიმებულია სიტუაცია, კოლონია სავსეა პირადი, პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პატიმრებით, როგორიც არის, მაგალითად, კვიციანის და. ვიცი, რომ ზეწოლას ახორციელებენ ბევრზე, მაგრამ დღეს რუსთავის მეექვსე კოლონია უნდა გადავარჩინოთ. აქ ყველაზე მძიმე მდგომარეობაა.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"