საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"
ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"

პა­ტი­მარ­თა სას­ტი­კი წა­მე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნე­ბის ღირ­სე­ბა­შემ­ლა­ხა­ვი კად­რე­ბის ხილ­ვის შემ­დეგ, მიმ­დი­ნა­რე დღე­ებ­ში არ შემ­ხვედ­რია ადა­მი­ა­ნი, ვინც ნა­ნა­ხით შეძრწუ­ნე­ბუ­ლი არ ყო­ფი­ლი­ყო. გა­მო­ნაკ­ლი­სი არც ქალ­ბა­ტო­ნი ნა­თე­ლა მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­მელ­საც პირ­ველ ოქ­ტომ­ბრამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე ოფის­ში შევ­ხვდით...

- რამ­დე­ნი ხა­ნია გვეს­მის, რომ ბაჩო ახა­ლა­ია შე­დი­ო­და ცი­ხე­ში და ხალ­ხს ურტყამ­და, აწა­მებ­და და ამას თვალს ადევ­ნებ­და, მაგ­რამ ეს იმ­დე­ნად წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი იყო, რომ არ გვჯე­რო­და. ახალ­გაზ­რდა კაცი ხარ, სად გა­ი­ზარ­დე?! ვინ გაგ­ზარ­და ასე­თი სა­დის­ტი და მა­ნი­ა­კი?! ასე მოქ­ცე­ვა ხომ მხო­ლოდ ავად­მყოფ კაცს შე­უძ­ლია და ვერ ვხვდე­ბი, რა­ტომ არი­ან და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, ასე მო­ექ­ცე 14 წლის ბიჭს?! იმ პა­ტა­რა ბი­ჭის ხმა დღე­საც ყურ­ში მაქვს. ქურ­დებს აგი­ნე­ბი­ნებ­დნენ, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა, სუ­ლაც არ იცის ვინ არი­ან კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბი. არ ვიცი, რით გა­მოვ­ხა­ტო ჩემი აღ­შფო­თე­ბა. ამ­დე­ნი ტრა­გე­დია გა­და­ვი­ტა­ნე, არ მე­გო­ნა, კი­დევ რამე თუ ჩა­მაგ­დებ­და შოკ­ში. სამი ბიჭი წა­მი­ვი­და იმ ქვეყ­ნად, სამი ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი: ერთი დის შვი­ლიშ­ვი­ლი, მე­ო­რე დუდუ და­დი­ა­ნი და პირ­ვე­ლი იყო გეგა...

ახალ­გაზ­რდებს ვე­ნაც­ვა­ლე. გა­ო­ცე­ბუ­ლი ვარ მათი საქ­ცი­ე­ლით. მა­ო­ცე­ბენ, რო­გორ ლო­გი­კუ­რად და კა­ნო­ნე­ბით მსჯე­ლო­ბენ. ამათ­მა საქ­ცი­ელ­მა და კად­რებ­მა, რაც ვნა­ხეთ, ეტყო­ბა, ჭკუ­ა­ზე გა­და­იყ­ვა­ნათ. მი­ხა­რია, რომ ასე­თი თა­ო­ბა მო­დის, თო­რემ მე დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქ­ნე­ბი.

- ყვე­ლა მიხ­ვდა, რომ არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი ამ­გვა­რი ძა­ლა­დო­ბის­გან...

- თუ ხმა არ ამო­ვი­ღეთ და ყვე­ლა ფეხ­ზე თუ არ დად­გა, არა­ვინ იცის ვის რა მო­ე­ლის. ეს გა­ით­ვა­ლის­წი­ნონ იმ დე­დებ­მაც, ვისი შვი­ლე­ბიც ჯერ არ უწა­მე­ბი­ათ. არ გვინ­და, ერთხელ და სა­მუ­და­მოდ ნორ­მა­ლურ ქვე­ყა­ნა­ში ცხოვ­რე­ბა?! ან რას ჰქვია არ ვი­ცო­დით? როცა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრი ხარ, უნდა იცო­დე, შენს ქვე­ყა­ნა­ში და სა­პა­ტიმ­რო­ებ­ში რა ხდე­ბა. ნუთუ ვერ ხე­დავ ნა­ცემ-ნა­ბეგვ პა­ტიმ­რებს?! ეს ყვე­ლა­ფე­რი ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბი­დან და­ი­წყო, მაგ­რამ ამა­ში ყვე­ლა დამ­ნა­შა­ვეა - პრე­ზი­დენ­ტი­დან და­წყე­ბუ­ლი - ბად­რა­გით დამ­თავ­რე­ბუ­ლი.

- პა­ტიმ­რე­ბი მათ­ზე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ წე­რი­ლებს გზავ­ნიდ­ნენ ოჯახ­ში, სა­ხალ­ხო დამ­ცველ­თან, პარ­ტი­ებ­ში. თქვენ­თან თუ მო­დი­ო­და მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლე­ბი?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, ასე­თი წე­რი­ლი არა­სო­დეს მი­მი­ღია. რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ბაჩო ახა­ლა­ი­ას მი­ნის­ტრო­ბის დროს, ჩვენ გვქონ­და აქ­ცია სა­პა­ტიმ­როს­თან. ეს პა­ტი­მარ­თა დე­დე­ბის მო­თხოვ­ნა იყო, მაგ­რამ ისე და­ა­ში­ნეს პა­ტიმ­რე­ბის მშობ­ლე­ბი, რომ 20 ადა­მი­ა­ნი­დან მხო­ლოდ 3 თუ 4 დედა მო­ვი­და. ახ­ლაც, ამ უბე­დუ­რე­ბის მერე, გა­მო­დის ქალი და ამ­ბობს, რომ ცი­ხე­ში წა­მე­ბა აღარ ხდე­ბა, ლე­ი­ბე­ბი შე­უ­ტა­ნეს პა­ტიმ­რებს. ლე­ი­ბია საქ­მე?! ჩვენ მა­შინ და­ვა­შა­ვეთ, როცა გირ­გვლი­ა­ნის დროს ხმა არ ამო­ვი­ღეთ, არც მა­შინ, როცა ბი­ჭე­ბი დახ­ვრი­ტეს კორ­ტებ­თან. ამათ ყვე­ლა­ფე­რი ხახ­ვი­ვით შერ­ჩათ. ვფიქ­რობ, ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თუ დარ­ჩა, უა­რეს დღე­ში ჩავცვივ­დე­ბით.

- ამ დღე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი ით­ქვა და და­ი­წე­რა ცი­ხე­ებ­ში უწინ არ­სე­ბულ ვი­თა­რე­ბა­ზე. თქვენ რა იცით, მა­შინ რო­გორ სჯიდ­ნენ, რო­გორ უს­წორ­დე­ბოდ­ნენ მსჯავ­რდა­დე­ბუ­ლებს?

- რო­გორც ვიცი, მა­შინ იყო მხო­ლოდ ცემა. 73 წლის ვარ და ეს სა­ზი­ზღრო­ბა, ცო­ცხე­ბი­თა და ხელ­კე­ტე­ბით გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბა არ მსმე­ნია. ცემა შე­ვარ­დნა­ძის დრო­საც ხდე­ბო­და. მან არა­ფერ­ზე აგო პა­სუ­ხი. შე­ვარ­დნა­ძეს მხო­ლოდ თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბი არ და­უხვრე­ტია. იცით, რომ მან 2000 მა­ნე­თის გამო კო­ბა­ხი­ძე დახ­ვრი­ტა. მისი დაქ­ცე­უ­ლია ეს ქვე­ყა­ნა და სწო­რედ შე­ვარ­დნა­ძის მოყ­ვა­ნი­ლია სა­ა­კაშ­ვი­ლი. მახ­სოვს, რო­გორ დაჰ­ყავ­და ვა­კე­ში და ამ­ბობ­და, ეს თქვე­ნი მო­მა­ვა­ლი პრე­ზი­დენ­ტი­აო. ამი­ტომ ვამ­ბობ, რომ ყვე­ლამ უნდა აგოს პა­სუ­ხი. მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ბუბა კი­კა­ბი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ აღ­შფო­თე­ბუ­ლია. სა­ინ­ტე­რე­სოა, მა­შინ არ აღ­შფოთ­და, როცა თვითმფრი­ნა­ვის ბი­ჭე­ბის შე­წყა­ლე­ბის მო­თხოვ­ნა­ზე ხელი მო­ა­წე­რა - აპა­ტი­ე­თო და მერე თა­ვი­სი თხოვ­ნა უკან წა­ი­ღო. ნა­ძი­რა­ლა, ბი­ძი­ნა ივ­ნიშ­ვი­ლის ფულს კარ­გად იღებ­და და ბო­ლოს თქვა, არ მინ­დაო. აი, ასე­თი მედ­რო­ვე­ე­ბი­თაა სავ­სე ქვე­ყა­ნა. ან კი­დევ მის­ნა­ი­რი და­ქი­რა­ვე­ბუ­ლი მომ­ღერ­ლე­ბით, რომ­ლე­ბიც პრე­ზი­დენტს უკან დას­დე­ვენ.

იცით რაზე ვგიჟ­დე­ბი? ბად­რა­გე­ბი ახალ­გაზ­რდა ბი­ჭე­ბი არი­ან. ან დედა არ ჰყავთ, ან მე­უღ­ლე, ან შვი­ლი?.. რო­გორ არი­ან ასე გა­მო­შიგ­ნუ­ლე­ბი, სახ­ლში რომ ბრუნ­დე­ბი­ან, შვი­ლებს თვა­ლებ­ში რო­გორ უყუ­რე­ბენ. თან ხალ­ხის წა­მე­ბა სი­ა­მოვ­ნებთ, იცი­ნი­ან და უყუ­რე­ბენ გა­და­ღე­ბულ კად­რებს. ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა მი­თხრა, რომ­ლის ძმაც თავ­დაც­ვის სის­ტე­მა­ში მუ­შა­ობს, ახა­ლა­ია რომ დათ­ვრე­ბა, დაგ­ვა­ყე­ნებს და გვე­უბ­ნე­ბა, პირი და­ა­ღე­თო და პირ­ში გვა­ფურ­თხებ­სო. ეს რამ­დე­ნად მარ­თა­ლია, არ ვიცი, მაგ­რამ ასე­თი ხმა გა­მო­ვი­და. არ ვიცი, ხმას რა­ტომ არ იღე­ბენ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ჯა­რის­კა­ცე­ბი. ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნი არ ვარ. არ გავ­ბო­რო­ტე­ბულ­ვარ ჩემი ტრა­გე­დი­ე­ბით, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის მერე კალ­მა­ხე­ლი­ძეს და­ვი­ჭერ­დი.

- პრე­ზი­დენ­ტმა თქვა, რომ მი­ნის­ტრებ­მა თა­ნამ­დე­ბო­ბა და­ტო­ვეს, დაი­სა­ჯნენ მო­ძა­ლა­დე­ე­ბიც....

- მოხ­სნა უშ­ვე­ლის?! მე ბევ­რი მი­ნა­ხავს მოხ­სნი­ლი, რო­მე­ლიც ცოტა ხან­ში რო­მე­ლი­მე უწყე­ბა­ში ამოჰ­ყოფს თავს. კალ­მა­ხე­ლი­ძე უნდა და­ი­ჭი­რო. მგო­ნი, იმ პა­ტიმ­რებს არ აქვთ იმ­დე­ნი და­ნა­შა­უ­ლი ჩა­დე­ნი­ლი, რო­გორც ამათ. მახ­სოვს, გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლე­ბი რომ და­ი­ჭი­რეს, ლუქ­სებ­ში ჰყავ­დათ მო­თავ­სე­ბუ­ლი. მერე შე­ი­წყა­ლეს და სწო­რედ ამი­ტომ მოხ­და ეს ამ­ბე­ბი. გა­მო­დის ეს და­კუ­ლუ­ლე­ბუ­ლი და თურ­მე არ იცო­და. არ უნდა იცო­დე, შენს ოჯახ­ში რა ხდე­ბა?! მის­თვის ცი­ხე­ე­ბი ოჯა­ხი­ვით უნდა ყო­ფი­ლი­ყო. სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის მი­ნის­ტრმა გა­რე­მონ­ტე­ბუ­ლი შე­ნო­ბა კი არ უნდა მაჩ­ვე­ნო, პა­ტიმ­რებს უნდა მი­ხე­დო... პა­ტიმ­რებს ცი­ხე­ში სუ­პერ­მარ­კე­ტი გა­უხ­სნეს. ცი­ხე­ში ის უნდა მო­ის­პოს, სა­დაც საკ­ვებ­ზე ორ­მა­გი ფა­სია. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სამ­დე, სა­ნამ გეგა "კა­პე­ზე­ში" იჯდა, ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი საჭ­მე­ლი მიმ­ქონ­და. ვი­ცო­დი მა­ინც, რომ ჩემს გა­კე­თე­ბულ საჭ­მელს ჭამ­და. ყვე­ლას ხომ არ აქვს 100-150 ლარი, რომ თა­ვის პა­ტი­მარს ცი­ხე­ში შე­უგ­ზავ­ნოს. ალ­ბათ იქ ვა­და­გა­სუ­ლი პრო­დუქ­ტიც მი­აქვთ და იმი­ტო­მაა საკ­ვე­ბის­გან ამ­დე­ნი მო­წამ­ვლა, და­ა­ვა­დე­ბე­ბი...

- მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას ჰყავს მხარ­დამ­ჭე­რე­ბი...

- კი, ჰყავს, მაგ­რამ ნუთუ არ ფიქ­რო­ბენ, რომ, ღმერ­თმა და­ი­ფა­როს და, მათ შვი­ლებს იგი­ვე და­ე­მარ­თოს, რაც ჩვენ ყვე­ლამ ვი­ხი­ლეთ.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"

ნათელა მაჭავარიანი: "ჩემი ტრაგედიის შემდეგ, არ მეგონა კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში"

პატიმართა სასტიკი წამებისა და ადამიანების ღირსებაშემლახავი კადრების ხილვის შემდეგ, მიმდინარე დღეებში არ შემხვედრია ადამიანი, ვინც ნანახით შეძრწუნებული არ ყოფილიყო. გამონაკლისი არც ქალბატონი ნათელა მაჭავარიანი გახლდათ, რომელსაც პირველ ოქტომბრამდე რამდენიმე დღით ადრე ოფისში შევხვდით...

- რამდენი ხანია გვესმის, რომ ბაჩო ახალაია შედიოდა ციხეში და ხალხს ურტყამდა, აწამებდა და ამას თვალს ადევნებდა, მაგრამ ეს იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ არ გვჯეროდა. ახალგაზრდა კაცი ხარ, სად გაიზარდე?! ვინ გაგზარდა ასეთი სადისტი და მანიაკი?! ასე მოქცევა ხომ მხოლოდ ავადმყოფ კაცს შეუძლია და ვერ ვხვდები, რატომ არიან დაკომპლექსებულები. შეიძლება, ასე მოექცე 14 წლის ბიჭს?! იმ პატარა ბიჭის ხმა დღესაც ყურში მაქვს. ქურდებს აგინებინებდნენ, რომელმაც შეიძლება, სულაც არ იცის ვინ არიან კანონიერი ქურდები. არ ვიცი, რით გამოვხატო ჩემი აღშფოთება. ამდენი ტრაგედია გადავიტანე, არ მეგონა, კიდევ რამე თუ ჩამაგდებდა შოკში. სამი ბიჭი წამივიდა იმ ქვეყნად, სამი ყველაზე საყვარელი ადამიანი: ერთი დის შვილიშვილი, მეორე დუდუ დადიანი და პირველი იყო გეგა...

ახალგაზრდებს ვენაცვალე. გაოცებული ვარ მათი საქციელით. მაოცებენ, როგორ ლოგიკურად და კანონებით მსჯელობენ. ამათმა საქციელმა და კადრებმა, რაც ვნახეთ, ეტყობა, ჭკუაზე გადაიყვანათ. მიხარია, რომ ასეთი თაობა მოდის, თორემ მე დღეს ვარ და ხვალ აღარ ვიქნები.

- ყველა მიხვდა, რომ არავინაა დაზღვეული ამგვარი ძალადობისგან...

- თუ ხმა არ ამოვიღეთ და ყველა ფეხზე თუ არ დადგა, არავინ იცის ვის რა მოელის. ეს გაითვალისწინონ იმ დედებმაც, ვისი შვილებიც ჯერ არ უწამებიათ. არ გვინდა, ერთხელ და სამუდამოდ ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება?! ან რას ჰქვია არ ვიცოდით? როცა სასჯელაღსრულების მინისტრი ხარ, უნდა იცოდე, შენს ქვეყანაში და საპატიმროებში რა ხდება. ნუთუ ვერ ხედავ ნაცემ-ნაბეგვ პატიმრებს?! ეს ყველაფერი ბაჩო ახალაიას მინისტრობიდან დაიწყო, მაგრამ ამაში ყველა დამნაშავეა - პრეზიდენტიდან დაწყებული - ბადრაგით დამთავრებული.

- პატიმრები მათზე ძალადობის შესახებ წერილებს გზავნიდნენ ოჯახში, სახალხო დამცველთან, პარტიებში. თქვენთან თუ მოდიოდა მსგავსი შინაარსის წერილები?

- სიმართლე გითხრათ, ასეთი წერილი არასოდეს მიმიღია. რამდენიმე წლის წინ, ბაჩო ახალაიას მინისტრობის დროს, ჩვენ გვქონდა აქცია საპატიმროსთან. ეს პატიმართა დედების მოთხოვნა იყო, მაგრამ ისე დააშინეს პატიმრების მშობლები, რომ 20 ადამიანიდან მხოლოდ 3 თუ 4 დედა მოვიდა. ახლაც, ამ უბედურების მერე, გამოდის ქალი და ამბობს, რომ ციხეში წამება აღარ ხდება, ლეიბები შეუტანეს პატიმრებს. ლეიბია საქმე?! ჩვენ მაშინ დავაშავეთ, როცა გირგვლიანის დროს ხმა არ ამოვიღეთ, არც მაშინ, როცა ბიჭები დახვრიტეს კორტებთან. ამათ ყველაფერი ხახვივით შერჩათ. ვფიქრობ, ეს ხელისუფლება თუ დარჩა, უარეს დღეში ჩავცვივდებით.

- ამ დღეების განმავლობაში ბევრი ითქვა და დაიწერა ციხეებში უწინ არსებულ ვითარებაზე. თქვენ რა იცით, მაშინ როგორ სჯიდნენ, როგორ უსწორდებოდნენ მსჯავრდადებულებს?

- როგორც ვიცი, მაშინ იყო მხოლოდ ცემა. 73 წლის ვარ და ეს საზიზღრობა, ცოცხებითა და ხელკეტებით გაუპატიურება არ მსმენია. ცემა შევარდნაძის დროსაც ხდებოდა. მან არაფერზე აგო პასუხი. შევარდნაძეს მხოლოდ თვითმფრინავის ბიჭები არ დაუხვრეტია. იცით, რომ მან 2000 მანეთის გამო კობახიძე დახვრიტა. მისი დაქცეულია ეს ქვეყანა და სწორედ შევარდნაძის მოყვანილია სააკაშვილი. მახსოვს, როგორ დაჰყავდა ვაკეში და ამბობდა, ეს თქვენი მომავალი პრეზიდენტიაო. ამიტომ ვამბობ, რომ ყველამ უნდა აგოს პასუხი. მომხდართან დაკავშირებით ბუბა კიკაბიძემ განაცხადა, რომ აღშფოთებულია. საინტერესოა, მაშინ არ აღშფოთდა, როცა თვითმფრინავის ბიჭების შეწყალების მოთხოვნაზე ხელი მოაწერა - აპატიეთო და მერე თავისი თხოვნა უკან წაიღო. ნაძირალა, ბიძინა ივნიშვილის ფულს კარგად იღებდა და ბოლოს თქვა, არ მინდაო. აი, ასეთი მედროვეებითაა სავსე ქვეყანა. ან კიდევ მისნაირი დაქირავებული მომღერლებით, რომლებიც პრეზიდენტს უკან დასდევენ.

იცით რაზე ვგიჟდები? ბადრაგები ახალგაზრდა ბიჭები არიან. ან დედა არ ჰყავთ, ან მეუღლე, ან შვილი?.. როგორ არიან ასე გამოშიგნულები, სახლში რომ ბრუნდებიან, შვილებს თვალებში როგორ უყურებენ. თან ხალხის წამება სიამოვნებთ, იცინიან და უყურებენ გადაღებულ კადრებს. ერთმა ახლობელმა მითხრა, რომლის ძმაც თავდაცვის სისტემაში მუშაობს, ახალაია რომ დათვრება, დაგვაყენებს და გვეუბნება, პირი დააღეთო და პირში გვაფურთხებსო. ეს რამდენად მართალია, არ ვიცი, მაგრამ ასეთი ხმა გამოვიდა. არ ვიცი, ხმას რატომ არ იღებენ თავდაცვის სამინისტროს ჯარისკაცები. ბოროტი ადამიანი არ ვარ. არ გავბოროტებულვარ ჩემი ტრაგედიებით, მაგრამ ამ ყველაფრის მერე კალმახელიძეს დავიჭერდი.

- პრეზიდენტმა თქვა, რომ მინისტრებმა თანამდებობა დატოვეს, დაი­საჯნენ მოძალადეებიც....

- მოხსნა უშველის?! მე ბევრი მინახავს მოხსნილი, რომელიც ცოტა ხანში რომელიმე უწყებაში ამოჰყოფს თავს. კალმახელიძე უნდა დაიჭირო. მგონი, იმ პატიმრებს არ აქვთ იმდენი დანაშაული ჩადენილი, როგორც ამათ. მახსოვს, გირგვლიანის მკვლელები რომ დაიჭირეს, ლუქსებში ჰყავდათ მოთავსებული. მერე შეიწყალეს და სწორედ ამიტომ მოხდა ეს ამბები. გამოდის ეს დაკულულებული და თურმე არ იცოდა. არ უნდა იცოდე, შენს ოჯახში რა ხდება?! მისთვის ციხეები ოჯახივით უნდა ყოფილიყო. სასჯელაღსრულების მინისტრმა გარემონტებული შენობა კი არ უნდა მაჩვენო, პატიმრებს უნდა მიხედო... პატიმრებს ციხეში სუპერმარკეტი გაუხსნეს. ციხეში ის უნდა მოისპოს, სადაც საკვებზე ორმაგი ფასია. სასამართლო პროცესამდე, სანამ გეგა "კაპეზეში" იჯდა, ჩემი გაკეთებული საჭმელი მიმქონდა. ვიცოდი მაინც, რომ ჩემს გაკეთებულ საჭმელს ჭამდა. ყველას ხომ არ აქვს 100-150 ლარი, რომ თავის პატიმარს ციხეში შეუგზავნოს. ალბათ იქ ვადაგასული პროდუქტიც მიაქვთ და იმიტომაა საკვებისგან ამდენი მოწამვლა, დაავადებები...

- მიუხედავად ყველაფრისა, ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს მხარდამჭერები...

- კი, ჰყავს, მაგრამ ნუთუ არ ფიქრობენ, რომ, ღმერთმა დაიფაროს და, მათ შვილებს იგივე დაემართოს, რაც ჩვენ ყველამ ვიხილეთ.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"