ინდონეზიის კუნძული იავა ტურისტებისთვის ერთ-ერთი პოპულარული გასართობი ადგილია.
იავაზე ტალახის კრატერი Bleduk Kuwu მდებარეობს. კრატერიდან ყოველ 3 წუთში წყალი და ტალახი იფრქვევა. ტალახთან ერთად დიდი რაოდენობით თეთრი ორთქლი ამოდის.
კუნძულზე ჩასული სტუმრები აქ მარილს ყიდულობენ. მარილი ვულკანური დანალექისაა და მინდორზეა გამშრალი.
ტურისტებს ტალახის ამოფრქვევის ყურება 10 მეტრის დისტანციიდან შეუძლიათ.
მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.