მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე: "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ამ ბან­დას ქარ­თვე­ლი ერის მოს­პო­ბა სურ­და"

მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე: "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ამ ბან­დას ქარ­თვე­ლი ერის მოს­პო­ბა სურ­და"

ცნო­ბი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი, თბი­ლი­სის "დი­ნა­მოს" ყო­ფი­ლი კა­პი­ტა­ნი მა­ნუ­ჩარ მა­ჩა­ი­ძე 1-ელ ოქ­ტომ­ბერს, სა­არ­ჩევ­ნო დღის ბო­ლოს, თბი­ლის­ში, თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე გა­მო­სულ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მო­ზე­ი­მე მხარ­დამ­ჭერ­თა შო­რის შევ­ნიშ­ნე და გავე­სა­უბ­რე:

- ძა­ლი­ან ამაღ­ლე­ბუ­ლი გან­წყო­ბა მაქვს. ბო­ლო ხანს სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბის გან­წყო­ბას რომ ვაკ­ვირ­დე­ბო­დი, მივ­ხვდი, რომ ქარ­თვე­ლი ხალ­ხი გა­მო­ვი­და ჰიპ­ნო­ზი­დან, რო­მელ­შიც თით­ქმის 17 წე­ლი­წა­დი იმ­ყო­ფე­ბო­და და სწორ არ­ჩე­ვანს გა­ა­კე­თებ­და. სა­კითხი იდ­გა ჩვე­ნი ერის ყოფ­ნა­-არ­ყოფ­ნა­ზე და ასეთ მნიშ­ვნე­ლო­ვან მო­მენ­ტში ქარ­თველ­მა ერ­მა გა­ი­მარ­ჯვა. "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" ამ ბან­დას ქარ­თვე­ლი ერის მოს­პო­ბა სურ­და და არც მა­ლავ­და: სა­ქარ­თვე­ლო უნ­და გა­და­ვაქ­ციო სინ­გა­პუ­რა­დო, კა­ცო! სინ­გა­პურ­ში 30 წლის წინ, 1968 წელს ვი­ყა­ვი და ბან­დი­ტე­ბის, ქურ­დე­ბი­სა და ყა­ჩა­ღე­ბის ქვე­ყა­ნა იყო. შემ­დეგ ისე მოხ­და, რომ ად­გი­ლობ­რი­ვი, ძირ­ძვე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა 15 პრო­ცენ­ტამ­დე შე­ამ­ცი­რეს და უცხ­ო­ე­ლე­ბი ჩა­ა­სახ­ლეს. სა­ა­კაშ­ვილ­მა იფიქ­რა, რომ ასე­თია იდე­ა­ლუ­რი სა­ხელ­მწი­ფო და ასე­თი სა­ხელ­მწი­ფოს შექ­მნა მო­ინ­დო­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში. გა­დაწყ­ვი­ტა, მთე­ლი მსოფ­ლი­ო­დან ხალ­ხი ჩა­მო­ეყ­ვა­ნა. არა­და, სა­ქარ­თვე­ლო მცი­რე­მი­წი­ა­ნი ქვე­ყა­ნაა და მი­ლი­ო­ნო­ბით ადა­მი­ა­ნი რომ ჩა­მო­ეყ­ვა­ნა, ჩვენ სადღა უნ­და წავ­სუ­ლი­ყა­ვით? ანუ ჩვე­ნი ამოწყ­ვე­ტა სურ­და ამ კაცს და მის გუნდს! რა­ტომ მო­უ­ვი­და თავ­ში ასე­თი აზ­რი, ვინ და­ა­რი­გა და რა­ტომ, ამას, ალ­ბათ, ის­ტო­რია გან­სჯის, მაგ­რამ მი­სი გეგ­მის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­გან გა­დავ­რჩით.

სა­ქარ­თვე­ლოს ყოვ­ლად­წმინ­და ღვთის­მშო­ბე­ლი ფა­რავს და მან გვიშ­ვე­ლა, რომ ხალ­ხმა ასე­თი სწო­რი გა­დაწყ­ვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო.

და­სას­რულ - ვფიქ­რობ, ყვე­ლამ კე­თილ­გო­ნი­ე­რე­ბა უნ­და გა­მო­ი­ჩი­ნოს. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ქარ­თვე­ლე­ბი არი­ან და დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფო­ში არ უნ­და მოხ­დეს უკი­დუ­რე­სი და­პი­რის­პი­რე­ბა. მა­ინც ჩვე­ნი დე­ბი და ძმე­ბი არი­ან. თუ ვინ­მეს სის­ხლის სა­მარ­თლის და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი, მხო­ლოდ ის აგებს პა­სუხს. 4 წლის შემ­დეგ ვნა­ხოთ, ეგებ კი­დევ სხვა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­დის - ესაა დე­მოკ­რა­ტი­ა.

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"