სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე
"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე

"SIR TV", ვირ­თხა ხელ­ში ღირ­სე­ბის ორ­დე­ნით და წარ­წე­რით "პო­ლი­ცია", მე­ძა­ვი ქალი, ზეწ­რად სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შა, გაჭ­რი­ლი წი­თე­ლი ლენ­ტი - "პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში", ყა­ვარ­ჯე­ნი, რო­გორც არა­ჯან­სა­ღი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სიმ­ბო­ლო, პი­არ­ზე დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა და "და­ბო­ლე­ბა" სი­გა­რე­ტით "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" - ეს ყვე­ლა­ფე­რი "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა­ში" ხდე­ბა და მხატ­ვრის თქმით, მისი თვა­ლით და­ნა­ხუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს რე­ა­ლუ­რი სა­ხეა. "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" ხე­ლო­ვა­ნის პრო­ტეს­ტია, რომ­ლის შე­სა­ხებ უფრო მეტს მისი ავ­ტო­რი - თე­ი­მუ­რაზ გაგ­ნი­ძე მოგ­ვი­თხრობს:

- იდეა და­ახ­ლო­ე­ბით 1 წლის წინ და­ი­ბა­და, სა­თა­უ­რით, ში­ნა­არ­სით... ბუ­ნებ­რი­ვია, მა­შინ­დელ მო­ნა­ხაზს ასე­თი ფორ­მა არ ჰქონ­და. სამ­წუ­ხა­როდ, დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში, ჩვენს სამ­შობ­ლო­ში ბევ­რი ცუდი ამ­ბა­ვი მოხ­და და სიმ­ბო­ლო­ე­ბიც და­ე­მა­ტა. მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ გა­მო­ფე­ნა­ზე ცო­ცხიც მი­ვუ­მა­ტე. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­ქა­ლა­ქის მსა­ხუ­რი უნდა იყოს, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში პი­რი­ქით ხდე­ბა. აქ მეტი სარ­გე­ბე­ლი მთავ­რო­ბას აქვს და არა ხალ­ხს. ცუდ საქ­მე­ებ­საც ისე აჩ­ვე­ნე­ბენ, თით­ქოს კარ­გია. ივა­ნიშ­ვილს რუ­სე­თის აგენ­ტო­ბას აბ­რა­ლე­ბენ და თა­ვად არი­ან ხსე­ნე­ბუ­ლი ქვეყ­ნის აგენ­ტე­ბი. არა­ერ­თი სტრა­ტე­გი­უ­ლი ობი­ექ­ტი მათ მიჰ­ყი­დეს. ნა­ხატს "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბუ­ლი არა­ჯან­სა­ღი, ავად­მყო­ფუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო და­ვარ­ქვი. მე­ძა­ვი ქა­ლის სქე­სიც გა­ურ­კვე­ვე­ლია, უხე­ში ხე­ლე­ბი აქვს. ბევ­რი მე­კი­თხე­ბა, - ნა­ხა­ტის მთა­ვა­რი გმი­რი მი­შას რა­ტომ არ ჰგავ­სო? ჩემი აზ­რით, მსგავ­სე­ბა არ უნდა ყო­ფი­ლი­ყო.

- "რუს­თა­ვი 2"-ის მიკრო­ფონ­ზე "სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" და "იმე­დის" ლო­გო­ე­ბია გა­მო­სა­ხუ­ლი, აბ­რე­ვი­ა­ტუ­რით - "SIR TV", რო­მელ­საც თქვე­ნე­ბუ­რად შიფ­რავთ...

- ს(აზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყე­ბე­ლი), ი(მედი) და რ(უს­თა­ვი 2). ეს ჩემი იდე­აა.

- ვირ­თხას ლენ­ტი აქვს შე­მოხ­ვე­უ­ლი წარ­წე­რით "პო­ლი­ცია"...

- და ხელ­ში ღირ­სე­ბის ორ­დე­ნი უჭი­რავს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პო­ლი­ცი­ე­ლებს ღირ­სე­ბის ორ­დე­ნებს ადა­მი­ა­ნე­ბის წა­მე­ბი­სა და შე­უ­რა­ცხყო­ფის გა­მოც ური­გე­ბენ. ნა­ხატ­ზე კვერ­ცხე­ბი და "შლო­პან­ცე­ბი" - ბა­თუ­მის სიმ­ბო­ლოა. ავად­მყოფს ყუ­რებ­ში ყურ­სას­მე­ნი აქვს გა­კე­თე­ბუ­ლი და მხო­ლოდ სა­კუ­თარ თავს უს­მენს, სხვას - არა­ვის.

- აქ­ვეა 2003 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის წიგ­ნიც.

- კი­თხვის ნიშ­ნე­ბით - რო­გორც უვა­დოდ მოს­ვლის სიმ­ბო­ლო. არც ვარ­დე­ბი დამ­ვი­წყე­ბია. ყა­ვარ­ჯნე­ბი არის სიმ­ბო­ლო არა­ჯან­სა­ღი მდგო­მა­რე­ო­ბი­სა. "SIR TV-ის" არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი ტე­ლე­ვი­ზი­ის ოპე­რა­ტო­რი იღებს პა­ლა­ტას და ავად­მყო­ფის უკან ნიღ­ბი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რომ­ლებ­საც "ბრა­ზი­კა" აწე­რი­ათ. სი­ტყვა "ლა­ზი­კის" გა­გო­ნე­ბა­ზე ხომ ყვე­ლა ბრაზ­დე­ბა. მე­ძავ ქალს წინ­დის თავ­ზე აწე­რია: "მე მიყ­ვარს მო­პარ­ვა". ეს გუ­ლი­ა­ნი წარ­წე­რე­ბიც მო­პა­რუ­ლია; "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" იდე­ით არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ავად­მყო­ფი ბა­ლიშ­ში დო­ლა­რებს ინა­ხავს. აქ­ვეა გაჭ­რი­ლი ლენ­ტი წარ­წე­რით - "პირ­ვე­ლად სა­ქარ­თვე­ლო­ში".

- მაკ­რა­ტელს რა დატ­ვირ­თვა აქვს?

- ბა­ტონ­მა პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, - ერთ ნა­წილს მო­ვიჭ­რი და პუ­ტინს გა­ვუგ­ზავ­ნი, თუ და­კარ­გულ ტე­რი­ტო­რი­ებს ჩაგ­ვა­ბა­რებ­სო. არც ერ­თმა ხე­ლი­სუ­ფალ­მა სა­კუ­თარ პი­არ­სა და კე­თილ­დღე­ო­ბას ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი არ უნდა შეს­წი­როს. ამ ნა­ხატ­ზე, სა­ს­ქე­სო ორ­გა­ნოს­თან ახ­ლოს, ხელ­ში უჭი­რავს წარ­წე­რა P.R. და (სა­კუ­თარ პი­არ­ზე) ბუ­ნებ­რივ მო­თხოვ­ნი­ლე­ბას იკ­მა­ყო­ფი­ლებს. სი­გა­რეტს, რო­მე­ლიც მე­ძავს ხელ­ში უჭი­რავს, "ახა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" აწე­რია, ვი­თომ ახალ ქვე­ყა­ნას აშე­ნე­ბენ; ესეც "და­ბო­ლე­ბის" ერთ-ერთი ფორ­მაა. "პლა­ნის" ფო­თო­ლი, ქვეყ­ნის არა­ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ყოფ­ნის სიმ­ბო­ლოა; აქ­ვეა ჰიბ­რი­დუ­ლი სი­მინ­დი, რომ­ლის მო­შე­ნე­ბი­თაც ასე ტრა­ბა­ხობ­დნენ. არის 1-ლა­რი­ა­ნიც ანუ - ლა­რად გა­ყი­დუ­ლი სამ­შობ­ლო. ნა­ხატ­ზეა სა­ლა­რო აპა­რა­ტის ჩეკი, რო­მელ­საც აწე­რია - "ნაღ­დი"; მე მი­ვუ­მა­ტე "ჩე­კის­ტი", ცოტა "ვი­მა­ი­მუ­ნე". და­აკ­ვირ­დით - აგუ­რე­ბი ჩა­მოშ­ლი­ლია, ია­ტა­კი დამ­პა­ლია და სა­წო­ლი ვარ­დე­ბა. ზე­წა­რი სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შაა, ავად­მყოფს ნა­ხევ­რად შეჭ­მუ­ლი წი­თე­ლი ჰალ­სტუ­ხი უკე­თია და გულ­თან ჭრი­ლო­ბა ატყვია, რად­გან ეს ორ­გა­ნო ამო­ღე­ბუ­ლი აქვს. ნა­ხატ­ზეა სექ­სუ­ა­ლუ­რი უმ­ცი­რე­სო­ბე­ბის დრო­შაც, ხოლო კვერ­ცხის ნა­ჭუ­ჭს აწე­რია "ბა­ტუ­მი"; ოყნა წარ­წე­რით - "მადე ინ სინ­გა­პო­რე". მთლი­ა­ნო­ბა­ში "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" არის პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­რა­თი, რო­მელ­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ხეა აღ­ბეჭ­დი­ლი.

- ნა­ხა­ტი მთლი­ან ჩარ­ჩო­ში რა­ტომ არ არის?

- ამა­საც თა­ვი­სე­ბუ­რი დატ­ვირ­თვა აქვს: ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სე­ბუ­რად "ჭრი­ან", წყვე­ტენ...

- თქვე­ნი ნა­მუ­შე­ვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბას აქამ­დე რა­ტომ ვერ წა­რუდ­გი­ნეთ?

- არა­ერთ გა­ლე­რე­ა­ში ვცა­დე მისი გა­მო­ფე­ნა, მაგ­რამ ყვე­ლამ უარი მი­თხრა. გა­ლე­რე­ე­ბის მეს­ვე­უ­რებს არა­ფერს ვაბ­რა­ლებ, ეს ამ ტე­რო­რის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ბრა­ლია, ყვე­ლა და­ში­ნე­ბუ­ლი ჰყავს. მინ­დო­და, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტ ადა­მი­ანს ენა­ხა. ამი­ტომ ვარ­ჩიე - "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" 29 სექ­ტემ­ბერს გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დღეს, მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ გა­მო­მე­ფი­ნა. ეს სიმ­ბო­ლუ­რიც იყო, რო­გორც ხე­ლი­სუფ­ლე­ბას აქვს ფუნ­ქცია და­კარ­გუ­ლი, ისე უკარ­გა­ვენ ფუნ­ქცი­ას ის­ტო­რი­ულ შე­ნო­ბას. რა სი­სუ­ლე­ლე იყო ქუ­თა­ის­ში "გაქ­ცე­ვა"?! იმ თან­ხით ერთი სო­ცი­ა­ლუ­რი პრო­ექ­ტი გა­ნე­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­ნათ, არ სჯობ­და?! ხე­ლო­ვა­ნებ­მა პრო­ტეს­ტი თა­ვი­ან­თი საქ­მით უნდა გა­მო­ხა­ტონ. ვი­ღაც იმ­ღე­რებს, ვი­ღაც და­ხა­ტავს, ვი­ღაც და­წერს...

- სი­მარ­თლის თქმა გმი­რო­ბის ტოლ­ფა­სი გახ­და.

- ისევ და­ში­ნე­ბის პო­ლი­ტი­კის გამო. მო­ბი­ლუ­რით სა­უბ­რის დროს ახ­ლო­ბელს რომ ეტყვი, აქ­ცი­ა­ზე მივ­დი­ვა­რო, გე­ჩხუ­ბე­ბა, - ამას ტე­ლე­ფონ­ში რა­ტომ მე­უბ­ნე­ბიო?! ამას ჰქვია დე­მოკ­რა­ტია?! თა­ვად (და ალ­ბათ თქვენს მკი­თხველ­საც) მსგავ­სი შემ­თხვე­ვა არა­ერ­თხელ ჰქო­ნია. შე­იძ­ლე­ბა, არც არა­ვინ მის­მენს, მაგ­რამ სის­ტე­მამ ხალ­ხის დათ­რგუნ­ვა მო­ა­ხერ­ხა. მე ყო­ველ­თვის ამის წი­ნა­აღ­მდეგ ვიბ­რძო­ლებ.

- "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" აქ­ცი­ა­ზე მი­სულ­მა ათი­ა­თა­სო­ბით ადა­მი­ან­მა ნახა, რო­გო­რი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა?

- სხვა­დას­ხვა თა­ო­ბის ადა­მი­ა­ნე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და მად­ლო­ბას მიხ­დიდ­ნენ.

- მათ შო­რის პო­ლი­ტი­კო­სე­ბიც ხომ არ იყ­ვნენ?

- არა.

- პრო­ფე­სი­ით მხატ­ვა­რი ხართ?

- დიახ, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მია და­ვამ­თავ­რე, 2008-2009 წლებ­ში ამა­ვე აკა­დე­მი­ა­ში ფერ­წე­რას ვას­წავ­ლი­დი. ყვე­ლა­ნა­ირ ჟანრ­ში ვმუ­შა­ობ, ერთი პე­რი­ო­დი ნა­ტი­ურ­მორ­ტე­ბით ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. პე­რი­ო­დუ­ლად კომ­პი­უ­ტე­რუ­ლი გრა­ფი­კის დი­ზა­ინ­ზეც ვმუ­შა­ობ.

- მსურ­ვე­ლი რომ გა­მოჩ­ნდეს, ამ ნა­ხატს გა­ყი­დით?

- არ ვიცი, არ მინ­და უბ­რა­ლოდ გავ­ყი­დო, სა­დღაც და­ი­დოს და არა­ვინ ნა­ხოს.

- და­ბო­ლოს, რას ურ­ჩევთ მო­მა­ვალ ხე­ლი­სუ­ფალს?

- ის, რაც დავ­ხა­ტე, აღა­რა­სო­დეს გა­ი­მე­ო­რონ. პო­ლი­ტი­კა­ში კარ­გი ხელ­ფა­სე­ბის გავ­ლე­ნის და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მო­პო­ვე­ბის­თვის კი არ უნდა მოხ­ვი­დე, ქვე­ყა­ნას უნდა ემ­სა­ხუ­რო. არა­ჯან­სა­ღი მდგო­მა­რე­ო­ბა უნდა დამ­თავ­რდეს. ყვე­ლამ ერ­თად ავა­შე­ნოთ მო­მა­ვა­ლი. ნე­ტავ ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი მდგო­მა­რე­ო­ბა ყო­ფი­ლი­ყო, რომ "მე­ხუ­თე პა­ლა­ტა" სულ არ და­მე­ხა­ტა.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე

"SIR TV" და "დაბოლება" - მხატვრის თვალით დანახული "ნაციონალური მოძრაობის" სახე

"SIR TV", ვირთხა ხელში ღირსების ორდენით და წარწერით "პოლიცია", მეძავი ქალი, ზეწრად საქართველოს დროშა, გაჭრილი წითელი ლენტი - "პირველად საქართველოში", ყავარჯენი, როგორც არაჯანსაღი დამოკიდებულების სიმბოლო, პიარზე დაკმაყოფილებული ბუნებრივი მოთხოვნილება და "დაბოლება" სიგარეტით "ახალი საქართველო" - ეს ყველაფერი "მეხუთე პალატაში" ხდება და მხატვრის თქმით, მისი თვალით დანახული საქართველოს რეალური სახეა. "მეხუთე პალატა" ხელოვანის პროტესტია, რომლის შესახებ უფრო მეტს მისი ავტორი - თეიმურაზ გაგნიძე მოგვითხრობს:

- იდეა დაახლოებით 1 წლის წინ დაიბადა, სათაურით, შინაარსით... ბუნებრივია, მაშინდელ მონახაზს ასეთი ფორმა არ ჰქონდა. სამწუხაროდ, დროთა განმავლობაში, ჩვენს სამშობლოში ბევრი ცუდი ამბავი მოხდა და სიმბოლოებიც დაემატა. მთავრობის სახლის წინ გამოფენაზე ცოცხიც მივუმატე. ხელისუფლება მოქალაქის მსახური უნდა იყოს, მაგრამ საქართველოში პირიქით ხდება. აქ მეტი სარგებელი მთავრობას აქვს და არა ხალხს. ცუდ საქმეებსაც ისე აჩვენებენ, თითქოს კარგია. ივანიშვილს რუსეთის აგენტობას აბრალებენ და თავად არიან ხსენებული ქვეყნის აგენტები. არაერთი სტრატეგიული ობიექტი მათ მიჰყიდეს. ნახატს "მეხუთე პალატა" ქვეყანაში არსებული არაჯანსაღი, ავადმყოფური მდგომარეობის გამო დავარქვი. მეძავი ქალის სქესიც გაურკვეველია, უხეში ხელები აქვს. ბევრი მეკითხება, - ნახატის მთავარი გმირი მიშას რატომ არ ჰგავსო? ჩემი აზრით, მსგავსება არ უნდა ყოფილიყო.

- "რუსთავი 2"-ის მიკროფონზე "საზოგადოებრივი მაუწყებლის" და "იმედის" ლოგოებია გამოსახული, აბრევიატურით - "SIR TV", რომელსაც თქვენებურად შიფრავთ...

- ს(აზოგადოებრივი მაუწყებელი), ი(მედი) და რ(უსთავი 2). ეს ჩემი იდეაა.

- ვირთხას ლენტი აქვს შემოხვეული წარწერით "პოლიცია"...

- და ხელში ღირსების ორდენი უჭირავს. ამ ქვეყანაში პოლიციელებს ღირსების ორდენებს ადამიანების წამებისა და შეურაცხყოფის გამოც ურიგებენ. ნახატზე კვერცხები და "შლოპანცები" - ბათუმის სიმბოლოა. ავადმყოფს ყურებში ყურსასმენი აქვს გაკეთებული და მხოლოდ საკუთარ თავს უსმენს, სხვას - არავის.

- აქვეა 2003 წლიდან დაწყებული საქართველოს ისტორიის წიგნიც.

- კითხვის ნიშნებით - როგორც უვადოდ მოსვლის სიმბოლო. არც ვარდები დამვიწყებია. ყავარჯნები არის სიმბოლო არაჯანსაღი მდგომარეობისა. "SIR TV-ის" არაობიექტური ტელევიზიის ოპერატორი იღებს პალატას და ავადმყოფის უკან ნიღბიანი ადამიანები არიან, რომლებსაც "ბრაზიკა" აწერიათ. სიტყვა "ლაზიკის" გაგონებაზე ხომ ყველა ბრაზდება. მეძავ ქალს წინდის თავზე აწერია: "მე მიყვარს მოპარვა". ეს გულიანი წარწერებიც მოპარულია; "ნაციონალების" იდეით არ არის გაკეთებული. ავადმყოფი ბალიშში დოლარებს ინახავს. აქვეა გაჭრილი ლენტი წარწერით - "პირველად საქართველოში".

- მაკრატელს რა დატვირთვა აქვს?

- ბატონმა პრეზიდენტმა განაცხადა, - ერთ ნაწილს მოვიჭრი და პუტინს გავუგზავნი, თუ დაკარგულ ტერიტორიებს ჩაგვაბარებსო. არც ერთმა ხელისუფალმა საკუთარ პიარსა და კეთილდღეობას ქვეყნის ინტერესები არ უნდა შესწიროს. ამ ნახატზე, სასქესო ორგანოსთან ახლოს, ხელში უჭირავს წარწერა P.R. და (საკუთარ პიარზე) ბუნებრივ მოთხოვნილებას იკმაყოფილებს. სიგარეტს, რომელიც მეძავს ხელში უჭირავს, "ახალი საქართველო" აწერია, ვითომ ახალ ქვეყანას აშენებენ; ესეც "დაბოლების" ერთ-ერთი ფორმაა. "პლანის" ფოთოლი, ქვეყნის არაფხიზელ მდგომარეობაში ყოფნის სიმბოლოა; აქვეა ჰიბრიდული სიმინდი, რომლის მოშენებითაც ასე ტრაბახობდნენ. არის 1-ლარიანიც ანუ - ლარად გაყიდული სამშობლო. ნახატზეა სალარო აპარატის ჩეკი, რომელსაც აწერია - "ნაღდი"; მე მივუმატე "ჩეკისტი", ცოტა "ვიმაიმუნე". დააკვირდით - აგურები ჩამოშლილია, იატაკი დამპალია და საწოლი ვარდება. ზეწარი საქართველოს დროშაა, ავადმყოფს ნახევრად შეჭმული წითელი ჰალსტუხი უკეთია და გულთან ჭრილობა ატყვია, რადგან ეს ორგანო ამოღებული აქვს. ნახატზეა სექსუალური უმცირესობების დროშაც, ხოლო კვერცხის ნაჭუჭს აწერია "ბატუმი"; ოყნა წარწერით - "მადე ინ სინგაპორე". მთლიანობაში "მეხუთე პალატა" არის პოლიტიკური სურათი, რომელზეც "ნაციონალური მოძრაობის" სახეა აღბეჭდილი.

- ნახატი მთლიან ჩარჩოში რატომ არ არის?

- ამასაც თავისებური დატვირთვა აქვს: ყველაფერს თავისებურად "ჭრიან", წყვეტენ...

- თქვენი ნამუშევარი საზოგადოებას აქამდე რატომ ვერ წარუდგინეთ?

- არაერთ გალერეაში ვცადე მისი გამოფენა, მაგრამ ყველამ უარი მითხრა. გალერეების მესვეურებს არაფერს ვაბრალებ, ეს ამ ტერორისტული ხელისუფლების ბრალია, ყველა დაშინებული ჰყავს. მინდოდა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ენახა. ამიტომ ვარჩიე - "მეხუთე პალატა" 29 სექტემბერს გამართული აქციის დღეს, მთავრობის სახლის წინ გამომეფინა. ეს სიმბოლურიც იყო, როგორც ხელისუფლებას აქვს ფუნქცია დაკარგული, ისე უკარგავენ ფუნქციას ისტორიულ შენობას. რა სისულელე იყო ქუთაისში "გაქცევა"?! იმ თანხით ერთი სოციალური პროექტი განეხორციელებინათ, არ სჯობდა?! ხელოვანებმა პროტესტი თავიანთი საქმით უნდა გამოხატონ. ვიღაც იმღერებს, ვიღაც დახატავს, ვიღაც დაწერს...

- სიმართლის თქმა გმირობის ტოლფასი გახდა.

- ისევ დაშინების პოლიტიკის გამო. მობილურით საუბრის დროს ახლობელს რომ ეტყვი, აქციაზე მივდივარო, გეჩხუბება, - ამას ტელეფონში რატომ მეუბნებიო?! ამას ჰქვია დემოკრატია?! თავად (და ალბათ თქვენს მკითხველსაც) მსგავსი შემთხვევა არაერთხელ ჰქონია. შეიძლება, არც არავინ მისმენს, მაგრამ სისტემამ ხალხის დათრგუნვა მოახერხა. მე ყოველთვის ამის წინააღმდეგ ვიბრძოლებ.

- "მეხუთე პალატა" აქციაზე მისულმა ათიათასობით ადამიანმა ნახა, როგორი გამოხმაურება მოჰყვა?

- სხვადასხვა თაობის ადამიანები მოდიოდნენ და მადლობას მიხდიდნენ.

- მათ შორის პოლიტიკოსებიც ხომ არ იყვნენ?

- არა.

- პროფესიით მხატვარი ხართ?

- დიახ, სამხატვრო აკადემია დავამთავრე, 2008-2009 წლებში ამავე აკადემიაში ფერწერას ვასწავლიდი. ყველანაირ ჟანრში ვმუშაობ, ერთი პერიოდი ნატიურმორტებით ვიყავი გატაცებული. პერიოდულად კომპიუტერული გრაფიკის დიზაინზეც ვმუშაობ.

- მსურველი რომ გამოჩნდეს, ამ ნახატს გაყიდით?

- არ ვიცი, არ მინდა უბრალოდ გავყიდო, სადღაც დაიდოს და არავინ ნახოს.

- დაბოლოს, რას ურჩევთ მომავალ ხელისუფალს?

- ის, რაც დავხატე, აღარასოდეს გაიმეორონ. პოლიტიკაში კარგი ხელფასების გავლენის და ძალაუფლების მოპოვებისთვის კი არ უნდა მოხვიდე, ქვეყანას უნდა ემსახურო. არაჯანსაღი მდგომარეობა უნდა დამთავრდეს. ყველამ ერთად ავაშენოთ მომავალი. ნეტავ ქვეყანაში ისეთი მდგომარეობა ყოფილიყო, რომ "მეხუთე პალატა" სულ არ დამეხატა.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება