პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"
მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"

ფი­ლო­ლო­გი, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­სა და იუს­ტი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი მი­ხე­ილ მუმ­ლა­ძე ქარ­თვე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებ­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- სა­ქარ­თვე­ლო­დან მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის მა­სობ­რი­ვი ემიგ­რი­რე­ბის პრო­ცე­სი 1990-იანი წლე­ბი­დან და­ი­წყო, ბოლო წლებ­ში კი ეს პრო­ცე­სი კი­დევ უფრო გაძ­ლი­ერ­და. ადა­მი­ა­ნე­ბი უცხო­ეთ­ში, ძი­რი­თა­დად, თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად მი­დი­ან. ამ­ჟა­მად მი­ლი­ონ-ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ქარ­თვე­ლია ემიგ­რი­რე­ბუ­ლი. თუ საბ­ჭო­თა პე­რი­ოდ­ში რუ­სეთ­ში 60 000 ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობ­და, ახლა მათი რი­ცხვი 600 ათას­ზე მე­ტია. 20 წლის წინ ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში რამ­დე­ნი­მე ასე­უ­ლი ქარ­თვე­ლი თუ ცხოვ­რობ­და, დღეს კი იქ ემიგ­რან­ტთა რი­ცხვმა 200 ათასს მი­აღ­წია. და თუ ცხოვ­რე­ბა ასე გაგ­რძელ­და, ემიგ­რა­ცი­ის ტალ­ღა არ შე­ნელ­დე­ბა.

ჩემი ოჯა­ხის მა­გა­ლით­ზე შე­მიძ­ლია გი­თხრათ: ჩემი მე­უღ­ლე, ქე­თე­ვან ია­კო­ბი­ძე 13 წე­ლია, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია. სა­ქარ­თვე­ლო­ში მცი­რე ხნით ჩა­მო­ვი­და, მას შემ­დეგ, რაც ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო. როცა ჩემი მე­უღ­ლე ამე­რი­კა­ში წა­ვი­და, ყვე­ლას გა­უკ­ვირ­და, რად­გან იმ­ხა­ნად იმე­რე­თის სამ­ხა­რეო პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. ემიგ­რა­ცი­ა­შია ჩემი ორი­ვე ძმა: ნუკ­რი მუმ­ლა­ძე რუს­თა­ვის მთა­ვა­რი არ­ქი­ტექ­ტო­რი იყო, ახლა ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­შია. მე­ო­რე ძმა ივა­ნე ეს­პა­ნეთ­შია, ბარ­სე­ლო­ნა­ში. აღა­რა­ფერს ვამ­ბობ იმა­ზე, რომ უამ­რა­ვი ჩემი ახ­ლო­ბელ-მე­გო­ბა­რია წა­სუ­ლი უცხო­ეთ­ში. ჩემი აზ­რით, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის, დი­ას­პო­რის პო­ტენ­ცი­ალს ქვე­ყა­ნა სრუ­ლად ვერ იყე­ნებს, ამი­ტომ უნდა შე­იქ­მნას ემიგ­რან­ტთა კავ­ში­რე­ბი.

- რა უნდა იყოს ამ კავ­ში­რე­ბის და­ნიშ­ნუ­ლე­ბა?

- ეს კავ­ში­რე­ბი აპო­ლი­ტი­კუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბე­ბი უნდა იყოს და ქვეყ­ნის ინ­ტე­რე­სე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოქ­მე­დებ­დეს. უნდა შე­იქ­მნას ამე­რი­კის ქარ­თველ­თა კავ­ში­რი, იტა­ლი­ის ქარ­თველ­თა კავ­ში­რი, რუ­სე­თი­სა და ა.შ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში ყვე­ლა­ზე არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი შრო­მის ანა­ზღა­უ­რე­ბა 3000 დო­ლა­რია! თუმ­ცა, ამ­გვა­რი ანა­ზღა­უ­რე­ბა ყველ­გან, ცხა­დია, არ არის. თურ­ქეთ­ში სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო სა­მუ­შა­ო­ებ­ზე, ძი­რი­თა­დად, სა­მეგ­რე­ლოს, იმე­რე­თის, გუ­რი­ის სოფ­ლე­ბი­დან წა­სუ­ლე­ბი, თვე­ში 150 დო­ლარს იღე­ბენ. ქარ­თუ­ლი საქ­მის­თვის, პირ­ველ ეტაპ­ზე, ემიგ­რან­ტთა დახ­მა­რე­ბით, შე­იძ­ლე­ბა სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის პრო­დუქ­ცი­ის გა­დამ­მუ­შა­ვე­ბე­ლი მცი­რე სა­წარ­მო­ე­ბის შექ­მნა, ისი­ნი მზა პრო­დუქ­ცი­ის უცხო­ურ ბაზ­რებ­ზე რე­ა­ლი­ზე­ბა­საც უკეთ შეძ­ლე­ბენ. ეს ხელს შე­უ­წყობს მო­სახ­ლე­ო­ბის ად­გილ­ზე და­მაგ­რე­ბას, ქვეყ­ნი­დან მა­სობ­რი­ვი ემიგ­რა­ცი­ის მას­შტა­ბის შემ­ცი­რე­ბას.

რაც შე­ე­ხე­ბა ემიგ­რან­ტებს, მათი საკ­მაო ნა­წი­ლი სამ­შობ­ლო­ში, სა­ვა­რა­უ­დოდ, აღარ დაბ­რუნ­დე­ბა და შე­უძ­ლი­ათ უცხო­ეთ­ში შექ­მნან ძლი­ე­რი სათ­ვის­ტო­მო­ე­ბი. ადრე ამ­გვა­რი სათ­ვის­ტო­მო­ე­ბი მხო­ლოდ საფ­რან­გეთ­სა და რუ­სეთ­ში იყო. თუმ­ცა, ახლა რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­მენ­მა რუ­სეთ­ში ქარ­თუ­ლი სკო­ლე­ბი და სა­ბავ­შვო ბა­ღე­ბი გახ­სნა. ჩემი ძმა ამე­რი­კა­ში გა­მოს­ცემ­და გა­ზეთ "ერ­თო­ბას", სამ­წუ­ხა­როდ, დღეს ამ გა­ზე­თის გა­მო­ცე­მა შე­ჩე­რე­ბუ­ლია. სა­ბერ­ძნეთ­ში მოქ­მე­დებს "ქარ­თუ­ლი ცენ­ტრი". ემიგ­რან­ტებ­მა ჯერ ად­გილ­ზე, იქა­უ­რი ქარ­თვე­ლე­ბის პრობ­ლე­მე­ბი უნდა მო­აგ­ვა­რონ და შემ­დეგ აქა­ურ ქარ­თვე­ლო­ბა­საც და­ეხ­მა­რონ. ემიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მის გა­და­საჭ­რე­ლად, მეტი ყუ­რა­დღე­ბა უნდა ექ­ცე­ო­დეს ჩვე­ნი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ულ და დღე­ვან­დელ ურ­თი­ერ­თო­ბას სხვა­დას­ხვა სა­ხელ­მწი­ფოს­თან.

რო­გორ გა­ი­ცა ბა­თუმ­ში დაბა აზი­ზი­ე­ში მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა?

"იე­რუ­სა­ლიმ­ში ქარ­თველ­თა­ სა­ლო­ცა­ვე­ბი სომ­ხებ­მა და ფრან­გებ­მა მი­ი­ტა­ცეს"

- თურ­ქეთ­ში ქარ­თუ­ლი ტაძ­რე­ბის რეს­ტავ­რი­რე­ბის სა­კი­თხმა სა­ზო­გა­დო­ე­ბას ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის არა­ერთ ას­პექ­ტზე მი­ა­პყრო­ბი­ნა ყუ­რა­დღე­ბა. ამ თვალ­საზ­რი­სით მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სოა წარ­მო­შო­ბით ქარ­თვე­ლის, ამ­ჟა­მად სტამ­ბო­ლის ვიცე-მე­რის მრჩევ­ლის ალი რიზა ალ­თუ­ნე­ლის ნაშ­რო­მი "სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლე­ბი ოს­მა­ლურ სა­არ­ქი­ვო დო­კუ­მენ­ტებ­ში", რო­მე­ლიც სტამ­ბოლ­ში ახ­ლა­ხან, 2012 წელს გა­მო­ი­ცა. აქ მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო მა­სა­ლაა ბა­თუმ­ში, დაბა აზი­ზი­ე­ში მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის თა­ო­ბა­ზე; ეს ის მე­ჩე­თია, რომ­ლის ირ­გვლი­ვაც გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი მოვ­ლე­ნე­ბი ახ­ლა­ხან ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში აღ­მოჩ­ნდა. აქ წარ­მოდ­გე­ნი­ლია დო­კუ­მენ­ტი "ბა­თუმ­ში, დაბა აზი­ზი­ე­ში ახალ­და­არ­სე­ბულ მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვის მი­ცე­მის შე­სა­ხებ", რო­მელ­შიც ნათ­ქვა­მია: "ბა­თუმ­ში ახალ და­არ­სე­ბულ და­ბა­ში, ფა­დი­შა­ჰის ბრძა­ნე­ბით, 81000 ყუ­რუ­შის ღი­რე­ბუ­ლე­ბის მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის ხალ­ხის მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი 6000 ყუ­რუ­შის გარ­და მშე­ნებ­ლო­ბის და­სა­წყე­ბად 85 ათა­სი ყუ­რუ­ში და­ი­ხარ­ჯა... ამა­ვე დროს, ფი­ნან­სუ­რი თვალ­საზ­რი­სით სა­ჭი­რო ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გა­და­ე­ცე­მა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს. ამ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით რო­გო­რიც იქ­ნე­ბა უმაღ­ლე­სი ნება, იმის მი­ხედ­ვით წარ­მო­გიდ­გენთ ამ გან­ცხა­დე­ბას". წე­რი­ლი 1867 წლის 1-ლი მა­ი­სით არის და­თა­რი­ღე­ბუ­ლი. ჩანს, რომ ამ მე­ჩე­თის მშე­ნებ­ლო­ბა თურ­ქე­თის ტრა­პი­ზო­ნის ვა­ლის (რწმუ­ნე­ბუ­ლის), სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის აქ­ტი­უ­რი ჩა­რე­ვით გან­ხორ­ცი­ელ­და... ამა­ვე გა­მო­ცე­მა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლია მე­ტად სა­ინ­ტე­რე­სო დო­კუ­მენ­ტი - "სულ­თან­თან წარ­დგე­ნი­ლი სა­ჩი­ვა­რი ფრან­გე­ბი­სა და სომ­ხე­ბის მიერ იე­რუ­სა­ლიმ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თველ­თა სა­ლო­ცა­ვე­ბის მი­ტა­ცე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით". აქ სა­უ­ბა­რია, რომ "გუ­რი­ი­სა და იმე­რე­თის მთავ­რე­ბის, ელ­ჩე­ბის ცნო­ბით, იე­რუ­სა­ლიმ­ში არ­სე­ბუ­ლი ქარ­თველ­თა სა­ლო­ცა­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უძ­ვე­ლე­სი დრო­ი­დან მათ სა­კუთ­რე­ბა­ში იყო, ფრან­გებ­მა და სომ­ხებ­მა მი­ი­ტა­ცეს". ბრძა­ნე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ მხო­ლოდ თავ­და­პირ­ველ მფლო­ბე­ლებს უნდა მი­ეცეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ი­ლო­ცონ ეს ად­გი­ლე­ბი.

"მცხე­თის არ­მა­ზი სომ­ხე­ბის მთა­ვა­რი არ­სე­ნა­ლი ყო­ფი­ლა?"

- სო­მე­ხი მეც­ნი­ე­რის, სუ­რენ აი­ვა­ზი­ა­ნის ნაშ­რომს "სომ­ხე­თის ის­ტო­რი­უ­ლი რუ­კე­ბი" მი­მო­ი­ხი­ლავს ის­ტო­რი­კო­სი თედო დონ­დუა ("სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ის ინ­სტი­ტუ­ტის შრო­მე­ბი, ტომი მე­ო­რე"). აი­ვა­ზი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ "არ­მე­ნია" თა­ვი­სი დი­დე­ბის დღე­ებ­ში აკონ­ტრო­ლებ­და ირანს, პონ­ტოს, კა­ბა­დო­კი­ას, სომ­ხურ არ­მი­ებს ალ­ყა­ში ჰყავ­დათ ათე­ნი, მათი გე­მე­ბი სე­რავ­დნენ ეგე­ო­სის და ხმელ­თა­შუა ზღვებს... სწო­რედ ამ­გვა­რი ის­ტო­რი­ის­თვის შე­ად­გი­ნა რუ­კე­ბი მეც­ნი­ერ­მა.

თურ­მე, სომ­ხე­ბი თავ­და­პირ­ვე­ლად ის­ტო­რი­უ­ლი კოლ­ხე­თი­სა და იბე­რი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხოვ­რობ­დნენ (რა­ტომ­ღაც ავ­ტო­რი არაფ­რად მი­იჩ­ნევს ძველ­ბერ­ძნულ და რო­მა­ულ წყა­რო­ებს, რუ­კებს). მაშ, სა­ი­დან მო­ვიდ­ნენ ქარ­თვე­ლე­ბი? ისი­ნი, თურ­მე, სომ­ხე­თის მე­ფეს, ტიგ­რან პირ­ველს გად­მო­უ­სახ­ლე­ბია ეს­პა­ნე­თი­დან სომ­ხურ პრო­ვინ­ცია ვირ­ქში დე­და­ქა­ლა­ქით "ტეპ­ლი­ცე"(ალ­ბათ, თბი­ლი­სი იგუ­ლის­ხმე­ბა). ქარ­თვე­ლებს შე­უქ­მნი­ათ ცენ­ტრა­ლუ­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ქა­ლაქ შო­რაპ­ნი­დან იმარ­თე­ბო­და და­დი­ა­ნე­ბის მიერ.

და კი­დევ - ჰიქ­სო­სე­ბიც და არი­ე­ლე­ბიც სომ­ხუ­რად სა­უბ­რობ­დნენ. სომ­ხებს მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის­თვის უჩუ­ქე­ბი­ათ ცხე­ნი და ან­ბა­ნი. ურარ­ტუ­უ­ლი ლურ­სმნუ­ლი წარ­წე­რე­ბი სომ­ხუ­რია. ურარ­ტუს დიდი მე­ფე­ე­ბი სო­მეხ-რუ­სე­ბი არი­ან (ალ­ბათ, სომ­ხე­თი­დან რომ გა­და­სახ­ლდნენ ჩრდი­ლო­ეთ­ში რუ­სე­ბი, მას შემ­დეგ გა­უ­ღი­ავ­დათ თმი­სა და კა­ნის ფერი). მცხე­თის არ­მა­ზი თურ­მე სომ­ხე­ბის მთა­ვა­რი არ­სე­ნა­ლი ყო­ფი­ლა. მოკ­ლედ, ლა­მის მთე­ლი მსოფ­ლიო სომ­ხე­თი ყო­ფი­ლა! ცხა­დია, ამ­გვა­რი თე­მე­ბით მა­ნი­პუ­ლი­რე­ბის, სპე­კუ­ლა­ცი­ის წი­ნა­აღ­მდეგ მთელ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და არა მარ­ტო სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა უნდა აღი­მაღ­ლონ ხმა.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?

მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"

მიხეილ მუმლაძე: "სომეხი მეცნიერის მტკიცებით, მცხეთის არმაზი თურმე სომხეთის მთავარი არსენალი ყოფილა"

ფილოლოგი, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და იუსტიციის ვიცე-პოლკოვნიკი მიხეილ მუმლაძე ქართველი საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე გვესაუბრება:

- საქართველოდან მოქალაქეების მასობრივი ემიგრირების პროცესი 1990-იანი წლებიდან დაიწყო, ბოლო წლებში კი ეს პროცესი კიდევ უფრო გაძლიერდა. ადამიანები უცხოეთში, ძირითადად, თავის გადასარჩენად მიდიან. ამჟამად მილიონ-ნახევარზე მეტი ქართველია ემიგრირებული. თუ საბჭოთა პერიოდში რუსეთში 60 000 ქართველი ცხოვ­რობდა, ახლა მათი რიცხვი 600 ათასზე მეტია. 20 წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში რამდენიმე ასეული ქართველი თუ ცხოვრობდა, დღეს კი იქ ემიგრანტთა რიცხვმა 200 ათასს მიაღწია. და თუ ცხოვრება ასე გაგრძელდა, ემიგრაციის ტალღა არ შენელდება.

ჩემი ოჯახის მაგალითზე შემიძლია გითხრათ: ჩემი მეუღლე, ქეთევან იაკობიძე 13 წელია, ამერიკის შეერთებულ შტატებშია. საქართველოში მცირე ხნით ჩამოვიდა, მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობა მიიღო. როცა ჩემი მეუღლე ამერიკაში წავიდა, ყველას გაუკვირდა, რადგან იმხანად იმერეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე ვიყავი. ემიგრაციაშია ჩემი ორივე ძმა: ნუკრი მუმლაძე რუსთავის მთავარი არქიტექტორი იყო, ახლა ამერიკის შეერთებულ შტატებშია. მეორე ძმა ივანე ესპანეთშია, ბარსელონაში. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უამრავი ჩემი ახლობელ-მეგობარია წასული უცხოეთში. ჩემი აზრით, ქართველი ემიგრანტების, დიასპორის პოტენციალს ქვეყანა სრულად ვერ იყენებს, ამიტომ უნდა შეიქმნას ემიგრანტთა კავშირები.

- რა უნდა იყოს ამ კავშირების დანიშნულება?

- ეს კავშირები აპოლიტიკური გაერთიანებები უნდა იყოს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდეს. უნდა შეიქმნას ამერიკის ქართველთა კავშირი, იტალიის ქართველთა კავშირი, რუსეთისა და ა.შ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყველაზე არაკვალიფიციური შრომის ანაზღაურება 3000 დოლარია! თუმცა, ამგვარი ანაზღაურება ყველგან, ცხადია, არ არის. თურქეთში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე, ძირითადად, სამეგრელოს, იმერეთის, გურიის სოფლებიდან წასულები, თვეში 150 დოლარს იღებენ. ქართული საქმისთვის, პირველ ეტაპზე, ემიგრანტთა დახმარებით, შეიძლება სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამმუშავებელი მცირე საწარმოების შექმნა, ისინი მზა პროდუქციის უცხოურ ბაზრებზე რეალიზებასაც უკეთ შეძლებენ. ეს ხელს შეუწყობს მოსახლეობის ადგილზე დამაგრებას, ქვეყნიდან მასობრივი ემიგრაციის მასშტაბის შემცირებას.

რაც შეეხება ემიგრანტებს, მათი საკმაო ნაწილი სამშობლოში, სავარაუდოდ, აღარ დაბრუნდება და შეუძლიათ უცხოეთში შექმნან ძლიერი სათვისტომოები. ადრე ამგვარი სათვისტომოები მხოლოდ საფრანგეთსა და რუსეთში იყო. თუმცა, ახლა რამდენიმე ბიზნესმენმა რუსეთში ქართული სკოლები და საბავშვო ბაღები გახსნა. ჩემი ძმა ამერიკაში გამოსცემდა გაზეთ "ერთობას", სამწუხაროდ, დღეს ამ გაზეთის გამოცემა შეჩერებულია. საბერძნეთში მოქმედებს "ქართული ცენტრი". ემიგრანტებმა ჯერ ადგილზე, იქაური ქართველების პრობლემები უნდა მოაგვარონ და შემდეგ აქაურ ქართველობასაც დაეხმარონ. ემიგრაციის პრობლემის გადასაჭრელად, მეტი ყურადღება უნდა ექცეოდეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულ და დღევანდელ ურთიერთობას სხვადასხვა სახელმწიფოსთან.

როგორ გაიცა ბათუმში დაბა აზიზიეში მეჩეთის მშენებლობის ნებართვა?

"იერუსალიმში ქართველთა­ სალოცავები სომხებმა და ფრანგებმა მიიტაცეს"

- თურქეთში ქართული ტაძრების რეს­ტავრირების საკითხმა საზოგადოებას ქართულ-თურქული ურთიერთობების არაერთ ასპექტზე მიაპყრობინა ყურადღება. ამ თვალსაზრისით მეტად საინტერესოა წარმოშობით ქართველის, ამჟამად სტამბოლის ვიცე-მერის მრჩევლის ალი რიზა ალთუნელის ნაშრომი "საქართველო და ქართველები ოსმალურ საარქივო დოკუმენტებში", რომელიც სტამბოლში ახლახან, 2012 წელს გამოიცა. აქ მეტად საინტერესო მასალაა ბათუმში, დაბა აზიზიეში მეჩეთის მშენებლობის თაობაზე; ეს ის მეჩეთია, რომლის ირგვლივაც განვითარებული მოვლენები ახლახან ჩვენი საზოგადოების ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა. აქ წარმოდგენილია დოკუმენტი "ბათუმში, დაბა აზიზიეში ახალდაარსებულ მეჩეთის მშენებლობის ნებართვის მიცემის შესახებ", რომელშიც ნათქვამია: "ბათუმში ახალ დაარსებულ დაბაში, ფადიშაჰის ბრძანებით, 81000 ყურუშის ღირებულების მეჩეთის მშენებლობის უზრუნველყოფისთვის ხალხის მიერ შეგროვებული 6000 ყურუშის გარდა მშენებლობის დასაწყებად 85 ათასი ყურუში დაიხარჯა... ამავე დროს, ფინანსური თვალსაზრისით საჭირო ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გადაეცემა ფინანსთა სამინისტროს. ამ საკითხთან დაკავშირებით როგორიც იქნება უმაღლესი ნება, იმის მიხედვით წარმოგიდგენთ ამ განცხადებას". წერილი 1867 წლის 1-ლი მაისით არის დათარიღებული. ჩანს, რომ ამ მეჩეთის მშენებლობა თურქეთის ტრაპიზონის ვალის (რწმუნებულის), სხვა მაღალი თანამდებობის პირების აქტიური ჩარევით განხორციელდა... ამავე გამოცემაში წარმოდგენილია მეტად საინტერესო დოკუმენტი - "სულთანთან წარდგენილი საჩივარი ფრანგებისა და სომხების მიერ იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავების მიტაცებასთან დაკავშირებით". აქ საუბარია, რომ "გურიისა და იმერეთის მთავრების, ელჩების ცნობით, იერუსალიმში არსებული ქართველთა სალოცავები, რომლებიც უძველესი დროიდან მათ საკუთრებაში იყო, ფრანგებმა და სომხებმა მიიტაცეს". ბრძანებაში ნათქვამია, რომ მხო­ლოდ თავდაპირველ მფლობელებს უნდა მი­ეცეთ საშუალება, მოილოცონ ეს ადგილები.

"მცხეთის არმაზი სომხების მთავარი არსენალი ყოფილა?"

- სომეხი მეცნიერის, სურენ აივაზიანის ნაშრომს "სომხეთის ისტორიული რუკები" მიმოიხილავს ისტორიკოსი თედო დონდუა ("საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტომი მეორე"). აივაზიანი ამტკიცებს, რომ "არმენია" თავისი დიდების დღეებში აკონტროლებდა ირანს, პონტოს, კაბადოკიას, სომხურ არმიებს ალყაში ჰყავდათ ათენი, მათი გემები სერავდნენ ეგეოსის და ხმელთაშუა ზღვებს... სწორედ ამგვარი ისტორიისთვის შეადგინა რუკები მეცნიერმა.

თურმე, სომხები თავდაპირველად ისტორიული კოლხეთისა და იბერიის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ (რატომღაც ავტორი არაფრად მიიჩნევს ძველბერძნულ და რომაულ წყაროებს, რუკებს). მაშ, საიდან მოვიდნენ ქართველები? ისინი, თურმე, სომხეთის მეფეს, ტიგრან პირველს გადმოუსახლებია ესპანეთიდან სომხურ პროვინცია ვირქში დედაქალაქით "ტეპლიცე"(ალბათ, თბილისი იგულისხმება). ქართველებს შეუქმნიათ ცენტრალური ხელისუფლება, რომელიც ქალაქ შორაპნიდან იმართებოდა დადიანების მიერ.

და კიდევ - ჰიქსოსებიც და არიელებიც სომხურად საუბრობდნენ. სომხებს მსოფლიო ცივილიზაციისთვის უჩუქებიათ ცხენი და ანბანი. ურარტუული ლურსმნული წარწერები სომხურია. ურარტუს დიდი მეფეები სომეხ-რუსები არიან (ალბათ, სომხეთიდან რომ გადასახლდნენ ჩრდილოეთში რუსები, მას შემდეგ გაუღიავდათ თმისა და კანის ფერი). მცხეთის არმაზი თურმე სომხების მთავარი არსენალი ყოფილა. მოკლედ, ლამის მთელი მსოფლიო სომხეთი ყოფილა! ცხადია, ამგვარი თემებით მანიპულირების, სპეკულაციის წინააღმდეგ მთელმა საზოგადოებამ და არა მარტო სპეციალისტებმა უნდა აღიმაღლონ ხმა.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"