სამართალი

29

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:53-ზე, მთვარე ქალწულშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. ნუ დალევთ ლუდს, ბევრ წყალს, რძეს. მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. არ არის რეკომენდებული ფულის გასესხება ან ვალის აღება. არ გადაიღალოთ, არ დარჩეთ სამსახურში გვიანობამდე. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
კონფლიქტები
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ბედი ეწია "პატრიოტის" ფორმების შემქმნელ ბიზნესმენს
რა ბედი ეწია "პატრიოტის" ფორმების შემქმნელ ბიზნესმენს

შვე­ი­ცა­რი­ა­ში იძუ­ლე­ბით გა­დახ­ვე­წილ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა და­ვით ბე­გი­აშ­ვილ­მა ცოტა ხნის წინ გა­მო­აქ­ვეყ­ნა სია იმ 145 ბიზ­ნეს­მე­ნი­სა, რომ­ლე­ბიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის ხარ­კის გა­და­უხ­დე­ლო­ბის გამო და­ა­პა­ტიმ­რეს. მათ შო­რის არის ბიზ­ნეს­მე­ნი გია პა­ი­ჭა­ძეც, რო­მელ­მაც 2005 წელს კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­ი­მარ­ჯვა და მის­მა ფირ­მამ ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბის­თვის ე.წ. "პატ­რი­ო­ტის" ფორ­მე­ბი და­ამ­ზა­და.

ენდი და­ნე­ლია-პა­ი­ჭა­ძე, ბიზ­ნეს­მე­ნის მე­უღ­ლე: - ჩემი მე­უღ­ლე, გია პა­ი­ჭა­ძე შპს "მა­რი­ა­მი­სა" და "მა­რის" დი­რექ­ტო­რი გახ­ლდათ. იგი 2011 წლის 3 აგ­ვის­ტოს და­ა­კა­ვეს ყალ­ბი ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბის­თვის და 210-ე მუხ­ლი წა­უ­ყე­ნეს. ერთი ადა­მი­ა­ნის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ი­ჭი­რეს 70 კაცი, მაგ­რამ ამ­ჟა­მად მხო­ლოდ გია იხ­დის სას­ჯელს. ის უკა­ნო­ნო პა­ტი­მა­რია, რო­მელ­საც 10 წლით აღუკ­ვე­თეს თა­ვი­სუფ­ლე­ბა. დღემ­დე ამა­ოდ ვე­ლო­დე­ბით გა­მა­მარ­თლე­ბელ გა­ნა­ჩენს. მის სა­კითხს არც იხი­ლა­ვენ, იბა­რე­ბენ სა­სა­მარ­თლო პრო­ცეს­ზე და მარ­ტო სა­ხელ­სა და გვარს ეკი­თხე­ბი­ან, საქ­მე­ზე - არა­ფერს. გიამ ისე გა­ნი­ცა­და ეს ამ­ბა­ვი, რომ ნერ­ვი­უ­ლო­ბი­სა­გან დი­ა­ბე­ტით და­ა­ვად­და. მას აღი­ა­რე­ბი­თი ჩვე­ნე­ბა გა­მოს­ძა­ლეს - 6 კაცი ადგა თავს და ისე მო­ა­წე­რი­ნეს ჩვე­ნე­ბა­ზე ხელი. გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სას გიამ აღი­ა­რა, რომ 2005 წელს, "პატ­რი­ო­ტის" ფორ­მებ­ზე გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­ში გა­მარ­ჯვე­ბის სა­ნაც­ვლოდ, მან კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს გა­დას­ცა 200 ათა­სი დო­ლა­რი. არ ვიცი, რა ხელი ჰქონ­და ვარ­ძე­ლაშ­ვილს ამ საქ­მე­ში, მაგ­რამ მის გა­რე­შე ტენ­დერს ვე­რა­ვინ მო­ი­გებ­და. გია მის­მა პარტნი­ორ­მა გივი ქურ­ხულ­მა და­ა­კავ­ში­რა ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს. ორი­ვემ ერ­თად თურ­ქეთ­ში, სტამ­ბო­ლის ერთ-ერთ სას­ტუმ­რო­ში გა­დას­ცა ვარ­ძე­ლაშ­ვილს 200.000 დო­ლა­რი. ეს იცის გა­მო­ძი­ე­ბამ, ამას ყვე­ლა პრო­ცეს­ზე ამ­ბობს გია, მაგ­რამ მას შემ­დეგ დიდი დრო გა­ვი­და და და­დას­ტუ­რე­ბა ჭირს. 70 ბიზ­ნეს­მე­ნი­დან სას­ჯელს მხო­ლოდ გია იხ­დის და ეს იმის გამო, რომ მან ხელი მი­ნისტრს და­ა­დო.

ქრის­ტი­ნე ჩხიკ­ვა­ძე, გია პა­ი­ჭა­ძის ად­ვო­კა­ტი: - გახ­სოვთ, იყო ასე­თი პროგ­რა­მა - "პრე­ზი­დენ­ტის სა­ჩუ­ქა­რი ბავ­შვებს". სპორ­ტის დე­პარ­ტა­მენ­ტმა გა­მო­ა­ცხა­და ტენ­დე­რი, რო­მე­ლიც გია პა­ი­ჭა­ძის ფირ­მა "მა­რი­ამ­მა" მო­ი­გო და შე­კე­რა ფორ­მე­ბი. თუმ­ცა ედა­ვე­ბი­ან, რომ ყალ­ბი სა­ბუ­თე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე შე­ას­რუ­ლა შეკ­ვე­თა. გიამ ქსო­ვი­ლი თურ­ქე­თი­დან ჩა­მო­ი­ტა­ნა, ფორ­მე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლი კი შე­ი­კე­რა ლე­სე­ლი­ძის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე სა­მო­დე­ლო სახ­ლში. გიას კომ­პა­ნი­ო­ნი გივი ქურ­ხუ­ლი თაღ­ლი­თი აღ­მოჩ­ნდა. ის ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში თით­ქმის არ­სად ფი­გუ­რი­რებს, რად­გან გია იყო ფირ­მე­ბის დი­რექ­ტო­რი. რო­დე­საც დად­გა სა­კი­თხი, სად შე­კე­რი­ლი­ყო პრო­დუქ­ცია, ქურ­ხულ­მა პა­ი­ჭა­ძეს­თან ერ­თად მი­მარ­თა მო­დე­ლე­ბის სახ­ლის დამ­ფუძ­ნე­ბელ მა­ნა­გა­ძეს, რო­მელ­მაც ისი­ნი ბუ­ღალ­ტერ მაია ბოლ­ქვა­ძეს­თან და­ა­კავ­ში­რა, სწო­რედ მაია ბოლ­ქვა­ძის ჩვე­ნე­ბის სა­ფუძ­ველ­ზეც და­ა­კის­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა 70-მდე ბიზ­ნეს­მენს. ეს ქალი ბეჭ­დავ­და ყალბ ან­გა­რიშფაქ­ტუ­რებს, რო­მელ­საც ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ვი­თომ ყი­დუ­ლობ­დნენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხდე­ბო­და იმის­თვის, რომ მო­გე­ბა ყო­ფი­ლი­ყო მეტი. ვი­ნა­ი­დან გია პა­ი­ჭა­ძემ მი­ი­ღო ყალ­ბი ან­გა­რიშფაქ­ტუ­რა, დღგ ჩა­ით­ვა­ლა უკა­ნო­ნოდ. გია ამ­ბობს, მე მი­ვი­ღე შე­კე­რი­ლი სა­ქო­ნე­ლი და ან­გა­რიშფაქ­ტუ­რა, რა­ზეც მო­ვა­წე­რე ხელი, მაგ­რამ, რა თქმა უნდა, არ ვი­ცო­დი, ყალ­ბი თუ იყოო. ან­გა­რიშფაქ­ტუ­რე­ბის გა­ყალ­ბე­ბა და მო­გე­ბის მი­ღე­ბა მათ სჭირ­დე­ბო­დათ, ვინც პა­ი­ჭა­ძის გა­რე­შე აკე­თებ­და ამ ყვე­ლა­ფერს. ლა­პა­რა­კია 18 ან­გა­რიშფაქ­ტუ­რა­ზე. ეს ჯგუ­ფუ­რი და­ნა­შა­უ­ლია, მაგ­რამ მხო­ლოდ პა­ი­ჭა­ძეს და­ა­კის­რეს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად ყვე­ლა ადა­მი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, ვინც ამ საქ­მეს­თან იყო და­კავ­ში­რე­ბუ­ლი, მაგ­რამ გა­მო­ძი­ე­ბას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის შემ­დეგ გა­უშ­ვეს. ბუ­ღალ­ტე­რი მაია ბოლ­ქვა­ძე კი ამ­ჟა­მად პი­რო­ბით სას­ჯელს სულ სხვა და­ნა­შა­უ­ლის­თვის იხ­დის - ასე­თია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი­სად­მი. რო­გორც გია ამ­ბობს, იმი­სათ­ვის, რომ ტენ­დერ­ში მე-4-მე-5 ად­გილ­ზე გა­სუ­ლი­ყო, 200 000 უნდა გა­და­ე­ხა­და, ქრთა­მით კი პირ­ველ ად­გილ­ზე გა­და­ნაც­ვლე­ბაც შე­იძ­ლე­ბო­და. რო­დე­საც პა­ი­ჭა­ძემ ხელი და­ა­დო მი­ნისტრს, მო­სა­მარ­თლემ თქვა, ეს არ არის ჩემი გან­ხილ­ვის სა­გა­ნი, პრო­კუ­რა­ტუ­რას მი­მარ­თე­თო. გენპ­რო­კუ­რა­ტუ­რამ კი ჩვე­ნი სა­ჩი­ვა­რი გა­და­უგ­ზავ­ნა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის დე­პარ­ტა­მენტს, სა­ი­და­ნაც პა­სუ­ხი დღემ­დე არ მიგ­ვი­ღია. სა­ჩი­ვა­რი და­იბ­ლო­კა, რად­გან მას­ში მი­ნის­ტრი ფი­გუ­რი­რებს. პა­ი­ჭა­ძეს 10 წელი მი­უ­სა­ჯეს, და­ნარ­ჩე­ნი 70 კაცი კი გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. გიას საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბაც შეს­თა­ვა­ზეს და რად­გან მან გა­რი­გე­ბა­ზე უარი თქვა, და­ე­მუქრნენ, საპ­რო­ცე­სოს თუ არ გა­ა­ფორ­მებ, 5 წელს კი­დევ და­გი­მა­ტებ­თო. ეს ადა­მი­ა­ნი თავს უდა­ნა­შა­უ­ლოდ მი­იჩ­ნევს. არა­და, საპ­რო­ცე­სო გა­რი­გე­ბა­ზე რომ წა­სუ­ლი­ყო, გიას ერთი წე­ლი­ღა დარ­ჩე­ბო­და მო­სახ­დე­ლი. ამას­თა­ნა­ვე, ამ საქ­მე­ში მთა­ვა­რი მო­ნა­წი­ლე არის გივი ქურ­ხუ­ლი, რო­მელ­ზეც ძებ­ნაა გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი. მის საქ­მეს და­უს­წრებ­ლად იხი­ლა­ვენ, ჯერ­ჯე­რო­ბით პრო­ცე­სი გა­და­დე­ბუ­ლია - ალ­ბათ, არ­ჩევ­ნე­ბის ჩავ­ლას ელო­დე­ბი­ან. პა­ი­ჭა­ძის საქ­მეს მო­სა­მარ­თლე­ე­ბი - ჩე­მია და თეთ­რა­უ­ლი იხი­ლავ­დნენ.

P.S: ვცა­დეთ სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდულ საქ­მე­თა მი­ნის­ტრ ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბა, მაგ­რამ ვი­ნა­ი­დან რეს­პონ­დენ­ტი მი­უწ­ვდო­მე­ლი აღ­მოჩ­ნდა, მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნელს, ვანო მა­ი­სუ­რა­ძეს და­ვუ­კავ­შირ­დით. ის სა­კი­თხის გარ­კვე­ვას დაგვპირ­და და მოკ­ლე ხან­ში გვი­პა­სუ­ხა კი­დეც:

- ბა­ტო­ნი ლადო აღ­ნიშ­ნულ ბრალ­დე­ბას არ ადას­ტუ­რებს. იგი ამ­ბობს, რომ ასე­თი გვარ-სა­ხე­ლის პი­როვ­ნე­ბებს არ იც­ნობს. მათ სა­მი­ნის­ტროს მიერ გა­მო­ცხა­დე­ბულ ტენ­დერ­თან კავ­ში­რი არ ჰქო­ნი­ათ. ახლა დროა ისე­თი, რაც შე­იძ­ლე­ბა ხმა­მა­ღა­ლი ბრალ­დე­ბე­ბი უნდა წა­უ­ყე­ნო ადა­მი­ა­ნებს. მი­ნის­ტრი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ ასეთ ფირ­მას­თან და ამ ადა­მი­ა­ნებ­თან შე­ხე­ბა არ ჰქო­ნია(?!).

თეა მეს­ხი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გამარჯვება პირველივე წუთებზე - ილია თოფურიამ ოლივიერა ნოკაუტში ჩააგდო და ჩემპიონი გახდა

რა ბედი ეწია "პატრიოტის" ფორმების შემქმნელ ბიზნესმენს

რა ბედი ეწია "პატრიოტის" ფორმების შემქმნელ ბიზნესმენს

შვეიცარიაში იძულებით გადახვეწილმა ბიზნესმენმა დავით ბეგიაშვილმა ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნა სია იმ 145 ბიზნესმენისა, რომლებიც სააკაშვილისთვის ხარკის გადაუხდელობის გამო დააპატიმრეს. მათ შორის არის ბიზნესმენი გია პაიჭაძეც, რომელმაც 2005 წელს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და მისმა ფირმამ ქართველი ახალგაზრდებისთვის ე.წ. "პატრიოტის" ფორმები დაამზადა.

ენდი დანელია-პაიჭაძე, ბიზნესმენის მეუღლე: - ჩემი მეუღლე, გია პაიჭაძე შპს "მარიამისა" და "მარის" დირექტორი გახლდათ. იგი 2011 წლის 3 აგვისტოს დააკავეს ყალბი ანგარიშფაქტურების გამოყენებისთვის და 210-ე მუხლი წაუყენეს. ერთი ადამიანის ჩვენების საფუძველზე დაიჭირეს 70 კაცი, მაგრამ ამჟამად მხოლოდ გია იხდის სასჯელს. ის უკანონო პატიმარია, რომელსაც 10 წლით აღუკვეთეს თავისუფლება. დღემდე ამაოდ ველოდებით გამამართლებელ განაჩენს. მის საკითხს არც იხილავენ, იბარებენ სასამართლო პროცესზე და მარტო სახელსა და გვარს ეკითხებიან, საქმეზე - არაფერს. გიამ ისე განიცადა ეს ამბავი, რომ ნერვიულობისაგან დიაბეტით დაავადდა. მას აღიარებითი ჩვენება გამოსძალეს - 6 კაცი ადგა თავს და ისე მოაწერინეს ჩვენებაზე ხელი. გამოძიებასთან თანამშრომლობისას გიამ აღიარა, რომ 2005 წელს, "პატრიოტის" ფორმებზე გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვების სანაცვლოდ, მან კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლადო ვარძელაშვილს გადასცა 200 ათასი დოლარი. არ ვიცი, რა ხელი ჰქონდა ვარძელაშვილს ამ საქმეში, მაგრამ მის გარეშე ტენდერს ვერავინ მოიგებდა. გია მისმა პარტნიორმა გივი ქურხულმა დააკავშირა ლადო ვარძელაშვილს. ორივემ ერთად თურქეთში, სტამბოლის ერთ-ერთ სასტუმროში გადასცა ვარძელაშვილს 200.000 დოლარი. ეს იცის გამოძიებამ, ამას ყველა პროცესზე ამბობს გია, მაგრამ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა და დადასტურება ჭირს. 70 ბიზნესმენიდან სასჯელს მხოლოდ გია იხდის და ეს იმის გამო, რომ მან ხელი მინისტრს დაადო.

ქრისტინე ჩხიკვაძე, გია პაიჭაძის ადვოკატი: - გახსოვთ, იყო ასეთი პროგრამა - "პრეზიდენტის საჩუქარი ბავშვებს". სპორტის დეპარტამენტმა გამოაცხადა ტენდერი, რომელიც გია პაიჭაძის ფირმა "მარიამმა" მოიგო და შეკერა ფორმები. თუმცა ედავებიან, რომ ყალბი საბუთების საფუძველზე შეასრულა შეკვეთა. გიამ ქსოვილი თურქეთიდან ჩამოიტანა, ფორმების ძირითადი ნაწილი კი შეიკერა ლესელიძის ქუჩაზე მდებარე სამოდელო სახლში. გიას კომპანიონი გივი ქურხული თაღლითი აღმოჩნდა. ის ოფიციალურ დოკუმენტებში თითქმის არსად ფიგურირებს, რადგან გია იყო ფირმების დირექტორი. როდესაც დადგა საკითხი, სად შეკერილიყო პროდუქცია, ქურხულმა პაიჭაძესთან ერთად მიმართა მოდელების სახლის დამფუძნებელ მანაგაძეს, რომელმაც ისინი ბუღალტერ მაია ბოლქვაძესთან დააკავშირა, სწორედ მაია ბოლქვაძის ჩვენების საფუძველზეც დააკისრეს პასუხისმგებლობა 70-მდე ბიზნესმენს. ეს ქალი ბეჭდავდა ყალბ ანგარიშფაქტურებს, რომელსაც ბიზნესმენები ვითომ ყიდულობდნენ. ეს ყველაფერი ხდებოდა იმისთვის, რომ მოგება ყოფილიყო მეტი. ვინაიდან გია პაიჭაძემ მიიღო ყალბი ანგარიშფაქტურა, დღგ ჩაითვალა უკანონოდ. გია ამბობს, მე მივიღე შეკერილი საქონელი და ანგარიშფაქტურა, რაზეც მოვაწერე ხელი, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, ყალბი თუ იყოო. ანგარიშფაქტურების გაყალბება და მოგების მიღება მათ სჭირდებოდათ, ვინც პაიჭაძის გარეშე აკეთებდა ამ ყველაფერს. ლაპარაკია 18 ანგარიშფაქტურაზე. ეს ჯგუფური დანაშაულია, მაგრამ მხოლოდ პაიჭაძეს დააკისრეს პასუხისმგებლობა. თავდაპირველად ყველა ადამიანი დააკავეს, ვინც ამ საქმესთან იყო დაკავშირებული, მაგრამ გამოძიებასთან თანამშრომლობის შემდეგ გაუშვეს. ბუღალტერი მაია ბოლქვაძე კი ამჟამად პირობით სასჯელს სულ სხვა დანაშაულისთვის იხდის - ასეთია ხელისუფლების დამოკიდებულება ბიზნესმენებისადმი. როგორც გია ამბობს, იმისათვის, რომ ტენდერში მე-4-მე-5 ადგილზე გასულიყო, 200 000 უნდა გადაეხადა, ქრთამით კი პირველ ადგილზე გადანაცვლებაც შეიძლებოდა. როდესაც პაიჭაძემ ხელი დაადო მინისტრს, მოსამართლემ თქვა, ეს არ არის ჩემი განხილვის საგანი, პროკურატურას მიმართეთო. გენპროკურატურამ კი ჩვენი საჩივარი გადაუგზავნა სასჯელაღსრულების დეპარტამენტს, საიდანაც პასუხი დღემდე არ მიგვიღია. საჩივარი დაიბლოკა, რადგან მასში მინისტრი ფიგურირებს. პაიჭაძეს 10 წელი მიუსაჯეს, დანარჩენი 70 კაცი კი გაათავისუფლეს. გიას საპროცესო გარიგებაც შესთავაზეს და რადგან მან გარიგებაზე უარი თქვა, დაემუქრნენ, საპროცესოს თუ არ გააფორმებ, 5 წელს კიდევ დაგიმატებთო. ეს ადამიანი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. არადა, საპროცესო გარიგებაზე რომ წასულიყო, გიას ერთი წელიღა დარჩებოდა მოსახდელი. ამასთანავე, ამ საქმეში მთავარი მონაწილე არის გივი ქურხული, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. მის საქმეს დაუსწრებლად იხილავენ, ჯერჯერობით პროცესი გადადებულია - ალბათ, არჩევნების ჩავლას ელოდებიან. პაიჭაძის საქმეს მოსამართლეები - ჩემია და თეთრაული იხილავდნენ.

P.S: ვცადეთ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრ ლადო ვარძელაშვილთან დაკავშირება, მაგრამ ვინაიდან რესპონდენტი მიუწვდომელი აღმოჩნდა, მისი პრესსამსახურის წარმომადგენელს, ვანო მაისურაძეს დავუკავშირდით. ის საკითხის გარკვევას დაგვპირდა და მოკლე ხანში გვიპასუხა კიდეც:

- ბატონი ლადო აღნიშნულ ბრალდებას არ ადასტურებს. იგი ამბობს, რომ ასეთი გვარ-სახელის პიროვნებებს არ იცნობს. მათ სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერთან კავშირი არ ჰქონიათ. ახლა დროა ისეთი, რაც შეიძლება ხმამაღალი ბრალდებები უნდა წაუყენო ადამიანებს. მინისტრი ირწმუნება, რომ ასეთ ფირმასთან და ამ ადამიანებთან შეხება არ ჰქონია(?!).

თეა მესხი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"