პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრიწყაროს სასამართლომ N23 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა
თეთრიწყაროს სასამართლომ N23 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ და­აკ­მა­ყო­ფი­ლა "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" თეთ­რი­წყა­როს მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტის, და­ვით ბეჟუ­აშ­ვი­ლის სარ­ჩე­ლი. ბეჟუ­აშ­ვი­ლი ქო­სა­ლა­რის N23 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­დე­გე­ბის ბა­თი­ლად ცნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით თეთ­რი­წყა­როს N26 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის გა­უქ­მე­ბას ითხოვ­და.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, მო­სა­მარ­თლემ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა ად­ვო­კა­ტე­ბის და­უს­წრებ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, რად­გან არც ერთი მხა­რის ად­ვო­კა­ტი პრო­ცეს­ზე არ გა­მო­ცხად­და.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის" კო­რეს­პონ­დენ­ტი იუ­წყე­ბა, მო­სა­მარ­თლის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ხმა­უ­რი მოჰ­ყვა თეთ­რი­წყა­როს სა­სა­მარ­თლოს წინ შეკ­რე­ბი­ლი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტე­ბის მხრი­დან.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­მა გზა გა­და­უ­ღო­ბეს სა­სა­მარ­თლოს­კენ მი­მა­ვალ შავი ფე­რის "ჯიპს" და არ აძ­ლევ­დნენ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. ასე­ვე, შე­ლა­პა­რა­კე­ბა მოხ­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ტი­ვის­ტებ­სა და იუ­რის­ტებს შო­რი­საც. ისი­ნი ერ­თმა­ნეთ­ში არ­კვევ­დნენ, თუ რო­გორ მოხ­და, რომ პრო­ცესს არ ეს­წრე­ბო­და ად­ვო­კა­ტი.

დღეს­ვე თეთ­რი­წყა­როს რა­ი­ო­ნულ სა­სა­მარ­თლო­ში ჩა­ტარ­დე­ბა მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი. კერ­ძოდ, სარ­ჩე­ლი აქვს შე­ტა­ნი­ლი "კახა კუ­კა­ვა - თა­ვი­სუ­ფალ სა­ქარ­თვე­ლოს". "თა­ვი­სუ­ფა­ლი სა­ქარ­თვე­ლო" მო­ი­თხოვს კო­დის N40 სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნის შე­დე­გე­ბის გა­უქ­მე­ბას. მო­პა­სუ­ხე მხა­რედ წარ­მოდ­გე­ნი­ლია თეთ­რი­წყა­როს N26 სა­ოლ­ქო-სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სია, ხოლო მე­სა­მე მხა­რეს წარ­მო­ად­გენს ლალი აფ­ცი­ა­უ­რი და შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

თეთრიწყაროს სასამართლომ N23 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს სასამართლომ N23 საარჩევნო უბანთან დაკავშირებით დავით ბეჟუაშვილის სარჩელი დააკმაყოფილა

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით ბეჟუაშვილის სარჩელი. ბეჟუაშვილი ქოსალარის N23 საარჩევნო უბნის შედეგების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით თეთრიწყაროს N26 საოლქო-საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

ოფიციალური ინფორმაციით, მოსამართლემ გადაწყვეტილება ადვოკატების დაუსწრებლად გამოაცხადა, რადგან არც ერთი მხარის ადვოკატი პროცესზე არ გამოცხადდა.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა თეთრიწყაროს სასამართლოს წინ შეკრებილი "ქართული ოცნების" აქტივისტების მხრიდან.

"ქართული ოცნების" აქტივისტებმა გზა გადაუღობეს სასამართლოსკენ მიმავალ შავი ფერის "ჯიპს" და არ აძლევდნენ გადაადგილების საშუალებას. ასევე, შელაპარაკება მოხდა "ქართული ოცნების" აქტივისტებსა და იურისტებს შორისაც. ისინი ერთმანეთში არკვევდნენ, თუ როგორ მოხდა, რომ პროცესს არ ესწრებოდა ადვოკატი.

დღესვე თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში ჩატარდება მორიგი სასამართლო პროცესი. კერძოდ, სარჩელი აქვს შეტანილი "კახა კუკავა - თავისუფალ საქართველოს". "თავისუფალი საქართველო" მოითხოვს კოდის N40 საარჩევნო უბნის შედეგების გაუქმებას. მოპასუხე მხარედ წარმოდგენილია თეთრიწყაროს N26 საოლქო-საარჩევნო კომისია, ხოლო მესამე მხარეს წარმოადგენს ლალი აფციაური და შალვა ხაჭაპურიძე.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ