პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა
"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

რუ­სულ­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლე­ბის მოწ­ვე­ვის სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის თავ­დაც­ვი­სა და უშიშ­რო­ე­ბის კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის გივი თარ­გა­მა­ძი­სა და რუ­სე­თის "მე­მარ­ცხე­ნე ფრონ­ტის" ლი­დე­რის სერ­გეი უდალ­ცო­ვის შეხ­ვედ­რის ამ­სახ­ვე­ლი ფა­რუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­ავ­რცე­ლა.

ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი ნაჩ­ვე­ნე­ბია ფილმში - "ანა­ტო­მია 2", რო­მე­ლიც მოს­კოვ­ში რუ­სე­თის ოპო­ზი­ცი­ის აქ­ცი­ებს ეძღვნე­ბა.

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, "ენ-ტე-ვეს" ეთერ­ში გა­სუ­ლი ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით, გივი თარ­გა­მა­ძე­სა და სერ­გეი უდალ­ცოვს რუ­სეთ­ში რე­ვო­ლუ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბა სურთ. მისი მი­ხედ­ვით, რე­ვო­ლუ­ცია შე­საძ­ლოა, კა­ლი­ნინ­გრად­ში და­ი­წყოს, სა­დაც რუ­სე­თი და­მა­ტე­ბით ჯა­რებს ვერ გა­და­ის­ვრის, რად­გან ამის გა­კე­თე­ბა ნატო-ს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის ტე­რი­ტო­რი­ის გავ­ლით მო­უ­წევს.

"ენ-ტე-ვეს" მტკი­ცე­ბით, სერ­გეი უდალ­ცო­ვი "ქარ­თვე­ლი კუ­რა­ტო­რე­ბის­გან ძა­ლის­მი­ე­რი აქ­ცი­ე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბის­თვის თვე­ში 35 ათას დო­ლარს იღებს და ეს მხო­ლოდ და­სა­წყი­სია".

ფილ­მის მი­ხედ­ვით, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ლა­მის მთე­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რად გან­წყო­ბი­ლი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი და ბლო­გე­რე­ბი არი­ან და­კავ­ში­რე­ბულ­ნი - ალექ­სეი ვე­ნე­დიქ­ტო­ვი, ევ­გე­ნია ალ­ბა­ცი, მი­ხე­ილ კო­ზი­რე­ვი და რუს­ტამ ადა­გა­მო­ვი.

ფილ­მის ავ­ტო­რე­ბის მტკი­ცე­ბით, ოპო­ზი­ცი­ის მხარ­და­სა­ჭე­რად და რე­ვო­ლუ­ცი­ის მო­სა­წყო­ბად ფი­ნან­სე­ბის გა­ღე­ბის­თვის მზად არის "მოს­კო­ვის ბან­კის" ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი ან­დრეი ბო­რო­დი­ნი. "ანა­ტო­მია 2"-ის ავ­ტო­რებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ბო­რო­დი­ნიც და­ა­კავ­ში­რეს - მათი მტკი­ცე­ბით, ბო­რო­დი­ნი მზად არის, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვი­დეს, თუ ლონ­დონ­ში დარ­ჩე­ნა არ გა­მო­უ­ვა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

"ენ-ტე-ვემ" გივი თარგამაძისა და რუსი ოპოზიციონერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა

რუსულმა ტელეკომპანია "ენ-ტე-ვემ" 2008-2012 წლების მოწვევის საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძისა და რუსეთის "მემარცხენე ფრონტის" ლიდერის სერგეი უდალცოვის შეხვედრის ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერი გაავრცელა.

ვიდეოჩანაწერი ნაჩვენებია ფილმში - "ანატომია 2", რომელიც მოსკოვში რუსეთის ოპოზიციის აქციებს ეძღვნება.

რუსული მედიის ცნობით, "ენ-ტე-ვეს" ეთერში გასული ვიდეოჩანაწერის მიხედვით, გივი თარგამაძესა და სერგეი უდალცოვს რუსეთში რევოლუციის ორგანიზება სურთ. მისი მიხედვით, რევოლუცია შესაძლოა, კალინინგრადში დაიწყოს, სადაც რუსეთი დამატებით ჯარებს ვერ გადაისვრის, რადგან ამის გაკეთება ნატო-ს წევრი ქვეყნების ტერიტორიის გავლით მოუწევს.

"ენ-ტე-ვეს" მტკიცებით, სერგეი უდალცოვი "ქართველი კურატორებისგან ძალისმიერი აქციების ორგანიზებისთვის თვეში 35 ათას დოლარს იღებს და ეს მხოლოდ დასაწყისია".

ფილმის მიხედვით, საქართველოსთან ლამის მთელი ოპოზიციურად განწყობილი რუსი ჟურნალისტები და ბლოგერები არიან დაკავშირებულნი - ალექსეი ვენედიქტოვი, ევგენია ალბაცი, მიხეილ კოზირევი და რუსტამ ადაგამოვი.

ფილმის ავტორების მტკიცებით, ოპოზიციის მხარდასაჭერად და რევოლუციის მოსაწყობად ფინანსების გაღებისთვის მზად არის "მოსკოვის ბანკის" ყოფილი პრეზიდენტი ანდრეი ბოროდინი. "ანატომია 2"-ის ავტორებმა საქართველოსთან ბოროდინიც დააკავშირეს - მათი მტკიცებით, ბოროდინი მზად არის, საქართველოში საცხოვრებლად გადავიდეს, თუ ლონდონში დარჩენა არ გამოუვა.

იხილეთ ვიდეო

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა