პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?
ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?

ჩვე­ნი გა­ზე­თის 39-ე ნო­მერ­ში და­ი­ბეჭ­და სტა­ტია - "უტიფ­რო­ბი­სა და თავ­ხე­დო­ბის დე­მონ­სტრა­ცია" თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში", სა­დაც ამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი საბ­ჭოს სპი­კერ­მა, სრულ­მა პრო­ფე­სორ­მა რე­ჟი­სორ­მა გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა, საბ­ჭოს და­ნარ­ჩენ წევ­რებ­თან ერ­თად, 2012 წლის 23 აგ­ვის­ტოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი რექ­ტო­რის არ­ჩევ­ნებ­ში ბა­ტო­ნი ნოშ­რე­ვან ჩხა­ი­ძის გა­მარ­ჯვე­ბა გა­აპ­რო­ტეს­ტა და დო­კუ­მენ­ტუ­რად და­ა­სა­ბუ­თა, რომ ეს არ­ჩევ­ნე­ბი უკა­ნო­ნოდ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი წეს­დე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე ჩა­ტარ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენს კი­თხვა­ზე, ვინ შე­ი­მუ­შა­ვა აღ­ნიშ­ნუ­ლი წეს­დე­ბა, საკ­მა­ოდ ბუნ­დო­ვა­ნი პა­სუ­ხი მი­ვი­ღეთ თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის­გან.

გა­ზე­თის გა­მოს­ვლის შემ­დეგ დაგ­ვი­კავ­შირ­და თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, კი­ნომ­ცოდ­ნე და კი­ნოკ­რი­ტი­კო­სი ბა­ტო­ნი გოგი დო­ლი­ძე და აღ­შფო­თე­ბულ­მა გვი­თხრა, ამ­დე­ნი წე­ლი­წა­დია, კი­ნოს ის­ტო­რი­ას ვემ­სა­ხუ­რე­ბი, ამ უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ვას­წავ­ლი და კა­ნი­სა და ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი ან ნო­მი­ნან­ტი არა­ვინ მე­გუ­ლე­ბა ჩვენს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ასე­თი რამ რო­გორ და­ბეჭ­დე­თო? თუმ­ცა იქვე და­ურ­თო, ეს თქვე­ნი და­ნა­შა­უ­ლი არ არის, რეს­პონ­დენ­ტმა, - გუ­ლის­ხმობ­და ბა­ტონ გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილს, - შე­გიყ­ვა­ნათ შეც­დო­მა­ში, მაგ­რამ შეც­დო­მა აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ას­წო­როთ მომ­დევ­ნო ნო­მერ­შიო. აქვე მოგ­ვყავს ამო­ნა­რი­დი ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლის ინ­ტერ­ვი­უ­დან: "...ჰკი­თხეთ თუნ­დაც ნოშ­რე­ვან ჩხა­ი­ძეს, რო­მელ­მაც დო­კუ­მენ­ტუ­რი კი­ნოს სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი და­ამ­თავ­რა, რამ­დე­ნი ფილ­მი გა­და­ი­ღო? რო­დე­საც უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ას­წავ­ლი­ან კა­ნის "ოქ­როს პალ­მის რტოს" მფლო­ბე­ლე­ბი, ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ნო­მი­ნან­ტე­ბი..." სი­მარ­თლე გი­თხრათ, ბა­ტო­ნი გოგი დო­ლი­ძის­გან თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მომ­ხდარ კა­ნონ­დარ­ღვე­ვა­ზე უფრო ვე­ლო­დით აღ­შფო­თე­ბას, თო­რემ წლე­ბის წინ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ქარ­თუ­ლი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მის გა­მარ­ჯვე­ბა ისე­დაც საკ­მა­ოდ გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი ამ­ბა­ვია... ბა­ტონ გო­გის დავ­პირ­დით, რომ თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტეტ­ში მო­მუ­შა­ვე მსოფ­ლი­ოს კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლე­ბის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლე­ბი­სა და ნო­მი­ნან­ტე­ბის ამ­ბავს შე­ვა­მოწ­მებ­დით. ინ­ტერ­ნე­ტის ქარ­თუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო წყა­რო გვა­ტყო­ბი­ნებს, რომ "დიდი სა­ერ­თა­შო­რი­სო გა­მარ­ჯვე­ბა - "გრან-პრი" - "პალ­მის რტო" კა­ნის 37-ე სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვალ­ზე "მოკ­ლე­მეტ­რა­ჟი­ა­ნი ფილ­მის კა­ტე­გო­რი­ა­ში" მო­ი­პო­ვა ნა­ხატ­მა ფილმმა სა­ხელ­წო­დე­ბით "ჭირი", რომ­ლის დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი და სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძეა, რე­ჟი­სო­რი კი და­ვით თა­ყა­იშ­ვი­ლი". სამ­წუ­ხა­როდ, რე­ჟი­სო­რი და­ვით თა­ყა­იშ­ვი­ლი გარ­დაც­ვლი­ლია, ამი­ტომ და­ვუ­კავ­შირ­დით ფილ­მის სცე­ნა­რისტსა და მხატ­ვარს, რე­ჟი­სორ და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძეს:

- 1984 წელს დაგ­ვი­რე­კეს მოს­კო­ვი­დან, "გოს­კი­ნო­დან" - "საბ­ჭო­თა კავ­ში­რის კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფი­ის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­ტე­ტი­დან" და გვი­თხრეს, რომ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე, "მოკ­ლე­მეტ­რა­ჟია­ნი ფილ­მე­ბის" კა­ტე­გო­რი­ა­ში ერთ-ერთ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად ჩვე­ნი მულ­ტიპ­ლი­კა­ცი­უ­რი ფილ­მი - "ჭირი" და­ა­სა­ხე­ლეს. და­სარ­წმუ­ნებ­ლად შე­გიძ­ლი­ათ კა­ნის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ვებგ­ვერ­დზე ნა­ხოთ და მის არ­ქივ­ში, 1984 წლის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლებ­ში აუ­ცი­ლებ­ლად აღ­მო­ა­ჩენთ "ჭირს" და ინ­ფორ­მა­ცი­ას მის შე­მოქ­მე­დე­ბით ჯგუფ­ზე - დამ­დგმე­ლი რე­ჟი­სო­რი და­ვით თა­ყა­იშ­ვი­ლი, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი და დამ­დგმე­ლი მხატ­ვა­რი - მე, და­ვით სი­ხა­რუ­ლი­ძე, კომ­პო­ზი­ტო­რი თა­მაზ ბა­კუ­რა­ძე და ოპე­რა­ტო­რი ვი­ო­ლე­ტა კა­რო­სა­ნი­ძე. "პალ­მის რტო" - სიმ­ბო­ლო რა­ტომ­ღაც რუ­სეთ­ში დარ­ჩა, ჩვენ კი მხო­ლოდ დიპ­ლო­მი გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნეს, რო­მე­ლიც დათო თა­ყა­იშ­ვი­ლის, რო­მე­ლიც, სამ­წუ­ხა­როდ, გარ­დაც­ვლი­ლია, ოჯახ­ში ინა­ხე­ბა.

- ბა­ტო­ნო და­ვით, თქვენ სად მუ­შა­ობთ­ დღეს?

- ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი გახ­ლა­ვართ და შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტეტ­ზე ანი­მა­ცი­ის რე­ჟი­სუ­რას ვკი­თხუ­ლობ. დიპ­ლო­მან­ტე­ბიც მყავს და ამ სას­წავ­ლო წელს ახა­ლი ჯგუ­ფიც ავიყ­ვა­ნე.

რაც შე­ე­ხე­ბა ვე­ნე­ცი­ის კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ნო­მი­ნან­ტებს, ბა­ტონ­მა გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვილ­მა გვი­თხრა, რომ 2005 წელს, ვე­ნე­ცი­ის 62-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვალ­ზე ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი იყო ორი ქარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მი - "თუ­შუ­რი ხალ­ხუ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი" და ფილ­მი ფსი­ქი­ატ­რი­ულ სა­ა­ვად­მყო­ფო­ზე "და მა­ინც მარ­ტოა", რო­მელ­თა რე­ჟი­სო­რი თვი­თონ არის, სცე­ნა­რის ავ­ტო­რი კი - ასე­ვე თე­ატ­რი­სა და კი­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის ლექ­ტო­რი, ქალ­ბა­ტო­ნი თა­მარ ბარ­თა­ია. - ფეს­ტი­ვალ­ზე, მხატ­ვრუ­ლი ფილ­მე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად, ყო­ველ­წლი­უ­რად უჩ­ვე­ნე­ბენ ვი­დეო, დო­კუ­მენ­ტურ, ანი­მა­ცი­ურ და ახალ­გაზ­რდულ ფილ­მებს. ჩვე­ნე­ბამ­დე ფილ­მე­ბი გა­დი­ან უმ­კაც­რეს კონ­კურსს, ნო­მი­ნან­ტე­ბი კი ასო­ბით ფილ­მი­დან ერ­თე­უ­ლე­ბი ხდე­ბი­ან. ვე­ნე­ცი­ის 62-ე კი­ნო­ფეს­ტი­ვა­ლის ნო­მი­ნან­ტი ზე­მოთ და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი ორი­ვე ქარ­თუ­ლი ფილ­მი გახ­და. ერ­თსა და იმა­ვე დღეს ერ­თსა და იმა­ვე დარ­ბაზ­ში ერთი სა­ა­თის ინ­ტერ­ვა­ლით უჩ­ვე­ნეს დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მე­ბი თუ­შურ რი­ტუ­ა­ლებ­სა და გე­ნი­ა­ლურ სერ­ჯიო ლე­ო­ნე­ზე (რე­ჟი­სო­რი ჟუ­ლიო რე­ა­ლი). ჩვე­ნი ფილ­მე­ბის თე­მე­ბით და­ინ­ტე­რეს­და ისე­თი ცნო­ბი­ლი კი­ნო­კომ­პა­ნია, რო­გო­რიც არის "უორ­ნერ ბრა­ზერ­სი". ფილ­მე­ბი აჩ­ვე­ნეს ევ­რო­პის ბევრ ქვე­ყა­ნა­ში. ამის შემ­დეგ, სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, ყო­ველ­წლი­უ­რად იწ­ვევ­დნენ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გე­ნელს ვე­ნე­ცი­ა­ში, ფეს­ტი­ვა­ლის სა­ზე­ი­მო გახ­სნი­სა და და­ხურ­ვის ცე­რე­მო­ნი­ა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის, თუმ­ცა უსახ­სრო­ბის გამო გამ­გზავ­რე­ბა ერთხე­ლაც ვერ მო­ვა­ხერ­ხე­თო, - ამ­ბობს ბა­ტო­ნი გი­ორ­გი შა­ლუ­ტაშ­ვი­ლი.

ვფიქ­რობთ, ასე­თი წარ­მა­ტე­ბის ამ­ბე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ახ­მა­უ­როს მა­ს­მე­დი­ის ყვე­ლა სა­შუ­ა­ლე­ბამ, რად­გან თი­თო­ე­უ­ლი წარ­მა­ტე­ბა, უპირ­ვე­ლე­სად, გა­სა­ხა­რი და სა­ა­მა­ყოა ყვე­ლას­თვის და მე­ო­რეც - აღა­რა­ვის და­ა­ეჭ­ვებს­.

ირმა ხარ­ში­ლა­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?

ვინ არიან კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ქართველი გამარჯვებულები და ნომინანტები?

ჩვენი გაზეთის 39-ე ნომერში დაიბეჭდა სტატია - "უტიფრობისა და თავხედობის დემონსტრაცია" თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში", სადაც ამ უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერმა, სრულმა პროფესორმა რეჟისორმა გიორგი შალუტაშვილმა, საბჭოს დანარჩენ წევრებთან ერთად, 2012 წლის 23 აგვისტოს ჩატარებული რექტორის არჩევნებში ბატონი ნოშრევან ჩხაიძის გამარჯვება გააპროტესტა და დოკუმენტურად დაასაბუთა, რომ ეს არჩევნები უკანონოდ შემუშავებული წესდების საფუძველზე ჩატარდა. სამწუხაროდ, ჩვენს კითხვაზე, ვინ შეიმუშავა აღნიშნული წესდება, საკმაოდ ბუნდოვანი პასუხი მივიღეთ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან.

გაზეთის გამოსვლის შემდეგ დაგვიკავშირდა თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის პროფესორი, კინომცოდნე და კინოკრიტიკოსი ბატონი გოგი დოლიძე და აღშფოთებულმა გვითხრა, ამდენი წელიწადია, კინოს ისტორიას ვემსახურები, ამ უნივერსიტეტში ვასწავლი და კანისა და ვენეციის კინოფესტივალების გამარჯვებული ან ნომინანტი არავინ მეგულება ჩვენს უნივერსიტეტში, ასეთი რამ როგორ დაბეჭდეთო? თუმცა იქვე დაურთო, ეს თქვენი დანაშაული არ არის, რესპონდენტმა, - გულისხმობდა ბატონ გიორგი შალუტაშვილს, - შეგიყვანათ შეცდომაში, მაგრამ შეცდომა აუცილებლად უნდა გაასწოროთ მომდევნო ნომერშიო. აქვე მოგვყავს ამონარიდი ბატონი გიორგი შალუტაშვილის ინტერვიუდან: "...ჰკითხეთ თუნდაც ნოშრევან ჩხაიძეს, რომელმაც დოკუმენტური კინოს სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა, რამდენი ფილმი გადაიღო? როდესაც უნივერსიტეტში ასწავლიან კანის "ოქროს პალმის რტოს" მფლობელები, ვენეციის კინოფესტივალის ნომინანტები..." სიმართლე გითხრათ, ბატონი გოგი დოლიძისგან თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მომხდარ კანონდარღვევაზე უფრო ველოდით აღშფოთებას, თორემ წლების წინ კანის კინოფესტივალზე ქართული მულტიპლიკაციური ფილმის გამარჯვება ისედაც საკმაოდ გახმაურებული ამბავია... ბატონ გოგის დავპირდით, რომ თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მომუშავე მსოფლიოს კინოფესტივალების გამარჯვებულებისა და ნომინანტების ამბავს შევამოწმებდით. ინტერნეტის ქართული საინფორმაციო წყარო გვატყობინებს, რომ "დიდი საერთაშორისო გამარჯვება - "გრან-პრი" - "პალმის რტო" კანის 37-ე საერთაშორისო ფესტივალზე "მოკლემეტრაჟიანი ფილმის კატეგორიაში" მოიპოვა ნახატმა ფილმმა სახელწოდებით "ჭირი", რომლის დამდგმელი მხატვარი და სცენარის ავტორი დავით სიხარულიძეა, რეჟისორი კი დავით თაყაიშვილი". სამწუხაროდ, რეჟისორი დავით თაყაიშვილი გარდაცვლილია, ამიტომ დავუკავშირდით ფილმის სცენარისტსა და მხატვარს, რეჟისორ დავით სიხარულიძეს:

- 1984 წელს დაგვირეკეს მოსკოვიდან, "გოსკინოდან" - "საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტიდან" და გვითხრეს, რომ კანის კინოფესტივალზე, "მოკლემეტრაჟია­ნი ფილმების" კატეგორიაში ერთ-ერთ გამარჯვებულად ჩვენი მულტიპლიკაციური ფილმი - "ჭირი" დაასახელეს. დასარწმუნებლად შეგიძლიათ კანის კინოფესტივალის ვებგვერდზე ნახოთ და მის არქივში, 1984 წლის გამარჯვებულებში აუცილებლად აღმოაჩენთ "ჭირს" და ინფორმაციას მის შემოქმედებით ჯგუფზე - დამდგმელი რეჟისორი დავით თაყაიშვილი, სცენარის ავტორი და დამდგმელი მხატვარი - მე, დავით სიხარულიძე, კომპოზიტორი თამაზ ბაკურაძე და ოპერატორი ვიოლეტა კაროსანიძე. "პალმის რტო" - სიმბოლო რატომღაც რუსეთში დარჩა, ჩვენ კი მხოლოდ დიპლომი გამოგვიგზავნეს, რომელიც დათო თაყაიშვილის, რომელიც, სამწუხაროდ, გარდაცვლილია, ოჯახში ინახება.

- ბატონო დავით, თქვენ სად მუშაობთ­ დღეს?

- ასოცირებული პროფესორი გახლავართ და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტზე ანიმაციის რეჟისურას ვკითხულობ. დიპლომანტებიც მყავს და ამ სასწავლო წელს ახალი ჯგუფიც ავიყვანე.

რაც შეეხება ვენეციის კინოფესტივალის ნომინანტებს, ბატონმა გიორგი შალუტაშვილმა გვითხრა, რომ 2005 წელს, ვენეციის 62-ე კინოფესტივალზე ნომინირებული იყო ორი ქართული დოკუმენტური ფილმი - "თუშური ხალხური დღესასწაულები" და ფილმი ფსიქიატრიულ საავადმყოფოზე "და მაინც მარტოა", რომელთა რეჟისორი თვითონ არის, სცენარის ავტორი კი - ასევე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ლექტორი, ქალბატონი თამარ ბართაია. - ფესტივალზე, მხატვრული ფილმების პარალელურად, ყოველწლიურად უჩვენებენ ვიდეო, დოკუმენტურ, ანიმაციურ და ახალგაზრდულ ფილმებს. ჩვენებამდე ფილმები გადიან უმკაცრეს კონკურსს, ნომინანტები კი ასობით ფილმიდან ერთეულები ხდებიან. ვენეციის 62-ე კინოფესტივალის ნომინანტი ზემოთ დასახელებული ორივე ქართული ფილმი გახდა. ერთსა და იმავე დღეს ერთსა და იმავე დარბაზში ერთი საათის ინტერვალით უჩვენეს დოკუმენტური ფილმები თუშურ რიტუალებსა და გენიალურ სერჯიო ლეონეზე (რეჟისორი ჟულიო რეალი). ჩვენი ფილმების თემებით დაინტერესდა ისეთი ცნობილი კინოკომპანია, როგორიც არის "უორნერ ბრაზერსი". ფილმები აჩვენეს ევროპის ბევრ ქვეყანაში. ამის შემდეგ, სამი წლის განმავლობაში, ყოველწლიურად იწვევდნენ საქართველოს წარმომადგენელს ვენეციაში, ფესტივალის საზეიმო გახსნისა და დახურვის ცერემონიაში მონაწილეობისთვის, თუმცა უსახსრობის გამო გამგზავრება ერთხელაც ვერ მოვახერხეთო, - ამბობს ბატონი გიორგი შალუტაშვილი.

ვფიქრობთ, ასეთი წარმატების ამბები აუცილებლად უნდა გაახმაუროს მასმედიის ყველა საშუალებამ, რადგან თითოეული წარმატება, უპირველესად, გასახარი და საამაყოა ყველასთვის და მეორეც - აღარავის დააეჭვებს­.

ირმა ხარშილაძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება