მნიშვნელოვანი ინფორმაცია
პოლიტიკა
სამართალი
Faceამბები

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება
მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება

ბავ­შვო­ბა­ში უნ­დო­და, მსოფ­ლიო ვე­ლო­სი­პე­დით შე­მო­ევ­ლო, მერე მხატ­ვრო­ბამ გა­ი­ტა­ცა, შემ­დეგ ექი­მის პრო­ფე­სი­ის და­უფ­ლე­ბა მო­უნ­და, მაგ­რამ მალე მიხ­ვდა, რომ სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე უნდა ჩა­ე­ბა­რე­ბი­ნა - ეს იყო შან­სი იმი­სა, რომ ყვე­ლა სურ­ვი­ლი და­ეკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­ნა, რომ ექი­მიც გამ­ხდა­რი­ყო, მხატ­ვა­რიც და ვე­ლომრბო­ლე­ლიც. ჩემი რეს­პონ­დენ­ტი ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი გახ­ლავთ. რა ვერ ის­წავ­ლა დღემ­დე, რის­თვის საყ­ვე­დუ­რო­ბენ და რა­ტომ არ და­ა­ვი­წყდე­ბა ეგ­ვიპ­ტე­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბი? - ამას ჩვე­ნი დი­ა­ლო­გი­დან შე­ი­ტყობთ.

- სა­ხე­ლი და გვა­რი...

- ლაშა ჯუ­ხა­რაშ­ვი­ლი.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- 1991 წლის 11 აპ­რი­ლი.

- ჩემ­ზე გავ­ლე­ნა იქო­ნია...

- ...იმ გა­რე­მომ, რო­მელ­შიც გა­ვი­ზარ­დე. მად­ლო­ბა უფალს, რომ ასე­თი კარ­გი დედა და მამა მყავს.

- მშობ­ლე­ბი მიკ­რძა­ლავ­დნენ...

- ...არა­ფერს მიკ­რძა­ლავ­დნენ, რად­გან კარ­გი ბავ­შვი ვი­ყა­ვი. ახლა კი უფ­რო­სებს აზრს ხში­რად აღარც ვე­კი­თხე­ბი. უნდა ვა­ღი­ა­რო, ამის გამო ცხვი­რი არა­ერ­თხელ წა­მიმ­ტვრე­ვია.

- პო­ლი­ტი­კა არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მაგ­რამ...

- ...ამა თუ იმ მოვ­ლე­ნას­თან და­კავ­ში­რე­ბით ჩემი პო­ზი­ცია მაქვს. შემძრა იმ ვი­დე­ო­კად­რებ­მა, რო­მე­ლიც ეთერ­ში უჩ­ვე­ნეს. აპო­ლი­ტი­კუ­რი ადა­მი­ა­ნი ვარ. არც "პო­ზი­ცია" მა­ინ­ტე­რე­სებს და არც - ოპო­ზი­ცია, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ სის­ტე­მა, რო­მე­ლიც დღეს ქვე­ყა­ნა­შია, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­იც­ვა­ლოს. ხალ­ხი და­ი­ღა­ლა. ტან­საც­მე­ლი რომ გიძ­ველ­დე­ბა, მი­დი­ხარ და ახალს ყი­დუ­ლობ. ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. შე­იძ­ლე­ბა ბევ­რი რამ გა­კეთ­და, მაგ­რამ სირ­ცხვი­ლია XXI სა­უ­კუ­ნე­ში ადა­მი­ა­ნებს ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა და­ა­მად­ლო. ძა­ლი­ან კარ­გად ვი­ცო­დით ყვე­ლამ ის, რაც ცი­ხე­ებ­ში ხდე­ბო­და. ბევ­რი ჩემი ნაც­ნო­ბი ჯერ კი­დევ იქაა, ბევ­რი გა­მო­ვი­და და მათ­თა­ნაც მი­ლა­პა­რა­კია ამ თე­მა­ზე. ალ­ბათ, თვა­ლე­ბის ასა­ხე­ლად ამ კად­რე­ბის ნახ­ვა იყო სა­ჭი­რო... ჯერ კი­დევ რო­დის თქვა ილია ჭავ­ჭა­ვა­ძემ: "...სულ ძილი, ძილი, როს­ღა გვე­ღირ­სოს ჩვენ გაღ­ვი­ძე­ბა?!"

- შენი აზ­რით, დღე­საც "გვძი­ნავს"?

- გა­მო­ფხიზ­ლე­ბის პე­რი­ო­დია, ბო­ლომ­დე არ გაგ­ვიღ­ვი­ძია. დღეს (ინ­ტერ­ვიუ ჩა­წე­რი­ლია 28 სექ­ტემ­ბერს) ეროვ­ნულ სტა­დი­ონ­ზე ისე­თი ამ­ბა­ვი იყო, ფეხ­ბურ­თის მატ­ჩი მე­გო­ნა და და­ვი­ბე­ნი. უც­ნობ ბა­ბუს ვკი­თხე: რა ხდე­ბა, თა­მა­შია-მეთ­ქი? - ჰო, დღეს დიდი თა­მა­შია, მიშა თა­მა­შობ­სო. ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვილ­მა თქვა და მეც ვე­თან­ხმე­ბი: სა­ერ­თოდ არ უნდა მა­ინ­ტე­რე­სებ­დეს, ვინ არის პრე­ზი­დენ­ტი, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლო­ში ის იმა­ზე მე­ტად ცნო­ბი­ლია, ვიდ­რე ჰო­ლი­ვუდ­ში რო­მე­ლი­მე მსა­ხი­ო­ბიო. "ფე­ის­ბუკ­ზე" კო­მენ­ტა­რე­ბის და­დე­ბას აჯო­ბებს, ავ­დგეთ და გა­რეთ გა­მო­ვი­დეთ, მაგ­რამ ძილ­თან ერ­თად მე­ო­რე "უბე­დუ­რე­ბაც" გვჭირს და ამ უბე­დუ­რე­ბას შიში ჰქვია.

- ნატ­ვრის­თვა­ლი და ერთი ნატ­ვრის უფ­ლე­ბა რომ მქონ­დეს...

- ...ვი­ნატ­რებ­დი ბედ­ნი­ე­რი ვიყო ჩემს ქვე­ყა­ნა­ში. თუ ნატ­ვრის­თვა­ლი ნამ­დვი­ლია, თა­ვად­ვე მიხ­ვდე­ბა, რა მჭირ­დე­ბა ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის.

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს ძა­ლი­ან კარ­გი ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი, ძმა, რო­მე­ლიც ნე­ბის­მი­ერ დროს ჩემ გვერ­დი­თაა.

- როცა მარ­ტო ვარ...

- ...ვფიქ­რობ, მა­ნამ­დე რა გა­ვა­კე­თე, ვიდ­რე მარ­ტო დავ­რჩე­ბო­დი.

- ძი­ლის წინ ყო­ველ­თვის...

- ...ვე­წე­ვი სი­გა­რეტს.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში აღ­მოვ­ჩნდე­ბი, როცა კომ­პლი­მენ­ტებს მე­უბ­ნე­ბი­ან. მი­მაჩ­ნია, რომ ბევრ ქე­ბას არ ვიმ­სა­ხუ­რებ.

- ლა­მა­ზი გო­გოს და­ნახ­ვი­სას...

- ...სი­ხა­რუ­ლით ვივ­სე­ბი. ამ დროს არ ვიბ­ნე­ვი (იცი­ნის).

- წო­ნას­წო­რო­ბას მა­კარ­გვი­ნე­ბენ...

- ...ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც ჩემი არ ეს­მით. ლა­მაზ ქალ­საც გა­მო­ვუყ­ვა­ნი­ვარ წო­ნას­წო­რო­ბი­დან თა­ვი­სი უაზ­რო საქ­ცი­ე­ლით. ხში­რად სი­ლა­მა­ზე ფა­სა­დუ­რია.

- როცა ძა­ლი­ან ვბრაზ­დე­ბი...

- ...ხმას ვუ­წევ, უხე­ში ვხდე­ბი. სა­მარ­ცხვი­ნოა, მაგ­რამ უწ­მა­წურ სი­ტყვებ­საც ვამ­ბობ. მა­ი­ძუ­ლე­ბენ, ასე მო­ვიქ­ცე.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...მხატ­ვა­რი, რო­მელ­საც სა­ღე­ბა­ვის სუნი ენატ­რე­ბა; მე ვარ შე­უმ­დგა­რი ვე­ლომრბო­ლე­ლი. ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და მსოფ­ლიო ვე­ლო­სი­პე­დით შე­მო­მევ­ლო; მერე ქი­რურ­გო­ბა­ზე ვოც­ნე­ბობ­დი, ბო­ლოს კი გა­დავ­წყვი­ტე, ამ­დე­ნი "შე­უმ­დგა­რი" რომ არ მერ­ქვას, აჯო­ბებს, სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რო და მხატ­ვრის, ექი­მის, ვე­ლომრბო­ლე­ლის როლი ვი­თა­მა­შო-მეთ­ქი.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ძა­ლი­ან ბევ­რი რამ ცხოვ­რე­ბა­ში. იმა­ზე მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია, ვიდ­რე დღეს ვა­კე­თებ, მაგ­რამ ზარ­მა­ცი ვარ.

- მა­ღი­ზი­ა­ნებს...

- ...გა­უ­ნათ­ლებ­ლო­ბა. ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც კა­მა­თო­ბენ სა­კი­თხზე, რომ­ლის აზ­რზეც არ არი­ან. აქ­ცი­ა­ზეც ბევ­რი ისე­თი ადა­მი­ა­ნი შემ­ხვდა, რომ­ლებ­მაც ბო­ლომ­დე არც იცოდ­ნენ, რას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ; ზოგს სახ­ლში რომ მა­ცი­ვა­რი არ აქვს, ამა­საც მთავ­რო­ბას აბ­რა­ლებს. არაფ­რით აღი­ა­რებს, რომ ზარ­მა­ცია.

- არ მიყ­ვარს...

- ...დი­ლით ადრე ად­გო­მა, ფხი­ა­ნი თევ­ზი და უგე­მოვ­ნო­ბა.

- არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ის დღე­ე­ბი, რო­მე­ლიც ეგ­ვიპ­ტე­ში გა­ვა­ტა­რე. ტუ­ტან­ხა­მონს ვე­ნაც­ვა­ლე (იცი­ნის). იქ გა­ვი­ცა­ნი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ახლა ძა­ლი­ან მიყ­ვარს და მა­საც ვუყ­ვარ­ვარ. ოღონდ, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით სხვას ნუ­რა­ფერს მკი­თხავ. სიყ­ვა­რულ­მა შემ­ცვა­ლა თუ არა? - შემ­ცვა­ლა! ახლა მეტ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას ვგრძნობ, თავ­და­ჯე­რე­ბუ­ლო­ბაც მო­მე­მა­ტა.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია თუ...

-...დამთმო­ბი ნაკ­ლე­ბად ვარ, სა­მარ­თლი­ა­ნი ჯი­უ­ტი გახ­ლა­ვართ.

- ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია...

- ...დავ­თმო ჩემი პრო­ფე­სია. ეს საქ­მე პე­და­გოგ­მა გოგი მარ­გვე­ლაშ­ვილ­მა იმ­დე­ნად შე­მაყ­ვა­რა, რომ ამის გა­რე­შე ვე­ღარ ვი­ცხოვ­რებ.

- ამ წუთ­ში ძა­ლი­ან მინ­და ვიყო...

- ...ყოვ­ლის­შემ­ძლე.

- ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...ნერ­ვე­ბის მო­თოკ­ვა და მან­ქა­ნის ტა­რე­ბა.

- დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მე­ბის...

- ...გა­მოს­წო­რე­ბას ვცდი­ლობ.

- სა­კუ­თარ შეც­დო­მებ­ზე ვის­წავ­ლე...

- ...ბევ­რი რამ. დღეს რომ ვსწავ­ლობ, სტუ­დენ­ტი მქვია და ისიც, ახლა ჩემ­თან ინ­ტერ­ვი­უს რომ წერ, ამის შე­დე­გია. მერ­წმუ­ნე, ბოლო დროს რა­დი­კა­ლუ­რად შე­ვიც­ვა­ლე, ადრე სხვა ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ­დი. მშობ­ლებ­მა ბევრ რა­მე­ში შე­მი­წყვეს ხელი.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...პრო­ფე­სი­უ­ლი ცრურ­წმე­ნე­ბი მა­ინც მაქვს.

- ბო­ლოს მე­სიზ­მრა...

- ...ხელ­ზე სა­ქორ­წი­ნო რგო­ლი მე­კე­თა. ერთ-ერთ სა­ვაჭ­რო ცენ­ტრში ძმა­კაც­თან ერ­თად შე­ვე­დი და ოჯა­ხის­თვის ბევ­რი რამ ვი­ყი­დე.

- სა­ქორ­წი­ნო რგო­ლის გა­კე­თე­ბას...

- ...ჯერ არ ვა­პი­რებ. მინ­და, იმ ადა­მი­ა­ნის მყა­რი საყ­რდე­ნი ვიყო, ვინც მიყ­ვარს. სა­ა­მი­სოდ კი ჯერ მზად არა ვარ.

- ხან­და­ხან ვფიქ­რობ...

- ...ამ ქვეყ­ნი­დან წას­ვლა­ზე. აქ სა­კუ­თა­რი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- არა­ვის­თან ვსა­უბ­რობ...

- ...მო­მა­ვალ გეგ­მებ­ზე, სა­კუ­თარ თავ­ზე და არას­დროს ვახ­დენ იმის აფი­ში­რე­ბას, რაც გა­ვა­კე­თე.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ის ძა­ლაა, რა­მაც ძა­ლი­ან ბევრ რა­მეს მი­მახ­ვედ­რა. სიყ­ვა­რულს ფე­რე­ბა უნდა. უკე­თე­სო­ბის­კენ შე­ვიც­ვა­ლე და ეს პირ­ველ რიგ­ში, საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. ის ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი და გა­ნათ­ლე­ბუ­ლი გო­გოა. ხე­ლოვ­ნე­ბას­თან პრო­ფე­სი­უ­ლი შე­ხე­ბა არ აქვს. სა­მა­გი­ე­როდ, ძა­ლი­ან უყ­ვარს თე­ატ­რი, კინო...

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...ეგო­იზ­მია. ხან­და­ხან მარ­ტო სა­კუ­თარ თავ­ზე ვფიქ­რობ, სა­ში­ნე­ლი მე­სა­კუთ­რე ვარ. თუ ჩე­მია, ბო­ლომ­დე ჩემი უნდა იყოს - ნივ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ადა­მი­ა­ნით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ჩემი სი­სუს­ტეა ალ­კოჰო­ლი, რომ­ლის მი­ღე­ბის შემ­დე­გაც აზ­რის გა­მოთ­ქმა­ში ზედ­მე­ტად თა­მა­მი ვხდე­ბი და ად­ვი­ლად ვფეთ­ქდე­ბი.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...ეს ჩემს სა­მე­გობ­რო წრეს შე­უძ­ლია.

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...არა­ერ­თხელ წავ­სულ­ვარ.

- მე­ში­ნია...

- ...საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის და­კარ­გვის.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი...

- ...ჩემი ქვე­ყა­ნაა. მინ­და, სი­ტუ­ა­ცია მალე და­წყნარ­დეს, დამ­შვიდ­დეს. ასეთ პა­ტა­რა ქვე­ყა­ნა­ში ახალ­გაზ­რდო­ბა დიქ­ტა­ტო­რებს არ უნდა ეწი­რე­ბო­დეს. იმე­დი მაქვს, გაქ­ცე­ვას მალე გა­და­ვი­ფიქ­რებ.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...უყუ­რა­დღე­ბო­ბის გამო, მაგ­რამ თა­ვად ვფიქ­რობ, რომ უყუ­რა­დღე­ბო არ ვარ. ხში­რად ერთი ადა­მი­ა­ნი მე­ო­რეს არ იღებს ისეთს, რო­გო­რი­ცაა; მას თა­ვის ფან­ტა­ზი­ა­ში ძერ­წავს ისე­თად, რო­გო­რიც უნდა, რომ იყოს და მერე მის მი­მართ უჩ­ნდე­ბა პრე­ტენ­ზი­ე­ბი. ჰოდა, სწო­რედ ასეთ დროს იწყე­ბა კონ­ფლიქ­ტი. შე­იძ­ლე­ბა პი­როვ­ნე­ბას ის თვი­სე­ბა შეს­ძი­ნო, რაც არ აქვს, მაგ­რამ რაც აქვს, იმის შეც­ვლას არ უნდა შე­ე­ცა­დო.

- არ მჩვე­ვია...

- ...დათ­მო­ბა.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...მე­გობ­რებს და ოჯა­ხის წევ­რებს; ვუფრ­თხილ­დე­ბი იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­თან ერ­თა­დაც ცხოვ­რე­ბის დარ­ჩე­ნი­ლი წლე­ბის გა­ტა­რე­ბას ვა­პი­რებ.

- არ მრცხვე­ნია...

- ...სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის. სა­მარ­ცხვი­ნო არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია.

- და ბო­ლოს, გე­ტყვით, რომ...

- ძა­ლი­ან მიყ­ვარ­ხართ. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ასე­თი პატ­რი­არ­ქი გვყავს. მინ­და ყვე­ლამ ერ­თად, გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ სა­ქარ­თვე­ლო­ში მშვი­დო­ბი­ა­ნად ვი­ცხოვ­როთ და ყვე­ლამ ჩვე­ნი საქ­მე ვა­კე­თოთ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება

მიშას "თამაში" სტადიონზე და ქართველების გამოღვიძება

ბავშვობაში უნდოდა, მსოფლიო ველოსიპედით შემოევლო, მერე მხატვრობამ გაიტაცა, შემდეგ ექიმის პროფესიის დაუფლება მოუნდა, მაგრამ მალე მიხვდა, რომ სამსახიობოზე უნდა ჩაებარებინა - ეს იყო შანსი იმისა, რომ ყველა სურვილი დაეკმაყოფილებინა, რომ ექიმიც გამხდარიყო, მხატვარიც და ველომრბოლელიც. ჩემი რესპონდენტი ლაშა ჯუხარაშვილი გახლავთ. რა ვერ ისწავლა დღემდე, რისთვის საყვედურობენ და რატომ არ დაავიწყდება ეგვიპტეში გატარებული დღეები? - ამას ჩვენი დიალოგიდან შეიტყობთ.

- სახელი და გვარი...

- ლაშა ჯუხარაშვილი.

- დაბადების თარიღი...

- 1991 წლის 11 აპრილი.

- ჩემზე გავლენა იქონია...

- ...იმ გარემომ, რომელშიც გავიზარდე. მადლობა უფალს, რომ ასეთი კარგი დედა და მამა მყავს.

- მშობლები მიკრძალავდნენ...

- ...არაფერს მიკრძალავდნენ, რადგან კარგი ბავშვი ვიყავი. ახლა კი უფროსებს აზრს ხშირად აღარც ვეკითხები. უნდა ვაღიარო, ამის გამო ცხვირი არაერთხელ წამიმტვრევია.

- პოლიტიკა არ მაინტერესებს, მაგრამ...

- ...ამა თუ იმ მოვლენასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია მაქვს. შემძრა იმ ვიდეოკადრებმა, რომელიც ეთერში უჩვენეს. აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არც "პოზიცია" მაინტერესებს და არც - ოპოზიცია, მაგრამ მიმაჩნია, რომ სისტემა, რომელიც დღეს ქვეყანაშია, აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ხალხი დაიღალა. ტანსაცმელი რომ გიძველდება, მიდიხარ და ახალს ყიდულობ. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შეიძლება ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ სირცხვილია XXI საუკუნეში ადამიანებს ელექტროენერგიის მიწოდება დაამადლო. ძალიან კარგად ვიცოდით ყველამ ის, რაც ციხეებში ხდებოდა. ბევრი ჩემი ნაცნობი ჯერ კიდევ იქაა, ბევრი გამოვიდა და მათთანაც მილაპარაკია ამ თემაზე. ალბათ, თვალების ასახელად ამ კადრების ნახვა იყო საჭირო... ჯერ კიდევ როდის თქვა ილია ჭავჭავაძემ: "...სულ ძილი, ძილი, როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?!"

- შენი აზრით, დღესაც "გვძინავს"?

- გამოფხიზლების პერიოდია, ბოლომდე არ გაგვიღვიძია. დღეს (ინტერვიუ ჩაწერილია 28 სექტემბერს) ეროვნულ სტადიონზე ისეთი ამბავი იყო, ფეხბურთის მატჩი მეგონა და დავიბენი. უცნობ ბაბუს ვკითხე: რა ხდება, თამაშია-მეთქი? - ჰო, დღეს დიდი თამაშია, მიშა თამაშობსო. ნანკა კალატოზიშვილმა თქვა და მეც ვეთანხმები: საერთოდ არ უნდა მაინტერესებდეს, ვინ არის პრეზიდენტი, მაგრამ საქართველოში ის იმაზე მეტად ცნობილია, ვიდრე ჰოლივუდში რომელიმე მსახიობიო. "ფეისბუკზე" კომენტარების დადებას აჯობებს, ავდგეთ და გარეთ გამოვიდეთ, მაგრამ ძილთან ერთად მეორე "უბედურებაც" გვჭირს და ამ უბედურებას შიში ჰქვია.

- ნატვრისთვალი და ერთი ნატვრის უფლება რომ მქონდეს...

- ...ვინატრებდი ბედნიერი ვიყო ჩემს ქვეყანაში. თუ ნატვრისთვალი ნამდვილია, თავადვე მიხვდება, რა მჭირდება ბედნიერებისთვის.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან კარგი ოჯახი, მეგობრები, შეყვარებული, ძმა, რომელიც ნებისმიერ დროს ჩემ გვერდითაა.

- როცა მარტო ვარ...

- ...ვფიქრობ, მანამდე რა გავაკეთე, ვიდრე მარტო დავრჩებოდი.

- ძილის წინ ყოველთვის...

- ...ვეწევი სიგარეტს.

- ვიბნევი, როცა...

- ...უხერხულ სიტუაციაში აღმოვჩნდები, როცა კომპლიმენტებს მეუბნებიან. მიმაჩნია, რომ ბევრ ქებას არ ვიმსახურებ.

- ლამაზი გოგოს დანახვისას...

- ...სიხარულით ვივსები. ამ დროს არ ვიბნევი (იცინის).

- წონასწორობას მაკარგვინებენ...

- ...ის ადამიანები, რომლებსაც ჩემი არ ესმით. ლამაზ ქალსაც გამოვუყვანივარ წონასწორობიდან თავისი უაზრო საქციელით. ხშირად სილამაზე ფასადურია.

- როცა ძალიან ვბრაზდები...

- ...ხმას ვუწევ, უხეში ვხდები. სამარცხვინოა, მაგრამ უწმაწურ სიტყვებსაც ვამბობ. მაიძულებენ, ასე მოვიქცე.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...მხატვარი, რომელსაც საღებავის სუნი ენატრება; მე ვარ შეუმდგარი ველომრბოლელი. ბავშვობაში მინდოდა მსოფლიო ველოსიპედით შემომევლო; მერე ქირურგობაზე ვოცნებობდი, ბოლოს კი გადავწყვიტე, ამდენი "შეუმდგარი" რომ არ მერქვას, აჯობებს, სამსახიობოზე ჩავაბარო და მხატვრის, ექიმის, ველომრბოლელის როლი ვითამაშო-მეთქი.

- მეზარება...

- ...ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში. იმაზე მეტის გაკეთება შემიძლია, ვიდრე დღეს ვაკეთებ, მაგრამ ზარმაცი ვარ.

- მაღიზიანებს...

- ...გაუნათლებლობა. ადამიანები, რომლებიც კამათობენ საკითხზე, რომლის აზრზეც არ არიან. აქციაზეც ბევრი ისეთი ადამიანი შემხვდა, რომლებმაც ბოლომდე არც იცოდნენ, რას აპროტესტებდნენ; ზოგს სახლში რომ მაცივარი არ აქვს, ამასაც მთავრობას აბრალებს. არაფრით აღიარებს, რომ ზარმაცია.

- არ მიყვარს...

- ...დილით ადრე ადგომა, ფხიანი თევზი და უგემოვნობა.

- არასდროს დამავიწყდება...

- ...ის დღეები, რომელიც ეგვიპტეში გავატარე. ტუტანხამონს ვენაცვალე (იცინის). იქ გავიცანი გოგონა, რომელიც ახლა ძალიან მიყვარს და მასაც ვუყვარვარ. ოღონდ, ამასთან დაკავშირებით სხვას ნურაფერს მკითხავ. სიყვარულმა შემცვალა თუ არა? - შემცვალა! ახლა მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თავდაჯერებულობაც მომემატა.

- დათმობა შემიძლია თუ...

-...დამთმობი ნაკლებად ვარ, სამართლიანი ჯიუტი გახლავართ.

- ვერ წარმომიდგენია...

- ...დავთმო ჩემი პროფესია. ეს საქმე პედაგოგმა გოგი მარგველაშვილმა იმდენად შემაყვარა, რომ ამის გარეშე ვეღარ ვიცხოვრებ.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ყოვლისშემძლე.

- ვერაფრით ვისწავლე...

- ...ნერვების მოთოკვა და მანქანის ტარება.

- დაშვებული შეცდომების...

- ...გამოსწორებას ვცდილობ.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ბევრი რამ. დღეს რომ ვსწავლობ, სტუდენტი მქვია და ისიც, ახლა ჩემთან ინტერვიუს რომ წერ, ამის შედეგია. მერწმუნე, ბოლო დროს რადიკალურად შევიცვალე, ადრე სხვა ცხოვრებით ვცხოვრობდი. მშობლებმა ბევრ რამეში შემიწყვეს ხელი.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...პროფესიული ცრურწმენები მაინც მაქვს.

- ბოლოს მესიზმრა...

- ...ხელზე საქორწინო რგოლი მეკეთა. ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში ძმაკაცთან ერთად შევედი და ოჯახისთვის ბევრი რამ ვიყიდე.

- საქორწინო რგოლის გაკეთებას...

- ...ჯერ არ ვაპირებ. მინდა, იმ ადამიანის მყარი საყრდენი ვიყო, ვინც მიყვარს. საამისოდ კი ჯერ მზად არა ვარ.

- ხანდახან ვფიქრობ...

- ...ამ ქვეყნიდან წასვლაზე. აქ საკუთარი თავის რეალიზება ძალიან ძნელია.

- არავისთან ვსაუბრობ...

- ...მომავალ გეგმებზე, საკუთარ თავზე და არასდროს ვახდენ იმის აფიშირებას, რაც გავაკეთე.

- სიყვარული ეს...

- ...ის ძალაა, რამაც ძალიან ბევრ რამეს მიმახვედრა. სიყვარულს ფერება უნდა. უკეთესობისკენ შევიცვალე და ეს პირველ რიგში, საყვარელი ადამიანის დამსახურებაა. ის ძალიან სერიოზული და განათლებული გოგოა. ხელოვნებასთან პროფესიული შეხება არ აქვს. სამაგიეროდ, ძალიან უყვარს თეატრი, კინო...

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ეგოიზმია. ხანდახან მარტო საკუთარ თავზე ვფიქრობ, საშინელი მესაკუთრე ვარ. თუ ჩემია, ბოლომდე ჩემი უნდა იყოს - ნივთიდან დაწყებული, ადამიანით დამთავრებული. ჩემი სისუსტეა ალკოჰოლი, რომლის მიღების შემდეგაც აზრის გამოთქმაში ზედმეტად თამამი ვხდები და ადვილად ვფეთქდები.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ეს ჩემს სამეგობრო წრეს შეუძლია.

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...არაერთხელ წავსულვარ.

- მეშინია...

- ...საყვარელი ადამიანების დაკარგვის.

- ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი...

- ...ჩემი ქვეყანაა. მინდა, სიტუაცია მალე დაწყნარდეს, დამშვიდდეს. ასეთ პატარა ქვეყანაში ახალგაზრდობა დიქტატორებს არ უნდა ეწირებოდეს. იმედი მაქვს, გაქცევას მალე გადავიფიქრებ.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...უყურადღებობის გამო, მაგრამ თავად ვფიქრობ, რომ უყურადღებო არ ვარ. ხშირად ერთი ადამიანი მეორეს არ იღებს ისეთს, როგორიცაა; მას თავის ფანტაზიაში ძერწავს ისეთად, როგორიც უნდა, რომ იყოს და მერე მის მიმართ უჩნდება პრეტენზიები. ჰოდა, სწორედ ასეთ დროს იწყება კონფლიქტი. შეიძლება პიროვნებას ის თვისება შესძინო, რაც არ აქვს, მაგრამ რაც აქვს, იმის შეცვლას არ უნდა შეეცადო.

- არ მჩვევია...

- ...დათმობა.

- ვუფრთხილდები...

- ...მეგობრებს და ოჯახის წევრებს; ვუფრთხილდები იმ ადამიანს, რომელთან ერთადაც ცხოვრების დარჩენილი წლების გატარებას ვაპირებ.

- არ მრცხვენია...

- ...საკუთარი ცხოვრების. სამარცხვინო არაფერი გამიკეთებია.

- და ბოლოს, გეტყვით, რომ...

- ძალიან მიყვარხართ. ბედნიერი ვარ, რომ ასეთი პატრიარქი გვყავს. მინდა ყველამ ერთად, გაერთიანებულ საქართველოში მშვიდობიანად ვიცხოვროთ და ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება