Hiroshima University-ს მეცნიერების ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ სამსახურში სამუშაო მაგიდაზე განთავსებულ კნუტისა და ლეკვის ფოტოს შრომისუნარიანობის ამაღლება შეუძლია.
ექსპერიმენტის ხელმძღვანელი ჰიროსი ნიტონო ამბობს, რომ ასეთ ფოტოებს კონცენტრაციის უნარის გაზრდა შეუძლია. თუმცა, ექსპერიმენტმა ცხადყო, რომ იგივე განწყობის შექმნა მოზრდილი ცხოველების ფოტოსურათებს არ ძალუძთ.
ექსპერტები თვლიან, რომ პატარა ცხოველებისგან კარგი აურა და დადებითი ემოცია მოდის. ადამიანები, რომლებიც სამსახურში ხშირად უყურებენ პატარა ცხოველების ფოტოსურათებს, თავს გაცილებით მხნედ გრძნობენ, ბედნიერების განწყობა ეუფლებათ.
ფსიქოლოგებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს: ადამიანები სამ ჯგუფად დაყვეს და პატარა ცხოველების, მოზრდილი ცხოველებისა და საკვების ამსახველი ფოტოსურათები დაურიგეს. ყველა მათგანს სავარჯიშოები გადასცეს, რომელიც მათ კონცენტრაციას განსაზღვრავდა. ის ჯგუფი უფრო პროდუქტიულად მუშაობდა, რომელიც ლეკვებისა და კნუტების ფოტოს სისტემატურად უყურებდა, ვიდრე დანარჩენი. ყველაზე ცუდი შედეგი იმ ჯგუფმა აჩვენა, რომელთაც სხვადასხვა კერძების ამსახველი ფოტო დაურიგდათ.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.