სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული
ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული

ვებ­სა­იტ­მა amusingplanet.com-მა 5 ყვე­ლა­ზე უჩ­ვე­უ­ლო დღე­სას­წა­უ­ლი წარ­მო­ად­გი­ნა, რო­მე­ლიც ოქ­ტომ­ბერ­ში ტარ­დე­ბა.

1. იხ­ვე­ბის რბო­ლა: გერ­მა­ნი­ის ქა­ლაქ ტუ­ბინ­გენ­ში 6 ოქ­ტომ­ბერს იხ­ვე­ბის რბო­ლა იმარ­თე­ბა. ყო­ველ წელს მო­ნა­წი­ლე­ე­ბი იხ­ვის ყვი­თე­ლი ფე­რის 7000 რე­ზი­ნის სა­თა­მა­შოს მდი­ნა­რე­ში ყრი­ან. რბო­ლა­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს შე­უძ­ლია. მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სა­თა­მა­შო­ებს სა­კუ­თარ სა­ხე­ლებ­სა და ნომ­რებს აწე­რენ და გა­მარ­ჯვე­ბას ელო­დე­ბი­ან.

წყალ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი უამ­რა­ვი ყვი­თე­ლი სა­თა­მა­შო დი­ნე­ბას მიჰ­ყვე­ბა და რო­მე­ლი იხ­ვიც ზღვარს პირ­ვე­ლი გა­დაკ­ვეთს, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლა­დაც მისი პატ­რო­ნი სა­ხელ­დე­ბა. ეს მხო­ლოდ გარ­თო­ბა არაა, ყვე­ლა მო­ნა­წი­ლე გა­მარ­ჯვე­ბის­თვის დიდი მონ­დო­მე­ბით იბ­რძვის; გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი პრი­ზის სა­ხით 10 000 ევ­როს მი­ი­ღებს.

2. ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტი: ოქ­ტო­ბერ­ფეს­ტი ყო­ველ­წლი­უ­რი ორ­კვი­რი­ა­ნი სა­ხალ­ხო დღე­სას­წა­უ­ლია გერ­მა­ნი­ა­ში. დღე­სას­წა­ულს მი­უნ­ხენ­ში სექ­ტემ­ბრის ბო­ლოს და ოქ­ტომ­ბრის და­სა­წყის­ში აღ­ნიშ­ნა­ვენ.

დღე­სას­წა­ულ­ზე 6 მი­ლი­ო­ნი ლიტ­რი ლუდი, 300 000 ძეხ­ვი და 600 000 შემ­წვა­რი ქა­თა­მი მზად­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა­ზე კარ­გი გან­წყო­ბის­თვის მუ­სი­კაც ის­მის.

ოქ­ტომ­ბერ­ფესტს ყო­ველ­წლი­უ­რად 6 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი ეს­წრე­ბა.

3. აქ­ლე­მე­ბის ბა­ზა­რი: ინ­დო­ე­თის ქა­ლაქ პუშ­კარ­ში დღე­სას­წა­უ­ლი - აქ­ლე­მე­ბის ბა­ზა­რი იმარ­თე­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი 5 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბის ფარ­გლებ­ში ათა­სო­ბით აქ­ლემს ყი­დი­ან.

კლი­ენ­ტე­ბის მო­ზიდ­ვის მიზ­ნით, აქ­ლე­მებს ფე­რა­დი ქსო­ვი­ლე­ბი­თა და ბაფ­თე­ბით ალა­მა­ზე­ბენ. ზოგ­ჯერ აქ­ლე­მე­ბის სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სიც კი ტარ­დე­ბა. ეს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდი აქ­ლე­მე­ბის ბაზ­რო­ბაა და ღო­ნის­ძი­ე­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით ტუ­რის­ტი ეს­წრე­ბა.

4. ჰე­ლო­უ­ი­ნი: ჰე­ლო­უ­ი­ნი 31 ოქ­ტომ­ბერს აღი­ნიშ­ნე­ბა. დღე­სას­წა­ულ­ზე სხვა­დას­ხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი და მსვლე­ლო­ბა-თა­მა­შე­ბი ეწყო­ბა.

ჰე­ლო­უ­ი­ნის ღო­ნის­ძი­ე­ბის მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი გოგ­რაა, რო­მელ­საც თვა­ლებ­სა და პირს ამო­აჭ­რი­ან. პა­ტა­რა ბავ­შვე­ბი ჯა­დოქ­რე­ბის, ან ვამ­პი­რის სა­მოსს იც­ვა­მენ და სახ­ლებ­ში და­დი­ან; პა­ტა­რე­ბი ოჯა­ხის წევ­რებს ტკბი­ლე­ულს სთხო­ვენ.

5. ვე­გე­ტა­რი­ა­ნელ­თა ფეს­ტი­ვა­ლი: ტა­ი­ლან­დში ოქ­ტომ­ბერ­ში ვე­გე­ტა­რი­ა­ნელ­თა ფეს­ტი­ვა­ლი იმარ­თე­ბა. ადა­მი­ა­ნებს სჯე­რათ, რომ თუკი 9 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ხორ­ცის ჭა­მის­გან თავს შე­ი­კა­ვე­ბენ, მთე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მშვი­დო­ბა იქ­ნე­ბა.

ფეს­ტი­ვალ­ზე ქა­ლე­ბი­ცა და მა­მა­კა­ცე­ბიც ლო­ყებს და­ნე­ბით, შამ­ფუ­რე­ბი­თა და სხვა­დას­ხვა ნივ­თით იხვრე­ტენ. მათ სწამთ, რომ ამის შემ­დეგ ღმერ­თე­ბი მათ ზა­რა­ლის­გან და ბო­რო­ტე­ბის­გან და­ი­ცა­ვენ. სუს­ტი ნერ­ვე­ბის ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის სა­ნა­ხა­ო­ბა­ზე დას­წრე­ბა რე­კო­მენ­დი­რე­ბუ­ლი არ არის.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია amusingplanet.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული

ოქტომბრის თვის 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული

ვებსაიტმა amusingplanet.com-მა 5 ყველაზე უჩვეულო დღესასწაული წარმოადგინა, რომელიც ოქტომბერში ტარდება.

1. იხვების რბოლა: გერმანიის ქალაქ ტუბინგენში 6 ოქტომბერს იხვების რბოლა იმართება. ყოველ წელს მონაწილეები იხვის ყვითელი ფერის 7000 რეზინის სათამაშოს მდინარეში ყრიან. რბოლაში მონაწილეობა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია. მონაწილეები სათამაშოებს საკუთარ სახელებსა და ნომრებს აწერენ და გამარჯვებას ელოდებიან.

წყალში მოთავსებული უამრავი ყვითელი სათამაშო დინებას მიჰყვება და რომელი იხვიც ზღვარს პირველი გადაკვეთს, გამარჯვებულადაც მისი პატრონი სახელდება. ეს მხოლოდ გართობა არაა, ყველა მონაწილე გამარჯვებისთვის დიდი მონდომებით იბრძვის; გამარჯვებული პრიზის სახით 10 000 ევროს მიიღებს.

2. ოქტობერფესტი: ოქტობერფესტი ყოველწლიური ორკვირიანი სახალხო დღესასწაულია გერმანიაში. დღესასწაულს მიუნხენში სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნავენ.

დღესასწაულზე 6 მილიონი ლიტრი ლუდი, 300 000 ძეხვი და 600 000 შემწვარი ქათამი მზადდება. ღონისძიებაზე კარგი განწყობისთვის მუსიკაც ისმის.

ოქტომბერფესტს ყოველწლიურად 6 მილიონამდე ადამიანი ესწრება.

3. აქლემების ბაზარი: ინდოეთის ქალაქ პუშკარში დღესასწაული - აქლემების ბაზარი იმართება. ყოველწლიური დღესასწაული 5 დღის განმავლობაში გრძელდება. ღონისძიების ფარგლებში ათასობით აქლემს ყიდიან.

კლიენტების მოზიდვის მიზნით, აქლემებს ფერადი ქსოვილებითა და ბაფთებით ალამაზებენ. ზოგჯერ აქლემების სილამაზის კონკურსიც კი ტარდება. ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი აქლემების ბაზრობაა და ღონისძიებას მილიონობით ტურისტი ესწრება.

4. ჰელოუინი: ჰელოუინი 31 ოქტომბერს აღინიშნება. დღესასწაულზე სხვადასხვა ღონისძიებები და მსვლელობა-თამაშები ეწყობა.

ჰელოუინის ღონისძიების მთავარი ატრიბუტი გოგრაა, რომელსაც თვალებსა და პირს ამოაჭრიან. პატარა ბავშვები ჯადოქრების, ან ვამპირის სამოსს იცვამენ და სახლებში დადიან; პატარები ოჯახის წევრებს ტკბილეულს სთხოვენ.

5. ვეგეტარიანელთა ფესტივალი: ტაილანდში ოქტომბერში ვეგეტარიანელთა ფესტივალი იმართება. ადამიანებს სჯერათ, რომ თუკი 9 დღის განმავლობაში ხორცის ჭამისგან თავს შეიკავებენ, მთელი წლის განმავლობაში მშვიდობა იქნება.

ფესტივალზე ქალებიცა და მამაკაცებიც ლოყებს დანებით, შამფურებითა და სხვადასხვა ნივთით იხვრეტენ. მათ სწამთ, რომ ამის შემდეგ ღმერთები მათ ზარალისგან და ბოროტებისგან დაიცავენ. სუსტი ნერვების ადამიანებისთვის სანახაობაზე დასწრება რეკომენდირებული არ არის.

მომზადებულია amusingplanet.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს