ცნობილმა მომღერალმა, ნიკოლ შერზინგერმა განაცხადა, რომ ქალთა ჯგუფში Pussycat Dolls-ში მხოლოდ ის მღეროდა. ამ მიზეზით ნიკოლი ვიდეორგოლებში ყოველთვის ცენტრში იყო.
"ძალიან მიყვარს ეს გოგონები. ისინი ჩემთვის დებივით არიან, მაგრამ ადამიანებმა არ იციან ამ ჯგუფის სრული ისტორია. მე სიმღერების 95%-ს ვასრულებდი", - განაცხადა ვარსკვლავმა.
ამ განცხადებას ჯგუფის პროდიუსერი რონ ფეირიც ადასტურებს. "ხანდახან მელოდიც მღეროდა, მაგრამ ჩაწერით მხოლოდ ნიკოლს ვწერდით. ეს ჯგუფი მხოლოდ ნიკოლი იყო", - განაცხადა რონმა.
"არასდროს დამავიწყდება, როგორ დავასრულეთ ჯგუფის პირველი ალბომის ჩაწერა. მე და რონმა დავუძახეთ გოგონებს და მათ ის მხოლოდ მოისმინეს. ასე მოისმინეს მათ პირველად Pussycat Dolls-ის ალბომიც. ჩვენ ჯგუფს წარვუდგინეთ დასრულებული ალბომი", - განაცხადა ნიკოლ შერზინგერმა.
ჯგუფი Pussycat Dolls-ი 1995 წელს ჩამოყალიბდა. მას 6 წევრი ყავდა: ნიკოლ შერზინგერი, მელოდი ტორნტონი, ეშლი რობერტსი, ჯესიკა სუტა, კიმბერლი უეიტი და კარმიტ ბაჩარი. მოგვიანებით შერზინგერმა სოლო კარიერას მიჰყო ხელი, რაც არანაკლები წარმატებით გამოუვიდა.
მომზადებულია usmagazine.com-ის მიხედვით.