N18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

N18 სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარი ჩამომხრჩვალი იპოვეს

სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა და მსჯავრდებულთა N18 სამკურნალო დაწესებულებაში, დღეს დილით, სავარაუდო სუიციდის ფაქტი დაფიქსირდა. სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ე.ნ. ჩამომხრჩვალი იპოვეს დაწესებულების საპირფარეშოში.

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს 2012 წლის 26 სექტემბერს. ე.ნ. დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მიერ აღნიშნული ფაქტის შესახებ ეცნობათ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ