მსოფლიო
სამხედრო

25

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 03:43-ზე, მთვარე კუროშია – დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
სამართალი
სპორტი
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
წიგნები
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე ჯანდიერი: "ეს არის არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის"
კოტე ჯანდიერი: "ეს არის არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის"

ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე რთულ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ-პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ზე თვა­ლსაზ­რისს მწე­რა­ლი კოტე ჯან­დი­ე­რი გა­მო­ხა­ტავს:

- ეს პრო­ცე­სი, ის, რაც ხდე­ბა, ლო­გი­კუ­რია. "ვარ­დე­ბით" მო­სუ­ლი და პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ად წო­დე­ბუ­ლი კრი­მი­ნა­ლუ­რი დაჯ­გუ­ფე­ბა ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი მსოფ­ლი­ოს თვალ­წინ ყოვ­ლად სა­მარ­ცხვი­ნოდ, "ცო­ცხე­ბი­თა" და ქვე­ბის სრო­ლით ას­რუ­ლებს ცხრაწ­ლი­ან მოღ­ვა­წე­ო­ბას. "ლი­ბე­რა­ლუ­რი დე­მოკ­რა­ტი­ის" ნი­ღა­ბი ჩა­მო­ფხრე­წი­ლია და იქი­დან სის­ხლით მთვრა­ლი კა­ნი­ბა­ლის სახე გვი­ყუ­რებს.

ბოლ­შე­ვიზმსა და კა­ნი­ბა­ლიზმს ის­ტო­რი­ამ გა­ნა­ჩე­ნი გა­მო­უ­ტა­ნა. ნა­ცებს ის­ტო­რი­უ­ლი პერ­სპექ­ტი­ვა არ აქვთ. მაგ­რამ ისიც ცხა­დია, რომ მათ­თან ერ­თად არც ქვე­ყა­ნას ექ­ნე­ბა პერ­სპექ­ტი­ვა, თუ ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მთელ ამ კოშ­მარს ერთხელ და სა­მუ­და­მოდ წერ­ტი­ლი არ და­უს­ვა.

წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სე­ბიც სწო­რედ ისე გან­ვი­თარ­და, რო­გორც მო­სა­ლოდ­ნე­ლი იყო: სა­ხელ­მწი­ფო რე­სურ­სის უკონ­ტრო­ლო, თავ­ხე­დუ­რი გა­მო­ყე­ნე­ბის, საღი აზ­რის ფარ­გლე­ბი­დან გა­სუ­ლი უკა­ნო­ნო ფი­ნან­სუ­რი ჯა­რი­მე­ბის, ტო­ტა­ლუ­რი და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის, სა­ყო­ველ­თაო მოს­მე­ნე­ბის, ძა­ლა­დო­ბის, მუ­ქა­რის, შან­ტა­ჟის, მოს­ყიდ­ვის ფონ­ზე. ფსევ­დო­ლი­ბე­რა­ლურ ტო­ტა­ლი­ტა­რიზმს სხვაგ­ვა­რად არც ქვეყ­ნის მარ­თვა შე­უძ­ლია და არც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა.

სა­ბედ­ნი­ე­როდ, ჩვენს ხალ­ხს რე­ა­ლუ­რი, ძლი­ე­რი ალ­ტერ­ნა­ტი­ვა გა­მო­უჩ­ნდა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სა­ხით. მაგ­რამ, პი­რა­დად ჩემ­თვის, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო სტუ­დენ­ტო­ბის, სა­ერ­თოდ ახალ­გაზ­რდო­ბის გა­მოს­ვლა ავან­სცე­ნა­ზე. ეს მი­უ­კერ­ძო­ე­ბე­ლი, არა­ან­გა­ჟი­რე­ბუ­ლი, გულ­წრფე­ლი საპ­რო­ტეს­ტო ტალ­ღა იმ მო­რა­ლუ­რი ძა­ლის მქო­ნე აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც სა­სი­კე­თოდ და შე­უქ­ცე­ვა­დად გა­და­ტე­ხა სი­ტუ­ა­ცია. იმ დრა­მა­ტულ დღე­ებ­ში ჩვენ ხე­ლახ­ლა გა­ვი­ცა­ნით ჩვე­ნი შვი­ლე­ბი, ვიგ­რძე­ნით სი­სუფ­თა­ვი­სა და სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის მა­ცო­ცხლე­ბე­ლი სურ­ნე­ლი და ჯან­სა­ღი ენერ­გია, რაც ასე აკ­ლდა ჩვენს მრა­ვალ­წლი­ან ბრძო­ლას უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ერთ ღა­მეს, რო­დე­საც მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ქუცო მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, რამ­დე­ნი­მე ჩვე­ნი თა­ო­ბის კაც­თან და სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებ­თან ერ­თად აღ­შფო­თე­ბულ ახალ­გაზ­რდებ­სა და პო­ლი­ცი­ის კორ­დონს შო­რის აღ­მოვ­ჩნდით, პირ­ვე­ლად ამ ცხრა წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ბევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლის სა­ხე­ზე გა­ო­ცე­ბა, დაბ­ნე­უ­ლო­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბაც კი ამო­ვი­კი­თხე. მი­ხა­რია, რომ ერს სინ­დი­სი და თვით­გა­დარ­ჩე­ნის ინ­სტინ­ქტი ბო­ლომ­დე ვერ და­უ­კარ­გეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მო­სულ­მა მან­ქურ­თებ­მა და "ახა­ლი ჯი­შის" გა­მოყ­ვა­ნით და­კა­ვე­ბულ­მა ფრან­კენშტა­ი­ნებ­მა.

- ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხში­რად აცხა­დე­ბენ, რომ და­პი­რის­პი­რე­ბა მათ­სა და ოპო­ზი­ცი­ას შო­რის, ძი­რი­თა­დად, მენ­ტა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის არის, რომ მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბია შე­უ­თავ­სე­ბე­ლი. თქვენ რო­გორ და­ა­ხა­სი­ა­თებ­დით ამ და­პი­რის­პი­რე­ბას?

- მას მერე, რაც მსოფ­ლი­ომ იხი­ლა მათი ნამ­დვი­ლი სახე, სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლეა სა­უ­ბა­რი პროგ­რე­სუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და რეტ­როგ­რა­დი ოპო­ზი­ცი­ის მენ­ტა­ლურ შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა­ზე. სა­ა­კაშ­ვილ­სა და მის კრი­მი­ნა­ლურ დაჯ­გუ­ფე­ბას შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა ოპო­ზი­ცი­ას­თან კი არა, ის­ტო­რი­ას­თან, კა­ლენ­დარ­თან, ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ას­თან და ადა­მი­ა­ნუ­რო­ბას­თან აქვთ. მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა­თა სის­ტე­მა უკონ­ტრო­ლო ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ზე, ტო­ტა­ლურ კონ­ტროლ­ზე, შიშ­ზე, სის­ხლი­ან ფულ­სა და ცო­ცხებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი. მათ სა­ქარ­თვე­ლო ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მიღ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ამი­სი შე­ნიღბვა ლი­ბე­რა­ლუ­რი რი­ტო­რი­კით უკვე შე­უძ­ლე­ბე­ლია.

- გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო ხანს, არა­ერ­თი ხე­ლო­ვა­ნი, კულ­ტუ­რის მოღ­ვა­წე ჩა­ერ­თო აქ­ტი­უ­რად პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­ში, ზო­გი­ერ­თი მათ­გა­ნი პარ­ლა­მენ­ტა­რის მან­და­ტის მო­სა­პო­ვებ­ლა­დაც იბ­რძვის... რო­გო­რია თქვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ამ მოვ­ლე­ნი­სად­მი?

- ჩემი აზ­რით, ნორ­მა­ლურ ვი­თა­რე­ბა­ში შე­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნის ად­გი­ლი სა­წე­რი მა­გი­და, სამ­ხატ­ვრო სტუ­დია, სცე­ნა ან გა­და­ღე­ბის მო­ე­და­ნია და არა პარ­ლა­მენ­ტის დარ­ბა­ზი. მაგ­რამ, ეს არ არის არ­ჩევ­ნე­ბი ამ სი­ტყვის კლა­სი­კუ­რი გა­გე­ბით. ეს არც უკე­თეს და უა­რეს პარ­ტი­ულ პროგ­რა­მას შო­რის გა­სა­კე­თე­ბე­ლი არ­ჩე­ვა­ნია. ეს არის ეგ­ზის­ტენ­ცი­ა­ლუ­რი არ­ჩე­ვა­ნი მო­ნო­ბა­სა და თა­ვი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ჩვენ ან მუდ­მივ შიშ­სა და ძრწო­ლა­ში უნდა დავ­რჩეთ, ან ჩა­მო­ვი­რე­ცხოთ ეს დიდი ეროვ­ნუ­ლი სირ­ცხვი­ლი და სა­კუ­თარ ქვე­ყა­ნას, სა­კუ­თარ შვი­ლებ­სა და სა­კუ­თარ თავ­საც ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა და­ვუბ­რუ­ნოთ. ამ პო­ლი­ტი­კურ კა­ნი­ბა­ლიზ­მთან ბრძო­ლა­ში ვალ­დე­ბუ­ლია, ჩა­ე­ბას თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე, გა­ნურ­ჩევ­ლად ასა­კი­სა, ეროვ­ნე­ბი­სა და პრო­ფე­სი­ი­სა.

- რო­გორ შე­ა­ფა­სებთ ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წი­ნას­წარ შე­დე­გებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ლი­დე­რობს?

- 1-ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბა ლო­გი­კუ­რია. მსოფ­ლი­ო­ში ჯერ ვე­რა­ვინ და მათ შო­რის ვერც ამ რე­ჟიმ­მა მო­ა­ხერ­ხა ადა­მი­ა­ნის­გან ზომ­ბის შექ­მნა. ნაც­მოძ­რა­ო­ბის ეს უტო­პია არ შედ­გა და სა­მარ­ცხვი­ნო კრა­ხით დას­რულ­და. ეს არის მთე­ლი ქარ­თვე­ლი ერის გა­მარ­ჯვე­ბა და ნა­თელ გზა­ზე გას­ვლა, - ნა­ბი­ჯი ჭეშ­მა­რი­ტი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ი­სა­კენ, დე­მოკ­რა­ტი­ი­სა­კენ, კე­თილ­დღე­ო­ბი­სა­კენ, ნორ­მა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბი­სა­კენ. სა­ქარ­თვე­ლოს მო­სახ­ლე­ო­ბამ, ქარ­თვე­ლებ­მა და არა­ქარ­თვე­ლებ­მა სა­მო­ქა­ლა­ქო გმი­რო­ბა ჩა­ი­დი­ნეს, არ შე­ე­შინ­დათ და ეს ვამ­პი­რე­ბის კრე­ბუ­ლი - სას­ტი­კი რე­ჟი­მი და­ა­მარ­ცხეს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

კოტე ჯანდიერი: "ეს არის არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის"

კოტე ჯანდიერი: "ეს არის არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის"

ქვეყანაში მიმდინარე რთულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებზე თვა­ლსაზრისს მწერალი კოტე ჯანდიერი გამოხატავს:

- ეს პროცესი, ის, რაც ხდება, ლოგიკურია. "ვარდებით" მოსული და პოლიტიკურ პარტიად წოდებული კრიმინალური დაჯგუფება ცივილიზებული მსოფლიოს თვალწინ ყოვლად სამარცხვინოდ, "ცოცხებითა" და ქვების სროლით ასრულებს ცხრაწლიან მოღვაწეობას. "ლიბერალური დემოკრატიის" ნიღაბი ჩამოფხრეწილია და იქიდან სისხლით მთვრალი კანიბალის სახე გვიყურებს.

ბოლშევიზმსა და კანიბალიზმს ისტორიამ განაჩენი გამოუტანა. ნაცებს ისტორიული პერსპექტივა არ აქვთ. მაგრამ ისიც ცხადია, რომ მათთან ერთად არც ქვეყანას ექნება პერსპექტივა, თუ ქართველმა ხალხმა მთელ ამ კოშმარს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი არ დაუსვა.

წინასაარჩევნო პროცესებიც სწორედ ისე განვითარდა, როგორც მოსალოდნელი იყო: სახელმწიფო რესურსის უკონტროლო, თავხედური გამოყენების, საღი აზრის ფარგლებიდან გასული უკანონო ფინანსური ჯარიმების, ტოტალური დაპატიმრებების, საყოველთაო მოსმენების, ძალადობის, მუქარის, შანტაჟის, მოსყიდვის ფონზე. ფსევდოლიბერალურ ტოტალიტარიზმს სხვაგვარად არც ქვეყნის მართვა შეუძლია და არც არჩევნებში გამარჯვება.

საბედნიეროდ, ჩვენს ხალხს რეალური, ძლიერი ალტერნატივა გამოუჩნდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" სახით. მაგრამ, პირადად ჩემთვის, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყო სტუდენტობის, საერთოდ ახალგაზრდობის გამოსვლა ავანსცენაზე. ეს მიუკერძოებელი, არაანგაჟირებული, გულწრფელი საპროტესტო ტალღა იმ მორალური ძალის მქონე აღმოჩნდა, რომელმაც სასიკეთოდ და შეუქცევადად გადატეხა სიტუაცია. იმ დრამატულ დღეებში ჩვენ ხელახლა გავიცანით ჩვენი შვილები, ვიგრძენით სისუფთავისა და სამართლიანობის მაცოცხლებელი სურნელი და ჯანსაღი ენერგია, რაც ასე აკლდა ჩვენს მრავალწლიან ბრძოლას უსამართლობის წინააღმდეგ. ერთ ღამეს, როდესაც მე და ჩემი მეგობარი ქუცო მაჭარაშვილი, რამდენიმე ჩვენი თაობის კაცთან და სასულიერო პირებთან ერთად აღშფოთებულ ახალგაზრდებსა და პოლიციის კორდონს შორის აღმოვჩნდით, პირველად ამ ცხრა წლის განმავლობაში ბევრი პოლიციელის სახეზე გაოცება, დაბნეულობა და თანაგრძნობაც კი ამოვიკითხე. მიხარია, რომ ერს სინდისი და თვითგადარჩენის ინსტინქტი ბოლომდე ვერ დაუკარგეს ხელისუფლებაში მოსულმა მანქურთებმა და "ახალი ჯიშის" გამოყვანით დაკავებულმა ფრანკენშტაინებმა.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად აცხადებენ, რომ დაპირისპირება მათსა და ოპოზიციას შორის, ძირითადად, მენტალური ხასიათის არის, რომ მათი ღირებულებებია შეუთავსებელი. თქვენ როგორ დაახასიათებდით ამ დაპირისპირებას?

- მას მერე, რაც მსოფლიომ იხილა მათი ნამდვილი სახე, სრული სისულელეა საუბარი პროგრესული ხელისუფლებისა და რეტროგრადი ოპოზიციის მენტალურ შეუთავსებლობაზე. სააკაშვილსა და მის კრიმინალურ დაჯგუფებას შეუთავსებლობა ოპოზიციასთან კი არა, ისტორიასთან, კალენდართან, ცივილიზაციასთან და ადამიანურობასთან აქვთ. მათი ღირებულებათა სისტემა უკონტროლო ძალაუფლებაზე, ტოტალურ კონტროლზე, შიშზე, სისხლიან ფულსა და ცოცხებზეა დაფუძნებული. მათ საქართველო ცივილიზებული სამყაროს მიღმა აღმოაჩინეს. ამისი შენიღბვა ლიბერალური რიტორიკით უკვე შეუძლებელია.

- განსაკუთრებით ბოლო ხანს, არაერთი ხელოვანი, კულტურის მოღვაწე ჩაერთო აქტიურად პოლიტიკურ პროცესში, ზოგიერთი მათგანი პარლამენტარის მანდატის მოსაპოვებლადაც იბრძვის... როგორია თქვენი დამოკიდებულება ამ მოვლენისადმი?

- ჩემი აზრით, ნორმალურ ვითარებაში შემოქმედი ადამიანის ადგილი საწერი მაგიდა, სამხატვრო სტუდია, სცენა ან გადაღების მოედანია და არა პარლამენტის დარბაზი. მაგრამ, ეს არ არის არჩევნები ამ სიტყვის კლასიკური გაგებით. ეს არც უკეთეს და უარეს პარტიულ პროგრამას შორის გასაკეთებელი არჩევანია. ეს არის ეგზისტენციალური არჩევანი მონობასა და თავისუფლებას შორის. ჩვენ ან მუდმივ შიშსა და ძრწოლაში უნდა დავრჩეთ, ან ჩამოვირეცხოთ ეს დიდი ეროვნული სირცხვილი და საკუთარ ქვეყანას, საკუთარ შვილებსა და საკუთარ თავსაც ნორმალური ცხოვრებისა და განვითარების პერსპექტივა დავუბრუნოთ. ამ პოლიტიკურ კანიბალიზმთან ბრძოლაში ვალდებულია, ჩაებას თითოეული მოქალაქე, განურჩევლად ასაკისა, ეროვნებისა და პროფესიისა.

- როგორ შეაფასებთ ამ საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს, რომლის თანახმადაც "ქართული ოცნება" ლიდერობს?

- 1-ლი ოქტომბრის არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვება ლოგიკურია. მსოფლიოში ჯერ ვერავინ და მათ შორის ვერც ამ რეჟიმმა მოახერხა ადამიანისგან ზომბის შექმნა. ნაცმოძრაობის ეს უტოპია არ შედგა და სამარცხვინო კრახით დასრულდა. ეს არის მთელი ქართველი ერის გამარჯვება და ნათელ გზაზე გასვლა, - ნაბიჯი ჭეშმარიტი ცივილიზაციისაკენ, დემოკრატიისაკენ, კეთილდღეობისაკენ, ნორმალური ადამიანური ურთიერთობისაკენ. საქართველოს მოსახლეობამ, ქართველებმა და არაქართველებმა სამოქალაქო გმირობა ჩაიდინეს, არ შეეშინდათ და ეს ვამპირების კრებული - სასტიკი რეჟიმი დაამარცხეს.

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"