პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
სამხედრო
სამართალი
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რიჩარდ ნორლანდი - ჩვენი მიზანია, ეს კვირა, როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო, ისევე დასრულდეს
რიჩარდ ნორლანდი - ჩვენი მიზანია, ეს კვირა, როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო, ისევე დასრულდეს

ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ეს კვი­რა, რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ით და­ი­წყო, ისე­ვე დას­რულ­დეს, - ამის შე­სა­ხებ აშშ-ის ელჩმა სა­ქარ­თვე­ლო­ში რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა ზუგ­დიდ­ში გა­მარ­თუ­ლი აქ­ცი­ის დროს გა­ნა­ცხა­და.

აქ­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რის, ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რო­ბის კან­დი­და­ტის, ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მხარ­და­სა­ჭე­რად გა­ი­მარ­თა და, რო­გორც აშშ-ის ელჩმა აღ­ნიშ­ნა, "აქ­ცი­ა­ზე დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით იმ­ყო­ფე­ბა, რად­გან სა­მეგ­რე­ლო სპე­ცი­ფი­კუ­რი რე­გი­ო­ნია".

"ეს შე­სა­ნიშ­ნა­ვი კვი­რა იყო სა­ქარ­თვე­ლოს ის­ტო­რი­ა­ში. დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გად მოხ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი ცვლა, მაგ­რამ პრო­ცე­სი სრუ­ლად არ დას­რუ­ლე­ბუ­ლა. ქვეყ­ნის ზო­გი­ერთ ნა­წილ­ში სა­ოლ­ქო სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ე­ბი აგ­რძე­ლე­ბენ მუ­შა­ო­ბას, რომ დად­გინ­დეს, ვინ გა­ი­მარ­ჯვა არ­ჩევ­ნებ­ში. სა­ერ­თა­შო­რი­სო თა­ნა­მე­გობ­რო­ბის მრა­ვალ წევრთან ერ­თად ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ამ არ­ჩევ­ნებს და აქაც დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით ვიმ­ყო­ფე­ბი. რა­ტომ სა­მეგ­რე­ლო?! იმი­ტომ, რომ ეს სპე­ცი­ფი­კუ­რი რე­გი­ო­ნია და აქ სპე­ცი­ფი­კუ­რი დი­ნა­მი­კაა. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, უზ­რუნ­ველ­ვყოთ, რომ რო­გორც მშვი­დო­ბი­ა­ნი ტრანსფორ­მა­ცი­ით და­ი­წყო ეს კვი­რა, ასე­ვე დას­რულ­დეს. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რაც აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ, რომ სა­ოლ­ქო კო­მი­სი­ებ­ში პარ­ტი­ე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­მა გა­აგ­რძე­ლონ მუ­შა­ო­ბა ში­შის­გან თა­ვი­სუ­ფალ გა­რე­მო­ში. მთე­ლი მსოფ­ლიო უყუ­რებს სა­ქარ­თვე­ლოს და იმე­დი აქვს, რომ ეს პრო­ცე­სი მშვი­დო­ბი­ა­ნად დას­რულ­დე­ბა. უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რომ შე­დე­გებ­ზე არ­სე­ბო­ბუ­ლი დავა გან­ხი­ლუ­ლი იყოს სა­მარ­თლებ­რი­ვად. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტმა ობა­მამ და სა­ხელ­მწი­ფო მდი­ვან­მა კლინ­ტონ­მა გა­ნა­ცხა­დეს, ჩვენ ვუ­ლო­ცავთ ქარ­თველ ხალ­ხს. მე გა­სულ კვი­რა­საც ვი­ყა­ვი ზუგ­დიდ­ში და ისევ სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­ბრუნ­დე­ბი", - აღ­ნიშ­ნა რი­ჩარდ ნორ­ლან­დმა.

ზუგ­დიდ­ში ირაკ­ლი ასა­ლა­ნი­ას მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცია 15:00 სა­ა­თი­დან იმარ­თე­ბა. ალ­სა­ნი­ას მხარ­დამ­ჭერ­თა თქმით, ზუგ­დიდ­ში არ­ჩევ­ნე­ბი რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სა­სარ­გებ­ლოდ გა­ყალბ­და.

ზუგ­დიდ­ში ჩა­ვიდ­ნენ, აგ­რეთ­ვე, გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე, თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი, ეკა ბე­სე­ლია და კო­ა­ლი­ცი­ის სხვა წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი.

იხი­ლეთ ვი­დეო: "გა­მარ­ჯო­ბა, მე ვარ რი­ჩარდ ნორ­ლან­დი" - ამე­რი­კის ელჩი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" აქ­ცი­ა­ზე ზუგ­დიდ­ში

რიჩარდ ნორლანდი - ჩვენი მიზანია, ეს კვირა, როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო, ისევე დასრულდეს

რიჩარდ ნორლანდი - ჩვენი მიზანია, ეს კვირა, როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო, ისევე დასრულდეს

ჩვენი მიზანია, ეს კვირა, როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო, ისევე დასრულდეს, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში რიჩარდ ნორლანდმა ზუგდიდში გამართული აქციის დროს განაცხადა.

აქცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატის, ირაკლი ალასანიას მხარდასაჭერად გაიმართა და, როგორც აშშ-ის ელჩმა აღნიშნა, "აქციაზე დამკვირვებლის სტატუსით იმყოფება, რადგან სამეგრელო სპეციფიკური რეგიონია".

"ეს შესანიშნავი კვირა იყო საქართველოს ისტორიაში. დემოკრატიული არჩევნების შედეგად მოხდა ხელისუფლების მშვიდობიანი ცვლა, მაგრამ პროცესი სრულად არ დასრულებულა. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში საოლქო საარჩევნო კომისიები აგრძელებენ მუშაობას, რომ დადგინდეს, ვინ გაიმარჯვა არჩევნებში. საერთაშორისო თანამეგობრობის მრავალ წევრთან ერთად ვაკვირდებოდი ამ არჩევნებს და აქაც დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფები. რატომ სამეგრელო?! იმიტომ, რომ ეს სპეციფიკური რეგიონია და აქ სპეციფიკური დინამიკაა. ჩვენი მიზანია, უზრუნველვყოთ, რომ როგორც მშვიდობიანი ტრანსფორმაციით დაიწყო ეს კვირა, ასევე დასრულდეს. მნიშვნელოვანია, რაც აღნიშნა ირაკლი ალასანიამ, რომ საოლქო კომისიებში პარტიების წარმომადგენლებმა და პროფესიონალებმა გააგრძელონ მუშაობა შიშისგან თავისუფალ გარემოში. მთელი მსოფლიო უყურებს საქართველოს და იმედი აქვს, რომ ეს პროცესი მშვიდობიანად დასრულდება. უმნიშვნელოვანესია, რომ შედეგებზე არსებობული დავა განხილული იყოს სამართლებრივად. როგორც პრეზიდენტმა ობამამ და სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა განაცხადეს, ჩვენ ვულოცავთ ქართველ ხალხს. მე გასულ კვირასაც ვიყავი ზუგდიდში და ისევ სიამოვნებით დავბრუნდები", - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.

ზუგდიდში ირაკლი ასალანიას მხარდამჭერი აქცია 15:00 საათიდან იმართება. ალსანიას მხარდამჭერთა თქმით, ზუგდიდში არჩევნები როლანდ ახალაიას სასარგებლოდ გაყალბდა.

ზუგდიდში ჩავიდნენ, აგრეთვე, გუბაზ სანიკიძე, თეა წულუკიანი, ეკა ბესელია და კოალიციის სხვა წარმომადგენლები.

იხილეთ ვიდეო: "გამარჯობა, მე ვარ რიჩარდ ნორლანდი" - ამერიკის ელჩი "ქართული ოცნების" აქციაზე ზუგდიდში

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა