სკანდალურმა მსახიობმა ლინდსი ლოჰანმა ბავშვობის მოგონებები თაყვანისმცემლებს მიკრობლოგ "ტვიტერის" მეშვეობით გაუზიარა. წარსულის გახსენება ლინდსის კეტი კუროკის ტელეგადაცემამ აიძულა, რომელიც მოზარდების სისასტიკეს ეხებოდა.
"ბავშვობაში სკოლაში ხშირად დამცინოდნენ, ვინაიდან იშვიათად ვიყავი გაკვეთილებზე. გადაღებების გამო სკოლის გაცდენა მიწევდა. სადაც არ უნდა წავსულიყავი, სხვადასხვა გამაღიზიანებელ სახელებს მეძახდნენ.
ჩემი ოჯახის გამოც დამცინოდნენ. როდესაც მათ შეიტყვეს, რომ მამაჩემი ციხეში იჯდა, მამცირებდნენ და არ მეკონტაქტებოდნენ. ამ ყველაფერმა იმდენი ქნა, რომ უარი ვთქვი სკოლაზე და განათლება შინ მივიღე", - დაწერა ლინდსიმ "ტვიტერზე".
ლინდსიმ აღნიშნა, რომ ძალიან კარგად ესმის იმ მოზარდების, რომლებსაც ჩაგრავენ და ამცირებენ. ვარსკვლავი გამოტყდა, რომ ბავშვობის მოგონებებმა მასზე ისე იმოქმედა, რომ ატირდა კიდეც.
მომზადებულია spletnik.ru-ს მიხედვით.