პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

9

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 22:10-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 12:52-ზე – ენერგიული დღეა. ჯობია ემოციების მოთვინიერება, ვნებების აღკვეთა და თვითდისციპლინის გაძლიერება დაიწყება. მოიქეცით მშვიდად. მნიშვნელოვანი არაფერი გააკეთო. დაიწყეთ მარტივი ამოცანები, რომლებიც არ საჭიროებს ზედმეტ ძალისხმევას. ყურადღება მიაქციეთ საინტერესო იდეებს, ეს შესაძლოა სამომავლოდ გამოგადგებათ. იზრდება ტრავმებისა და ძლიერი ნერვული დაძაბულობის ალბათობა. უმჯობესია უარი თქვათ ძლიერ ჩაის, ყავასა და ალკოჰოლურ სასმელებზე. დღეს მოხმარებული პროდუქტები უნდა იყოს მაღალი ხარისხის და ახალი.
საზოგადოება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ
წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთ­ში, სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს ჯერ არ და­უ­ტო­ვე­ბი­ათ. ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ აგა­რა­კი­დან პი­რა­დი ქო­ნე­ბის გა­ტა­ნა მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვთ.

გიგი უგუ­ლა­ვას, გელა ბეჟუ­აშ­ვილს, ვანო მე­რა­ბიშ­ვილს და სხვებს, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი ყო­ველ­დღე ხე­და­ვენ. მო­სახ­ლე­ო­ბის ცნო­ბით, ისი­ნი სამ­სა­ხუ­რებ­ში დღემ­დე წყნე­თი­დან და­დი­ან. მო­სახ­ლე­ო­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბის ნა­წი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­სა­კუთ­რე­ბუ­ლი აქვთ.

სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კებ­თან დაც­ვა და სა­პატ­რუ­ლო პო­ლი­ცი­აა მო­ბი­ლი­ზე­ბუ­ლი. ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის აგა­რა­კე­ბის ზო­ნა­ში შეს­ვლა და გა­და­ღე­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი საშ­ვით არის შე­საძ­ლე­ბე­ლი. გა­და­ღე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია გა­ლავ­ნი­და­ნაც.

დღეს, აგა­რა­კი სა­ვა­რა­უ­დოდ დრო­ე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის შეფ­მა გელა ბეჟუ­აშ­ვილ­მა და­ტო­ვა. სამ­თავ­რო­ბო ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის მი­მოს­ვლა წყნეთ­ში გა­აქ­ტი­ურ­და.

პირ­ვე­ლი ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ, აგა­რა­კე­ბის და­ტო­ვე­ბა მო­უ­წევთ: ვანო მე­რა­ბიშ­ვილს, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილს, გელა ბეჟუ­აშ­ვილს, გიგი უგუ­ლა­ვას, ნიკა გი­ლა­ურს, დათო ტყე­შე­ლაშ­ვილს, კობა სუ­ბე­ლი­ანს, დათო ბაქ­რა­ძეს, გია ბა­რა­მი­ძეს, ხა­თუ­ნა გო­გო­რიშ­ვილს, გიგა ბო­კე­რი­ას, ეკა ტყე­შე­ლაშ­ვილს, კოტე კუბ­ლაშ­ვილს, დი­მიტ­რი შაშ­კინს და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პირს. ეს ადა­მი­ა­ნე­ბი წყნე­თის სამ­თავ­რო­ბო აგა­რა­კე­ბით "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სარ­გებ­ლობ­დნენ. ახლა კი, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მოს­ვლის შემ­დეგ, მათ ახა­ლი მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი ჩა­ა­ნაც­ვლე­ბენ.

იხი­ლეთ ვი­დეო

ფ. ტ.
0

Федерико Феллини, "сладкая жизнь"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა გზავნილები აქვთ ევროპარლამენტარებს და როგორია გამოხმაურებები საქართველოში

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთის სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ

წყნეთში, სამთავრობო აგარაკები ხელისუფლების წარმომადგენლებს ჯერ არ დაუტოვებიათ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ აგარაკიდან პირადი ქონების გატანა მთავრობის წარმომადგენლებს უკვე დაწყებული აქვთ.

გიგი უგულავას, გელა ბეჟუაშვილს, ვანო მერაბიშვილს და სხვებს, ადგილობრივები ყოველდღე ხედავენ. მოსახლეობის ცნობით, ისინი სამსახურებში დღემდე წყნეთიდან დადიან. მოსახლეობაში გავრცელებული ინფორმაციით, წყნეთის სამთავრობო აგარაკების ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებს მისაკუთრებული აქვთ.

სამთავრობო აგარაკებთან დაცვა და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული. ჟურნალისტებისთვის აგარაკების ზონაში შესვლა და გადაღება სპეციალური საშვით არის შესაძლებელი. გადაღება აკრძალულია გალავნიდანაც.

დღეს, აგარაკი სავარაუდოდ დროებით, საქართველოს საგარეო დაზვერვის შეფმა გელა ბეჟუაშვილმა დატოვა. სამთავრობო ავტომობილების მიმოსვლა წყნეთში გააქტიურდა.

პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, აგარაკების დატოვება მოუწევთ: ვანო მერაბიშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გელა ბეჟუაშვილს, გიგი უგულავას, ნიკა გილაურს, დათო ტყეშელაშვილს, კობა სუბელიანს, დათო ბაქრაძეს, გია ბარამიძეს, ხათუნა გოგორიშვილს, გიგა ბოკერიას, ეკა ტყეშელაშვილს, კოტე კუბლაშვილს, დიმიტრი შაშკინს და კიდევ რამდენიმე პირს. ეს ადამიანები წყნეთის სამთავრობო აგარაკებით "ვარდების რევოლუციის” შემდეგ სარგებლობდნენ. ახლა კი, "ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ ახალი მთავრობის წევრები ჩაანაცვლებენ.

იხილეთ ვიდეო