ზაზა გოგსაძე - თერჯოლაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯარისკაცებისთვის შექმნილი სპეცუბნით მოიგო

ზაზა გოგსაძე - თერჯოლაში "ნაციონალურმა მოძრაობამ" ჯარისკაცებისთვის შექმნილი სპეცუბნით მოიგო

თერჯოლაში "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატმა ჯარისკაცებისთვის შექმნილი სპეცუბნით მოიგო, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" "ქართული ოცნების" თერჯოლის მაჟორიტარობის კანდიდატმა ზაზა გოგსაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სპეციალური უბანი ჯარისკაცებისთვის უკანონოდ შექმნა, რადგან თერჯოლაში საჯარისო შენაერთი არასოდეს ყოფილა დისლოცირებული.

"ეს იყო ახალაიას საჩუქარი ბუცხრიკიძისთვის, რადგან თერჯოლაში არანაირი საჯარისო შენაერთი არ არსებობს და სპეცუბანიც არასოდეს ყოფილა. ჩვენ მოვითხოვთ ამ სპეცუბნის შედეგების გაუქმებას ან მთლიანად იმ უბნის შედეგების ბათილად ცნობას, რომელსაც სპეცუბნის ხმები შეერია", - განაცხადა ზაზა გოგსაძემ და განმარტა, რომ ეს იყო საოლქო კომისიასთან გუშინ შეკრებილი აქტივისტების მთავარი მოთხოვნა.

თუმცა, მისივე ინფორმაციით, საოლქო კომისიამ მათი მოთხოვნა უკანონოდ არ დააკმაყოფილა.

"კომისიის წევრთა უმეტესობა ჩვენს მოსაზრებას სპეცუბნის გაბათილების შესახებ იზიარებდა, თუმცა, "ევროპელმა დემოკრატებმა" კომისიიდან საკუთარი წევრი გამოიწვია და მის ნაცვლად ჩასვეს სხვა, რომელმაც მხარი უმრავლესობას დაუჭირა. იგივე შეიძლება ითქვას "ლეიბორისტებზეც", რომლებიც თავს ოპოზიციურ ძალას უწოდებენ. მათი კვოტით სიაში მყოფმა ახალგაზრდა ქალმა ხმა ჩვენი მოთხოვნის წინააღმდეგ მისცა", - აღნიშნა ზაზა გოგსაძემ.

მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის თერჯოლაში სიმშვიდეა და საოლქო კომისიის გადაწყვეტილება ზესტაფონის სასამართლოში გაასაჩივრეს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა