სპორტი
პოლიტიკა
სამხედრო

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეექვსე დღე დაიწყება 10:27-ზე, მთვარე ლომშია – მარტოობისა და თავმდაბლობის დღეა. ინტუიცია მძაფრდება. კარგია სუნთქვითი ვარჯიში და არომათერაპია. კარგია ზედა სასუნთქი გზებისა და ბრონქების გაწმენდა. რეკომენდებულია: მოაგვარეთ მატერიალური და ფულადი საკითხები. აკეთეთ საქმე. გამოავლინეთ თქვენი უნარები და ნიჭი. წარმატების მიღწევა ბევრ სფეროში შეიძლება. უმჯობესია თავი შეიკავოთ როგორც გრძელი, ასევე მოკლე მოგზაურობისგან. ეს დღე განკუთვნილია დასვენებისთვის.
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კახა კახიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება
კახა კახიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის­თვის მზა­დე­ბა იკ­ვე­თე­ბა, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას ექ­სპერ­ტმა სა­არ­ჩევ­ნო სა­კი­თხებ­ში კახა კა­ხიშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, თუ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" ხალ­ხის ნე­ბი­სად­მი და­მორ­ჩი­ლე­ბის და ხე­ლი­სუფ­ლე­ბის "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" გა­და­ცე­მის რე­ა­ლუ­რი დე­მონ­სტრი­რე­ბა სურს, მის ხელთ არ­სე­ბუ­ლი მარ­თვის ყვე­ლა ბერ­კე­ტი და მთე­ლი მთავ­რო­ბა უნდა დათ­მოს - ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რე­ბის ჩათ­ვლით. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, კა­ხიშ­ვი­ლის თქმით, "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი­სათ­ვის მზა­დე­ბა იკ­ვე­თე­ბა, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბის მეშ­ვე­ო­ბით უმ­რავ­ლე­სო­ბას - "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" გა­და­აბ­რა­ლებს.

ექ­სპერ­ტი დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, რომ ოპო­ზი­ცი­ა­ში გა­და­სუ­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა უახ­ლო­ე­სი ერთი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში - 2013 წლის საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე, მის ხელთ არ­სე­ბულ ყვე­ლა მე­ქა­ნიზმს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცი­ის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს.

"მოქ­მე­დი კონ­სტი­ტუ­ცი­ით, მთავ­რო­ბის შე­მად­გენ­ლო­ბას პარ­ლა­მენტს პრე­ზი­დენ­ტი წა­რუდ­გენს, ის ნიშ­ნავს მთავ­რო­ბის მე­თა­ურს და აკონ­ტრო­ლებს ძა­ლო­ვან უწყე­ბებს. კონ­სტი­ტუ­ცი­ით და­მო­უ­კი­დე­ბელ სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო შტოს წარ­მო­ად­გენს სა­სა­მარ­თლო სის­ტე­მა, რო­მე­ლიც არც აღ­მას­რუ­ლე­ბელ და არც სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა, თუმ­ცა დღე­ვან­დე­ლი რე­ა­ლო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ყვე­ლამ ვი­ცით, რომ სა­სა­მარ­თლო ერთი პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტის და­ვა­ლე­ბე­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლია. ამავდრო­უ­ლად, უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია პრო­კუ­რა­ტუ­რა და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო, რო­მე­ლიც თა­ვი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" პო­ლი­ტი­კურ გუნდს უკავ­შირ­დე­ბა. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" დათ­მობს ყვე­ლა უწყე­ბას, მაგ­რამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს კონ­ტროლს ძა­ლო­ვან სა­მი­ნის­ტრო­ებ­სა და მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის სის­ტე­მა­ზე და მათ კრი­ზი­სის­თვის გა­მო­ი­ყე­ნებს", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კა­ხიშ­ვილ­მა.

ამ კონ­ტექ­სტში ექ­სპერ­ტი ყუ­რა­დღე­ბას იმ გა­რე­მო­ე­ბა­ზეც ამახ­ვი­ლებს, რომ "სტრა­ტე­გი­ულ ბიზ­ნეს-მო­ნო­პო­ლი­ებს და ყვე­ლა იმ სფე­როს, რო­მელ­თა მო­წეს­რი­გე­ბის გა­რე­შე შე­უძ­ლე­ბე­ლია მო­ნო­პო­ლი­ე­ბის დაშ­ლა, სო­ცი­ა­ლუ­რი რე­ფორ­მე­ბი და სხვა იმ სი­კე­თის გა­კე­თე­ბა, რა­საც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მო­სახ­ლე­ო­ბას ჰპირ­დე­ბა", "ნაც­მოძ­რა­ო­ბა" და მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ".

"ამას­თან, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" თი­თო­ე­უ­ლი მი­ღე­ბუ­ლი ხმის დაც­ვა შეძ­ლოს, რად­გან რო­გორც ვხე­დავთ, ხმე­ბის შე­ჯა­მე­ბა ყოვ­ნდე­ბა და ეს დიდი ალ­ბა­თო­ბით, იმის­თვის ხდე­ბა, რომ სხვა­ო­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა­სა და უმ­ცი­რე­სო­ბას შო­რის მაქ­სი­მა­ლუ­რად შემ­ცი­რე­ბუ­ლი იყოს. უმ­ცი­რე­სო­ბა, რო­მე­ლიც წი­ნას­წა­რი შე­დე­გე­ბის თა­ნახ­მად, სულ რა­ღაც 10 სა­დე­პუ­ტა­ტო მან­და­ტით ჩა­მორ­ჩე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბას, მთელ სის­ტე­მას აკონ­ტრო­ლებს", - დას­ძი­ნა კა­ხიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

კახა კახიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება

კახა კახიშვილი - "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება

"ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისთვის მზადება იკვეთება, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას ექსპერტმა საარჩევნო საკითხებში კახა კახიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, თუ "ნაციონალურ მოძრაობას" ხალხის ნებისადმი დამორჩილების და ხელისუფლების "ქართული ოცნებისთვის" გადაცემის რეალური დემონსტრირება სურს, მის ხელთ არსებული მართვის ყველა ბერკეტი და მთელი მთავრობა უნდა დათმოს - ძალოვანი სტრუქტურების ჩათვლით. წინააღმდეგ შემთხვევაში, კახიშვილის თქმით, "ნაცმოძრაობის" მხრიდან პოლიტიკური კრიზისისათვის მზადება იკვეთება, რომელსაც საკუთარი ტელევიზიების მეშვეობით უმრავლესობას - "ქართულ ოცნებას" გადააბრალებს.

ექსპერტი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციაში გადასული უმრავლესობა უახლოესი ერთი წლის განმავლობაში - 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე, მის ხელთ არსებულ ყველა მექანიზმს "ქართული ოცნების" მარგინალიზაციისთვის გამოიყენებს.

"მოქმედი კონსტიტუციით, მთავრობის შემადგენლობას პარლამენტს პრეზიდენტი წარუდგენს, ის ნიშნავს მთავრობის მეთაურს და აკონტროლებს ძალოვან უწყებებს. კონსტიტუციით დამოუკიდებელ სახელისუფლებო შტოს წარმოადგენს სასამართლო სისტემა, რომელიც არც აღმასრულებელ და არც საკანონმდებლო ხელისუფლებას არ ექვემდებარება, თუმცა დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით, ყველამ ვიცით, რომ სასამართლო ერთი პოლიტიკური სუბიექტის დავალებების შემსრულებელია. ამავდროულად, უმნიშვნელოვანესია პროკურატურა და შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც თავისი ხელმძღვანელობით "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ გუნდს უკავშირდება. "ნაციონალური მოძრაობა" დათმობს ყველა უწყებას, მაგრამ შეინარჩუნებს კონტროლს ძალოვან სამინისტროებსა და მართლმსაჯულების სისტემაზე და მათ კრიზისისთვის გამოიყენებს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კახიშვილმა.

ამ კონტექსტში ექსპერტი ყურადღებას იმ გარემოებაზეც ამახვილებს, რომ "სტრატეგიულ ბიზნეს-მონოპოლიებს და ყველა იმ სფეროს, რომელთა მოწესრიგების გარეშე შეუძლებელია მონოპოლიების დაშლა, სოციალური რეფორმები და სხვა იმ სიკეთის გაკეთება, რასაც "ქართული ოცნება" მოსახლეობას ჰპირდება", "ნაცმოძრაობა" და მასთან დაკავშირებული ადამიანები აკონტროლებენ".

"ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "ქართულმა ოცნებამ" თითოეული მიღებული ხმის დაცვა შეძლოს, რადგან როგორც ვხედავთ, ხმების შეჯამება ყოვნდება და ეს დიდი ალბათობით, იმისთვის ხდება, რომ სხვაობა უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მაქსიმალურად შემცირებული იყოს. უმცირესობა, რომელიც წინასწარი შედეგების თანახმად, სულ რაღაც 10 სადეპუტატო მანდატით ჩამორჩება უმრავლესობას, მთელ სისტემას აკონტროლებს", - დასძინა კახიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა