საყოფაცხოვრებო ტექნიკის კომპანია "ელექტრონიკა" ახალი ფილიალების მშენებლობას განაგრძობს.
კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, უკვე გაიხსნა ახალი ფილიალი ოზურგეთში და პირველ მომხმარებელს ხვალიდან მიიღებს. ხუთ დღეში კი "ელექტრონიკის" მაღაზია მუშაობას ქობულეთში დაიწყებს. ახალი ფილიალები ადგილობრივებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის სრულ ასორტიმენტს შესთავაზებენ. ამასთან, უახლოეს მომავალში კომპანია წამახალისებელი აქციების დაწყებასაც გეგმავს.
"ელექტრონიკა" ქართულ ბაზარზე უკვე 16 მაღაზიით მუშაობს. კომპანია 250 მსოფლიო ბრენდის საყოფაცხოვრებო ტექნიკას ყიდის. მათ შორისაა: "ინდეზიტი", "სამსუნგი", "ტოშიბა", "სონი" და სხვა მრავალი ცნობილი სავაჭრო მარკა.
რა? სად? რა ფასად?
გაიგეთ "რადიო მარკეტში"
ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე
რადიო "პალიტრის" ეთერში - FM 103.9