ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, კოალიცია "ქართული ოცნება" პროპორციული სიით პარლამენტში 44 დეპუტატის, "ნაციონალური მოძრაობა" კი 33-ის გაყვანას ახერხებს.
"ინტერპრესნიუსმა" არჩევნებში გამარჯვებულ ძალებს შორის მანდატების რაოდენობა საარჩევნო საკითხებში ექსპერტ კახა კახიშვილთან ერთად, ცესკო-ს შესაბამისი ფორმულის მიხედვით დათვალა: პარტიული სიის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 77-ზე გადამრავლდა და ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყო. მანდატების გამოთვლა მოხდა ცესკო-ს მიერ ამ ეტაპზე დათვლილი ხმების რაოდენობის მიხედვით, რაც 98,81 %-ს შეადგენს. აღნიშნული ფორმულის მიხედვით, "ქართულ ოცნებას" საკანონმდებლო ორგანოში 42 მანდატი, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 31 მანდატი ერგო, თუმცა როგორც "ინტერპრესნიუსს" კოალიციის წევრმა, ნოდარ ხადურმა განუცხადა, იმის გამო, რომ აღნიშნული მანდატების რაოდენობა ჯამში 73-ს შეადგენს, მაშინ როცა პროპორციული წესით 77 დეპუტატის არჩევა უნდა მოხდეს, გამარჯვებულ ძალებს შორის დარჩენილი 4 მანდატის გადანაწილებაც ხდება.
"საერთო ჯამში, "ქართულ ოცნებას" 44 მანდატი, "ნაციონალურ მოძრაობას" კი 33 გამოსდის", - განმარტა ხადურმა.
"ქართული ოცნების" საარჩევნო სიის პირველ 44 წევრს წარმოადგენენ: კახა კალაძე, მანანა კობახიძე, ირაკლი ალასანია, დავით უსუფაშვილი, გუბაზ სანიკიძე, გოგი თოფაძე, ზვიად ძიძიგური, ივანე კიღურაძე, დავით საგანელიძე, ირაკლი ღარიბაშვილი, კობა დავითაშვილი, გია ჟორჟოლიანი, გიორგი გაჩეჩილაძე, მაია ფანჯიკიძე, დავით ბერძენიშვილი, ნოდარ ხადური, ნინო გოგუაძე, გელა ხვედელიძე, გიორგი ხუჩინაშვილი, თედო ჯაფარიძე, ზურაბ ტყემალაძე, სოზარ სუბარი, გიგა ბუკია, ლაშა ნაცვლიშვილი, ირაკლი ჩიქოვანი, ირინე იმერლიშვილი, გიგლა აგულაშვილი, ლევან ბერძენიშვილი, გოგლა ჟვანია, ანი მოროტაძე, გუგული მაღრაძე, თამაზ ყაჭეიშვილი, გიორგი ვოლსკი, ბიძინა გუჯაბიძე, თამაზ ავდალიანი, ალი მამედოვი, ალექსი პეტრიაშვილი, რუსლან პოღოსიანი. შალვა კიკნაველიძე, კარლო კოპალიანი, დემურ ბაშელეიშვილი, ნანა ყეინიშვილი, მერან კაჭახიძე და ერეკლე ტრიპოლსკი. აღსანიშნავია, რომ კოალიციის პარტიულ სიაში მყოფი რამდენიმე პირი, კერძოდ კახა კალაძე, მანანა ნაჭყებია, გუბაზ სანიკიძე, ზვიად ძიძიგური, და ერეკლე ტრიპოლი საკანონმდებლო ორგანოში მაჟორიტარული არჩევნების გზით მოხვდნენ, რის შესაბამისადაც, პარლამენტში მათ მიერ პროპორციული არჩევნების გზით მოპოვებულ ადგილებს პარტიის მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატები დაიკავებენ. სიის მიხედვით, ესენი შესაძლოა მარიანე ოდიშარია ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან"), ირაკლი სესიაშვილი (ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო), მალხაზ ვახტანგაშვილი (ეროვნული ფორუმიდან), "მახირ დარმზიევი ("ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოდან") და ფრიდონ საყვარელიძე (რესპუბლიკური პარტიიდან) იყვნენ.
რაც შეეხება "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ სიას, პირველი 33 წევრი, რომელიც, არსებული მონაცემების დათვლის საფუძველზე საკანონმდებლო ორგანოში ხვდება, ასე გამოიყურება: დავით ბაქრაძე, პეტრე ცისკარიშვილი, გიორგი ბარამიძე, თინათინ ბოკუჩავა, გიორგი თევდორაძე, ჩიორა თაქთაქიშვილი, მიხეილ მაჭავარიანი, გიორგი ვაშაძე, დავით საყვარელიძე, მარიამ საჯაია, გიორგი გაბაშვილი, ზურაბ ჯაფარიძე, სერგო რატიანი, გიორგი ოჩიაური, ნიკოლოზ ყიფშიძე, ირმა ნადირაშვილი, გიორგი (გიგი) წერეთელი, პავლე კუბლაშვილი, გიორგი კარბელაშვილი, რამაზ ნიკოლაიშვილი, ზურაბ მელიქიშვილი, ლევან ბეჟაშვილი, აკაკი ბობოხიძე, გიორგი (გივი) თარგამაძე, ხათუნა გოგორიშვილი, მიხეილ მახარაძე, გიორგი მელაძე, კობა სუბელიანი, გიორგი ღვინიაშვილი, აკაკი მინაშვილი, ნუგზარ წიკლაური, გიორგი ხაჩოძე და დავით დარჩიაშვილი.
აღნიშნული პირებიდან პარლამენტში მაჟორიტარული არჩევნების გზით ხვდებიან ლევან ბეჟაშვილი და გიორგი ღვინიაშვილი, შესაბამისად, პარლამენტში მათ მიერ პროპორციული არჩევნების გზით მოპოვებულ ადგილებს პარტიის მომდევნო პარლამენტის წევრობის კანდიდატები დაიკავებენ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმების დათვლა გრძელდება. პარტიათა პროცენტული მაჩვენებელი სისტემატურად იცვლება.
2012 წლის მოწვევის პარლამენტში 150 სადეპუტატო მანდატი 77 პროპორციული წესით არჩეულ დეპუტატსა და 73 მაჟორიტარს შორის გადანაწილდება.