40-მდე ადამიანი დაიღუპა ნიგერიის ერთ-ერთ სტუდენტურ საცხოვრებელზე განხორციელებული რამდენიმე შეიარაღებული თავდასხმის შედეგად, რომლის ორგანიზატორი, სავარაუდოდ, ადგილობრივ ისლამისტთა ექსტრემალური დაჯგუფება ”ბოკო ჰარამია”. თუმცა არსებობს მეორე ვერსიაც, - მკვლელობათა მოტივი სტუდენტური კავშირის არჩევნების შედეგად წარმოქმნილ დაპირისპირებაა.
დაღუპულთა უმრავლესობა სტუდენტია, ზოგი მათგანი მოკლულია ტყვიით, ზოგი კი დანითა და სხვა ცივი იარაღით, - აცხადებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ბოკო ჰარამი სიტყვა-სიტყვით ასე ითარგმნება - "დასავლური განათლება მკრეხელობაა". რადიკალ ტერორისტთა ამ დაჯგუფებას უკვე 690 მკვლელობას მიაწერენ.
მომზადებულია huffingtonpost-ის მიხედვით.