საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

12

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 23:22-ზე, მთვარე მერწყულშია – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ზედმეტი აქტიურობა შედეგს არ მოიტანს. არ აიღოთ ზედმეტი სამუშაო და რთული პროექტები. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
მსოფლიო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
სამხედრო
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა
ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა

წელს ზა­ფხულ­ში, ბრი­უ­სელ­თან ახ­ლოს ერთ-ერთ პა­ტა­რა ქა­ლაქ­ში, 30 ივ­ლი­სი­დან 5 აგ­ვის­ტოს ჩათ­ვლით გრძელ­დე­ბო­და ფეს­ტი­ვა­ლი, რო­მელ­შიც ევ­რო­პა­ში ცნო­ბილ მხატ­ვრებ­თან ერ­თად ქარ­თვე­ლი თა­მუ­ნა წახ­ნა­კია მო­ნა­წი­ლე­ობ­და. მსოფ­ლი­ოს 40-ზე მეტი ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნელ მხატ­ვრებ­თან ერ­თად ის სა­ქარ­თვე­ლო­დან სტუ­დენ­ტუ­რი ქა­ლა­ქის კედ­ლე­ბის მო­სა­ხა­ტად მი­იწ­ვი­ეს. და­ახ­ლო­ე­ბით სამი მეტ­რის სი­მაღ­ლის კე­დელ­ზე თა­მუ­ნამ სამი ბი­ჭუ­ნა და­ხა­ტა და ამ­გვა­რად და­სავ­ლეთ ევ­რო­პის ერთ-ერთ ლა­მაზ ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სი კვა­ლი და­ტო­ვა...

- მამა მხატ­ვა­რი და ამა­ვე დროს მუ­სი­კო­სია. ალ­ბათ მისი მხრი­დან გად­მო­მე­ცა ხატ­ვის ნიჭი. ბა­ღის ასა­კი­დან ვხა­ტავ­დი. სხვა პრო­ფე­სი­ა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია, ბავ­შვო­ბი­დან ვი­ცო­დი, რომ მხატ­ვა­რი ვიქ­ნე­ბო­დი. სკო­ლა­ში, გაკ­ვე­თი­ლე­ბის მსვლე­ლო­ბი­სას მერ­ხებ­ზეც კი ვხა­ტავ­დი და მერე იმ ნა­ხა­ტებს მა­ხე­ხი­ნებ­დნენ (იღი­მის). ყო­ველ­თვის უც­ნა­ურ პერ­სო­ნა­ჟებს ვხა­ტავ­დი, ერთი პე­რი­ო­დი მო­დე­ლე­ბის შექ­მნამ გა­მი­ტა­ცა და მო­დე­ლი­რე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე ვგეგ­მავ­დი ჩა­ბა­რე­ბას, თუმ­ცა როცა აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბის დრო დად­გა, მშობ­ლე­ბის რჩე­ვით, სწავ­ლა გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნის ფა­კულ­ტეტ­ზე გა­ვაგ­რძე­ლე. მე-3 კურ­სი­დან სა­რეკ­ლა­მო სა­ა­გენ­ტო­ებ­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ­დი და პა­ტარ-პა­ტა­რა შეკ­ვე­თებს ვი­ღებ­დი. რო­გო­რი­ცაა, მა­გა­ლი­თად, ბუკ­ლე­ტე­ბის გრა­ფი­კუ­ლი დი­ზა­ი­ნი, თუმ­ცა ამ თე­მი­სად­მი ინ­ტე­რე­სი მა­ლე­ვე დავ­კარ­გე და და­ვი­წყე რეკ­ლა­მე­ბის­თვის კად­რე­ბის ხატ­ვა. ქარ­თუ­ლი რეკ­ლა­მე­ბის 90% პრო­ცენ­ტი, ბან­კე­ბის რეკ­ლა­მე­ბი, ლუ­დის თუ სხვა, თით­ქმის სულ ჩემი და­ხა­ტუ­ლია. ვქმნი პერ­სო­ნა­ჟებს ანი­მა­ცი­ის­თვის, ვა­კე­თებ პოს­ტე­რებს. ყო­ველ­თვის მომ­წონ­და კო­მიქ­სე­ბი და მისი პერ­სო­ნა­ჟე­ბის "გა­ცო­ცხლე­ბა".

- და მერ­ხე­ბი­დან კედ­ლის მხატ­ვრო­ბა­ზე რო­დის გა­დახ­ვე­დი?

- (იღი­მის) რამ­დე­ნი­მე წე­ლია ამ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას თვალს ვა­დევ­ნებ. კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა ევ­რო­პა­ში ახა­ლი არაა და ეს ტენ­დენ­ცია მსოფ­ლი­ო­ში ამე­რი­კი­დან დამ­კვიდ­რდა. სახ­ლში კედ­ლებ­ზე ხში­რად ვხა­ტავ­დი და სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და დიდი ზო­მის ნა­ხა­ტე­ბის შექ­მნა. ერთი წლის წინ გა­მო­ცხად­და კონ­კურ­სი, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც მთაწ­მინ­დის პარკში, თე­მა­ზე "ბედ­ნი­ე­რე­ბა", სუ­რა­თე­ბი დიდ მუ­ყა­ო­ზე უნდა შეს­რუ­ლე­ბუ­ლი­ყო. მა­შინ პირ­ვე­ლად დავ­ხა­ტე დიდი მას­შტა­ბის ნა­ხა­ტი და მას შემ­დეგ ამ თე­მამ კი­დევ უფრო და­მა­ინ­ტე­რე­სა. სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ნა­მუ­შე­ვარს "ფე­ის­ბუქ­ზე" ჩემს გვერ­დზე ვა­თავ­სებ, სა­დაც მე­გობ­რებს შო­რის ბევ­რი ქარ­თვე­ლი და უცხო­ე­ლი მხატ­ვა­რი მყავს.

რვა თვის წინ ერთ-ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ბელ­გი­ელ­მა მხატ­ვარ­მა გა­მო­მიგ­ზავ­ნა წე­რი­ლი, სა­დაც ეწე­რა, რომ ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნე­ბით და­ხა­ტავ­და ჩემ­თან ერ­თად. იმ დრომ­დეც, სხვა­დას­ხვა ეროვ­ნე­ბის მხატ­ვრე­ბის­გან არა­ერ­თი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის წე­რი­ლი მომ­სვლია, ამი­ტომ ჩავ­თვა­ლე, რომ ისიც მათ რი­ცხვში იყო, ვი­საც უბ­რა­ლოდ მოს­წონს ჩემი ნა­მუ­შევ­რე­ბი და სხვა არა­ფე­რი. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, წე­რილ­ზე ვუ­პა­სუ­ხე და ამ ამ­ბი­დან ერთ კვი­რა­ში მან მა­უ­წყა, რომ იმარ­თე­ბო­და ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხელ­წო­დე­ბით "კოს­მო­პო­ლიტ არტ ტურ" და თუ მო­ნა­წი­ლე­ო­ბის სურ­ვი­ლი მექ­ნე­ბო­და, მოწ­ვე­ვას გა­მო­მიგ­ზავ­ნიდ­ნენ. გრა­ფი­კის ფეს­ტი­ვალ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მთე­ლი ჩემი ცხოვ­რე­ბის აუხ­დე­ნე­ლი ოც­ნე­ბა იყო და ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბას დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით დავ­თან­ხმდი.

- ვინ არის ის ადა­მი­ა­ნი, ვის­გა­ნაც ეს შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღეთ?

- ბელ­გი­ა­ში არის მხატ­ვარ­თა დაჯ­გუ­ფე­ბა, რომ­ლე­ბიც ყო­ველ ორ წე­ლი­წად­ში ატა­რე­ბენ ფეს­ტი­ვალს. მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ეძე­ბენ და იწ­ვე­ვენ მხატ­ვრებს. მხატ­ვა­რი, რომ­ლის­გა­ნაც წი­ნა­და­დე­ბა წა­მო­ვი­და, 33 წლი­საა. ის ძი­რი­თა­დად ქუ­ჩა­ში გრა­ფი­კას ხა­ტავს და ამ ხე­ლო­ვან­თა დაჯ­გუ­ფე­ბის წევ­რია. უკა­ნას­კნელ ფეს­ტი­ვალ­ში, რო­მელ­შიც თა­ვა­დაც ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი, 40-ზე მეტი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­შა­ობ­და, ძი­რი­თა­დად ევ­რო­პე­ლი მხატ­ვრე­ბი. ფეს­ტი­ვალ­ზე არც ყო­ფი­ლა დსთ-ს ქვეყ­ნის მხატ­ვა­რი, მარ­ტო მე ვი­ყა­ვი სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სუ­ლი. ბრი­უ­სელ­თან ახ­ლოს ერთ-ერთი სა­უ­ნი­ვერ­სი­ტე­ტო ქა­ლა­ქი ლო­უ­ვან-ლა-ლუ­ვია. ის 40 წლის წინ გა­შენ­და და დღი­თი დღე ფარ­თოვ­დე­ბა. ახლა იქ მდე­ბა­რე­ობს უნი­ვერ­სი­ტე­ტი და სა­ერ­თო სა­ცხოვ­რებ­ლე­ბი. საკ­მა­ოდ უსა­ხუ­რი კედ­ლე­ბია და სწო­რედ მათი მო­ხატ­ვა იყო და­გე­გე­მი­ლი. თი­თო­ე­ულ მხატ­ვარს უნდა შე­ეს­რუ­ლე­ბი­ნა ნა­მუ­შე­ვა­რი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე და ფერ­თა გა­მაც იც­ვლე­ბო­და. ჩემი კე­დე­ლი, რო­მელ­ზეც უნდა მე­ხა­ტა, მა­ტა­რებ­ლე­ბის სად­გურ­ზე მდე­ბა­რე­ობ­და. იმ ად­გი­ლას შვიდ მხატ­ვარს ფუ­ტუ­რის­ტუ­ლი ქა­ლა­ქის სუ­რა­თი უნდა შეგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა.

ჩემ­თან ერ­თად ცნო­ბი­ლი ევ­რო­პე­ლი მხატ­ვრე­ბი მუ­შა­ობ­დნენ და ერ­თობ­ლი­ვად შევ­ქმე­ნით კომ­პო­ზი­ცია, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც ერთი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში ყო­ველ­დღი­უ­რად 6-დან 12-სა­ა­თამ­დე ვხა­ტავ­დით. მე დავ­ხა­ტე სამი ბი­ჭუ­ნა: ზან­გი, თეთრკა­ნი­ა­ნი და ალ­ბი­ნო­სი. სა­მი­ვეს ცოტა გაბ­რა­ზე­ბუ­ლი გა­მო­მე­ტყვე­ლე­ბა აქვს, ერ­თად დგა­ნან, ქა­ლა­ქის დამ­ცვე­ლე­ბად გვევ­ლი­ნე­ბი­ან და თით­ქოს ამ­ბო­ბენ: "რა გინ­დათ ჩვენ­თან?!" მო­სა­ხა­ტი ად­გი­ლე­ბი წი­ნას­წარ იყო დათ­ქმუ­ლი და აღ­ნიშ­ნუ­ლი კედ­ლე­ბის გარ­და, სხვა­გან ხატ­ვა არ შე­იძ­ლე­ბო­და. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სამი ბი­ჭის გარ­და, კი­დევ შე­ვას­რუ­ლე ერთი ნა­ხა­ტი: სად­გუ­რის ბე­ტო­ნის სვეტ­ზე ერთ-ერთ მხატ­ვარს და­ხა­ტუ­ლი ჰყავ­და მუშა, ის ჩა­მუხ­ლუ­ლია და ფიქ­რობს. მის თავ­ზე შე­ვას­რუ­ლე სამი ქალ­ბა­ტო­ნის პორ­ტრე­ტი და როცა ნა­ხატს შე­ხე­დავ, ისე­თი შთა­ბე­ჭი­ლე­ბა იქ­მნე­ბა, თით­ქოს მა­მა­კა­ცი ქალ­ბა­ტო­ნებ­ზე ფიქ­რობს.

- მომ­დევ­ნო ფეს­ტი­ვა­ლი და თემა უკვე და­გეგ­მი­ლია?

- მომ­დევ­ნო ფეს­ტი­ვა­ლი ორი წლის შემ­დეგ გა­ი­მარ­თე­ბა. თემა ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, ამ­ჯე­რად კედ­ლე­ბის მო­ხატ­ვა სხვა ქა­ლაქ­ში იგეგ­მე­ბა და მას­ზე უკვე მი­მიწ­ვი­ეს.

ანა კა­ლან­და­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ვიდეოკადრებს ავრცელებს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ 19 წლის საბა ჯიქიასთან დაკავშირებით?

ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა

ქართველმა მხატვარმა დასავლეთ ევროპაში სტუდენტური ქალაქის კედელი მოხატა

წელს ზაფხულში, ბრიუსელთან ახლოს ერთ-ერთ პატარა ქალაქში, 30 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით გრძელდებოდა ფესტივალი, რომელშიც ევროპაში ცნობილ მხატვრებთან ერთად ქართველი თამუნა წახნაკია მონაწილეობდა. მსოფლიოს 40-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ მხატვრებთან ერთად ის საქართველოდან სტუდენტური ქალაქის კედლების მოსახატად მიიწვიეს. დაახლოებით სამი მეტრის სიმაღლის კედელზე თამუნამ სამი ბიჭუნა დახატა და ამგვარად დასავლეთ ევროპის ერთ-ერთ ლამაზ ქვეყანაში თავისი კვალი დატოვა...

- მამა მხატვარი და ამავე დროს მუსიკოსია. ალბათ მისი მხრიდან გადმომეცა ხატვის ნიჭი. ბაღის ასაკიდან ვხატავდი. სხვა პროფესიაზე არასოდეს მიფიქრია, ბავშვობიდან ვიცოდი, რომ მხატვარი ვიქნებოდი. სკოლაში, გაკვეთილების მსვლელობისას მერხებზეც კი ვხატავდი და მერე იმ ნახატებს მახეხინებდნენ (იღიმის). ყოველთვის უცნაურ პერსონაჟებს ვხატავდი, ერთი პერიოდი მოდელების შექმნამ გამიტაცა და მოდელირების ფაკულტეტზე ვგეგმავდი ჩაბარებას, თუმცა როცა აკადემიაში ჩაბარების დრო დადგა, მშობლების რჩევით, სწავლა გრაფიკული დიზაინის ფაკულტეტზე გავაგრძელე. მე-3 კურსიდან სარეკლამო სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი და პატარ-პატარა შეკვეთებს ვიღებდი. როგორიცაა, მაგალითად, ბუკლეტების გრაფიკული დიზაინი, თუმცა ამ თემისადმი ინტერესი მალევე დავკარგე და დავიწყე რეკლამებისთვის კადრების ხატვა. ქართული რეკლამების 90% პროცენტი, ბანკების რეკლამები, ლუდის თუ სხვა, თითქმის სულ ჩემი დახატულია. ვქმნი პერსონაჟებს ანიმაციისთვის, ვაკეთებ პოსტერებს. ყოველთვის მომწონდა კომიქსები და მისი პერსონაჟების "გაცოცხლება".

- და მერხებიდან კედლის მხატვრობაზე როდის გადახვედი?

- (იღიმის) რამდენიმე წელია ამ მიმდინარეობას თვალს ვადევნებ. კედლების მოხატვა ევროპაში ახალი არაა და ეს ტენდენცია მსოფლიოში ამერიკიდან დამკვიდრდა. სახლში კედლებზე ხშირად ვხატავდი და სულ მაინტერესებდა დიდი ზომის ნახატების შექმნა. ერთი წლის წინ გამოცხადდა კონკურსი, რომლის მიხედვითაც მთაწმინდის პარკში, თემაზე "ბედნიერება", სურათები დიდ მუყაოზე უნდა შესრულებულიყო. მაშინ პირველად დავხატე დიდი მასშტაბის ნახატი და მას შემდეგ ამ თემამ კიდევ უფრო დამაინტერესა. საერთოდ, ყველა ნამუშევარს "ფეისბუქზე" ჩემს გვერდზე ვათავსებ, სადაც მეგობრებს შორის ბევრი ქართველი და უცხოელი მხატვარი მყავს.

რვა თვის წინ ერთ-ერთმა ჩემმა მეგობარმა ბელგიელმა მხატვარმა გამომიგზავნა წერილი, სადაც ეწერა, რომ ჩემი ნამუშევრები მოსწონს და სიამოვნებით დახატავდა ჩემთან ერთად. იმ დრომდეც, სხვადასხვა ეროვნების მხატვრებისგან არაერთი მსგავსი შინაარსის წერილი მომსვლია, ამიტომ ჩავთვალე, რომ ისიც მათ რიცხვში იყო, ვისაც უბრალოდ მოსწონს ჩემი ნამუშევრები და სხვა არაფერი. რასაკვირველია, წერილზე ვუპასუხე და ამ ამბიდან ერთ კვირაში მან მაუწყა, რომ იმართებოდა ფესტივალი სახელწოდებით "კოსმოპოლიტ არტ ტურ" და თუ მონაწილეობის სურვილი მექნებოდა, მოწვევას გამომიგზავნიდნენ. გრაფიკის ფესტივალში მონაწილეობა მთელი ჩემი ცხოვრების აუხდენელი ოცნება იყო და ამ შემოთავაზებას დიდი სიამოვნებით დავთანხმდი.

- ვინ არის ის ადამიანი, ვისგანაც ეს შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღეთ?

- ბელგიაში არის მხატვართა დაჯგუფება, რომლებიც ყოველ ორ წელიწადში ატარებენ ფესტივალს. მასში მონაწილეობის მისაღებად მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებენ და იწვევენ მხატვრებს. მხატვარი, რომლისგანაც წინადადება წამოვიდა, 33 წლისაა. ის ძირითადად ქუჩაში გრაფიკას ხატავს და ამ ხელოვანთა დაჯგუფების წევრია. უკანასკნელ ფესტივალში, რომელშიც თავადაც ვმონაწილეობდი, 40-ზე მეტი სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობდა, ძირითადად ევროპელი მხატვრები. ფესტივალზე არც ყოფილა დსთ-ს ქვეყნის მხატვარი, მარტო მე ვიყავი საქართველოდან ჩასული. ბრიუსელთან ახლოს ერთ-ერთი საუნივერსიტეტო ქალაქი ლოუვან-ლა-ლუვია. ის 40 წლის წინ გაშენდა და დღითი დღე ფართოვდება. ახლა იქ მდებარეობს უნივერსიტეტი და საერთო საცხოვრებლები. საკმაოდ უსახური კედლებია და სწორედ მათი მოხატვა იყო დაგეგემილი. თითოეულ მხატვარს უნდა შეესრულებინა ნამუშევარი სხვადასხვა თემაზე და ფერთა გამაც იცვლებოდა. ჩემი კედელი, რომელზეც უნდა მეხატა, მატარებლების სადგურზე მდებარეობდა. იმ ადგილას შვიდ მხატვარს ფუტურისტული ქალაქის სურათი უნდა შეგვესრულებინა.

ჩემთან ერთად ცნობილი ევროპელი მხატვრები მუშაობდნენ და ერთობლივად შევქმენით კომპოზიცია, რომლის მიხედვითაც ერთი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 6-დან 12-საათამდე ვხატავდით. მე დავხატე სამი ბიჭუნა: ზანგი, თეთრკანიანი და ალბინოსი. სამივეს ცოტა გაბრაზებული გამომეტყველება აქვს, ერთად დგანან, ქალაქის დამცველებად გვევლინებიან და თითქოს ამბობენ: "რა გინდათ ჩვენთან?!" მოსახატი ადგილები წინასწარ იყო დათქმული და აღნიშნული კედლების გარდა, სხვაგან ხატვა არ შეიძლებოდა. აქედან გამომდინარე, სამი ბიჭის გარდა, კიდევ შევასრულე ერთი ნახატი: სადგურის ბეტონის სვეტზე ერთ-ერთ მხატვარს დახატული ჰყავდა მუშა, ის ჩამუხლულია და ფიქრობს. მის თავზე შევასრულე სამი ქალბატონის პორტრეტი და როცა ნახატს შეხედავ, ისეთი შთაბეჭილება იქმნება, თითქოს მამაკაცი ქალბატონებზე ფიქრობს.

- მომდევნო ფესტივალი და თემა უკვე დაგეგმილია?

- მომდევნო ფესტივალი ორი წლის შემდეგ გაიმართება. თემა ჯერჯერობით უცნობია, ამჯერად კედლების მოხატვა სხვა ქალაქში იგეგმება და მასზე უკვე მიმიწვიეს.

ანა კალანდაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება