სოზარ სუბარი - არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნება

სოზარ სუბარი - არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნება

არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების გამოსაძიებლად საპარლამენტო კომისია შეიქმნება, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში შეხვედრიდან გამოსულმა სოზარ სუბარმა განუცხადა. კომისიას თავად სოზარ სუბარი უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, "ქართული ოცნების" მიზანია, საარჩევნო პროცესი მივიდეს ბოლომდე, რადგან დაფიქსირებულია ბევრი დარღვევა.

"ჩვენ ვსწავლობთ ძალიან ბევრ დარღვევის ფაქტს. მაგალითად წუხელ თეთრიწყაროს ერთ-ერთ უბანზე შედეგები გაუქმდა. ასევე, ვმუშაობთ ყველა სხვა რეგიონში არსებული დარღვევების შესწავლაზე, სწორედ ამიტომ შევქმნით საპარლამენტო კომისიას, რათა არ დარჩეს რაიმე გამოუძიებელი და ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს საქართველოში არჩევნების გაყალბების თემა", - აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, საკადრო გადაწყვეტილებებზე საუბარი ჯერჯერობით არ ყოფილა და ამასთან დაკავშირებით განცხადება მცირე ხანში გაკეთდება.

ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრში ცოტა ხნის წინ მივიდა ირაკლი ღარიბაშვილიც. მისი თქმით, იცის რომ დღეს კონსულტაციები იმართება, თუმცა უცნობია რა თემასთან დაკავშირებით. როგორც ღარიბაშვილმა განმარტა, მათ ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად დღემდე რჩება თამაზ თამაზაშვილის გათავისუფლება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა