სამართალი
საზოგადოება
პოლიტიკა

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
Faceამბები
მსოფლიო
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ბაქრაძე - არსებობს მექანიზმი, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, შევქმნათ კრიზისი, თუმცა ამას არ ვაკეთებთ
დავით ბაქრაძე - არსებობს მექანიზმი, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, შევქმნათ კრიზისი, თუმცა ამას არ ვაკეთებთ

დღე­ვან­დე­ლი კონ­სტი­ტუ­ცი­ით არ­სე­ბობს ყვე­ლა­ნა­ი­რი მე­ქა­ნიზ­მი იმის­თვის, რომ პრე­ზი­დენ­ტმა და ჩვენ, რო­გორც სა­პარ­ლა­მენ­ტო ოპო­ზი­ცი­ამ, შევ­ქმნათ პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და და­ი­ნიშ­ნოს რიგ­გა­რე­შე სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი, თუმ­ცა ჩვენ ამას არ ვა­კე­თებთ, - ამის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ოფის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე და­ვით ბაქ­რა­ძემ გა­ნა­ცხა­და.

"ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ თქვა, რომ ის ჯერ კი­დევ ვერ გა­ერ­კვა სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში. მინ­და თქვენ მა­ინც გეს­მო­დეთ - დღეს პრე­მი­ერ-მი­ნისტრს წა­რად­გენს სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი. პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილს კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რად არა­ფე­რი უშ­ლის ხელს, რომ წა­რად­გი­ნოს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბა, რო­მელ­საც ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი არ და­ამ­ტკი­ცებს. ამას მოჰ­ყვე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სი და 6 თვე­ში ამას მოჰ­ყვე­ბა რიგ­გა­რე­შე არ­ჩევ­ნე­ბი. კონ­სტი­ტუ­ცი­ით ამის გა­კე­თე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია, თუმ­ცა ამას არ ვა­კე­თებთ, რად­გან პა­ტივს ვცემთ ქარ­თვე­ლი ხალ­ხის არ­ჩე­ვანს და ქარ­თულ სა­ხელ­მწი­ფოს. ამი­ტომ ვე­ლო­დე­ბით, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბიც ელე­მენ­ტა­რულ პა­ტი­ვის­ცე­მას გა­მო­ი­ჩე­ნენ ქარ­თუ­ლი სა­ხელ­მწი­ფოს და კონ­სი­ტუ­ცი­ის მი­მართ", - გა­ნა­ცხა­და ბაქ­რა­ძემ.

და­ვით ბაქ­რა­ძის თქმით, დღეს რიგ­გა­რე­შე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა და კონ­სტი­ტუ­ცი­ის დარ­ღვე­ვაა.

"ჩვე­ნი გან­ცხა­დე­ბით ვაჩ­ვე­ნებთ მა­გა­ლითს, თუ რო­გორ უნდა ვცეთ პა­ტი­ვი ხალ­ხის აზრს, სა­ხელ­მწი­ფოს და დე­მოკ­რა­ტი­ას. ვე­ლო­დე­ბით რომ ანა­ლო­გი­ურს გა­ა­კე­თებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბაც". დღეს რიგ­გა­რე­შე საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ზე სა­უ­ბა­რი არის ქარ­თვე­ლი ხალ­ხის უპა­ტივ­ცე­მუ­ლო­ბა, არის კონ­სტი­ტუ­ცი­ის და კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვა. იმე­დი მაქვს ეს გან­ცხა­დე­ბა დარ­ჩე­ბა ივა­ნიშ­ვი­ლის პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მო­უც­დე­ლო­ბით გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბად", - აღ­ნიშ­ნა მან.

კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დერ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა გუ­შინ გა­ნა­ცხა­და, რომ არ­ჩევ­ნებ­ში და­მარ­ცხე­ბის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვი­ლის მხრი­დან ყვე­ლა­ზე ლო­გი­კუ­რი ნა­ბი­ჯი მისი გა­დად­გო­მა და ვა­დამ­დე­ლი საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის და­ნიშ­ვნა იქ­ნე­ბო­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

sponsored by ContentRoom

დავით ბაქრაძე - არსებობს მექანიზმი, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, შევქმნათ კრიზისი, თუმცა ამას არ ვაკეთებთ

დავით ბაქრაძე - არსებობს მექანიზმი, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციამ, შევქმნათ კრიზისი, თუმცა ამას არ ვაკეთებთ

დღევანდელი კონსტიტუციით არსებობს ყველანაირი მექანიზმი იმისთვის, რომ პრეზიდენტმა და ჩვენ, როგორც საპარლამენტო ოპოზიციამ, შევქმნათ პოლიტიკური კრიზისი და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, თუმცა ჩვენ ამას არ ვაკეთებთ, - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე დავით ბაქრაძემ განაცხადა.

"ბატონმა ივანიშვილმა გუშინ თქვა, რომ ის ჯერ კიდევ ვერ გაერკვა საქართველოს კონსტიტუციაში. მინდა თქვენ მაინც გესმოდეთ - დღეს პრემიერ-მინისტრს წარადგენს საქართველოს პრეზიდენტი. პრეზიდენტ სააკაშვილს კონსტიტუციურად არაფერი უშლის ხელს, რომ წარადგინოს ვანო მერაბიშვილის მთავრობა, რომელსაც ახალი პარლამენტი არ დაამტკიცებს. ამას მოჰყვება პოლიტიკური კრიზისი და 6 თვეში ამას მოჰყვება რიგგარეშე არჩევნები. კონსტიტუციით ამის გაკეთება შესაძლებელია, თუმცა ამას არ ვაკეთებთ, რადგან პატივს ვცემთ ქართველი ხალხის არჩევანს და ქართულ სახელმწიფოს. ამიტომ ველოდებით, რომ ჩვენი ოპონენტებიც ელემენტარულ პატივისცემას გამოიჩენენ ქართული სახელმწიფოს და კონსიტუციის მიმართ", - განაცხადა ბაქრაძემ.

დავით ბაქრაძის თქმით, დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი ქართველი ხალხის უპატივცემულობა და კონსტიტუციის დარღვევაა.

"ჩვენი განცხადებით ვაჩვენებთ მაგალითს, თუ როგორ უნდა ვცეთ პატივი ხალხის აზრს, სახელმწიფოს და დემოკრატიას. ველოდებით რომ ანალოგიურს გააკეთებს "ქართული ოცნებაც". დღეს რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნებზე საუბარი არის ქართველი ხალხის უპატივცემულობა, არის კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა. იმედი მაქვს ეს განცხადება დარჩება ივანიშვილის პოლიტიკური გამოუცდელობით გაკეთებულ განცხადებად", - აღნიშნა მან.

კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გუშინ განაცხადა, რომ არჩევნებში დამარცხების აღიარების შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილის მხრიდან ყველაზე ლოგიკური ნაბიჯი მისი გადადგომა და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა იქნებოდა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა