საზოგადოება
Faceამბები

9

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:02-ზე, მთვარე მშვილდოსანში იქნება 18:53-დან, უკურსო მთვარის პერიოდი იქნება 16:06-დან 18:55-მდე – მიიღეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. თუ შესაძლებელია, გადადეთ ყველაფერი, დაისვენეთ და ისიამოვნეთ ცხოვრებით. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას.
კონფლიქტები
პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თეთრი სახლი - მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით
თეთრი სახლი - მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ქარ­თველ ხალ­ხს ულო­ცავს სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წარ­მა­ტე­ბით დას­რუ­ლე­ბას და კი­დევ ერთ მიღ­წე­ვას დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, - ამის შე­სა­ხებ ნათ­ქვა­მია თეთ­რი სახ­ლის პრესმდივ­ნის გან­ცხა­დე­ბა­ში.

გან­ცხა­დე­ბის თა­ნახ­მად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა რე­გი­ონს უჩ­ვე­ნეს მა­გა­ლი­თი კონ­კუ­რენ­ტუ­ლი სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნი­ის ჩა­ტა­რე­ბით, სა­კუ­თა­რი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი უფ­ლე­ბე­ბის თა­ვი­სუფ­ლად გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბი­თა და ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მით.

"ად­გი­ლობ­რი­ვი და სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლებ­მა, ეუთო-ს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა ოფი­სის ჩათ­ვლით, წვლი­ლი შე­ი­ტა­ნეს გამჭვირ­ვა­ლე სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის უზ­რუნ­ველ­ყო­ფა­ში. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ სა­ბო­ლოო შე­დე­გე­ბი ჯერ არ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლა, ეს არ­ჩევ­ნე­ბი შე­იძ­ლე­ბა ქარ­თუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან ნა­ბი­ჯად ჩა­ით­ვა­ლოს. მო­მა­ვა­ლი დღე­ე­ბი­სა და თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­მუ­შაო ბევ­რია. პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა და კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ლი­დე­რებ­მა და სა­ქარ­თვე­ლოს ახალ­მა პარ­ლა­მენ­ტმა უნდა იმუ­შა­ონ ერ­თად ეროვ­ნუ­ლი ერ­თო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბით, რათა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი იყოს შემ­დგო­მი პროგ­რე­სი დე­მოკ­რა­ტი­ი­სა და ეკო­ნო­მი­კუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის გზა­ზე, ქარ­თვე­ლი ხალ­ხი­სა და რე­გი­ო­ნის სა­კე­თილ­დღე­ოდ. ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი ქარ­თვე­ლე­ბის გვერ­დით დგას და მი­ე­სალ­მე­ბა ამ ის­ტო­რი­ულ არ­ჩევ­ნებს. პრე­ზი­დენ­ტი ობა­მა და მისი ად­მი­ნის­ტრა­ცია მო­უთ­მენ­ლად ელო­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს­თან ახლო თა­ნამ­შრომ­ლო­ბი­სა და ორ­მხრი­ვი მჭიდ­რო პარტნი­ო­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გაგ­რძე­ლე­ბას", - აღ­ნიშ­ნუ­ლია თეთ­რი სახ­ლის გან­ცხა­დე­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თეთრი სახლი - მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით

თეთრი სახლი - მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით

ამერიკის შეერთებული შტატები ქართველ ხალხს ულოცავს საპარლამენტო არჩევნების წარმატებით დასრულებას და კიდევ ერთ მიღწევას დემოკრატიული განვითარების გზაზე, - ამის შესახებ ნათქვამია თეთრი სახლის პრესმდივნის განცხადებაში.

განცხადების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებმა რეგიონს უჩვენეს მაგალითი კონკურენტული საარჩევნო კამპანიის ჩატარებით, საკუთარი დემოკრატიული უფლებების თავისუფლად განხორციელებითა და ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემით.

"ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებმა, ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ჩათვლით, წვლილი შეიტანეს გამჭვირვალე საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფაში. იმის მიუხედავად, რომ საბოლოო შედეგები ჯერ არ გამოქვეყნებულა, ეს არჩევნები შეიძლება ქართული დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის მნიშვნელოვან ნაბიჯად ჩაითვალოს. მომავალი დღეებისა და თვეების განმავლობაში სამუშაო ბევრია. პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, ბიძინა ივანიშვილმა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერებმა და საქართველოს ახალმა პარლამენტმა უნდა იმუშაონ ერთად ეროვნული ერთობის სულისკვეთებით, რათა გარანტირებული იყოს შემდგომი პროგრესი დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების გზაზე, ქართველი ხალხისა და რეგიონის საკეთილდღეოდ. ამერიკის შეერთებული შტატები ქართველების გვერდით დგას და მიესალმება ამ ისტორიულ არჩევნებს. პრეზიდენტი ობამა და მისი ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდება საქართველოსთან ახლო თანამშრომლობისა და ორმხრივი მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების გაგრძელებას", - აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა