თელავის მეფრინველეობის ფაბრიკა სარეალიზაციო არეალს ზრდის

 თელავის მეფრინველეობის ფაბრიკა სარეალიზაციო არეალს ზრდის

თელავის მეფრინველეობის ფაბრიკა სარეალიზაციო არეალს ზრდის. კომპანიის ხელმძღვანელობის ინფორმაციით, მათ მიერ წარმოებული ფრინველის ხორცი მალე "იოლის" ქსელში გამოჩნდება. ამ დრომდე პროდუქცია თბილისში, გლდანში, ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე იყიდებოდა. ფასი კილოგრამზე 6 ლარია. აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიამ გაზრდილი მოთხოვნის შედეგად მიიღო. მათი თქმით, ბოლო თვეებია რეალიზაციამ მოიმატა. გარდა ამისა, მენეჯმენტი მალე რებრენდინგს განახორციელებს, რომლის ფარგლებშიც პროდუქცია შეფუთვებით დაფასოვდება და ბაზარზე კონკრეტული სავაჭრო ნიშნით გაიყიდება.

თელავის მეფრინველეობის ფაბრიკა 2012 წლიდან მუშაობს. საწარმო თვეში 5 ტ ფრინველის ხორცს აწარმოებს.

რა? სად? რა ფასად?

გაიგეთ ”რადიო მარკეტში”

ყოველ სამუშაო დღეს 10:50 და 11:50 საათზე

რადიო ”პალიტრის” ეთერში - FM 103.9

საკონდიტრო კომპანია "აზატოს" ქსელი გაფართოვდა

სვანეთში ახალი პრემიუმ კლასის სასტუმრო გაიხსნება

"საქართველოს ბანკმა" ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით ბანკის სერვისცენტრების სამუშაო განრიგი გამოაცხადა