პოლიტიკა
საზოგადოება

12

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:57-ზე, მთვარე თხის რქაში გადავა 05:54 – კარგად შეძლებთ მნიშვნელოვანი ამოცანების დაგეგმვასა. იმ სამუშაოს შესრულებას, რომელიც მოითხოვს სიზუსტეს, მათემატიკურ გამოთვლებს და ინსტრუქციების მკაფიო დაცვას. ადამიანი ავლენს პასუხისმგებლობას, პრაქტიკულობას და მოვალეობის გრძნობას. რეკომენდებულია კომუნიკაცია, შეხვედრები მეგობრებთან; შემოქმედებითი საქმიანობა; პრეზენტაციებისა და სარეკლამო კამპანიების ჩატარება. გუნდური მუშაობა. წარუდგინეთ პროექტები თქვენს უფროსებს განსახილველად. აქტიური ორგანოებია: მუხლები, ძვლები, სახსრები, კანი, სისხლის მიმოქცევის სისტემა. დაიცავით უმარილო დიეტა.
სპორტი
Faceამბები
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები და მეგის ქარდავა
ირაკლი ალასანია - ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები და მეგის ქარდავა

ერ­თა­დერ­თი, ვი­საც რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას შე­უძ­ლია მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­დოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, სა­კუ­თა­რი ვა­ჟიშ­ვი­ლე­ბი, გამ­ყალ­ბებ­ლე­ბი და მე­გის ქარ­და­ვა, რო­მე­ლიც მარ­თავ­და იმ ზონ­დერ ჯგუ­ფებს, რომ­ლე­ბიც დი­ლი­დან ღა­მემ­დე მო­სახ­ლე­ო­ბას აში­ნებ­დნენ, - ამის შე­სა­ხებ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზუგ­დი­დის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­დატ­მა ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "მა­ესტროს" ეთერ­ში გა­და­ცე­მა "პო­ლიტ­მეტრში" გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, სა­მეგ­რე­ლო­ში 10 000-ზე მეტი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნია და 111 უბ­ნი­დან 40-ში ოქ­მში აღ­რი­ცხუ­ლი ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა მო­სუ­ლი ამომ­რჩევ­ლის რა­ო­დე­ნო­ბას არ ემ­თხვე­ვა, რაც ალა­სა­ნი­ას შე­ფა­სე­ბით, ნიშ­ნავს, რომ ე.წ. "ომ­ხუ­რი კა­რუ­სე­ლი დატ­რი­ალ­და. მი­სი­ვე თქმით, არ­სე­ბობს ვი­დე­ო­მა­სა­ლა, სა­დაც ტო­ტა­ლუ­რი გა­ყალ­ბე­ბა არის და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი.

"და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი გა­ყალ­ბე­ბე­ბი სა­მარ­თლებ­რი­ვად გა­ფორმ­დე­ბა, რაც იქ­ნე­ბა სა­ფუძ­ვე­ლი იმი­სა, რომ ზუგ­დიდ­ში ხე­ლა­ხა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­დეს. ე.წ. სომ­ხუ­რი კა­რუ­სე­ლი­თა და ძა­ლო­ვა­ნე­ბის თავ­გა­სუ­ლო­ბით შედ­გა არ­ჩევ­ნე­ბი სა­მეგ­რე­ლო­ში . მე დავ­პირ­დი ამომ­რჩე­ველს, რომ არც ერთ ხმას რო­ლანდ ახა­ლა­ი­ა­სა და მის ბან­დას არ მო­ვა­პა­რი­ნებ­დი და მე ამ და­პი­რე­ბას შე­ვას­რუ­ლებ! ჩვენ დავ­პირ­დით "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას", რომ გა­და­ვიყ­ვან­დით უმ­ცი­რე­სო­ბა­ში და ახლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" უმ­ცი­რე­სო­ბა­შია", - გა­ნა­ცხა­და ალა­სა­ნი­ამ და დას­ძი­ნა, რომ სა­მეგ­რე­ლოს "მწყემ­სავ­დნენ" ბაჩო და დათა ახა­ლა­ი­ე­ბი და მათ მიერ იყო გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ყვე­ლა ის ძა­ლა­დო­ბა რაც იქ მოხ­და.

მი­სი­ვე თქმით, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ძარ­ცვა თბი­ლი­სი პო­ლი­ტი­კუ­რი ფუნ­ქცი­ე­ბის­გან, ისე­ვე რო­გორც ზუგ­დი­დი გა­ძარ­ცვა სა­მეგ­რე­ლოს ცენ­ტრის ფუნ­ქცი­ე­ბის­გან, რო­დე­საც სა­მეგ­რე­ლოს გვირ­გვი­ნად ლა­ზი­კა გა­მო­ა­ცხა­და. თუმ­ცა ალა­სა­ნი­ას გან­ცხა­დე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" მზად არის იმუ­შა­ოს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან, ვიდ­რე იგი არ და­ას­რუ­ლებს საპ­რე­ზი­დენ­ტო ვა­დას.

მი­სი­ვე თქმით, პო­ლი­ტი­კუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ებს, გარ­და მი­ნის­ტრე­ბი­სა და მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი­სა, არ შე­ე­ხე­ბათ და ისი­ნი დე­პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან.

ამას­თან, ალა­სა­ნია რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბის სა­კი­თხსაც შე­ე­ხო და გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ ოჯახ­ში გა­წევ­რი­ა­ნე­ბა არ ნიშ­ნავს იმას, რომ სა­ქარ­თვე­ლოს უნდა ჰქონ­დეს ომის ვი­თა­რე­ბა რუ­სეთ­თან.

"სა­ქარ­თვე­ლო არ უნდა იქ­ცეს გან­ხეთ­ქი­ლე­ბი­სა და პრობ­ლე­მის კე­რად და­სავ­ლეთ­სა და რუ­სეთს შო­რის, არა­მედ უნდა იყოს შე­თან­ხმე­ბის სა­გა­ნი", - აღ­ნიშ­ნა ალა­სა­ნი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უკონტროლო ვითარება ლოს-ანჯელესის ქუჩებში - პოლიციასა და მომიტინგეებს შორის შეტაკებები გრძელდება

ირაკლი ალასანია - ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები და მეგის ქარდავა

ირაკლი ალასანია - ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები და მეგის ქარდავა

ერთადერთი, ვისაც როლანდ ახალაიას შეუძლია მადლობა გადაუხადოს, არის კუდ-ი, სოდ-ი, საკუთარი ვაჟიშვილები, გამყალბებლები და მეგის ქარდავა, რომელიც მართავდა იმ ზონდერ ჯგუფებს, რომლებიც დილიდან ღამემდე მოსახლეობას აშინებდნენ, - ამის შესახებ კოალიცია "ქართული ოცნების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ალასანიამ ტელეკომპანია "მაესტროს" ეთერში გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა.

მისი თქმით, სამეგრელოში 10 000-ზე მეტი გაყალბებული ბიულეტენია და 111 უბნიდან 40-ში ოქმში აღრიცხული ბიულეტენების რაოდენობა მოსული ამომრჩევლის რაოდენობას არ ემთხვევა, რაც ალასანიას შეფასებით, ნიშნავს, რომ ე.წ. "ომხური კარუსელი დატრიალდა. მისივე თქმით, არსებობს ვიდეომასალა, სადაც ტოტალური გაყალბება არის დაფიქსირებული.

"დაფიქსირებული გაყალბებები სამართლებრივად გაფორმდება, რაც იქნება საფუძველი იმისა, რომ ზუგდიდში ხელახალი არჩევნები ჩატარდეს. ე.წ. სომხური კარუსელითა და ძალოვანების თავგასულობით შედგა არჩევნები სამეგრელოში . მე დავპირდი ამომრჩეველს, რომ არც ერთ ხმას როლანდ ახალაიასა და მის ბანდას არ მოვაპარინებდი და მე ამ დაპირებას შევასრულებ! ჩვენ დავპირდით "ნაციონალურ მოძრაობას", რომ გადავიყვანდით უმცირესობაში და ახლა "ნაციონალური მოძრაობა" უმცირესობაშია", - განაცხადა ალასანიამ და დასძინა, რომ სამეგრელოს "მწყემსავდნენ" ბაჩო და დათა ახალაიები და მათ მიერ იყო განხორციელებული ყველა ის ძალადობა რაც იქ მოხდა.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გაძარცვა თბილისი პოლიტიკური ფუნქციებისგან, ისევე როგორც ზუგდიდი გაძარცვა სამეგრელოს ცენტრის ფუნქციებისგან, როდესაც სამეგრელოს გვირგვინად ლაზიკა გამოაცხადა. თუმცა ალასანიას განცხადებით, "ქართული ოცნება" მზად არის იმუშაოს მიხეილ სააკაშვილთან, ვიდრე იგი არ დაასრულებს საპრეზიდენტო ვადას.

მისივე თქმით, პოლიტიკური ცვლილებები საჯარო მოხელეებს, გარდა მინისტრებისა და მათი მოადგილეებისა, არ შეეხებათ და ისინი დეპოლიტიზებულები იქნებიან.

ამასთან, ალასანია რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანება არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს უნდა ჰქონდეს ომის ვითარება რუსეთთან.

"საქართველო არ უნდა იქცეს განხეთქილებისა და პრობლემის კერად დასავლეთსა და რუსეთს შორის, არამედ უნდა იყოს შეთანხმების საგანი", - აღნიშნა ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა