მომღერალმა ბერა ივანიშვილმა "ფეისბუქზე" საკუთარი ოფიციალური გვერდი დაიბრუნა. გვერდი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში "გატეხილი" იყო და მას უცნობი პირები მართავდნენ, რომლებიც მომღერლის სახელით სოციალურ ქსელში მუქარის შემცველ განცხადებებს ავრცელებდნენ.
"ჩვენ ვართ საქართველო!
ჩვენ ვართ გამარჯვებული საქართველო!!! დარწმუნებული ვარ, რომ ამ გამარჯვებას ბევრი თქვენგანი ჩემსავით ცრემლმორეული შეხვდა. ეს იყო სიამაყის, სიხარულის და სამშობლოს სიყვარულის ცრემლები.
დღეიდან ჩვენი ოცნებების ასრულება იწყება!
ყველას გილოცაააააააააავთ!!!
p.s: ეს გვერდიც დავიბრუნეთ, აქაც მოვიგეთ!", - დაწერა ბერამ "ფეისბუქის" გვერდზე.