სამართალი
პოლიტიკა

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნატო მურვანიძე: "მიშისტებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, არაადამიანები ხართ!"
ნატო მურვანიძე: "მიშისტებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, არაადამიანები ხართ!"

"მე წა­ვე­დი აქ­ცი­ა­ზე", - წერ­და 19 სექ­ტემ­ბერს მსა­ხი­ო­ბი ნატო მურ­ვა­ნი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი უსა­მარ­თლო­ბი­სად­მი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის გა­მო­ხატ­ვას არას­დროს ერი­დე­ბო­და, მაგ­რამ ბოლო დღე­ებ­ში გან­სა­კუთ­რე­ბით გა­უმ­ძაფ­რდა და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბის მი­მართ. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რი­დებს ნატა მურ­ვა­ნი­ძის წე­რი­ლე­ბი­დან:

"რა­ხან მთავ­რო­ბაა, მუხ­ლებ­ზე უნდა ეგდო?"

"ერთი ამ­ბა­ვი მო­ვის­მი­ნე: 2008 წელს ერთი "პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ალ­ბათ ამი­ტო­მაც, პა­ტიმ­რის დე­დამ სთხო­ვა, - შენ ცი­ხე­ში შეღ­წე­ვა შე­გიძ­ლია და იქ­ნებ გა­მი­გო, ჩემს შვილს რას ას­მე­ვენ, ან რა დღე­შია. წე­რი­ლებს კი მწერს, მაგ­რამ ჩვენ სხვა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და, წე­რი­ლე­ბის ში­ნა­არ­სის მი­ხედ­ვით კი სულ სხვა კაცი გახ­და და ხომ არა­ფე­რი უჭირ­სო. ცხა­დია, ეს პო­ლი­ტი­კო­სი შე­ვი­და ცი­ხე­ში და პა­ტი­მა­რი მო­ი­კი­თხა - 2 წლის გარ­დაც­ვლი­ლი ყო­ფი­ლა, დე­დას კი რა­ტომ­ღაც უმა­ლავ­დნენ (ალ­ბათ წა­მე­ბი­სას შე­მო­აკ­ვდათ და ამ ამ­ბის გახ­მა­უ­რე­ბა არ უნ­დო­დათ!). ცი­ხის უფ­რო­სი პა­ტიმ­რის ბოლო, გა­უგ­ზავ­ნე­ლი წე­რი­ლის ხელ­ნა­წე­რის მი­ხედ­ვით დე­და­მისს მოკ­ლე წე­რი­ლებს უგ­ზავ­ნი­და, რომ ხმა­უ­რი არ ამ­ტყდა­რი­ყო. მერე რა მოხ­და არ ვიცი, რად­გან მა­შინ ის პო­ლი­ტი­კო­სი გი­ჟი­ვით იყო, არ იცო­და, რა ეთ­ქვა პა­ტიმ­რის დე­დის­თვის...

ადრე, რო­დე­საც პრო­ტესტს გა­მოვ­თქვამ­დი ამა თუ იმ ფაქ­ტზე, ჩემი მი­შის­ტი "მე­გობ­რე­ბი" მარ­ცხვენ­დნენ, - ბო­ლოს და ბო­ლოს, ჩვე­ნი მთავ­რო­ბა­აო." რა­ხან მთავ­რო­ბაა, მუხ­ლებ­ზე უნდა ეგდო? "მსა­ხი­ო­ბი პო­ლი­ტი­კა­ში რა­ტომ ერე­ვიო?! მე ჯერ ადა­მი­ა­ნი ვარ, მო­ქა­ლა­ქე და რაც იწ­ვევს ჩემს პრო­ტესტს, ვალ­დე­ბუ­ლი ვარ, და­ვა­ფიქ­სი­რო. ახლა რომ ვწერ, ასე­თი გამ­წა­რე­ბუ­ლი კო­მენ­ტა­რე­ბი არა­სო­დეს მი­წე­რია "ფე­ის­ბუკ­ზე" და აღარ მტუქ­სა­ვენ. ეტყო­ბა, ოი­დი­პო­სი­ვით თვა­ლე­ბის და­თხრის მერე აე­ხი­ლათ თვა­ლი...

"ახლა ტყა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად ხელი უნდა გა­მო­ი­ღონ კოპ­შეკ­რუ­ლებ­მა"

ხომ გახ­სოვთ, ორი წლის წინ ინ­ტერ­ნე­ტით გავ­რცელ­და თბი­ლი­სის მეტ­რო­ში გა­და­ღე­ბუ­ლი ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბი - მო­წყა­ლე­ბის სა­თხოვ­ნე­ლად ვა­გონ­ში მყოფ ინ­ვა­ლიდს კუ­თხე­ში მი­იმ­წყვდე­ვენ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი და წიხ­ლებს ურტყა­მენ. ეს ის პე­რი­ო­დია, რო­დე­საც რო­ბა­ქი­ძის, გირ­გვლი­ა­ნის, ვა­ზა­გაშ­ვი­ლის და სხვა მრა­ვა­ლის, ჩვენ რომ არ ვი­ცით, მკვლე­ლი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი არ და­სა­ჯეს, რო­დე­საც პრე­ზი­დენ­ტმა პო­ლი­ცი­ე­ლის შე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბის­თვის "ლიკ­ვი­და­ცი­ის" ბრძა­ნე­ბა გას­ცა, რო­დე­საც ასე­თი არა­კა­ცე­ბის სა­თა­რე­შოდ აა­წყვეს ეს ქვე­ყა­ნა. რა თქმა უნდა, ყვე­ლა ასე­თი ნა­ძი­რა­ლა არ არის, მაგ­რამ ნდო­ბის ფაქ­ტორს რა ვუ­ყოთ? სა­ოც­რე­ბაა, მაგ­რამ ეს ვი­დეო პირ­ვე­ლად რომ დავ­დე "ფე­ის­ბუკ­ში", ასე­თი აჟი­ო­ტა­ჟი არ გა­მო­უწ­ვე­ვია. დღეს ელ­ვის სის­წრა­ფით გავ­რცელ­და. ალ­ბათ მა­შინ რომ სა­თა­ნა­დო რე­აქ­ცია გვქო­ნო­და ყვე­ლა­ნა­ირ უსა­მარ­თლო­ბა­ზე, ცი­ხის კად­რე­ბი არ იარ­სე­ბებ­და. თუმ­ცა, რამ­დე­ნიც უნდა გვეყ­ვი­რა, შე­დეგს მა­ინც ვერ ვაღ­წევ­დით, პი­რი­ქით, ჯი­ნა­ზე უფრო მე­ტად გვი­ჭერ­დნენ ხელს. ერთხელ მახ­სოვს, ნინო ჟვა­ნი­ას კრი­ტი­კულ გა­მოს­ვლას ასე უპა­სუ­ხეს: - ჭი­რი­სუ­ფა­ლი რა­საც ამ­ბობს, სე­რი­ო­ზუ­ლად არ უნდა მი­ი­ღოო. ალ­ბათ ცო­ტას ახ­სოვს ეს, რად­გან ვარ­დე­ბის სურ­ნე­ლით იყ­ვნენ გაბ­რუ­ე­ბულ­ნი... მახ­სოვს, ერ­თმა ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ამ ვი­დე­ო­ზე მი­მი­წე­რა, - შენი მო­სა­წო­ნი ქვე­ყა­ნა ვერ აშენ­დე­ბაო. ეს უნდა მომ­წონ­დეს თურ­მე! აა­შე­ნეს კი­დეც თა­ვი­სი მო­სა­წო­ნი ქვე­ყა­ნა...

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ნატო მურვანიძე: "მიშისტებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, არაადამიანები ხართ!"

ნატო მურვანიძე: "მიშისტებო, ვინც ცდილობთ, რომ ეს სიგიჟე გაამართლოთ, არაადამიანები ხართ!"

"მე წავედი აქციაზე", - წერდა 19 სექტემბერს მსახიობი ნატო მურვანიძე სოციალურ ქსელში. საქართველოში არსებული უსამართლობისადმი უკმაყოფილების გამოხატვას არასდროს ერიდებოდა, მაგრამ ბოლო დღეებში განსაკუთრებით გაუმძაფრდა დამოკიდებულება მიმდინარე პროცესების მიმართ. გთავაზობთ ამონარიდებს ნატა მურვანიძის წერილებიდან:

"რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო?"

"ერთი ამბავი მოვისმინე: 2008 წელს ერთი "პოლიტიკოსი ძალიან პოპულარული იყო საზოგადოებაში და ალბათ ამიტომაც, პატიმრის დედამ სთხოვა, - შენ ციხეში შეღწევა შეგიძლია და იქნებ გამიგო, ჩემს შვილს რას ასმევენ, ან რა დღეშია. წერილებს კი მწერს, მაგრამ ჩვენ სხვანაირი ურთიერთობა გვქონდა, წერილების შინაარსის მიხედვით კი სულ სხვა კაცი გახდა და ხომ არაფერი უჭირსო. ცხადია, ეს პოლიტიკოსი შევიდა ციხეში და პატიმარი მოიკითხა - 2 წლის გარდაცვლილი ყოფილა, დედას კი რატომღაც უმალავდნენ (ალბათ წამებისას შემოაკვდათ და ამ ამბის გახმაურება არ უნდოდათ!). ციხის უფროსი პატიმრის ბოლო, გაუგზავნელი წერილის ხელნაწერის მიხედვით დედამისს მოკლე წერილებს უგზავნიდა, რომ ხმაური არ ამტყდარიყო. მერე რა მოხდა არ ვიცი, რადგან მაშინ ის პოლიტიკოსი გიჟივით იყო, არ იცოდა, რა ეთქვა პატიმრის დედისთვის...

ადრე, როდესაც პროტესტს გამოვთქვამდი ამა თუ იმ ფაქტზე, ჩემი მიშისტი "მეგობრები" მარცხვენდნენ, - ბოლოს და ბოლოს, ჩვენი მთავრობააო." რახან მთავრობაა, მუხლებზე უნდა ეგდო? "მსახიობი პოლიტიკაში რატომ ერევიო?! მე ჯერ ადამიანი ვარ, მოქალაქე და რაც იწვევს ჩემს პროტესტს, ვალდებული ვარ, დავაფიქსირო. ახლა რომ ვწერ, ასეთი გამწარებული კომენტარები არასოდეს მიწერია "ფეისბუკზე" და აღარ მტუქსავენ. ეტყობა, ოიდიპოსივით თვალების დათხრის მერე აეხილათ თვალი...

"ახლა ტყავის გადასარჩენად ხელი უნდა გამოიღონ კოპშეკრულებმა"

ხომ გახსოვთ, ორი წლის წინ ინტერნეტით გავრცელდა თბილისის მეტროში გადაღებული ამაზრზენი კადრები - მოწყალების სათხოვნელად ვაგონში მყოფ ინვალიდს კუთხეში მიიმწყვდევენ პოლიციელები და წიხლებს ურტყამენ. ეს ის პერიოდია, როდესაც რობაქიძის, გირგვლიანის, ვაზაგაშვილის და სხვა მრავალის, ჩვენ რომ არ ვიცით, მკვლელი პოლიციის თანამშრომლები არ დასაჯეს, როდესაც პრეზიდენტმა პოლიციელის შეწინააღმდეგებისთვის "ლიკვიდაციის" ბრძანება გასცა, როდესაც ასეთი არაკაცების სათარეშოდ ააწყვეს ეს ქვეყანა. რა თქმა უნდა, ყველა ასეთი ნაძირალა არ არის, მაგრამ ნდობის ფაქტორს რა ვუყოთ? საოცრებაა, მაგრამ ეს ვიდეო პირველად რომ დავდე "ფეისბუკში", ასეთი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია. დღეს ელვის სისწრაფით გავრცელდა. ალბათ მაშინ რომ სათანადო რეაქცია გვქონოდა ყველანაირ უსამართლობაზე, ციხის კადრები არ იარსებებდა. თუმცა, რამდენიც უნდა გვეყვირა, შედეგს მაინც ვერ ვაღწევდით, პირიქით, ჯინაზე უფრო მეტად გვიჭერდნენ ხელს. ერთხელ მახსოვს, ნინო ჟვანიას კრიტიკულ გამოსვლას ასე უპასუხეს: - ჭირისუფალი რასაც ამბობს, სერიოზულად არ უნდა მიიღოო. ალბათ ცოტას ახსოვს ეს, რადგან ვარდების სურნელით იყვნენ გაბრუებულნი... მახსოვს, ერთმა ჩემმა მეგობარმა ამ ვიდეოზე მიმიწერა, - შენი მოსაწონი ქვეყანა ვერ აშენდებაო. ეს უნდა მომწონდეს თურმე! ააშენეს კიდეც თავისი მოსაწონი ქვეყანა...

იხილეთ ვრცლად

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"