სამხედრო
მსოფლიო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
პოლიტიკა
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს
ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს

კომ­პრო­მა­ტე­ბის ომი - ასე შე­იძ­ლე­ბა ორი სი­ტყვით იმ სი­ტუ­ა­ცი­ის შე­ფა­სე­ბა, რაც წინა კვი­რას ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ხდე­ბო­და. ტე­ლე­მა­ყუ­რე­ბე­ლი და ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბე­ლი მო­რი­გი სი­ბინ­ძუ­რის ნახ­ვის ში­შით ტე­ლე­ეკ­რანს და კომ­პი­უ­ტერს ვერ უყუ­რებს.

რას შეც­ვლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა თუ ოპო­ზი­ცი­ის კომ­პრო­მა­ტე­ბი, რა შე­დე­გე­ბით დამ­თავ­რდე­ბა არ­ჩევ­ნე­ბი და რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს ოპო­ზი­ცია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­დე­ბა. ამ და სხვა სა­ინ­ტე­რე­სო შე­კი­თხვე­ბით ირი­ნა სა­რიშ­ვილს მივ­მარ­თეთ, რო­მელ­საც, ყვე­ლა "სი­კე­თეს­თან" ერ­თად, ცი­ხე­ში ყოფ­ნის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს.

- ჩემ­თვის ცი­ხის კად­რებ­ში ახა­ლი არა­ფე­რი არ ყო­ფი­ლა. რა თქმა უნდა, ნა­ნახს სხვა ეფექ­ტი აქვს. ძა­ლი­ან ვწუხ­ვარ, რომ ამ ყვე­ლა­ფერ­ზე რე­აქ­ცია და­ვაგ­ვი­ა­ნეთ. არა­ნაკ­ლე­ბი და­ნა­შა­უ­ლი აქვს ჩა­დე­ნი­ლი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას წინა წლებ­ში, როცა პირ­და­პირ ქუ­ჩა­ში ხვრეტ­და ხალ­ხს. ადა­მი­ა­ნის ბუ­ნე­ბა ასეა მო­წყო­ბი­ლი, ან სა­კუ­თარ თავ­ზე უნდა გა­მოს­ცა­დოს, რომ ადეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია ჰქონ­დეს, ან უნდა და­ი­ნა­ხოს, კინო უნდა ნა­ხოს, რომ აღ­შფოთ­დეს. ამ ფი­რებ­ზე კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბაც კი ზედ­მე­ტად მი­მაჩ­ნია. არ მე­გუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნი, ვი­საც ენა მო­უტ­რი­ალ­დე­ბა და გან­სხვა­ვე­ბულ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს, თუმ­ცა მო­ი­ძებ­ნა ერთი-ორი, ადა­მი­ა­ნი რო­გორ ვუ­წო­დო, არც ვიცი, ალ­ბათ უფრო წარ­მო­ნაქ­მნი, რომ­ლე­ბიც სა­პი­რის­პი­როს ამ­ტკი­ცე­ბენ.

- ერთი-ორი არა, ბევ­რი იყო ასე­თი, სამ­წუ­ხა­როდ.

- მე ტე­ლე­ვი­ზი­ით რაც ვნა­ხე, იმა­ზე ვა­კე­თებ კო­მენ­ტარს. ფაქ­ტია, რომ საქ­მე გვაქვს არა მხო­ლოდ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, არა­მედ სა­ზო­გა­დო­ე­ბის პრობ­ლე­მას­თა­ნაც.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- ეს არის ნე­იტ­რა­ლუ­რი პო­ზი­ცია. მო­სახ­ლე­ო­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლი შიმ­ში­ლო­ბის ზღვარს მიღ­მაა. თუმ­ცა ის კად­რე­ბი, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, მდი­დარ­საც და ღა­რიბ­საც ერ­თნა­ი­რად შე­ა­წუ­ხებ­და. თუმ­ცა ზო­გა­დად "სხვი­სი ჭირი" სო­ცი­ა­ლუ­რად დამ­ძი­მე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნის­თვის ნაკ­ლე­ბად გა­სა­გე­ბია. მათ­ზე ცუ­დის თქმა არ მინ­და. საქ­მე ისაა, რომ თა­ვი­სი თავი, თა­ვი­სი მში­ე­რი შვი­ლი გას­ჭირ­ვე­ბი­ათ. პრობ­ლე­მებ­ში ისე აქვთ თავი ჩარ­გუ­ლი, რომ პა­ტიმ­რე­ბის ბედ-იღ­ბალ­ზე ფიქ­რს ვე­ღარც ახერ­ხე­ბენ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში, სამ­წუ­ხა­როდ, ყვე­ლა­ფე­რი მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ხელ­შია. აღ­შფო­თე­ბა, აღ­ტკი­ნე­ბა და სხვა რე­ცეპ­ტო­რე­ბი, რომ­ლე­ბიც ამ გრძნო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა, მუდ­მი­ვად ზე­ა­წე­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვერ იქ­ნე­ბა. ჩა­ივ­ლის აღ­შფო­თე­ბა და დარ­ჩე­ბა შიში. ოღონდ ეს არ იქ­ნე­ბა ლაჩ­რის შიში. ადა­მი­ა­ნი შე­იძ­ლე­ბა წა­ვი­დეს სიკ­ვდილ­ზე, გას­წი­როს თავი, შე­უშ­ვი­როს გული ტყვი­ას, მაგ­რამ ის, რაც ჩვენ ვნა­ხეთ, სცდე­ბა ადა­მი­ა­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბის, ამ­ტა­ნო­ბის ფარ­გლებს. სო­ლი­და­რო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ძა­ლი­ან და­ბალ დო­ნე­ზეა და ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა, სამ­წუ­ხა­როდ, სა­დაც შეგ­ვიძ­ლია მეტ-ნაკ­ლე­ბად მა­სობ­რი­ვი სო­ლი­და­რო­ბა გა­ვიხ­სე­ნოთ, არის სწო­რედ ეს ბოლო შემ­თხვე­ვა.

- თქვენ ცი­ხე­ში ყოფ­ნის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა გაქვთ, შე­გიძ­ლი­ათ, პა­რა­ლე­ლე­ბი გა­ავ­ლოთ, მა­შინ­დელ­სა და დღე­ვან­დელ ცი­ხეს შო­რის?

- შე­და­რე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბა. ცი­ხე­საც რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, დარ­ბე­ვებ­შიც ხომ მოვ­ყო­ლილ­ვარ. ადა­მი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ ისი­ნიც და ჩვენც. სხვა­ნა­ი­რე­ბი ვი­ყა­ვით. მახ­სოვს, თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბიც კი, მი­ნის­ტრე­ბი, მათი მო­ად­გი­ლე­ე­ბი, და­სარ­ბე­ვად რომ მო­დი­ოდ­ნენ და მა­ჯა­ში ხელს მკი­დებ­დნენ, ხელი არ მინ­და გატ­კი­ნოო, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ. იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, ერ­თმა­ნე­თის გი­ნე­ბა და შე­უ­რა­ცხყო­ფაც კი აზ­რად არ მოგ­ვსვლია. ერთი შემ­თხვე­ვა მახ­სენ­დე­ბა, როცა შიმ­ში­ლო­ბა გა­მო­ვა­ცხა­დე, რო­მან გვენ­ცა­ძე მა­შინ ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი იყო. ძა­ლი­ან გამ­ხდა­რი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ზე მე­ტად მე ვე­ცო­დე­ბო­დი. გა­ვი­და ერთი დღე, ორი, სამი. მერე მო­ვი­და და მეხ­ვე­წე­ბო­და, ირი­ნა, ოღონდ ერთი ცალი ბუ­ტერბრო­დი შე­ჭა­მე, ცუ­დად გახ­დე­ბი, არა­ვის ვე­ტყვიო. ასე გრძელ­დე­ბო­და რამ­დე­ნი­მე დღე. არა­ვინ იყო ის ჩემი, უბ­რა­ლოდ, ადა­მი­ა­ნი იყო. იმ მო­მენ­ტში ეჭ­ვიც არ შემ­პარ­ვია მის გულ­წრფე­ლო­ბა­ში, მაგ­რამ მა­გას რო­გორ ვი­კად­რებ­დი. ახლა მე­ცი­ნე­ბა, მაგ­რამ მა­შინ ვპა­სუ­ხობ­დი, ამას რო­გორ მა­კად­რებთ-მეთ­ქი.

- ცი­ხის ამ­ბე­ბი მა­ინც უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა...

- ცი­ხე­ში არა­ერ­თხელ მოვ­ხვედ­რილ­ვარ, თუმ­ცა იქ წლე­ბი არ გა­მი­ტა­რე­ბია. ცი­ხის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა არას­დროს ყო­ფი­ლა ღირ­სე­ბის შემ­ლახ­ვე­ლი. სა­კუ­თარ თა­ვა­ზე ასეთ ფაქტს ვერ გა­ვიხ­სე­ნებ. იყო სი­ტუ­ა­ცია, როცა ბი­ჭე­ბი შავ პურს მიგ­რო­ვებ­დნენ, რად­გან იცოდ­ნენ, რომ ცი­ხის საჭ­მელს ვერ ვჭამ­დი. ამას მარ­ტო პა­ტიმ­რე­ბი კი არა, ცი­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აკე­თებ­დნენ. 9 აპ­რი­ლის მერე სპეც­მიმ­ღებ­ში რომ გა­და­მიყ­ვა­ნეს, ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა მინ­დო­და ძა­ლი­ან...

- სპეც­მიმ­ღე­ბი რა არის?

- ეს არის მი­წის­ქვეშ მო­თავ­სე­ბუ­ლი უზარ­მა­ზა­რი საკ­ნე­ბი, სა­დაც თვე-ნა­ხე­ვა­რი მარ­ტო ვი­ყა­ვი ვირ­თხებ­თან ერ­თად. სა­წო­ლიც კი არ იყო, ტუ­ა­ლეტს კარი არ ჰქონ­და. იქ ყვე­ლა მა­მა­კა­ცი იყო, ტუ­ა­ლეტ­ში რომ გავ­ყავ­დი, ან­გა­რიშს მი­წევ­დნენ, შორს გა­დი­ოდ­ნენ და ზურ­გით დგე­ბოდ­ნენ. იქაც კი, ასეთ პი­რო­ბებ­ში, სამ-სამ­კა­ცი­ა­ნი ცვლა იყო და ისი­ნი ერ­თმა­ნეთს ეჯიბ­რე­ბოდ­ნენ, ვინ უფრო კარ­გად მო­გექ­ცე­ო­და... ტე­ლე­ვი­ზო­რის ამ­ბავს გიყ­ვე­ბო­დით, მოკ­ლედ, ძა­ლი­ან მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა ხდე­ბო­და გა­რეთ და ტე­ლე­ვი­ზო­რის ყუ­რე­ბა მინ­დო­და. ერთ-ერ­თმა ცი­ხის თა­ნამ­შრო­მელ­მა ხელ­ში მტვრის ტილო მომ­ცა და მი­თხრა, ადი უფ­რო­სის კა­ბი­ნეტ­ში და მტვე­რი გა­დაწ­მინ­დე, ვი­თომ დამ­ლა­გე­ბე­ლი ხარ, ტე­ლე­ვი­ზო­რია ჩარ­თუ­ლი და უყუ­რე­ბო. ასეც მო­ვი­ქე­ცი. მა­შინ ჯერ კი­დევ რუ­სე­ბი იყ­ვნენ ცი­ხის სა­თა­ვე­ში და არა­ვის მოს­ვლია აზ­რად, რომ პა­ტი­მა­რი ვი­ყა­ვი... შე­მოჰ­ქონ­დათ სი­გა­რე­ტი, გა­ზე­თე­ბი. საჭ­მე­ლი. მი­უ­ხე­და­ვად მძი­მე პი­რო­ბე­ბი­სა, რომ იქ საჭ­მლის ჭამა და ხე­ლის და­ბა­ნაც კი შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო, ყვე­ლა ცი­ხის თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვის­თა­ნაც კი შე­ხე­ბა მქო­ნია, ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა.

- იმ პე­რი­ო­დის ცი­ხე­ებ­ში ყვე­ლა­ზე მძი­მე ძა­ლა­დო­ბის შე­სა­ხებ რა ინ­ფორ­მა­ცია გაქვთ?

- ისე­თი საკ­ნე­ბი, სა­დაც მა­მათ­მავ­ლებ­თან შე­აგ­დებ­დნენ ხოლ­მე პა­ტიმ­რებს, ყველ­გან არ­სე­ბობ­და, მაგ­რამ ეს იყო "ჩამ­შვე­ბე­ბის" დას­ჯის ფორ­მა და ამას პა­ტიმ­რე­ბი აკე­თებ­დნენ. არას­დროს მსმე­ნია ასე ღიად თა­ნამ­შრო­მელს და­ე­წყო ან­გა­რიშს­წო­რე­ბა, მით უმე­ტეს ამ ფორ­მით. ჩვენ რაც ვნა­ხეთ, არა­ნა­ირ ჩარ­ჩო­ებ­ში არ ჯდე­ბა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადეკ­ვა­ტუ­რად იქ­ცე­ვა ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ?

- ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რბი­ლად რომ ვთქვათ, მოს­ვლის დღი­დან არ არის ადეკ­ვა­ტუ­რი. რო­მელ ადეკ­ვა­ტუ­რო­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბით, როცა პრე­ზი­დენ­ტი სრუ­ლი სე­რი­ო­ზუ­ლო­ბით ამ­ტკი­ცებს, რომ მტრის თვითმფრი­ნა­ვე­ბით გა­და­ჭე­დილ ცაზე ღრუბ­ლებს ეფა­რე­ბო­და მისი ვერ­ტმფრე­ნი და ღრუ­ბელ-ღრუ­ბელ გა­ვი­და ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე. ეს უკვე კლი­ნი­კუ­რი შემ­თხვე­ვაა. ადეკ­ვა­ტუ­რე­ბი შე­იძ­ლე­ბა იყ­ვნენ შე­და­რე­ბით უფრო მოძ­რა­ვი ტვი­ნის მქო­ნე მი­სი­ვე მთავ­რო­ბის წევ­რე­ბი.

- გახ­სენ­დე­ბათ ვინ­მე ასე­თი?

- თუნ­დაც ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც, ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, ბევ­რად ჭკვი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა, ვიდ­რე თა­ვი­სი ჰა­ბი­ტუ­სი­თა და მე­ტყვე­ლე­ბით ტო­ვებ­და შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას.

- თუმ­ცა ახლა მისი ერთ-ერთი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი შეხ­ვედ­რა მახ­სენ­დე­ბა ამომ­რჩე­ველ­თან, სა­დაც ასე­თი ფრა­ზა თქვა, ჩვენ კი­დევ ბევ­რჯერ გა­გა­ო­ცებთ...

- მე­რა­ბიშ­ვი­ლი თა­ვის ნათ­ქვამს ყო­ველ­თვის ას­რუ­ლებს, სამ­წუ­ხა­როდ... მთა­ვა­რი ისაა, რომ ახლა ჩვე­ნი მდგო­მა­რე­ო­ბა სა­ში­შია. ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფი­ზი­კურ საფრ­თხეს უქ­მნის ადა­მი­ა­ნებს. რო­გორც გიჟი უნდა იყოს შე­მო­სა­ზღვრუ­ლი, რად­გან შე­იძ­ლე­ბა გამ­ვლელს საფრ­თხე შე­უქ­მნას, და­ახ­ლო­ე­ბით ამ დო­ნე­ზეა ეს საფრ­თხე მი­სუ­ლი. ყვე­ლამ კარ­გად იცის, რომ საკ­მა­ოდ კრი­ტი­კუ­ლად ვუ­ყუ­რებ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­რე­მოც­ვას და ვე­რა­ნა­ირ წინსვლას ამ თვალ­საზ­რი­სით მათ­ში ვერ ვხე­დავ, მაგ­რამ მინ­და თუ არა, ორ­პო­ლუ­სი­ა­ნია ისევ ეს არ­ჩევ­ნე­ბი. მხო­ლოდ და მხო­ლოდ იმის გამო, რომ ამ ეტაპ­ზე­ვე არ და­ი­წყოს სა­ში­ნე­ლი შუ­რის­ძი­ე­ბა, რეპ­რე­სი­ე­ბი, სა­დაც აღა­რა­ვინ გა­არ­ჩევს ნაც­ნობ­სა და უც­ნობს, უნდა და­მარ­ცხდეს ეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ვი­საც მისი და­მარ­ცხე­ბა შე­უძ­ლია, თუნ­დაც ხე­ლოვ­ნუ­რი პი­რო­ბე­ბით, არის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი.

- კომ­პრო­მა­ტე­ბის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში. ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­მაც არა­ერ­თი აუ­დიო თუ ვი­დე­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თუ უყუ­რეთ რო­მე­ლი­მე მათ­განს და რა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა დაგ­რჩათ?

- მე სა­კუ­თარ თავ­ზე მაქვს გა­მოც­დი­ლი ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან ცი­ლის­წა­მე­ბა, როცა ექ­ვსი წლის წინ აბ­სო­ლუ­ტუ­რად უდა­ნა­შა­უ­ლო ადა­მი­ა­ნე­ბი და­ა­პა­ტიმ­რეს ჩემი გა­რე­მოც­ვი­დან. იპო­ვეს ცრუ მოწ­მე­ე­ბი, ზოგს ფული გა­და­უ­ხა­დეს, ზოგი და­ა­ში­ნეს. 9 წელი მი­უ­სა­ჯეს უმ­რავ­ლე­სო­ბას. მე არ და­მა­პა­ტიმ­რეს, ალ­ბათ არ აწყობ­დათ. დაგ­ვაბ­რა­ლეს ის, რაც არა­თუ არ ჩაგ­ვი­დე­ნია, არა­მედ იმ დღეს ერ­თმა­ნე­თი არც კი გვი­ნა­ხავს. სა­უ­ბა­რი იყო სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბა­ზე. თუმ­ცა უნდა აღი­ნიშ­ნოს, რომ მა­შინ არა­ნა­ი­რი ვი­დეო და აუ­დი­ო­მა­სა­ლა ჩვენ­ზე არ გავ­რცე­ლე­ბუ­ლა. რამ შე­უ­შა­ლათ ხელი და­მონ­ტა­ჟე­ბა­ში, ვერ გე­ტყვით. ერთი-ორი სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი გავ­რცელ­და, მათ შო­რის ერთ-ერთი ჩემ­თან, რო­მე­ლიც ვე­რა­ფერს ამ­ტკი­ცებ­და. ეს იყო სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უ­ბა­რი, რო­გორ მე­სალ­მე­ბა იგორ გი­ორ­გა­ძე და მე რო­გორ ვერ ვი­ცა­ნი მისი ხმა. აქ შე­წყდა ჩვე­ნი "და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი" სა­უ­ბა­რი. კი­დევ ერთი სა­უ­ბა­რი გავ­რცელ­და, სა­დაც კონ­კრე­ტუ­ლი რე­გი­ო­ნის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა მა­ბა­რებ­და ან­გა­რიშს, ამა თუ იმ რე­გი­ო­ნი­დან რამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მო­დი­ო­და აქ­ცი­ა­ზე. რო­გორც ჩანს, ტექ­ნი­კა წინ წა­ვი­და. დღეს უკვე ვი­დე­ო­მა­სა­ლე­ბი შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს... არ მჯე­რა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის. ისეთ მოწ­მენ­დილ ცაზე ისე­თი ბრალ­დე­ბა ვნა­ხე სა­კუ­თარ თავ­ზე, არა­ფე­რი მჯე­რა, რა­საც ესე­ნი ამ­ბო­ბენ. თან აგო­ნი­ა­ში არი­ან, ფა­თხა-ფუ­თხით აკე­თე­ბენ რა­ღა­ცებს, თავი მო­იჭ­რეს, ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ დე­ბენ უკვე მა­სა­ლებს, თვი­თო­ნაც ვერ გა­უ­გი­ათ. მაგ­რამ ახლა მთა­ვა­რი სხვა რა­მეა. ფაქ­ტია, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებს და ეს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი მრა­ვა­ლ­ა­თა­სი­ა­ნი შეხ­ვედ­რე­ბი, რო­მელ­ზეც თბი­ლი­სი­დან და­არ­ბე­ნი­ნე­ბენ ხალ­ხს, მათ სწო­რედ ამის­თვის სჭირ­დე­ბათ. ამით აჩ­ვე­ნებს და­სავ­ლეთს, რომ მხარ­დამ­ჭე­რე­ბი ჰყავს. ვინც ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მომ­ხრე­ე­ბად დარ­ბის დღეს შეხ­ვედ­რებ­ზე, უნდა და­ფიქ­რდეს, რა პრო­ცეს­ში იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. არც ერთ მათ­განს არ ეგო­ნოს, რომ რაც ცი­ხის კად­რებ­ში ნახა, რო­მე­ლი­მე ოჯახს ას­ცდე­ბა. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ თა­ვი­სი­ა­ნი და სხვი­სი­ა­ნი არ იცის. ისი­ნი იყე­ნე­ბენ ადა­მი­ა­ნებს და როცა მათი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის­თვის აღა­რა­ფერს წარ­მო­ად­გენს, ვხე­დავთ, რა­საც უშ­ვრე­ბა მათ. ამი­ტომ დღეს ჩემ­თვის დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს ამ კომ­პრო­მა­ტე­ბის ომს. და­მერ­წმუ­ნეთ, ეს აღარ შეც­ვლის ადა­მი­ა­ნე­ბის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას. ვინც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხა­რე­ზეა, ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში თუ ვერ გა­ა­ხი­ლეს თვა­ლი, მათი თვა­ლის ახე­ლას აღარ უნდა ვე­ლო­დოთ. ასე­ვე ეჭვი მე­პა­რე­ბა, რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ის მომ­ხრემ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კომ­პრო­მა­ტებს უს­მი­ნოს. მთა­ვა­რი ისაა, რის გა­კე­თე­ბას აპი­რებს ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ მას მერე, რაც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა არ­ჩევ­ნებს გა­ა­ყალ­ბებს.

- დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ხართ, რომ არ­ჩევ­ნე­ბი გა­ყალბ­დე­ბა?

- რა შე­იც­ვა­ლა ბოლო არ­ჩევ­ნე­ბი­დან დღემ­დე? "ცეს­კოს" შე­მად­გენ­ლო­ბა იგი­ვეა, სა­არ­ჩევ­ნო კა­ნონ­მდებ­ლო­ბა უა­რე­სის­კენ შე­იც­ვა­ლა და არ შეც­ვლი­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

- ოპო­ზი­ცი­უ­რი არ­ხე­ბი ჩა­ირ­თო...

- კი ბა­ტო­ნო, მაგ­რამ ამან სამ­თავ­რო­ბო არ­ხე­ბის მარ­გი­ნა­ლი­ზა­ცია გა­მო­იწ­ვია. და­ბა­ლან­სე­ბა კი არ მოხ­და, ორ უკი­დუ­რეს ნა­წი­ლად გა­ი­ყო მე­დია... არა მხო­ლოდ ინ­ტუ­ი­ცი­ით, არა­მედ გარ­კვე­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ი­თაც ზუს­ტად შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ ნორ­მა­ლურ პი­რო­ბებ­ში კო­ა­ლი­ცია, პირ­ველ ად­გილ­ზე უნდა გა­ვი­დეს, იმის მი­უ­ხე­და­ვად, მომ­წონს მე "რეს­პუბ­ლი­კე­ლე­ბი" თუ არ მომ­წონს, მაგ­რამ ვე­რა­ვინ და­მარ­წმუ­ნებს იმა­ში, რომ ღრუ­ბელს ამო­ფა­რე­ბუ­ლი მიშა სა­ა­კაშ­ვი­ლი ან მისი რო­მე­ლი­მე ხე­ლი­სუ­ფა­ლი, თუნ­დაც ახა­ლა­ია, რო­მე­ლიც რა­ინ­დი­ვით გა­დად­გა და ყვე­ლა­ფე­რი შერ­ჩა, ან მთავ­რო­ბის და­ნარ­ჩე­ნი სავ­ლე­ე­ბი უცებ გა­და­იქ­ცე­ვი­ან პავ­ლე­ე­ბად და გა­მო­ა­ცხა­დე­ბენ, რომ გა­ი­მარ­ჯვა სხვამ და არა მათ. ამი­ტომ მა­ინც ყვე­ლა­ზე ცუდი უნდა წარ­მო­ვიდ­გი­ნოთ, თან ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი. გა­ყალ­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში არც ერთი ნა­ბი­ჯით, არც ერთი პრო­ცენ­ტით არ უნდა და­ი­ხი­ოს ოპო­ზი­ცი­ამ უკან. არც ერთი ხმა არ უნდა დათ­მოს, რაც უნდა შან­ტა­ჟი წა­მო­ვი­დეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან, რომ და­ი­წყე­ბა სა­მო­ქა­ლა­ქო ომი. არ გა­მოვ­რი­ცხავ, სა­ა­კაშ­ვილ­მა აფხა­ზა­თის ფაქ­ტო­რიც გა­მო­ი­ყე­ნოს. მას რუ­სე­ბი ბევ­რჯერ მიხ­მა­რე­ბი­ან და დღე­საც დიდი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ეხ­მა­რე­ბი­ან, რად­გან რუ­სეთს ურ­ჩევ­ნია სა­ქარ­თვე­ლოს გა­და­რე­უ­ლი პრე­ზი­დენ­ტი მარ­თავ­დეს, ვიდ­რე და­ბა­ლან­სე­ბუ­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი. აგ­ვის­ტოს ომის მერე ვინ მო­ი­გო და ვინ წა­ა­გო, ყვე­ლამ კარ­გად ვნა­ხეთ. მაგ­რამ ფრთხი­ლად უნდა იმოქ­მე­დოს ოპო­ზი­ცი­ამ, ზუს­ტად უნდა იცო­დეს, რა უნდა გა­ა­კე­თოს. ამის­თვის მზად უნდა იყოს, ყვე­ლა შეც­დო­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რაც აქამ­დე ოპო­ზი­ცი­ამ და­უშ­ვა. კი­დევ ერთი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მაშ­ფო­თებს, ისაა, რომ ბი­ძი­ნა ივა­ნი­შე­ვილს 2-5 ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნის ვადა გას­დის. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. მან უნდა და­ტო­ვოს სა­ქარ­თვე­ლოს ფარ­გლე­ბი და შემ­დეგ ახა­ლი სა­ბუ­თე­ბით დაბ­რუნ­დეს უკან. ვი­ნა­ი­დან მას­თან პირ­და­პირ შეხ­ვედ­რა არ ხერ­ხდე­ბა, რათა რუ­სე­თის აგენ­ტო­ბა არა­ვინ და­აბ­რა­ლოს, მინ­და მას თქვე­ნი სა­შუ­ა­ლე­ბით ვკი­თხო, აქვს თუ არა გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი ეს პრობ­ლე­მა. თუ უარი თქვა სა­ქარ­თვე­ლოს და­ტო­ვე­ბა­ზე, რა გზით რჩე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში და თუ ვერ ამ­ბობს უარს და მი­დის, რა გზით აპი­რებს დაბ­რუ­ნე­ბას.

- თქვენ აპი­რებთ წას­ვლას არ­ჩევ­ნებ­ზე?

- რა თქმა უნდა. რა არ­ჩე­ვანს გა­ვა­კე­თებ, ვერ გე­ტყვით, ერთი კი ნამ­დვი­ლად ვიცი, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ხმას არ მივ­ცემ.

ნინო მჭედ­ლიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს

ვინ უგროვებდა ციხეში შავ პურს ირინა სარიშვილს

კომპრომატების ომი - ასე შეიძლება ორი სიტყვით იმ სიტუაციის შეფასება, რაც წინა კვირას ჩვენს ქვეყანაში ხდებოდა. ტელემაყურებელი და ინტერნეტმომხმარებელი მორიგი სიბინძურის ნახვის შიშით ტელეეკრანს და კომპიუტერს ვერ უყურებს.

რას შეცვლის ხელისუფლებისა თუ ოპოზიციის კომპრომატები, რა შედეგებით დამთავრდება არჩევნები და როგორ უნდა მოიქცეს ოპოზიცია იმ შემთხვევაში, თუ არჩევნები გაყალბდება. ამ და სხვა საინტერესო შეკითხვებით ირინა სარიშვილს მივმართეთ, რომელსაც, ყველა "სიკეთესთან" ერთად, ციხეში ყოფნის დიდი გამოცდილებაც აქვს.

- ჩემთვის ციხის კადრებში ახალი არაფერი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ნანახს სხვა ეფექტი აქვს. ძალიან ვწუხვარ, რომ ამ ყველაფერზე რეაქცია დავაგვიანეთ. არანაკლები დანაშაული აქვს ჩადენილი ამ ხელისუფლებას წინა წლებში, როცა პირდაპირ ქუჩაში ხვრეტდა ხალხს. ადამიანის ბუნება ასეა მოწყობილი, ან საკუთარ თავზე უნდა გამოსცადოს, რომ ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს, ან უნდა დაინახოს, კინო უნდა ნახოს, რომ აღშფოთდეს. ამ ფირებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტად მიმაჩნია. არ მეგულება ადამიანი, ვისაც ენა მოუტრიალდება და განსხვავებულ შეფასებას მისცემს, თუმცა მოიძებნა ერთი-ორი, ადამიანი როგორ ვუწოდო, არც ვიცი, ალბათ უფრო წარმონაქმნი, რომლებიც საპირისპიროს ამტკიცებენ.

- ერთი-ორი არა, ბევრი იყო ასეთი, სამწუხაროდ.

- მე ტელევიზიით რაც ვნახე, იმაზე ვაკეთებ კომენტარს. ფაქტია, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ საზოგადოების პრობლემასთანაც.

- რას გულისხმობთ?

- ეს არის ნეიტრალური პოზიცია. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი შიმშილობის ზღვარს მიღმაა. თუმცა ის კადრები, რაც ჩვენ ვნახეთ, მდიდარსაც და ღარიბსაც ერთნაირად შეაწუხებდა. თუმცა ზოგადად "სხვისი ჭირი" სოციალურად დამძიმებული ადამიანისთვის ნაკლებად გასაგებია. მათზე ცუდის თქმა არ მინდა. საქმე ისაა, რომ თავისი თავი, თავისი მშიერი შვილი გასჭირვებიათ. პრობლემებში ისე აქვთ თავი ჩარგული, რომ პატიმრების ბედ-იღბალზე ფიქრს ვეღარც ახერხებენ. ასეთ შემთხვევაში, სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ პოლიტიკოსების ხელშია. აღშფოთება, აღტკინება და სხვა რეცეპტორები, რომლებიც ამ გრძნობას ემსახურება, მუდმივად ზეაწეულ მდგომარეობაში ვერ იქნება. ჩაივლის აღშფოთება და დარჩება შიში. ოღონდ ეს არ იქნება ლაჩრის შიში. ადამიანი შეიძლება წავიდეს სიკვდილზე, გასწიროს თავი, შეუშვიროს გული ტყვიას, მაგრამ ის, რაც ჩვენ ვნახეთ, სცდება ადამიანის შესაძლებლობის, ამტანობის ფარგლებს. სოლიდარობა საზოგადოებაში ძალიან დაბალ დონეზეა და ერთადერთი შემთხვევა, სამწუხაროდ, სადაც შეგვიძლია მეტ-ნაკლებად მასობრივი სოლიდარობა გავიხსენოთ, არის სწორედ ეს ბოლო შემთხვევა.

- თქვენ ციხეში ყოფნის დიდი გამოცდილება გაქვთ, შეგიძლიათ, პარალელები გაავლოთ, მაშინდელსა და დღევანდელ ციხეს შორის?

- შედარებაც არ შეიძლება. ციხესაც რომ თავი დავანებოთ, დარბევებშიც ხომ მოვყოლილვარ. ადამიანები იყვნენ ისინიც და ჩვენც. სხვანაირები ვიყავით. მახსოვს, თანამდებობის პირებიც კი, მინისტრები, მათი მოადგილეები, დასარბევად რომ მოდიოდნენ და მაჯაში ხელს მკიდებდნენ, ხელი არ მინდა გატკინოო, მეუბნებოდნენ. იშვიათი გამონაკლისის გარდა, ერთმანეთის გინება და შეურაცხყოფაც კი აზრად არ მოგვსვლია. ერთი შემთხვევა მახსენდება, როცა შიმშილობა გამოვაცხადე, რომან გვენცაძე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი იყო. ძალიან გამხდარი ვიყავი და ყველაზე მეტად მე ვეცოდებოდი. გავიდა ერთი დღე, ორი, სამი. მერე მოვიდა და მეხვეწებოდა, ირინა, ოღონდ ერთი ცალი ბუტერბროდი შეჭამე, ცუდად გახდები, არავის ვეტყვიო. ასე გრძელდებოდა რამდენიმე დღე. არავინ იყო ის ჩემი, უბრალოდ, ადამიანი იყო. იმ მომენტში ეჭვიც არ შემპარვია მის გულწრფელობაში, მაგრამ მაგას როგორ ვიკადრებდი. ახლა მეცინება, მაგრამ მაშინ ვპასუხობდი, ამას როგორ მაკადრებთ-მეთქი.

- ციხის ამბები მაინც უფრო საინტერესოა...

- ციხეში არაერთხელ მოვხვედრილვარ, თუმცა იქ წლები არ გამიტარებია. ციხის ადმინისტრაციის დამოკიდებულება არასდროს ყოფილა ღირსების შემლახველი. საკუთარ თავაზე ასეთ ფაქტს ვერ გავიხსენებ. იყო სიტუაცია, როცა ბიჭები შავ პურს მიგროვებდნენ, რადგან იცოდნენ, რომ ციხის საჭმელს ვერ ვჭამდი. ამას მარტო პატიმრები კი არა, ციხის თანამშრომლები აკეთებდნენ. 9 აპრილის მერე სპეცმიმღებში რომ გადამიყვანეს, ტელევიზორის ყურება მინდოდა ძალიან...

- სპეცმიმღები რა არის?

- ეს არის მიწისქვეშ მოთავსებული უზარმაზარი საკნები, სადაც თვე-ნახევარი მარტო ვიყავი ვირთხებთან ერთად. საწოლიც კი არ იყო, ტუალეტს კარი არ ჰქონდა. იქ ყველა მამაკაცი იყო, ტუალეტში რომ გავყავდი, ანგარიშს მიწევდნენ, შორს გადიოდნენ და ზურგით დგებოდნენ. იქაც კი, ასეთ პირობებში, სამ-სამკაციანი ცვლა იყო და ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო კარგად მოგექცეოდა... ტელევიზორის ამბავს გიყვებოდით, მოკლედ, ძალიან მაინტერესებდა, რა ხდებოდა გარეთ და ტელევიზორის ყურება მინდოდა. ერთ-ერთმა ციხის თანამშრომელმა ხელში მტვრის ტილო მომცა და მითხრა, ადი უფროსის კაბინეტში და მტვერი გადაწმინდე, ვითომ დამლაგებელი ხარ, ტელევიზორია ჩართული და უყურებო. ასეც მოვიქეცი. მაშინ ჯერ კიდევ რუსები იყვნენ ციხის სათავეში და არავის მოსვლია აზრად, რომ პატიმარი ვიყავი... შემოჰქონდათ სიგარეტი, გაზეთები. საჭმელი. მიუხედავად მძიმე პირობებისა, რომ იქ საჭმლის ჭამა და ხელის დაბანაც კი შეუძლებელი იყო, ყველა ციხის თანამშრომელი, ვისთანაც კი შეხება მქონია, ძალიან კარგად მახსენდება.

- იმ პერიოდის ციხეებში ყველაზე მძიმე ძალადობის შესახებ რა ინფორმაცია გაქვთ?

- ისეთი საკნები, სადაც მამათმავლებთან შეაგდებდნენ ხოლმე პატიმრებს, ყველგან არსებობდა, მაგრამ ეს იყო "ჩამშვებების" დასჯის ფორმა და ამას პატიმრები აკეთებდნენ. არასდროს მსმენია ასე ღიად თანამშრომელს დაეწყო ანგარიშსწორება, მით უმეტეს ამ ფორმით. ჩვენ რაც ვნახეთ, არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.

- როგორ ფიქრობთ, ხელისუფლება ადეკვატურად იქცევა ამ ყველაფრის შემდეგ?

- ეს ხელისუფლება, რბილად რომ ვთქვათ, მოსვლის დღიდან არ არის ადეკვატური. რომელ ადეკვატურობაზე მელაპარაკებით, როცა პრეზიდენტი სრული სერიოზულობით ამტკიცებს, რომ მტრის თვითმფრინავებით გადაჭედილ ცაზე ღრუბლებს ეფარებოდა მისი ვერტმფრენი და ღრუბელ-ღრუბელ გავიდა ერთი ადგილიდან მეორეზე. ეს უკვე კლინიკური შემთხვევაა. ადეკვატურები შეიძლება იყვნენ შედარებით უფრო მოძრავი ტვინის მქონე მისივე მთავრობის წევრები.

- გახსენდებათ ვინმე ასეთი?

- თუნდაც ვანო მერაბიშვილი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, ბევრად ჭკვიანი აღმოჩნდა, ვიდრე თავისი ჰაბიტუსითა და მეტყველებით ტოვებდა შთაბეჭდილებას.

- თუმცა ახლა მისი ერთ-ერთი ბოლოდროინდელი შეხვედრა მახსენდება ამომრჩეველთან, სადაც ასეთი ფრაზა თქვა, ჩვენ კიდევ ბევრჯერ გაგაოცებთ...

- მერაბიშვილი თავის ნათქვამს ყოველთვის ასრულებს, სამწუხაროდ... მთავარი ისაა, რომ ახლა ჩვენი მდგომარეობა საშიშია. ეს ხელისუფლება ფიზიკურ საფრთხეს უქმნის ადამიანებს. როგორც გიჟი უნდა იყოს შემოსაზღვრული, რადგან შეიძლება გამვლელს საფრთხე შეუქმნას, დაახლოებით ამ დონეზეა ეს საფრთხე მისული. ყველამ კარგად იცის, რომ საკმაოდ კრიტიკულად ვუყურებ ბიძინა ივანიშვილის გარემოცვას და ვერანაირ წინსვლას ამ თვალსაზრისით მათში ვერ ვხედავ, მაგრამ მინდა თუ არა, ორპოლუსიანია ისევ ეს არჩევნები. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ეტაპზევე არ დაიწყოს საშინელი შურისძიება, რეპრესიები, სადაც აღარავინ გაარჩევს ნაცნობსა და უცნობს, უნდა დამარცხდეს ეს ხელისუფლება და ვისაც მისი დამარცხება შეუძლია, თუნდაც ხელოვნური პირობებით, არის ბიძინა ივანიშვილი.

- კომპრომატების ომი მიმდინარეობს ჩვენს ქვეყანაში. ხელისუფლებამაც არაერთი აუდიო თუ ვიდეოჩანაწერი გამოაქვეყნა. თუ უყურეთ რომელიმე მათგანს და რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- მე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი ამ ხელისუფლების მხრიდან ცილისწამება, როცა ექვსი წლის წინ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანები დააპატიმრეს ჩემი გარემოცვიდან. იპოვეს ცრუ მოწმეები, ზოგს ფული გადაუხადეს, ზოგი დააშინეს. 9 წელი მიუსაჯეს უმრავლესობას. მე არ დამაპატიმრეს, ალბათ არ აწყობდათ. დაგვაბრალეს ის, რაც არათუ არ ჩაგვიდენია, არამედ იმ დღეს ერთმანეთი არც კი გვინახავს. საუბარი იყო სახელმწიფო გადატრიალებაზე. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მაშინ არანაირი ვიდეო და აუდიომასალა ჩვენზე არ გავრცელებულა. რამ შეუშალათ ხელი დამონტაჟებაში, ვერ გეტყვით. ერთი-ორი სატელეფონო საუბარი გავრცელდა, მათ შორის ერთ-ერთი ჩემთან, რომელიც ვერაფერს ამტკიცებდა. ეს იყო სატელეფონო საუბარი, როგორ მესალმება იგორ გიორგაძე და მე როგორ ვერ ვიცანი მისი ხმა. აქ შეწყდა ჩვენი "დანაშაულებრივი" საუბარი. კიდევ ერთი საუბარი გავრცელდა, სადაც კონკრეტული რეგიონის ხელმძღვანელობა მაბარებდა ანგარიშს, ამა თუ იმ რეგიონიდან რამდენი ადამიანი მოდიოდა აქციაზე. როგორც ჩანს, ტექნიკა წინ წავიდა. დღეს უკვე ვიდეომასალები შემოგვთავაზეს... არ მჯერა ამ ხელისუფლების. ისეთ მოწმენდილ ცაზე ისეთი ბრალდება ვნახე საკუთარ თავზე, არაფერი მჯერა, რასაც ესენი ამბობენ. თან აგონიაში არიან, ფათხა-ფუთხით აკეთებენ რაღაცებს, თავი მოიჭრეს, ვის საწინააღმდეგოდ დებენ უკვე მასალებს, თვითონაც ვერ გაუგიათ. მაგრამ ახლა მთავარი სხვა რამეა. ფაქტია, რომ ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს და ეს ბოლოდროინდელი მრავალათასიანი შეხვედრები, რომელზეც თბილისიდან დაარბენინებენ ხალხს, მათ სწორედ ამისთვის სჭირდებათ. ამით აჩვენებს დასავლეთს, რომ მხარდამჭერები ჰყავს. ვინც ამ ხელისუფლების მომხრეებად დარბის დღეს შეხვედრებზე, უნდა დაფიქრდეს, რა პროცესში იღებს მონაწილეობას. არც ერთ მათგანს არ ეგონოს, რომ რაც ციხის კადრებში ნახა, რომელიმე ოჯახს ასცდება. ამ ხელისუფლებამ თავისიანი და სხვისიანი არ იცის. ისინი იყენებენ ადამიანებს და როცა მათი ღირებულება ხელისუფლებისთვის აღარაფერს წარმოადგენს, ვხედავთ, რასაც უშვრება მათ. ამიტომ დღეს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არ აქვს ამ კომპრომატების ომს. დამერწმუნეთ, ეს აღარ შეცვლის ადამიანების დამოკიდებულებას. ვინც ხელისუფლების მხარეზეა, ამდენი ხნის განმავლობაში თუ ვერ გაახილეს თვალი, მათი თვალის ახელას აღარ უნდა ველოდოთ. ასევე ეჭვი მეპარება, რომელიმე ოპოზიციის მომხრემ ხელისუფლების კომპრომატებს უსმინოს. მთავარი ისაა, რის გაკეთებას აპირებს ოპოზიცია არჩევნების შემდეგ მას მერე, რაც ხელისუფლება არჩევნებს გააყალბებს.

- დარწმუნებული ხართ, რომ არჩევნები გაყალბდება?

- რა შეიცვალა ბოლო არჩევნებიდან დღემდე? "ცესკოს" შემადგენლობა იგივეა, საარჩევნო კანონმდებლობა უარესისკენ შეიცვალა და არ შეცვლილა ხელისუფლება.

- ოპოზიციური არხები ჩაირთო...

- კი ბატონო, მაგრამ ამან სამთავრობო არხების მარგინალიზაცია გამოიწვია. დაბალანსება კი არ მოხდა, ორ უკიდურეს ნაწილად გაიყო მედია... არა მხოლოდ ინტუიციით, არამედ გარკვეული ინფორმაციითაც ზუსტად შემიძლია ვთქვა, რომ ნორმალურ პირობებში კოალიცია, პირველ ადგილზე უნდა გავიდეს, იმის მიუხედავად, მომწონს მე "რესპუბლიკელები" თუ არ მომწონს, მაგრამ ვერავინ დამარწმუნებს იმაში, რომ ღრუბელს ამოფარებული მიშა სააკაშვილი ან მისი რომელიმე ხელისუფალი, თუნდაც ახალაია, რომელიც რაინდივით გადადგა და ყველაფერი შერჩა, ან მთავრობის დანარჩენი სავლეები უცებ გადაიქცევიან პავლეებად და გამოაცხადებენ, რომ გაიმარჯვა სხვამ და არა მათ. ამიტომ მაინც ყველაზე ცუდი უნდა წარმოვიდგინოთ, თან ყველაზე რეალური. გაყალბების შემთხვევაში არც ერთი ნაბიჯით, არც ერთი პროცენტით არ უნდა დაიხიოს ოპოზიციამ უკან. არც ერთი ხმა არ უნდა დათმოს, რაც უნდა შანტაჟი წამოვიდეს ხელისუფლების მხრიდან, რომ დაიწყება სამოქალაქო ომი. არ გამოვრიცხავ, სააკაშვილმა აფხაზათის ფაქტორიც გამოიყენოს. მას რუსები ბევრჯერ მიხმარებიან და დღესაც დიდი სიამოვნებით მიეხმარებიან, რადგან რუსეთს ურჩევნია საქართველოს გადარეული პრეზიდენტი მართავდეს, ვიდრე დაბალანსებული და გაწონასწორებული. აგვისტოს ომის მერე ვინ მოიგო და ვინ წააგო, ყველამ კარგად ვნახეთ. მაგრამ ფრთხილად უნდა იმოქმედოს ოპოზიციამ, ზუსტად უნდა იცოდეს, რა უნდა გააკეთოს. ამისთვის მზად უნდა იყოს, ყველა შეცდომა უნდა გაითვალისწინოს, რაც აქამდე ოპოზიციამ დაუშვა. კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან მაშფოთებს, ისაა, რომ ბიძინა ივანიშევილს 2-5 ოქტომბრამდე საქართველოში ყოფნის ვადა გასდის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მან უნდა დატოვოს საქართველოს ფარგლები და შემდეგ ახალი საბუთებით დაბრუნდეს უკან. ვინაიდან მასთან პირდაპირ შეხვედრა არ ხერხდება, რათა რუსეთის აგენტობა არავინ დააბრალოს, მინდა მას თქვენი საშუალებით ვკითხო, აქვს თუ არა გაცნობიერებული ეს პრობლემა. თუ უარი თქვა საქართველოს დატოვებაზე, რა გზით რჩება საქართველოში და თუ ვერ ამბობს უარს და მიდის, რა გზით აპირებს დაბრუნებას.

- თქვენ აპირებთ წასვლას არჩევნებზე?

- რა თქმა უნდა. რა არჩევანს გავაკეთებ, ვერ გეტყვით, ერთი კი ნამდვილად ვიცი, რომ ხელისუფლებას ხმას არ მივცემ.

ნინო მჭედლიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ