პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ადამ მიხნიკი - იმას, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, მსოფლიოს კაპიტალითაც კი ვერ იყიდი
ადამ მიხნიკი - იმას, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, მსოფლიოს კაპიტალითაც კი ვერ იყიდი

და­სავ­ლეთ­ში არ­სე­ბობ­და სტე­რე­ო­ტი­პი - სა­ქარ­თვე­ლოს სა­ში­ნაო სა­კი­თხებს დიდი ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მი­ვაქ­ცი­ოთ, რად­გან სა­ა­კაშ­ვი­ლი და მისი გუნ­დი პრო­და­სავ­ლურ ძა­ლას წარ­მო­ად­გენს, მაგ­რამ გუ­შინ ეს სტე­რე­ო­ტი­პი და­იმ­სხვრა, - ამის შე­სა­ხებ ცნო­ბილ­მა პო­ლო­ნელ­მა უფ­ლე­ბა­დამ­ცველ­მა, გა­ზეთ "ვი­ბორ­ჩას" რე­დაქ­ტორ­მა, ადამ მიხ­ნიკ­მა რა­დიო "პა­ლიტ­რის" ეთერ­ში, გა­და­ცე­მა­ში - "აქ და ახლა" გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, ვრცელ­დე­ბო­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ივა­ნიშ­ვი­ლი ყვე­ლა­ფერს ყი­დუ­ლობ­და, თუმ­ცა მას, რაც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში ნახა, მიხ­ნი­კის შე­ფა­სე­ბით, მსოფ­ლიო კა­პი­ტა­ლიც ვერ იყი­დის.

"და­სავ­ლე­თის შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში შე­საძ­ლე­ბე­ლია ცვლი­ლე­ბე­ბი. ივა­ნიშ­ვი­ლის გუ­შინ­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა იყო ნა­თე­ლი სიგ­ნა­ლი და­სავ­ლე­თის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო მი­დის ევ­რო­კავ­ში­რის­კენ და მისი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კუ­რი კურ­სი არ შე­იც­ვლე­ბა. ასე­ვე, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მოს­ვლა­ში გა­იჟ­ღე­რა ფრა­ზამ - არ იქ­ნე­ბა რე­ვან­შიზ­მის გან­წყო­ბე­ბი, იგი ორი­ენ­ტი­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის სი­ტყვე­ბიც, რომ ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის­თვის სა­ქარ­თვე­ლო ერ­თია. ის, რაც ვნა­ხე, 100%-ით ნიშ­ნავს იმის გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა არ­სე­ბობს. ძა­ლა­უფ­ლე­ბას ხში­რად ნარ­კო­ტი­კის მსგავ­სი ზე­მოქ­მე­დე­ბის ეფექ­ტი აქვს და მას­თან ბრძო­ლის ერ­თა­დერ­თი წა­მა­ლია სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა", - გა­ნა­ცხა­და ადამ მიხ­ნიკ­მა.

ცნო­ბი­ლი პო­ლო­ნე­ლი უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის პერ­სპექ­ტი­ვებ­საც შე­ე­ხო. მისი შე­ფა­სე­ბით, ემო­ცი­ე­ბი პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბას ხელს უშ­ლის.

"რა თქმა უნდა, რუ­სე­თი პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლია იმ მოვ­ლე­ნებ­ზე რაც მოხ­და, რად­გან ის არის დიდი ქვე­ყა­ნა. რა­საც მე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვხე­დავ, ეს არის ახა­ლი დე­რე­ფა­ნი, რო­მე­ლიც ხელს შე­უ­წყობს ახალ პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბებს და პრობ­ლე­მე­ბის მოგ­ვა­რე­ბის და­სა­წყისს. თუნ­დაც ის, რომ ივა­ნიშ­ვილ­მა კა­პი­ტა­ლი რუ­სეთ­ში და­აგ­რო­ვა, არ ნიშ­ნავს, რომ იგი პუ­ტი­ნის კა­ცია. ხა­დარ­კოვ­სკიმ, რო­მე­ლიც დღეს რუ­სეთ­ში პა­ტი­მა­რია, კა­პი­ტა­ლი აშშ-ში და­აგ­რო­ვა", - აღ­ნიშ­ნა ადამ მიხ­ნიკ­მა.

მან ასე­ვე იმე­დი გა­მოთ­ქვა, რომ პო­ლო­ნე­თის მთავ­რო­ბა გა­გე­ბით მო­ე­კი­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნებს და ორ ქვე­ყა­ნას შო­რის არ­სე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი კი­დევ უფრო გაღ­რმავ­დე­ბა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ადამ მიხნიკი - იმას, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, მსოფლიოს კაპიტალითაც კი ვერ იყიდი

ადამ მიხნიკი - იმას, რაც თბილისის ქუჩებში ვნახე, მსოფლიოს კაპიტალითაც კი ვერ იყიდი

დასავლეთში არსებობდა სტერეოტიპი - საქართველოს საშინაო საკითხებს დიდი ყურადღება არ უნდა მივაქციოთ, რადგან სააკაშვილი და მისი გუნდი პროდასავლურ ძალას წარმოადგენს, მაგრამ გუშინ ეს სტერეოტიპი დაიმსხვრა, - ამის შესახებ ცნობილმა პოლონელმა უფლებადამცველმა, გაზეთ "ვიბორჩას" რედაქტორმა, ადამ მიხნიკმა რადიო "პალიტრის" ეთერში, გადაცემაში - "აქ და ახლა" განაცხადა.

მისივე თქმით, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ივანიშვილი ყველაფერს ყიდულობდა, თუმცა მას, რაც თბილისის ქუჩებში ნახა, მიხნიკის შეფასებით, მსოფლიო კაპიტალიც ვერ იყიდის.

"დასავლეთის შეხედულებებში შესაძლებელია ცვლილებები. ივანიშვილის გუშინდელი განცხადება იყო ნათელი სიგნალი დასავლეთისთვის, რომ საქართველო მიდის ევროკავშირისკენ და მისი საგარეო პოლიტიკური კურსი არ შეიცვლება. ასევე, მნიშვნელოვანი იყო, რომ ივანიშვილის გამოსვლაში გაიჟღერა ფრაზამ - არ იქნება რევანშიზმის განწყობები, იგი ორიენტირებული იქნება თანამშრომლობაზე და მნიშვნელოვანია ის სიტყვებიც, რომ ყველა მოქალაქისთვის საქართველო ერთია. ის, რაც ვნახე, 100%-ით ნიშნავს იმის გამოხატულებას, რომ საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება არსებობს. ძალაუფლებას ხშირად ნარკოტიკის მსგავსი ზემოქმედების ეფექტი აქვს და მასთან ბრძოლის ერთადერთი წამალია სამოქალაქო საზოგადოება", - განაცხადა ადამ მიხნიკმა.

ცნობილი პოლონელი უფლებადამცველი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების პერსპექტივებსაც შეეხო. მისი შეფასებით, ემოციები პოლიტიკურ ურთიერთობას ხელს უშლის.

"რა თქმა უნდა, რუსეთი პასუხისმგებელია იმ მოვლენებზე რაც მოხდა, რადგან ის არის დიდი ქვეყანა. რასაც მე საქართველოში ვხედავ, ეს არის ახალი დერეფანი, რომელიც ხელს შეუწყობს ახალ პარტნიორულ ურთიერთობებს და პრობლემების მოგვარების დასაწყისს. თუნდაც ის, რომ ივანიშვილმა კაპიტალი რუსეთში დააგროვა, არ ნიშნავს, რომ იგი პუტინის კაცია. ხადარკოვსკიმ, რომელიც დღეს რუსეთში პატიმარია, კაპიტალი აშშ-ში დააგროვა", - აღნიშნა ადამ მიხნიკმა.

მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ პოლონეთის მთავრობა გაგებით მოეკიდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა