პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის #23-ე და #41-ე საუბნო კომისიებში დაახლოებით 21:20 საათზე შს სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ
თბილისის #23-ე და #41-ე საუბნო კომისიებში დაახლოებით 21:20 საათზე შს სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ

ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდე­ბა­რე #23-ე და 41-ე სა­უბ­ნო კო­მი­სი­ებ­ში და­ახ­ლო­ე­ბით 21:20 სა­ათ­ზე შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ.

ამ დრო­ის­თვის ინ­ცი­დენ­ტი ამო­წუ­რუ­ლია და რო­გორც კო­მი­სი­ის გა­რეთ მყო­ფი პი­რე­ბი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, კო­მი­სი­ებ­ში ბი­უ­ლე­ტე­ნე­ბის დათ­ვლა მიმ­დი­ნა­რე­ობს.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ცი­დენტს, ორი­ვე უბა­ნი ერთ შე­ნო­ბა­ში, სხვა­დას­ხვა სარ­თულ­ზეა გან­თავ­სე­ბუ­ლი. რო­გორც თვითმხილ­ვე­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი უბ­ნის და­ხურ­ვის შემ­დეგ გა­მოჩ­ნდნენ, თუმ­ცა, მათ­თვის გა­უ­გე­ბა­რია, რა გახ­და შს სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბის გა­მო­ჩე­ნის მი­ზე­ზი.

"ხმის მი­ცე­მამ მშვიდ ვი­ა­რე­ბა­ში ჩა­ი­ა­რა, არა­ნა­ირ ინ­ცი­დენტს ად­გი­ლი არ ჰქო­ნია, თუმ­ცა, მოხ­და ისე, რომ კო­მი­სი­ის ერთ-ერთი წევ­რი კენ­ჭისყ­რის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ გა­რეთ გა­მო­ვი­და და რამ­დე­ნი­მე წუთ­ში შე­ნო­ბა­ში პო­ლი­ცი­ის თა­ნაშ­რომ­ლე­ბი შე­მო­ვიდ­ნენ. მო­სუ­ლი იყო ათო­ბით პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი, თუმ­ცა, ისი­ნი მუ­მი­ე­ბი­ვით იდ­გენ და მათი მოს­ვლის მი­ზეზს არ გან­მარ­ტავ­დნენ", - აცხა­დე­ბენ ჩუ­ბი­ნიშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე შეკ­რე­ბი­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი.

ამ წუ­თებ­ში კო­მი­სი­ის შე­ნო­ბის კარი ჩა­კე­ტი­ლია. რო­გორც სა­ოლ­ქო კო­მი­ი­სის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ამ­ბობს, მიმ­დი­ნა­რე­ობს ხმის დათ­ვლა, შე­ნო­ბის გა­რეთ კი რჩე­ბა სამი პო­ლი­ცი­ე­ლი, რო­მე­ლიც მათი მოს­ვლის მი­ზე­ზებს არ აკონ­კრე­ტებს და მხო­ლოდ იმას აცხა­დებს, რომ გან­მარ­ტე­ბის­თვის შს სა­მი­ნის­ტროს პრეს­სამ­სა­ხურს მივ­მარ­თოთ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

თბილისის #23-ე და #41-ე საუბნო კომისიებში დაახლოებით 21:20 საათზე შს სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ

თბილისის #23-ე და #41-ე საუბნო კომისიებში დაახლოებით 21:20 საათზე შს სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ

ჩუბინიშვილის ქუჩაზე მდებარე #23-ე და 41-ე საუბნო კომისიებში დაახლოებით 21:20 საათზე შს სამინისტროს თანამშრომლები შევიდნენ.

ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია და როგორც კომისიის გარეთ მყოფი პირები ირწმუნებიან, კომისიებში ბიულეტენების დათვლა მიმდინარეობს.

რაც შეეხება ინციდენტს, ორივე უბანი ერთ შენობაში, სხვადასხვა სართულზეა განთავსებული. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, პოლიციის თანამშრომლები უბნის დახურვის შემდეგ გამოჩნდნენ, თუმცა, მათთვის გაუგებარია, რა გახდა შს სამინისტროს თანამშრომლების გამოჩენის მიზეზი.

"ხმის მიცემამ მშვიდ ვიარებაში ჩაიარა, არანაირ ინციდენტს ადგილი არ ჰქონია, თუმცა, მოხდა ისე, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი კენჭისყრის დასრულების შემდეგ გარეთ გამოვიდა და რამდენიმე წუთში შენობაში პოლიციის თანაშრომლები შემოვიდნენ. მოსული იყო ათობით პოლიციელები, თუმცა, ისინი მუმიებივით იდგენ და მათი მოსვლის მიზეზს არ განმარტავდნენ", - აცხადებენ ჩუბინიშვილის ქუჩაზე შეკრებილი მოქალაქეები.

ამ წუთებში კომისიის შენობის კარი ჩაკეტილია. როგორც საოლქო კომიისის წარმომადგენელი ამბობს, მიმდინარეობს ხმის დათვლა, შენობის გარეთ კი რჩება სამი პოლიციელი, რომელიც მათი მოსვლის მიზეზებს არ აკონკრეტებს და მხოლოდ იმას აცხადებს, რომ განმარტებისთვის შს სამინისტროს პრესსამსახურს მივმართოთ.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა