მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
კონფლიქტები
სამხედრო
პოლიტიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"
დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"

ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის ხარ­ჯზე გა­იყ­ვა­ნოს, თუმ­ცა ამას ვერ მი­აღ­წევს, - ამის შე­სა­ხებ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ერთ-ერ­თმა ლი­დერ­მა და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­ნუ­ცხა­და .

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც და­მა­ჯე­რებ­ლად აქვს მო­გე­ბუ­ლი. "ჩვენ და­მა­ჯე­რებ­ლად გა­ვი­მარ­ჯვეთ და ამას ვე­ლო­დით, რად­გან ამის ყვე­ლა­ნა­ი­რი წი­ნა­პი­რო­ბა არ­სე­ბობ­და, ეს თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­თე­ლი და ცხა­დი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმ უსა­მარ­თლო გა­რე­მო­სი, რა­შიც ჩვენ გვი­წევ­და ყოფ­ნა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცდი­ლობს პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბა მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი ოლ­ქე­ბის ხარ­ჯზე გა­იყ­ვა­ნოს, თუმ­ცა, ეს არ გა­უ­ვა. ჩვე­ნი მო­ნა­ცე­მე­ბით, "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბას" მა­ჟო­რი­ტა­რუ­ლი არ­ჩევ­ნე­ბიც და­მა­ჯე­რებ­ლად აქვს მო­გე­ბუ­ლი, თუმ­ცა სა­ბო­ლოო პრო­ცენ­ტებ­ზე და ად­გი­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი ნა­ად­რე­ვია", - გა­ნა­ცხა­და უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე აზ­რით, ზე­ი­მის მი­უ­ხე­და­ვად კო­ა­ლი­ცი­ამ ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა მო­ა­დუ­ნოს, რად­გან ვიდ­რე შე­დე­გე­ბი ქა­ღალ­დზე არ გა­და­ვა, ბრძო­ლა დას­რუ­ლე­ბუ­ლად არ ით­ვლე­ბა. "ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და არ­ჩევ­ნე­ბის მო­პარ­ვის მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ არ­ჩევ­ნე­ბის მას­შტა­ბუ­რი გა­ყალ­ბე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მას სა­ბო­ლო­ოდ ხალ­ხის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბამ არ მის­ცა. ხალ­ხის აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა არც ერთ ძა­ლას არ შე­უძ­ლია. შე­იძ­ლე­ბა წარ­მო­უდ­გენ­ლად გვეჩ­ვე­ნე­ბო­და, რო­გორ შე­იძ­ლე­ბო­და სა­ა­კაშ­ვი­ლის ბა­გე­თა­გან გაჟ­ღე­რე­ბუ­ლი­ყო სი­ტყვე­ბი, რომ ის და­მარ­ცხდა, თუმ­ცა ეს მოხ­და და მოხ­და იმი­ტომ, რომ ისეთ ადა­მი­ა­ნებ­საც კი, რო­გო­რიც სა­ა­კაშ­ვი­ლია, სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის წი­ნა­აღ­მდეგ წას­ვლა არ შე­უძ­ლია", - დას­ძი­ნა უსუ­ფაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით, კო­ა­ლი­ცია მარ­თავს ქვე­ყა­ნას და ის ამის­თვის მზად არის. "ჩვე­ნი პრი­ო­რი­ტე­ტი იქ­ნე­ბა ქვეყ­ნი­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბის გამ­თლი­ა­ნე­ბა და იმის დე­მონ­სტრი­რე­ბა, რომ ის, ვინც სხვა პარ­ტი­ას მის­ცა ხმა, და­ჩაგ­რუ­ლი არ იქ­ნე­ბა", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" უსუ­ფაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"

დავით უსუფაშვილი - "ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს"

ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა ამას ვერ მიაღწევს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განუცხადა .

მისი ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული. "ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვეთ და ამას ველოდით, რადგან ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობდა, ეს თვეების განმავლობაში ნათელი და ცხადი იყო, მიუხედავად იმ უსამართლო გარემოსი, რაშიც ჩვენ გვიწევდა ყოფნა. მიუხედავად ამისა ხელისუფლება ცდილობს პარლამენტში უმრავლესობა მაჟორიტარული ოლქების ხარჯზე გაიყვანოს, თუმცა, ეს არ გაუვა. ჩვენი მონაცემებით, "ქართული ოცნებას" მაჟორიტარული არჩევნებიც დამაჯერებლად აქვს მოგებული, თუმცა საბოლოო პროცენტებზე და ადგილების რაოდენობაზე საუბარი ნაადრევია", - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე აზრით, ზეიმის მიუხედავად კოალიციამ ყურადღება არ უნდა მოადუნოს, რადგან ვიდრე შედეგები ქაღალდზე არ გადავა, ბრძოლა დასრულებულად არ ითვლება. "ხელისუფლებას ჰქონდა არჩევნების მოპარვის მცდელობა, მაგრამ არჩევნების მასშტაბური გაყალბების საშუალება მას საბოლოოდ ხალხის გადაწყვეტილებამ არ მისცა. ხალხის აზრის წინააღმდეგ წასვლა არც ერთ ძალას არ შეუძლია. შეიძლება წარმოუდგენლად გვეჩვენებოდა, როგორ შეიძლებოდა სააკაშვილის ბაგეთაგან გაჟღერებულიყო სიტყვები, რომ ის დამარცხდა, თუმცა ეს მოხდა და მოხდა იმიტომ, რომ ისეთ ადამიანებსაც კი, როგორიც სააკაშვილია, საზოგადოების აზრის წინააღმდეგ წასვლა არ შეუძლია", - დასძინა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, კოალიცია მართავს ქვეყანას და ის ამისთვის მზად არის. "ჩვენი პრიორიტეტი იქნება ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანება და იმის დემონსტრირება, რომ ის, ვინც სხვა პარტიას მისცა ხმა, დაჩაგრული არ იქნება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" უსუფაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა