როგორც ჩანს, პროპორციული სიით "ქართული ოცნება" ლიდერობს, ხოლო მაჟორიტარულით "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს უპირატესობა , რაც იმას ცხადყოფს, რომ საქართველოში დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა -ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისში "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელემა, გოკა გაბაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, პირველ რიგში "ნაციონალური მოძრაობა" შედეგების დათვლას დაელოდება.
"დაველოდებით შედეგებს ისევე წყნარად და მშვიდად, როგორც ჩატარდა საარჩევნო დღე. ამის შემდეგ კი ჩვენ ვიტყვით, რომ ჩავატარეთ დემოკრატიული არჩევნები",-განახცადა გოკა გაბაშვილმა.
რამდენიმე ეგზიტპოლის მიხედვით, პროპორციული სისტემით არჩევნებში "ქართული ოცნება" ლიდერობს.