პოლიტიკა
სამხედრო
მსოფლიო

13

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:43-ზე და გაგრძელდება 14 ივნისს, შაბათს – იმუშავეთ მშვიდად და საფუძვლიანად. მოაგვარეთ მარტივი ფინანსური საკითხები. გადადეთ მნიშვნელოვანი საქმეები. იყავით ყურადღებიანი იმის მიმართ, რაც ხდება და მოუსმინეთ რას გეუბნებათ ხალხი. იყავით ფხიზლად და მოერიდეთ კონფლიქტს. გამოიჩინეთ მოქნილობა და ორიგინალურობა ადამიანებთან ურთიერთობისას. სამსახურში გამოავლინეთ თქვენი საუკეთესო მხარე. ხორცზე უარის თქმა ჯობია. გამოიყენეთ მცენარეული ზეთი. ალკოჰოლური სასმელები უნდა გამოირიცხოს.
კონფლიქტები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მიხეილ სააკაშვილი - "პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, როგორ ჩანს, მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს"
 მიხეილ სააკაშვილი - "პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, როგორ ჩანს, მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს"

პრო­პორ­ცი­ულ კენ­ჭისყრა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ი­პო­ვა, რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებს, იქ, რო­გორ ჩანს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს , - ამის შე­სა­ხებ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ტე­ლე­ვი­ზიო მი­მარ­თვი­სას გა­ნა­ცხა­და.

მი­მარ­თვა­ში მან მად­ლო­ბა გა­და­უ­ხა­და ყვე­ლას, ვინც სა­არ­ჩევ­ნო უბ­ნებ­ზე მი­ვი­და და სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში და­ა­ფიქ­სი­რა, ისე, რო­გორც ამას ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ჰპირ­დე­ბო­და.

"ჯერ­ჯე­რო­ბით სა­არ­ჩევ­ნო შე­დე­გე­ბი ით­ვლე­ბა და ჩვენ მი­ნი­მუმ რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი დაგ­ვჭირ­დე­ბა, სა­ნამ სრუ­ლი სუ­რა­თი გა­მო­იკ­ვე­თე­ბა, მაგ­რამ უკვე ეგ­ზიტ­პო­ლის თა­ნახ­მად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრო­პორ­ცი­ულ კენ­ჭისყრა­ში უპი­რა­ტე­სო­ბა "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მო­ი­პო­ვა, რაც შე­ე­ხე­ბა მა­ჟო­რი­ტა­რულ ოლ­ქებს, იქ, რო­გორ ჩანს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა "ერ­თი­ან ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" აქვს. სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა იმგვა­რად არის მო­წყო­ბი­ლი, რომ პარ­ლა­მენ­ტში პრო­პორ­ცი­ულ და მა­ჟო­რი­ტა­რულ ნა­წილ­ში ხმე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით შუ­ა­ზე იყო­ფა. ეს იმის გა­მოა გა­კე­თე­ბუ­ლი, რომ ყვე­ლა რე­გი­ო­ნი და პა­ტა­რა რა­ი­ო­ნიც კი წარ­მოდ­გე­ნი­ლი იყოს და პარ­ლა­მენ­ტსა და მთავ­რო­ბა­ში ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ხმა ის­მო­დეს", - აღ­ნიშ­ნა პრე­ზი­დენ­ტმა.

მი­სი­ვე თქმით, სა­ბო­ლოო ჯამ­ში უნდა და­ით­ვა­ლოს და გა­ირ­კვეს, ვის ექ­ნე­ბა უმ­რავ­ლე­სო­ბა პარ­ლა­მენ­ტში, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი სუ­რა­თით ნა­თე­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბი შედ­გა, რის შემ­დე­გაც პარ­ლა­მენ­ტის წევ­რებ­მა თა­ვი­ან­თი ად­გი­ლე­ბი უნდა და­ი­კა­ვონ და დე­მოკ­რა­ტი­ულ პრო­ცე­სებ­ში ჩა­ერ­თონ. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით, პრო­პორ­ცი­ულ ხმებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ძი­რი­თა­დი უპი­რა­ტე­სო­ბა ეფუძ­ნე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს დე­და­ქა­ლაქ­ში აღე­ბულ ხმებს, თბი­ლი­სის გა­რეთ, პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა რე­გი­ონ­ში ასე­ვე დიდი უპი­რა­ტე­სო­ბით ლი­დე­რობს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა".

"მაგ­რამ ეს სუ­ლაც არ ნიშ­ნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვე­ყა­ნას - თბი­ლი­სად და რე­გი­ო­ნე­ბად, ჩვენ ყვე­ლა­ნი ქარ­თვე­ლე­ბი და ჩვე­ნი ქვეყ­ნის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. არ­სე­ბუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის პი­რო­ბებ­ში ერ­თად უნდა შევ­ძლოთ მუ­შა­ო­ბა და სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სის დაც­ვა. ჩვენ უნდა შევ­ძლოთ სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა რე­გი­ო­ნი­სა და მო­ქა­ლა­ქის ინ­ტე­რე­სე­ბის წარ­დგე­ნა და დაც­ვა ახალ პარ­ლა­მენ­ტში. მე, რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი გა­რან­ტი ვარ იმი­სა, რომ ამ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ის­ში გა­დას­ვა უმ­ტკივ­ნე­უ­ლოდ და კონ­სტი­ტუ­ცი­ის ფარ­გლებ­ში მოხ­დე­ბა. მე დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ ახა­ლი პარ­ლა­მენ­ტი შეძ­ლებს ქვეყ­ნის­თვის სა­სარ­გებ­ლო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბას უახ­ლო­ე­სი თვე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში", - დას­ძი­ნა მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

მიხეილ სააკაშვილი - "პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, როგორ ჩანს, მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს"

 მიხეილ სააკაშვილი - "პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, როგორ ჩანს, მაჟორიტარულ ოლქებში მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს"

პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ, როგორ ჩანს მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს , - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა.

მიმართვაში მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც საარჩევნო უბნებზე მივიდა და საკუთარი პოზიცია სრული თავისუფლების პირობებში დააფიქსირა, ისე, როგორც ამას ხელისუფლება ჰპირდებოდა.

"ჯერჯერობით საარჩევნო შედეგები ითვლება და ჩვენ მინიმუმ რამდენიმე საათი დაგვჭირდება, სანამ სრული სურათი გამოიკვეთება, მაგრამ უკვე ეგზიტპოლის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ პროპორციულ კენჭისყრაში უპირატესობა "ქართულმა ოცნებამ" მოიპოვა, რაც შეეხება მაჟორიტარულ ოლქებს, იქ, როგორ ჩანს, მნიშვნელოვანი უპირატესობა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" აქვს. საქართველოში საარჩევნო სისტემა იმგვარად არის მოწყობილი, რომ პარლამენტში პროპორციულ და მაჟორიტარულ ნაწილში ხმები დაახლოებით შუაზე იყოფა. ეს იმის გამოა გაკეთებული, რომ ყველა რეგიონი და პატარა რაიონიც კი წარმოდგენილი იყოს და პარლამენტსა და მთავრობაში ყველა მოქალაქის ხმა ისმოდეს", - აღნიშნა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, საბოლოო ჯამში უნდა დაითვალოს და გაირკვეს, ვის ექნება უმრავლესობა პარლამენტში, მაგრამ დღევანდელი სურათით ნათელია, რომ არჩევნები შედგა, რის შემდეგაც პარლამენტის წევრებმა თავიანთი ადგილები უნდა დაიკავონ და დემოკრატიულ პროცესებში ჩაერთონ. პრეზიდენტის განცხადებით, პროპორციულ ხმებში "ქართული ოცნების" ძირითადი უპირატესობა ეფუძნება საქართველოს დედაქალაქში აღებულ ხმებს, თბილისის გარეთ, პრაქტიკულად ყველა რეგიონში ასევე დიდი უპირატესობით ლიდერობს "ნაციონალური მოძრაობა".

"მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვყოფთ ქვეყანას - თბილისად და რეგიონებად, ჩვენ ყველანი ქართველები და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ვართ. არსებული დემოკრატიის პირობებში ერთად უნდა შევძლოთ მუშაობა და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესის დაცვა. ჩვენ უნდა შევძლოთ საქართველოს ყველა რეგიონისა და მოქალაქის ინტერესების წარდგენა და დაცვა ახალ პარლამენტში. მე, როგორც პრეზიდენტი გარანტი ვარ იმისა, რომ ამ პარლამენტის ქუთაისში გადასვა უმტკივნეულოდ და კონსტიტუციის ფარგლებში მოხდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ახალი პარლამენტი შეძლებს ქვეყნისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღებას უახლოესი თვეების განმავლობაში", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა