თავისუფლების მოედანზე არჩევნებში "ქართული ოცნების გამარჯვებას" ზეიმობენ.
პუშკინის სკვერთან დამონტაჟებულ სცენაზე ცოტა ხნის წინ პოეტი დავით მაღრაძე, ფონდ "ქომაგის" თავმჯდომარე ია მეტრეველთან ერთად ავიდა და თავისუფლების მოედანზე შეკრებილებს ეგზიტპოლის დღევანდელი "მისალოცი შედეგები" გააცნო.
"გილოცავთ, დღეს "ქართულმა ოცნებამ" არჩევნებში გაიმარჯვა, საქართველომ გაიმარჯვა. ვულოცავ მთელს მოსახლეობას", - განაცხადა დავით მარღაძემ.
თავისუფლების მოედანზე შეკრებილი რამდენიმე ასეული ადამიანი სკანდირებს სიტყვებს "საქართველო" და "მოვიგეთ".