სოზარ სუბარი - "დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა"

სოზარ სუბარი - "დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა"

"დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა", - ასე გამოეხმაურა კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი "ამომრჩეველთა ლიგის" მიერ გამოქვეყნებულ ეგზიტპოლების შედეგებს. მისივე განმრატებით, მოსახლეობის ასეთი აქტივობა საქართველოს არ ახსოვს.

"დღეიდან საქართველოს ხელისუფლება შეიცვალა და როგორც იქნა ეს მოხდა მშვიდობიანი და არჩევნების გზით. აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ გამარჯვება იქნებოდა ძალიან სერიოზული, რაც მოქალაქეთა აქტივობიდან ჩანდა. აბსოლუტური უმეტესობა ვინც საარჩევნო უბანთან მიდიოდა ხმას აძლევდა "ქართულ ოცნებას" და ეს ხდებოდა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში", - განაცხადა სოზარ სუბარმა. ის დარწმუნებულია, რომ იგივე შედეგები დაიდება, ცესკო-ს მიერ ხმების დათვლის შემდეგაც.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა