მსოფლიო
პოლიტიკა

20

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 01:42-ზე, მთვარე ვერძშია – ფიზიკური ძალის ძლიერი ზრდაა. შესანიშნავია საპირისპირო სქესთან კომუნიკაცია. ხელსაყრელია საძირკვლის ჩაყრა, ბიზნესის დაწყება და სახლის მშენებლობის ან რემონტის დაწყება. გაუმკლავდეთ ფულთან დაკავშირებულ საკითხებს. განიხილეთ მიმდინარე საქმეები. კარგია არქივთან მუშაობა. დაასრულეთ მნიშვნელოვანი პროექტები. დაიწყეთ რემონტი. იყიდეთ უძრავი ქონება. კარგია გამოფენების, სპექტაკლების, კონცერტების, შემოქმედებითი საღამოების გამართვა. ისწავლეთ, აიმაღლე კვალიფიკაცია. საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი და ნოყიერი. არ არის მიზანშეწონილი შიმშილი. კარგია ვარჯიში და იოგა.
სამართალი
კონფლიქტები
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა
ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა

არ­ჩევ­ნე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არ­ხებ­მა გა­მო­აქ­ვეყ­ნეს მა­სა­ლა, რო­მე­ლიც ქვეყ­ნის ქურ­დულ წარ­სულ­ში დაბ­რუ­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე მი­უ­თი­თებ­და. თუმ­ცა, მე­დი­ამ მალე გა­არ­კვია, რომ აუ­დი­ო­მა­სა­ლა­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი პი­რე­ბი­დან ერთი, ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ავ­ტო­რი­ტე­ტი, გარ­დაც­ვლი­ლი იყო, მე­ო­რე, "რამ­კი­ა­ნი" ქურ­დი, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" აქ­ტი­ვის­ტი გა­მოდ­გა, ხოლო ის, ვის გა­მოშ­ვე­ბა­საც გუ­ბაზ სა­ნი­კი­ძე ხა­ბუ­რძა­ნი­ას სთხოვ­და, 6 წლის წინ გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ. ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ქურ­დე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის თემა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ იმ ბუად გა­და­აქ­ცია, რო­მე­ლიც მოვა და შეგ­ვჭამს, არა­და ცო­ტამ თუ იცის, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ზო­გი­ერ­თი კრი­მი­ნა­ლუ­რი ავ­ტო­რი­ტე­ტი ვა­და­ზე ადრე თა­ვად გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

პეტ­რე მამ­რა­ძე: - ის, რაც ხდე­ბა, იმა­ზე მი­უ­თი­თებს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში სრუ­ლი პა­ნი­კაა. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, სა­ა­კაშ­ვილს ახლა მე­რა­ბიშ­ვი­ლი და ადე­იშ­ვი­ლი უმ­ტკი­ცე­ბენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზეა და კომ­პრო­მა­ტე­ბი აგე­ბუ­ლია ფაქ­ტებ­ზე. რაც მთა­ვა­რია, უმ­ტკი­ცე­ბენ ამ არა­ა­დეკ­ვა­ტურ კაცს, რომ კომ­პრო­მა­ტებ­მა გა­ა­მარ­თლა და ვი­თა­რე­ბა მათ სა­სი­კე­თოდ შეტ­რი­ალ­და.

სა­ა­კაშ­ვილს ერთი თვი­სე­ბა აქვს, - როცა ხე­დავს, რომ კარ­გავს ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რას, მა­შინ­ვე იშ­ლე­ბა; ხოლო, თუ ხე­დავს, რომ ხალ­ხი შე­იკ­რი­ბა "მიშა-მი­შას" ყვი­რი­ლით, ძალა ემა­ტე­ბა. ამი­ტო­მაც უგ­რო­ვე­ბენ ხალ­ხს და "მიშა-მი­შას" აძა­ხე­ბი­ნე­ბენ. ეს ფსი­ქო­თე­რა­პი­აა მის­თვის.

- გა­რე­მოც­ვა სი­მარ­თლის თქმას ვერ უბე­დავს?

- დიდი ხა­ნია ვე­ღარ უბე­და­ვენ. მე ნა­ნა­ხი მყავს და­პა­ტა­რა­ვე­ბუ­ლი მე­რა­ბიშ­ვი­ლი, როცა სა­ა­კაშ­ვი­ლი ღრი­ა­ლებ­და. იცი­ან მისი ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­უ­რი რე­აქ­ცია უარ­ყო­ფით ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე და ამას ძა­ლი­ან უფრთხი­ან.

- რას აკე­თებს პრე­ზი­დენ­ტი ასეთს?

- ეს არის ნამ­დვი­ლი ფსი­ქო­პა­თო­ლო­გი­უ­რი ის­ტე­რი­კა, რომ­ლის დრო­საც მა­გი­დის გა­დაბ­რუ­ნე­ბა, გრა­ფი­ნე­ბის ფრი­ა­ლი და უშ­ვე­რი დე­დის გი­ნე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია. ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი­სა­გან ვიცი გეგა მგა­ლობ­ლიშ­ვილ­თან კონ­ფლიქ­ტის ამ­ბა­ვი. სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ ღა­მეს კან­ცე­ლა­რი­ის შე­ნო­ბა­ში მი­ვარ­და და მე-9 სარ­თუ­ლი­დან ის­მო­და მისი ღრი­ა­ლი, შენი თავი მარ­თლა პრე­მი­ე­რი ხომ არ გგო­ნია, შენი დე­დაო და მერე მსხვრე­ვის ხმაც გა­ის­მა. ასე დას­რულ­და გეგა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლის ხან­მოკ­ლე პრე­მი­ე­რო­ბა გერ­მა­ნი­ა­ში ხან­გრძლი­ვი მკურ­ნა­ლო­ბით.

თვი­თონ სა­ა­კაშ­ვი­ლი დიდი მო­ჩხუ­ბა­რი არ არის, მაგ­რამ მას­თან ყო­ველ­თვის არი­ან ვი­ღაც ან ვი­ღა­ცე­ბი, რო­მელ­თაც, ბუ­ნებ­რი­ვია, მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ვერ გა­უმკლავ­დე­ბო­და. მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა არა­ფე­რი თქვა და არა­ფერს ამ­ბობს დღემ­დე და არის მათი ელჩი სა­დღაც. არა­და, ჩემი უახ­ლო­ე­სი მე­გო­ბა­რი მოხ­ვდა ერთ-ერთ სუფ­რა­ზე ზონ­დერბრი­გა­დფი­უ­რე­რებ­თან ერ­თად, სა­დაც ერთ-ერ­თმა თქვა, კარ­გი ბიჭი გა­მოდ­გა მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი, ხმა­საც არ იღებს იმა­ზე, რაც მოხ­დაო. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ჰკი­თხა, რომ მო­ე­ყო­ლა, რას უზამ­დი­თო და რე­აქ­ცია ყო­ფი­ლა სა­ო­ცა­რი. ეეეე, უთ­ქვამს ზონ­დერბრი­გა­დფი­უ­რერს (ეს მათი სტი­ლია), გა­ვა­სუ­ხა­რებ­დი­თო.

ამ სის­ტე­მას ჩემ­ზე უკეთ არა­ვინ იც­ნობს. 2007 წელი სის­ტე­მის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში გარ­და­ტე­ხის წელი იყო. ყვე­ლა­ფე­რი გირ­გვლი­ა­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ და­ი­წყო. ამას მოჰ­ყვა ოპე­რა­ცია "მარ­ცხე­ნა ჯიბე" - ბიზ­ნეს­მე­ნე­ბის ტო­ტა­ლუ­რი და­ტე­რო­რე­ბა, რა­საც 7 ნო­ემ­ბე­რი მოჰ­ყვა. 7 ნო­ემ­ბე­რი დამ­თავ­რდა დარ­ბე­ვით, "იმე­დის" და­ხურ­ვი­თა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, რომ არ დაგ­ვე­ხუ­რა, ძა­ლა­უფ­ლე­ბას ვკარ­გავ­დი­თო. ამის შემ­დეგ შედ­გა გეგ­მა, რო­მე­ლიც ადა­მი­ა­ნის საქ­მი­ა­ნო­ბის ყვე­ლა სფე­რო­ზე სრულ კონ­ტროლს ით­ვა­ლის­წი­ნებ­და. 7 ნო­ემ­ბრის წინ მე­რა­ბიშ­ვილ­მა თათ­ბირ­ზე თქვა, ახლა მთა­ვა­რია, თავ­კა­ცე­ბი გა­ი­ლა­ხონ, გა­ლა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი დაჩ­მო­რე­ბუ­ლია და ხმას ვე­ღარ ამო­ი­ღებ­სო. მა­შინ შე­იქ­მნა ეს ჯგუ­ფე­ბი, ყვე­ლას და­ე­ნიშ­ნა ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი და მი­ე­ცა და­ვა­ლე­ბა, ვის ვინ უნდა გა­ე­ლა­ხა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სის­ტე­მუ­რი კრა­ხი სა­ხე­ზეა, რად­გან ამ გუნდს არ გა­აჩ­ნდა იდეა.

- ის, რომ ქურ­დე­ბის დრო­ე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა და რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ად გა­დაქ­ცე­ვა არ გვინ­და, იდეა არ არის?

- რუ­სე­თის გუ­ბერ­ნი­ო­ბა მი­თია. დიდი ხა­ნია ამე­რი­კე­ლი მეც­ნი­ე­რე­ბი და გავ­ლე­ნი­ა­ნი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბი წე­რენ, რომ ამ მი­თის გა­თა­მა­შე­ბა ხდე­ბა არა მხო­ლოდ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, არა­მედ ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი სამ­ყა­როს მხარ­და­ჭე­რის მო­სა­პო­ვებ­ლა­დაც. ცი­ვი­ლი­ზე­ბულ სამ­ყა­როს უკვე და­უ­ფა­რა­ვად ეუბ­ნე­ბი­ან, დე­მოკ­რა­ტე­ბი აღა­რა ვართ, სა­მა­გი­ე­როდ, ბას­ტი­ო­ნი ხომ ვართ პუ­ტი­ნის ჩე­კის­ტურ რე­ჟიმ­თან ბრძო­ლა­ში? სხვე­ბი, ჩვე­ნი გუნ­დის გარ­და, პირ­და­პირ და­ე­მო­ნე­ბი­ან რუ­სეთ­სო. ამის­თვის შე­თხზეს ეს მითი და ცდი­ლო­ბენ, და­ა­ჯე­რონ მსოფ­ლიო.

ყვე­ლას გვახ­სოვს, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ პირ­და­პირ ეთერ­ში რომ გა­დას­ცემ­დნენ კო­რუფ­ცი­ის სიმ­ბო­ლო­ე­ბად ცნო­ბი­ლი პი­რე­ბი­სა და კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბის ეპი­ზო­დებს. ეს იყო ძა­ლი­ან დიდი მიღ­წე­ვა, რად­გან ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო დიდი პრობ­ლე­მა იყო ერი­სა და სა­ხელ­მწი­ფო­სათ­ვის. მას თით­ქოს­და ხერ­ხე­მა­ლი გა­და­უ­ტე­ხეს, მაგ­რამ რა მოხ­და მერე?

რო­გორც პა­ა­ტა ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, თურ­მე ეს ქვეყ­ნის და­მაქ­ცე­ვა­რი ქურ­დე­ბის დიდი ნა­წი­ლი ვა­დამ­დე ადრე გა­უ­თა­ვი­სუფ­ლე­ბი­ათ (ვატო ყი­ფი­ა­ნი და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" მე­ლია). ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო და მას­თან კავ­ში­რი რა­ტომ­ღაც არ გახ­სე­ნე­ბია მა­შინ, როცა SAROKA.RU-მ გივი თარ­გა­მა­ძის აუ­დი­ო­ჩა­ნა­წე­რი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. თარ­გა­მა­ძე ელა­პა­რა­კე­ბო­და "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს", რომ­ლე­ბიც რა­ტომ­ღაც არა სა­ქარ­თვე­ლოს ცი­ხე­ებ­ში, არა­მედ სა­ზღვარ­გა­რეთ იყ­ვნენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, რო­გორ გაჩ­ნდნენ იქ? მა­შინ როცა სამი სა­ბუ­რა­ვის მო­პარ­ვის­თვის 18 წელს უს­ჯი­ან კაცს და ბო­ლომ­დე ახ­დე­ვი­ნე­ბენ სას­ჯელს, მა­შინ როცა არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი იმის გამო არი­ან და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი, რომ სო­ფელ­ში სხვი­სი ცხე­ნით ჯი­რი­თობ­დნენ და ამის­თვის 7-7 წელი მის­ცეს, მა­შინ როცა ნუ­ლო­ვა­ნი ტო­ლე­რან­ტო­ბა და ათა­სი უბე­დუ­რე­ბაა, "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" უხ­მა­უ­როდ, თა­ნაც ვა­და­ზე ადრე გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს? ამ თე­მით და­ვინ­ტე­რეს­დი და მი­თხრეს, სპე­ცი­ა­ლუ­რად უშ­ვე­ბენ გავ­ლე­ნი­ან ხალ­ხს, რომ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­მო­ი­ყე­ნო­ნო.

და მარ­თლაც, მცდე­ლო­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გა­მო­ყე­ნე­ბი­სა კომ­პრო­მე­ტი­რე­ბის­თვის აშ­კა­რაა. ეჭვი არ მე­პა­რე­ბო­და, რომ რუ­სე­თის ჯა­შუ­შო­ბას­თან ერ­თად ამას აუ­ცი­ლებ­ლად გა­ა­თა­მა­შებ­დნენ. დარ­ჩა ორი რამ: პირ­ვე­ლი - თურ­მე კო­ა­ლი­ცი­ას უნდა ძველ დრო­ში დაბ­რუ­ნე­ბა, სა­დაც ქურ­დე­ბი მე­ფობ­დნენ, და მე­ო­რე - ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს უნდა რუ­სე­თის მო­ნე­ბი გაგ­ვხა­დოს. თა­ვად უკვე ქვე­ყა­ნა და­აბ­რუ­ნეს იმ დრო­ში, სა­დაც ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე მზად არის და­იბ­რა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი აბ­სურ­დი - ბომ­ბე­ი­დან ლონ­დო­ნამ­დე გვი­რა­ბის გაყ­ვა­ნა თუ მტკვრის მო­წამ­ვლა. "მხედ­რი­ო­ნი" დიდი ხნის წინ მათ­ვე და­აბ­რუ­ნეს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში. უშიშ­რო­ე­ბა­ში შე­ყა­რეს და "იმე­დის" დარ­ბე­ვა­ში სწო­რედ ისი­ნი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ნიკა რუ­რუა და მისი ჯგუ­ფი ვინ არის? უფრო ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­შია, წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ჩემს მე­გო­ბარს 23 წლის პრო­კუ­რორ­მა უთხრა, ვი­ცით, რომ არა­ფე­რი და­გი­შა­ვე­ბი­ათ, მაგ­რამ უნდა გა­და­ი­ხა­დოთ 100.000, ასე გა­და­წყდა სა­ხელ­მწი­ფო დო­ნე­ზეო. ამა­ზე მეტი ქურ­დუ­ლი მენ­ტა­ლი­ტე­ტი რაღა გინ­დათ?

იხი­ლეთ ვრცლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება იმ მამაკაცის დაკავების კადრები, რომელმაც სიმამრი მოკლა, სიდედრი კი სცემა

ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა

ხელისუფლებამ კრიმინალური ავტორიტეტები ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა

არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე სახელისუფლებო არხებმა გამოაქვეყნეს მასალა, რომელიც ქვეყნის ქურდულ წარსულში დაბრუნების საშიშროებაზე მიუთითებდა. თუმცა, მედიამ მალე გაარკვია, რომ აუდიომასალაში წარმოდგენილი პირებიდან ერთი, ქურდული სამყაროს ავტორიტეტი, გარდაცვლილი იყო, მეორე, "რამკიანი" ქურდი, "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი გამოდგა, ხოლო ის, ვის გამოშვებასაც გუბაზ სანიკიძე ხაბურძანიას სთხოვდა, 6 წლის წინ გაუთავისუფლებიათ. ექსპერტების აზრით, ქურდების დაბრუნების თემა ხელისუფლებამ იმ ბუად გადააქცია, რომელიც მოვა და შეგვჭამს, არადა ცოტამ თუ იცის, რომ ხელისუფლებამ ზოგიერთი კრიმინალური ავტორიტეტი ვადაზე ადრე თავად გაათავისუფლა.

პეტრე მამრაძე: - ის, რაც ხდება, იმაზე მიუთითებს, რომ ხელისუფლებაში სრული პანიკაა. დარწმუნებული ვარ, სააკაშვილს ახლა მერაბიშვილი და ადეიშვილი უმტკიცებენ, რომ ყველაფერი რიგზეა და კომპრომატები აგებულია ფაქტებზე. რაც მთავარია, უმტკიცებენ ამ არაადეკვატურ კაცს, რომ კომპრომატებმა გაამართლა და ვითარება მათ სასიკეთოდ შეტრიალდა.

სააკაშვილს ერთი თვისება აქვს, - როცა ხედავს, რომ კარგავს ხალხის მხარდაჭერას, მაშინვე იშლება; ხოლო, თუ ხედავს, რომ ხალხი შეიკრიბა "მიშა-მიშას" ყვირილით, ძალა ემატება. ამიტომაც უგროვებენ ხალხს და "მიშა-მიშას" აძახებინებენ. ეს ფსიქოთერაპიაა მისთვის.

- გარემოცვა სიმართლის თქმას ვერ უბედავს?

- დიდი ხანია ვეღარ უბედავენ. მე ნანახი მყავს დაპატარავებული მერაბიშვილი, როცა სააკაშვილი ღრიალებდა. იციან მისი ფსიქოპათოლოგიური რეაქცია უარყოფით ინფორმაციაზე და ამას ძალიან უფრთხიან.

- რას აკეთებს პრეზიდენტი ასეთს?

- ეს არის ნამდვილი ფსიქოპათოლოგიური ისტერიკა, რომლის დროსაც მაგიდის გადაბრუნება, გრაფინების ფრიალი და უშვერი დედის გინება ჩვეულებრივი ამბავია. ადმინისტრაციის თანამშრომლებისაგან ვიცი გეგა მგალობლიშვილთან კონფლიქტის ამბავი. სააკაშვილი იმ ღამეს კანცელარიის შენობაში მივარდა და მე-9 სართულიდან ისმოდა მისი ღრიალი, შენი თავი მართლა პრემიერი ხომ არ გგონია, შენი დედაო და მერე მსხვრევის ხმაც გაისმა. ასე დასრულდა გეგა მგალობლიშვილის ხანმოკლე პრემიერობა გერმანიაში ხანგრძლივი მკურნალობით.

თვითონ სააკაშვილი დიდი მოჩხუბარი არ არის, მაგრამ მასთან ყოველთვის არიან ვიღაც ან ვიღაცები, რომელთაც, ბუნებრივია, მგალობლიშვილი ვერ გაუმკლავდებოდა. მგალობლიშვილმა არაფერი თქვა და არაფერს ამბობს დღემდე და არის მათი ელჩი სადღაც. არადა, ჩემი უახლოესი მეგობარი მოხვდა ერთ-ერთ სუფრაზე ზონდერბრიგადფიურერებთან ერთად, სადაც ერთ-ერთმა თქვა, კარგი ბიჭი გამოდგა მგალობლიშვილი, ხმასაც არ იღებს იმაზე, რაც მოხდაო. ჩემმა მეგობარმა ჰკითხა, რომ მოეყოლა, რას უზამდითო და რეაქცია ყოფილა საოცარი. ეეეე, უთქვამს ზონდერბრიგადფიურერს (ეს მათი სტილია), გავასუხარებდითო.

ამ სისტემას ჩემზე უკეთ არავინ იცნობს. 2007 წელი სისტემის ჩამოყალიბებაში გარდატეხის წელი იყო. ყველაფერი გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა ოპერაცია "მარცხენა ჯიბე" - ბიზნესმენების ტოტალური დატერორება, რასაც 7 ნოემბერი მოჰყვა. 7 ნოემბერი დამთავრდა დარბევით, "იმედის" დახურვითა და მერაბიშვილის განცხადებით, რომ არ დაგვეხურა, ძალაუფლებას ვკარგავდითო. ამის შემდეგ შედგა გეგმა, რომელიც ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროზე სრულ კონტროლს ითვალისწინებდა. 7 ნოემბრის წინ მერაბიშვილმა თათბირზე თქვა, ახლა მთავარია, თავკაცები გაილახონ, გალახული ადამიანი დაჩმორებულია და ხმას ვეღარ ამოიღებსო. მაშინ შეიქმნა ეს ჯგუფები, ყველას დაენიშნა ხელმძღვანელები და მიეცა დავალება, ვის ვინ უნდა გაელახა. მიუხედავად ამისა, სისტემური კრახი სახეზეა, რადგან ამ გუნდს არ გააჩნდა იდეა.

- ის, რომ ქურდების დროებაში დაბრუნება და რუსეთის გუბერნიად გადაქცევა არ გვინდა, იდეა არ არის?

- რუსეთის გუბერნიობა მითია. დიდი ხანია ამერიკელი მეცნიერები და გავლენიანი პოლიტოლოგები წერენ, რომ ამ მითის გათამაშება ხდება არა მხოლოდ საზოგადოებისთვის, არამედ ცივილიზებული სამყაროს მხარდაჭერის მოსაპოვებლადაც. ცივილიზებულ სამყაროს უკვე დაუფარავად ეუბნებიან, დემოკრატები აღარა ვართ, სამაგიეროდ, ბასტიონი ხომ ვართ პუტინის ჩეკისტურ რეჟიმთან ბრძოლაში? სხვები, ჩვენი გუნდის გარდა, პირდაპირ დაემონებიან რუსეთსო. ამისთვის შეთხზეს ეს მითი და ცდილობენ, დააჯერონ მსოფლიო.

ყველას გვახსოვს, "ვარდების რევოლუციის" შემდეგ პირდაპირ ეთერში რომ გადასცემდნენ კორუფციის სიმბოლოებად ცნობილი პირებისა და კანონიერი ქურდების დაპატიმრების ეპიზოდებს. ეს იყო ძალიან დიდი მიღწევა, რადგან ქურდული სამყარო დიდი პრობლემა იყო ერისა და სახელმწიფოსათვის. მას თითქოსდა ხერხემალი გადაუტეხეს, მაგრამ რა მოხდა მერე?

როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, თურმე ეს ქვეყნის დამაქცევარი ქურდების დიდი ნაწილი ვადამდე ადრე გაუთავისუფლებიათ (ვატო ყიფიანი და "კანონიერი ქურდი" მელია). ხელისუფლებას ქურდული სამყარო და მასთან კავშირი რატომღაც არ გახსენებია მაშინ, როცა SAROKA.RU-მ გივი თარგამაძის აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნა. თარგამაძე ელაპარაკებოდა "კანონიერ ქურდებს", რომლებიც რატომღაც არა საქართველოს ციხეებში, არამედ საზღვარგარეთ იყვნენ. საინტერესოა, როგორ გაჩნდნენ იქ? მაშინ როცა სამი საბურავის მოპარვისთვის 18 წელს უსჯიან კაცს და ბოლომდე ახდევინებენ სასჯელს, მაშინ როცა არასრულწლოვანები იმის გამო არიან დაპატიმრებული, რომ სოფელში სხვისი ცხენით ჯირითობდნენ და ამისთვის 7-7 წელი მისცეს, მაშინ როცა ნულოვანი ტოლერანტობა და ათასი უბედურებაა, "კანონიერი ქურდი" უხმაუროდ, თანაც ვადაზე ადრე გაათავისუფლეს? ამ თემით დავინტერესდი და მითხრეს, სპეციალურად უშვებენ გავლენიან ხალხს, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენონო.

და მართლაც, მცდელობა ქურდული სამყაროს გამოყენებისა კომპრომეტირებისთვის აშკარაა. ეჭვი არ მეპარებოდა, რომ რუსეთის ჯაშუშობასთან ერთად ამას აუცილებლად გაათამაშებდნენ. დარჩა ორი რამ: პირველი - თურმე კოალიციას უნდა ძველ დროში დაბრუნება, სადაც ქურდები მეფობდნენ, და მეორე - ბიძინა ივანიშვილს უნდა რუსეთის მონები გაგვხადოს. თავად უკვე ქვეყანა დააბრუნეს იმ დროში, სადაც ყველა მოქალაქე მზად არის დაიბრალოს ნებისმიერი აბსურდი - ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გაყვანა თუ მტკვრის მოწამვლა. "მხედრიონი" დიდი ხნის წინ მათვე დააბრუნეს ხელისუფლებაში. უშიშროებაში შეყარეს და "იმედის" დარბევაში სწორედ ისინი მონაწილეობდნენ. ნიკა რურუა და მისი ჯგუფი ვინ არის? უფრო ქურდული მენტალიტეტი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოშია, წარმოუდგენელია. ჩემს მეგობარს 23 წლის პროკურორმა უთხრა, ვიცით, რომ არაფერი დაგიშავებიათ, მაგრამ უნდა გადაიხადოთ 100.000, ასე გადაწყდა სახელმწიფო დონეზეო. ამაზე მეტი ქურდული მენტალიტეტი რაღა გინდათ?

იხილეთ ვრცლად

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა