თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან

თავისუფლების მოედანზე კოალიცია "ქართული ოცნების" მხარდამჭერები იკრიბებიან. მათი ავტოკოლონა მოედანზე სიგნალებითა და დროშებით მივიდა.

კოალიციის მხარდამჭერების გამოჩენის შემდეგ ადგილზე მობილიზებულმა პოლიციის თანამშრომლებმა ტერიტორია დატოვეს.

ამ დროისთვის საკრებულოს წინ უკვე იმყოფებიან საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მათ შორის ყოფილი ფეხბურთელი მანუჩარ მაჩაიძე, მსახიობი მარინა ჯანაშია, მხატვარი თემურ გოცაძე, პოეტი რატი ამაღლობელი და პაროდისტი მერაბ სიჭინავა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა