მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არ გააჩერა ნუკიმ თავისი დილის გადაცემა
რატომ არ გააჩერა ნუკიმ თავისი დილის გადაცემა

"რუს­თა­ვი 2", რო­მელ­საც სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო არხს უწო­დე­ბენ "იმედ­სა" და "სა­ზო­გა­დო­ებ­რივ მა­უ­წყე­ბელ­თან" ერ­თად, ეს ბოლო დღე­ე­ბია, ბევ­რად ადეკ­ვა­ტუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა, ვიდ­რე მისი მოძ­მე არ­ხე­ბი. რო­გორც კი პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბის კად­რე­ბი გავ­რცელ­და, მე­ო­რე დი­ლას­ვე, დი­ლის გა­და­ცე­მის ყვე­ლა წამ­ყვანს ეცვა მა­ი­სუ­რე­ბი წარ­წე­რით "არა ძა­ლა­დო­ბას", სა­უბ­რობ­დნენ ამ თე­მის ირ­გვლივ, "შუა დღის" ეთერ­ში ხან ფსი­ქო­ლო­გი მი­დი­ო­და, ხან - სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის ახა­ლი მი­ნის­ტრი, ხან - გან­რის­ხე­ბუ­ლი შოთი არ­ვე­ლა­ძე ერ­თვე­ბო­და თურ­ქე­თი­დან, ხან კი დათო ტუ­რაშ­ვი­ლი აგი­ნებ­და მხარ­თე­ძო­ზე წა­მო­წო­ლილ პარ­ლა­მენ­ტა­რებს. ხა­თუ­ნა კალ­მა­ხე­ლი­ძეს, რო­მე­ლიც ჯერ კი­დევ იფი­ცე­ბო­და, რას ამ­ბობთ, მე რა შუ­ა­ში ვარ პა­ტიმ­რე­ბის წა­მე­ბას­თა­ნო, ერთი-ორი მწვა­ვე შე­კი­თხვაც და­უს­ვა ზა­ლი­კო უდუ­მაშ­ვილ­მა. ამით იმის თქმა მინ­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თუკი სა­ინ­ფორ­მა­ციო პო­ლი­ტი­კას შე­ვა­ფა­სებთ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ინ­ტე­რე­სი ამ არხზე აშ­კა­რად იკ­ვე­თე­ბა, იქ მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნებ­მა მო­ა­ხერ­ხეს სა­კუ­თა­რი პრო­ტეს­ტის და­ფიქ­სი­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, მაია ასა­თი­ან­მა "პრო­ფი­ლის" ეთერ­ში გაშ­ვე­ბა გა­და­დო, ისე­ვე, რო­გორც იუ­მო­რის­ტთა გუნ­დმა - თა­ვი­ან­თი ორი გა­და­ცე­მის. ეთერ­ში ასე­ვე არ გა­ვი­და "სა­ქარ­თვე­ლოს ვარ­სკვლა­ვი", რო­მე­ლიც, წე­სით, წინა ორ­შა­ბათს უნდა და­წყე­ბუ­ლი­ყო. ტაშ­ფან­დუ­რა გა­და­ცე­მე­ბი დრო­ე­ბით გა­ჩერ­და ამ არხზე, რა­საც ვერ ვი­ტყვით "იმედ­ზე", ტე­ლე­არხს არც ერთი გა­და­ცე­მა არ გა­უ­ჩე­რე­ბია, მათ შო­რის, არც "ნუ­კის დილა". ამის გამო ტე­ლე­წამ­ყვანს სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­სა და ფო­რუ­მებ­ზე აქ­ტი­უ­რად აკ­რი­ტი­კე­ბენ. ნუ­კის პო­ზი­ცი­ამ და­მა­ინ­ტე­რე­სა და კო­მენ­ტა­რის­თვის და­ვუ­რე­კე.

ნუკი კოშ­კე­ლიშ­ვი­ლი:

- იცი, რა არის? შემ­ზა­რა­ვი კად­რე­ბი ვნა­ხე. სი­მარ­თლე გი­თხრა, ბო­ლომ­დე არ მი­ნა­ხავს, ვერ ვუ­ყუ­რე. ძა­ლი­ან დიდი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა მო­ახ­დი­ნა ჩემ­ზე, თუმ­ცა არ მინ­და, ამ ყვე­ლა­ფერს პო­ლი­ტი­კუ­რი სახე მი­ე­ცეს. ეს ხომ პო­ლი­ტი­კა არ არის. ეს ტრა­გე­დი­აა. ვგმობ ძა­ლა­დო­ბას და არ მი­ვე­სალ­მე­ბი არც ერთი გა­მოვ­ლი­ნე­ბით.

ძა­ლი­ან ბევ­რგან წა­ვი­კი­თხე, კი­თხუ­ლობ­დნენ, რა­ტომ არ გა­ჩერ­და "იმედ­ზე" დი­ლის გა­და­ცე­მა...

- სწო­რედ ამა­ზე მინ­დო­და მე­კი­თხა...

- ამა­ზე პა­სუ­ხი მაქვს. ჩემი და 9 წლი­საა. არ მინ­დო­და, დი­ლას რომ გა­იღ­ვი­ძებ­და, ყველ­გან ეს კად­რე­ბი ენა­ხა. ვიცი, რომ ბავ­შვე­ბი უყუ­რე­ბენ ჩემს გა­და­ცე­მას. თან, სკო­ლაც და­ი­წყო. ამ დღე­ებ­ში სა­ბავ­შვო თე­მე­ბი გვქონ­და. არ მქონ­და სურ­ვი­ლი, შე­ე­ხე­დათ ჩემი გა­და­ცე­მის­თვის და იქაც იგი­ვე კად­რე­ბი და­ე­ნა­ხათ. მინ­და, რომ სხვა რა­მე­ზე გა­და­ი­ტა­ნონ ყუ­რა­დღე­ბა. მა­ს­მე­დი­ამ ადა­მი­ა­ნე­ბი არ უნდა დათ­რგუ­ნოს. ამის გა­მე­ო­რე­ბა არ არის სა­ჭი­რო. არ ვამ­ბობ, რომ ყუ­რა­დღე­ბა არ უნდა გა­მახ­ვილ­დეს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს ისე­დაც ბევ­რი პრობ­ლე­მა აქვთ. ყვე­ლას თა­ვი­სი მა­ყუ­რე­ბე­ლი ჰყავს, მე გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვე­ბი მი­ყუ­რე­ბენ.

- ნუკი, ეს გა­სა­გე­ბია, მაგ­რამ არა მხო­ლოდ ბავ­შვე­ბი, უფ­რო­სე­ბიც ადევ­ნე­ბენ თვალს შენს გა­და­ცე­მას... "რუს­თა­ვი 2"-ის წამ­ყვა­ნებ­მა გა­მო­ხა­ტეს პრო­ტეს­ტი, მა­ი­სუ­რე­ბი ჩა­იც­ვეს და "იმედ­ზე" არც ერთ გა­და­ცე­მა­ში ასე­თი რამ არ ყო­ფი­ლა.

- მეს­მის, რომ "რუს­თავ­ში" გა­მო­ხა­ტეს და ეს მი­სა­ღე­ბია. ჩვე­ნი დილა გა­ნახ­ლე­ბუ­ლია, სხვა ფორ­მა­ტი­საა და არ არის იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ღია ეთერ­ში გა­ვი­დეს. თა­ნაც, ეს თე­მე­ბი ამ ფორ­მატს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. სხვა გა­და­ცე­მებს კი ვე­რა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში ვერ გა­ვაკ­რი­ტი­კებ. ამი­სი არც მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მაქვს და არც თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი. ჩემი გა­და­ცე­მა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ფორ­მა­ტით გაგ­რძელ­დე­ბა.

DJბუკ­ლე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები

რატომ არ გააჩერა ნუკიმ თავისი დილის გადაცემა

რატომ არ გააჩერა ნუკიმ თავისი დილის გადაცემა

"რუსთავი 2", რომელსაც სახელისუფლებო არხს უწოდებენ "იმედსა" და "საზოგადოებრივ მაუწყებელთან" ერთად, ეს ბოლო დღეებია, ბევრად ადეკვატურად გამოიყურება, ვიდრე მისი მოძმე არხები. როგორც კი პატიმრების წამების კადრები გავრცელდა, მეორე დილასვე, დილის გადაცემის ყველა წამყვანს ეცვა მაისურები წარწერით "არა ძალადობას", საუბრობდნენ ამ თემის ირგვლივ, "შუა დღის" ეთერში ხან ფსიქოლოგი მიდიოდა, ხან - სასჯელაღსრულების ახალი მინისტრი, ხან - განრისხებული შოთი არველაძე ერთვებოდა თურქეთიდან, ხან კი დათო ტურაშვილი აგინებდა მხართეძოზე წამოწოლილ პარლამენტარებს. ხათუნა კალმახელიძეს, რომელიც ჯერ კიდევ იფიცებოდა, რას ამბობთ, მე რა შუაში ვარ პატიმრების წამებასთანო, ერთი-ორი მწვავე შეკითხვაც დაუსვა ზალიკო უდუმაშვილმა. ამით იმის თქმა მინდა, მიუხედავად იმისა, რომ თუკი საინფორმაციო პოლიტიკას შევაფასებთ, ხელისუფლების ინტერესი ამ არხზე აშკარად იკვეთება, იქ მომუშავე ადამიანებმა მოახერხეს საკუთარი პროტესტის დაფიქსირება. მაგალითად, მაია ასათიანმა "პროფილის" ეთერში გაშვება გადადო, ისევე, როგორც იუმორისტთა გუნდმა - თავიანთი ორი გადაცემის. ეთერში ასევე არ გავიდა "საქართველოს ვარსკვლავი", რომელიც, წესით, წინა ორშაბათს უნდა დაწყებულიყო. ტაშფანდურა გადაცემები დროებით გაჩერდა ამ არხზე, რასაც ვერ ვიტყვით "იმედზე", ტელეარხს არც ერთი გადაცემა არ გაუჩერებია, მათ შორის, არც "ნუკის დილა". ამის გამო ტელეწამყვანს სოციალურ ქსელებსა და ფორუმებზე აქტიურად აკრიტიკებენ. ნუკის პოზიციამ დამაინტერესა და კომენტარისთვის დავურეკე.

ნუკი კოშკელიშვილი:

- იცი, რა არის? შემზარავი კადრები ვნახე. სიმართლე გითხრა, ბოლომდე არ მინახავს, ვერ ვუყურე. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, თუმცა არ მინდა, ამ ყველაფერს პოლიტიკური სახე მიეცეს. ეს ხომ პოლიტიკა არ არის. ეს ტრაგედიაა. ვგმობ ძალადობას და არ მივესალმები არც ერთი გამოვლინებით.

ძალიან ბევრგან წავიკითხე, კითხულობდნენ, რატომ არ გაჩერდა "იმედზე" დილის გადაცემა...

- სწორედ ამაზე მინდოდა მეკითხა...

- ამაზე პასუხი მაქვს. ჩემი და 9 წლისაა. არ მინდოდა, დილას რომ გაიღვიძებდა, ყველგან ეს კადრები ენახა. ვიცი, რომ ბავშვები უყურებენ ჩემს გადაცემას. თან, სკოლაც დაიწყო. ამ დღეებში საბავშვო თემები გვქონდა. არ მქონდა სურვილი, შეეხედათ ჩემი გადაცემისთვის და იქაც იგივე კადრები დაენახათ. მინდა, რომ სხვა რამეზე გადაიტანონ ყურადღება. მასმედიამ ადამიანები არ უნდა დათრგუნოს. ამის გამეორება არ არის საჭირო. არ ვამბობ, რომ ყურადღება არ უნდა გამახვილდეს, მაგრამ ადამიანებს ისედაც ბევრი პრობლემა აქვთ. ყველას თავისი მაყურებელი ჰყავს, მე განსაკუთრებით ბავშვები მიყურებენ.

- ნუკი, ეს გასაგებია, მაგრამ არა მხოლოდ ბავშვები, უფროსებიც ადევნებენ თვალს შენს გადაცემას... "რუსთავი 2"-ის წამყვანებმა გამოხატეს პროტესტი, მაისურები ჩაიცვეს და "იმედზე" არც ერთ გადაცემაში ასეთი რამ არ ყოფილა.

- მესმის, რომ "რუსთავში" გამოხატეს და ეს მისაღებია. ჩვენი დილა განახლებულია, სხვა ფორმატისაა და არ არის იმის საშუალება, რომ ღია ეთერში გავიდეს. თანაც, ეს თემები ამ ფორმატს არ შეესაბამება. სხვა გადაცემებს კი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავაკრიტიკებ. ამისი არც მორალური უფლება მაქვს და არც თანამდებობრივი. ჩემი გადაცემა ჩვეულებრივი ფორმატით გაგრძელდება.

DJბუკლე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები